შაბათი, 21.12.2024, 17:33
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » ოქტომბერი » 9 » ინა გუდავაძე - “ამ თაღლითს აუცილებლად დავამარცხებთ!”
ინა გუდავაძე - “ამ თაღლითს აუცილებლად დავამარცხებთ!”
15:31
“ჯერ ის უნდა დავიბრუნოთ, რაც კანონით გვეკუთვნის, მათ შორის - “იმედი” და მთაწმინდის პარკი”

საქართველოს ხელისუფლების მიერ ახალი “დემოკრატიული ტალღის” დაწყების გამოცხადებამ, ზეწოლისგან ქართული მედიის, ძირითადად, ელექტრონული მედიის გათავისუფლებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის საკითხები დააყენა დღის წესრიგში. ბევრი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ალაპარაკდა ტელეკომპანია

“იმედზეც”, რომლის დაბრუნებისთვისაც გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოში უწევს ბრძოლა. ამ საკითხზე კომენტარი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ქალბატონ ინა გუდავაძეს ვთხოვეთ:

- ბოლო დღეებში უამრავი განცხადება გაკეთდა ,,იმედის~ შესახებ. თუმცა ყველაზე საინტერესო თქვენი პოზიციაა.

- ცოტა ხნის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა, ბატონმა სოზარ სუბარმა მთხოვა, მისი წლიური ანგარიშის მომზადების კონტექსტში, მთელი რიგი კითხვებისათვის გამეცა პასუხი. ეს კითხვები იმ ვითარებას ეხება, რომელშიც ჩვენს ოჯახს, ჩემი გარდაცვლილი მეუღლის, ბადრი პატარკაციშვილის ქონებაზე მემკვიდრეობითი უფლების მოპოვებისათვის უხდება ბრძოლა, უფრო კონკრეტულად კი, ეს კითხვები ტელეკომპანია ,”იმედისა” და მთაწმინდის პარკის გარშემო შექმნილ სიტუაციას ეხება. ჩემს პასუხებში სახალხო დამცველს განვუმარტე - დარწმუნებულები ვართ, რომ “იმედი” და მთაწმინდის პარკი ჩვენს ოჯახს უსაფუძვლოდ წაართვეს, მე პოლიტიკოსი არ გახლავართ და ასეთ განცხადებას პოლიტიკური მიზეზებით არ ვაკეთებ. მე ჩემი ოჯახისათვის სამართალს ვეძებ. “იმედი” და მთაწმინდის პარკი ჩვენს ოჯახს უნდა დაუბრუნდეს.

- ქალბატონო ინა, რა გაძლევთ იმის რწმენას, რომ გაიმარჯვებთ?

- ბადრის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის უფლებების დასაცავად, თვეები გავატარეთ იურისტებთან და მრჩევლებთან მუშაობაში, სასამართლო ბატალიებში და ბევრს მივაღწიეთ. სხვათა შორის, როგორც იცით, ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა დაასკვნა, რომ დოკუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ჯოზეფ ქეი ბადრის აქტივებზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდა, ყალბია. ქეის მოქმედებამ საქართველოში, ძალიან შეაფერხა ამ ქვეყანაში ჩვენთვის სამართლის პოვნა, თუმცა, ჩვენი წარმატებები სხვა ქვეყნების სასამართლოებში რწმენას გვინერგავს, რომ ამ თაღლითს აუცილებლად დავამარცხებთ!

- გამარჯვების შემთხვევაში, რის გაკეთებას აპირებთ საქართველოში?

- ჩვენი ოჯახის განზრახვა საქართველოში ბადრის საქველმოქმედო საქმიანობისა და პროექტების გაგრძელება იყო. მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობა რომ გვქონდეს, ჯერ ის უნდა დავიბრუნოთ, რაც კანონით გვეკუთვნის, მათ შორის “იმედი” და მთაწმინდის პარკი. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი ამ საქმეში წარმატებას მივაღწიო. საქართველოში ყველას მადლიერი ვარ, ვინც მხარს გვიჭერს...

Просмотров: 1087 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/2 |
Всего комментариев: 1
13.10.2008
rmertmac inebos da imedi mis kanonier mflobels daubrundes . am dres didi sixarulit davelodebi . aravis ara aqvs ufleba xalxs caartvas tavisufali sitkva. amas ar cheveguebit.....

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz