Главная » 2008»ოქტომბერი»9 » აშშ საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გამყარებაში დაეხმარება
აშშ საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გამყარებაში დაეხმარება
22:03
აშშ-ის შემდგომი დახმარების ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გამყარება იქნება.
ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ დღეს ბუდაპეშტში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან რობერტ გეიტსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ეს ჩვენთვის აუცილებელია არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. დეტალურად ამ საკითხებს ჩვენ ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე განვიხილავთ”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.