ოთხშაბათი, 04.12.2024, 04:11
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 23

გულშემატკივრებით გადაჭედილი ტრიბუნები თამაშის დაწყების მოლოდინში ისუსება. ფეხბურთელები უკვე მზად არიან ფეხი ჰკრან მწვანე მოედნის შუაგულში “დამიწებულ” ბურთს. აი, მსაჯსაც პირთან მიაქვს სასტვენი და უცებ.. მინდორზე სრულიად შიშველი ადამიანი შემორბის, რასაც მოჰყვება მაყურებლის ჟივილ-ხივილი, დოინჯშემოყრილ ფეხბურთელებსა და მსაჯს ეღიმებათ. სტადიონზე წესრიგის დამცველები კი გადარეულს ფეხდაფეხ მოსდევენ. ამ თავზეხელაღებულ ტიტლიკანებს პოლიცია ხულიგნებს უწოდებს, თუმცა ისინი საკუთარ თავს უფრო საამაყო სახელს - “სტრიკერებს” (ინგ.ეწ. სტრეაკ-გაელვება) უწოდებენ.

ეს მოხდა ინგლისის ქალაქ ტვიქენჰემში 1974 წლის აპრილში. სტადიონზე ათასობით გულშემატკივარმა მოიყარა თავი, რათა თვალყური ედევნებინა, როგორ ეპაექრებოდა მათი მორაგბეთა გუნდი ფრანგებისას. მატჩის გადამწყვეტ ეპიზოდში მოედანზე დაბარებულივით შიშველი მამაკაცი შეიჭრა და ბრძოლისჟინმორეული მოთამაშეების თვალწინ სირბილს მოჰყვა.

პოლიციამ არ დააყოვნა, თავზეხელაღებული გულშემატკივრის მოედნიდან გაძევების მიზნით ერთ-ერთმა მათგანმა, ბრიუს პერიმ თავისი ჩაფხუტი მოიხადა და შფოთისთავს გენიტალიებზე ააფარა. შემდგომში იგი ჟურნალისტებს გულუბრყვილო ტონით უხსნიდა: “ძალიან ციოდა, ის საცოდავი კი ისე კანკალებდა. თანაც იქ სანახავიც დიდი არაფერი იყო”.

ფოტორეპორტიორებმა მაინც მოასწრეს ქუდაფარებული წესრიგისდამრღვევის გადაღება და ამ ფოტოსურათმა მსოფლიოს მრავალი გაზეთი დაამშვენა. ასე დაიწყო “სტიკერობის” ეპიდემია და უამრავი გულშემატკივრის თვალ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 884 | თარიღი: 23.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

კახელებისათვის 2008 წლის შემოდგომა პრობლემების მოზღვავებით აღინიშნება. არ არსებობს რაიონი და რეგიონი, სადაც მოსახლეობა სერიოზულ პრობლემებს არ აწყდებოდეს. უმთავრესი თავსატეხი რთველია, ამას ემატები სტიქია, უწყლობა, კერძო მესაკუთრის უფლებების შელახვა და მრავალი სხვა.

თუ რამდენად დააზარალა კახეთი უეცრად მოვარდნილმა სტიქიამ ჯერ ცნობილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კახეთში 135-140 ათასი ტონა ყურძენი უკვე ვეღარ მოიკრიფება. რეგიონში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია კი უკვე შეიქმნა. კომისია ახალო მომავალში ცენტრალურ ხელისუფლებას კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობას წარუდგენს.

წინა კვირის ბოლოს წვიმა და სეტყვა თელავის, ყვარლისა და საგარეჯოს რაიონებს უშენდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზარალი სოფლებს: გრემს, შილდას, ენისელსა და საბუეს მიადგა.

ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში ყურძნის მოსავლის 100 პროცენტი თითქმის განადგურებულია, იგივე მდგომარეობაა სოფელ შილდასა და საბუეშიც. ასევე, დასეტყვილია თელავის რაიონის სოფლებიც - წინანდალი, ქვემო ხოდაშენი და ბუშეტი. აქ ვენახების მხოლოდ 60 პროცენტია გაფუჭებული.

თითქოს სტიქია არ კმაროდეს, კახეთში ხელოვნური პრობლმებიც მრავლად იქმნება. ამის ნათელი მაგალია ყბადაღებული სიღნაღის რეაბილიტაცია. ნაჩქარევად და ფაციფუცით გაკეთებული სარემონტო სამუშაოებით მოსახლეობა დღემდე უკმაყოფილოა.

მართალია, ქალაქის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დიდი ხნის დასრულებულია, მაგრამ ამ დრომდე სიღნაღში კვლავ ბევრი დაუსრულებელი და მიტოვებული სამშენებლო ობიექტია.

ვასილ ნადირაშვილი, რომელიც სიღნაღში რუსთაველის N33 ცხოვრობს აცხადებს, რომ მისი სახლი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 880 | თარიღი: 23.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ე.წ. აფხაზეთის შეიარაღებული ძალების დე ფაქტო გენერალური შტაბის უფროსის ანატოლი ზაიცევის განცხადებით, “ობიექტი, რომელიც სამშაბათს სოხუმის თავზე შენიშნეს, სამხედრო თვითმფრინავი არ ყოფილა”.

“აფხაზეთის თავზე გადაიფრინა თანამგზავრმა, რომელიც ქალაქის მაცხოვრებლებმა მფრინავ აპარატად აღიქვეს. მათ თანამგზავრის ანარეკლი დაინახეს”, - განმარტა ზაიცევმა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ობიექტი სოხუმის თავზე ზღვის მხრიდან წითელ ლაქად გამოჩნდა, შემდეგ ქალაქის დასავლეთ ნაწილში გადაადგილდა და თანდათან გაუჩინარდა. 

“მისგან გარკვეული ყვითელი სხივები და განათება მოდიოდა და ამის გამო ტელეფონზე მისი დაფიქსირება ვერ მოხერხდა”, - აცხადებენ თვითმხილვევლები.

აფაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო ეკოლოგიური სამსახურის უფროსის ვარაუდით, ეს შეიძლება, ატმოსფერული მოვლენა ყოფილიყო, რომელიც ხშირად  შეიმჩნევა სხვადასხვა ქვეყნებში. 

წაკითხულია: 896 | თარიღი: 23.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

კონსერვატიული პარტია დაღუპულ ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობის გამოქვეყნებს სახელობითი სიის მეშვეობით ითხოვს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზ კონსერვატიული პარტიის წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა, ამ მოთხოვნით პარტიამ უკვე მიმართა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, თუმცა აღნიშნული უწყებებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

გიგა ბუკიას თქმით, საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა, რომ ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი, აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობა _ 372, რეალური არ არის. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას სიმართლის ცოდნა სჭირდება, შესაბამისად, უნდა გამოქვეყნდეს სახელებისა და გვარების ზუსტი რაოდენობა. 

კონსერვატიულ პარტიას აქვს თავისი მონაცემები, რომელიც ჯერჯერობით არასრულყოფილია. თუმცა, ეს მონაცემი ხელისუფლების მონაცემზე გაცილებით მეტია. ასევე, უნდა დადგინდეს უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა.  ამ ყველაფრისთვის უნდა გამოქვეყნდეს სახელობითი სია“, _ განაცხადა გიგა ბუკიამ.

კონსერვეტორები აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა შეიქმნას, მოუწოდებენ, რომ დაღუპულ ჯარისკაცთა სახელობითი სია გამოაქვეყნონ.

წაკითხულია: 870 | თარიღი: 23.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქართულ მხარეს “მორიგ საინფორმაციო პროვოკაციაში” ადანაშაულებს.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფრინავი აპარატები უსაფრთხოების ზონაში არანაირ ფრენას არ ახორციელებენ. ეს ქართული მხარის მორიგი საინფორმაციო პროვოკაციაა, რომელიც რეგიონში შექმნილი მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობას წარმოადგენს” - განუცხადა “ინტერფაქსს” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ. 

რუსეთის სამშვიდობო ძალების პრეს-სამსახურის დროებითი უფროსის, პოდპოლკოვნიკ ვიტალი მანუშკოს განცხადებით კი,  “უსაფრთხოების ზონაში მფრინავი აპარატების ჩამოვარდნის ან ჩამოგდების ფაქტები დაფიქსირებული არ არის”. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 სექტემბერს, გამთენიისას  განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს ბაქო-სუფსის მაგისტრალური დაცვის განყოფილების  თანამშრომლებმა ტერიტორიის დათვალიერების დროს სოფელ ხურვალეთსა და წითელუბანს შორის რუსული  მზვერავი უპილოტო  აპარატი ჩამოაგდეს. სამინისტროს ინფორმაციით,  მზვერავი აპარატი სავარაუდოდ, მილსადენის ფოტოგადაღებას ახდენდა.

წაკითხულია: 907 | თარიღი: 23.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ფინანსური პოლიციის კახეთის რეგიონალურმა სამმართველომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 858 | თარიღი: 23.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ”გამჭვირვალეობა ქვეყნის შიგნით და იმის გაგება, თუ როგორ დაიწყო ომი, რუსულ აგრესიაზე საპასუხოდ ორი ძირითადი ელემენტი უნდა იყოს”.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკული გამოცემა ”Washington Post” -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ”მე მზად ვარ, ომის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საერთაშორისო საზოგადოებასთან ვითანამშრომლო”, - განაცხადა სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ”საინტერესოა, რუსეთს თუ სურს იგივეს გაკეთება?!”.

წაკითხულია: 838 | თარიღი: 23.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ”Transparency International” 2008 წლის მოხსენებაში რუსეთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სიაში მოხვდა.

გამოკვლევა მსოფლიოს 180 ქვეყანას მოიცავდა. კორუფციის დონე 10 ქულით იყო შეფასებული. 2008 წლის მონაცემებით, რუსეთი რეიტინგში 147 ადგილზე მოხვდა და მისი შეფასება 2,1 ქულას შეადგენს.

ამავე დონეზე არიან ბანგლადეში, კენია და სირია. ”ამასთან, დსთ-ის ქვეყნებიდან მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ საქართველოში შეინიშნება, იმ დროს, როცა რუსეთის და უკრაინის რეიტინგი დაცემას განაგრძობს” – ნათქვამია მოხსენებაში.

რაც შეეხება ყველაზე მაღალრეიტინგულ ქვეყნებს, მათ რიცხვში დანია, შვეცია და ახალი ზელანდია შედიან. ამ ქვეყნებში კორუფცია ყველაზე დაბალ დონეზეა. აშშ ამ სიაში 18-ე ადგილზეა და მისი შეფასება 7,3 ქულას შეადგენს. ასეთივე მაჩვენებელი აქვს ბელგიას და იაპონიას.

წაკითხულია: 814 | თარიღი: 23.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz