საქართველოს თვადაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრები საქართველოში აგვისტოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ “თავდაცვის სამინისტროს გათავისუფლებული მაღალჩინოსნების მიმართ პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება”.
“უკლებლივ ყველას, დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული თავდაცვის სამინისტროს მოქმედი და გათავისუფლებული მარლჩინოსნებით, მოუწევს პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაჩნდა. აღნიშნული პირები ადრე თუ გვიან პასუხს აგებენ შეცდომებსა და დანაშაულზე. ჩვენ ამისათვის ყველა ინსტანციას მივმართავთ”, - განაცხადა “პირველთან” საუბრისას მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ “ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ბოლო დადგენილების მეხუთე პუნქტი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე პირდაპირ მიუთითებს”.
|