შაბათი, 21.12.2024, 14:51
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » სექტემბერი » 1 » ბრიუსელის ცენტრში რუსები, ქართველები, ინგუშები და ჩეჩნები მანიფესტაციებს მართავენ
ბრიუსელის ცენტრში რუსები, ქართველები, ინგუშები და ჩეჩნები მანიფესტაციებს მართავენ
14:25
1 სექტემბერს, ევროპის დედაქალაქის შუმანის მოედანი, სადაც ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის შტაბ-ბინებია განთავსებული, კიდევ ერთხელ აფრიალდება ქართული დროშები. ოღონდ, ამჯერად აქ 1000-ზე მეტი ქართველი და მათი მხარდამჭერი ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩადიან.

როგორც საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჰოლანდიის ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა, მარეხ ტოგონიძემ მაცნობა, დღევანდელ მანიფესტაციაზე ქართველებს ევროპაში მცხოვრები ინგუშები და ჩეჩნებიც უერთდებიან, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ 11-დან 12 საათამდე ჩატარებული მანიფესტაციის შემდეგ, სოლიდარობის ნიშნად, ქართველბთან ერთად დარჩებიან.

მარეხ ტოგონიძის თქმით, მანამ დილის 9-დან 11 საათამდე, ამავე ადგილას, რუსეთის დიასპორის საპროტესტო მაიფესტაციაც არის დაგეგმილი.

- “ჩვენი მანიფესტაცია სპეციალურად დავნიშნეთ მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, 1 სექტემბერს, ევროკავშირის სპეციალური სამიტი იკრიბება და სწორედ საქართველოს საკითხი იხილება. ეს იყო 28 აგვისტოს. მანიფესტაციის შესახებ ჩვენი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიასპორაც იკრიბება, სწორედ ამ დღეს და ამ ადგილას ოღონდ დილიდანვე იკრიბება და მანიფესტაციას მართავს”, - განაცხადა მარეხ ტოგონიძემ და აქვე ამ აქციის მიზნებიც მოგვაწოდა.

მარეხ ტოგონიძე არც ექსცესებს გამორიცხავს, რადგან ერთი კვირის წინ, ამსტერდამში, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ვითარების განხილვისას, რომელსაც ჰოლანდიელებიც ესწრებოდნენ, რამდენიმე ადამიანი საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს სიტყვას აწყვეტინებდა. ისტერიული ტონით ჰყვებოდნენ, რა საშინელებები გადახდათ მათ თავს ქართველების მიერ ცხინვალის ბრძოლებისას.

- “ჩვენ ძალიან განვიცადეთ ეს ამბავი და დისკუსიის დასრულების შემდეგ მათთან გასაუბრება ვცადეთ, რათა უკეთ გავრკვეულიყავით სიტუაციაში. მათთან საუბრისას აშკარა გახდა, რომ ისინი არამც თუ არ იყვნენ ამ მოვლენების მონაწილე და არც ოსი ეროვნების მოქალაქეები, არამედ, საერთოდ, შეხებაც არ ჰქონიათ ცხინვალთან. ვერ ასაბუთებდნენ მათ მიერ დისკუსიისას დასახელებულ ვერც ერთ ფაქტს. უკვე გასაგები იყო, რომ ისინი რუსული პროვოკაციის ნაწილს წარმოადგენდნენ. ამდენად, არც ახლაა გამორიცხული მსგავსი პროვოკაცია. მაგრამ მე იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი გონივრულობის, რომ სიტუაციის დაძაბვისაგან თავს შეიკავებს”, - დასძინა ჰოლანდიის ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა presa.ge-სთან საუბრისას.

ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ მანიფესტაციების კასკადი, რომელიც ბრიუსელის ცენტრში, შუმანის მოედანზე 9 საათიდან 5 საათამდე გაგრძელდება და რიგრიგობით, რუსეთის, ინგუშების, ჩეჩნებისა და ქართველების განწყობას გამოხატავს, ხელს არ შეუშლის ევროკავშირს საქართველოში მშვიდობის დასამყარებლად და რუსეთზე ზემოქმედებისათვის ქმედითუნარიანი და ეფექტური გადაწყვეტილება მიიღოს.

Просмотров: 1049 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/1 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz