|
Главная » 2008 » სექტემბერი » 14
რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღდეგ დიპლომატიურის გარდა სამართლებრივად ბრძოლა ქართულმა მხარემ პირველივე დღეებიდან დაიწყო და ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
სარჩელში ოფიციალური თბილისი რუსეთის ფედერაციას ადანაშაულებს 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერაში. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სარჩელი ეფუძნება ”რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” 1965 წლის საერთაშორისო კონვენციას, რომლის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ როგორც საქართველო, ისე - რუსეთის ფედერაცია.
როგორც იუსტიციის მინისტრი ნიკოლოზ გვარამია აცხადებს, აგვისტოს დასაწყისში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა შეიარაღებულმა თავდასხმამ და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გავხორციელებულმა ეთნიკური წმენდის ახალმა ტალღამ აღნიშნული სარჩელის მომზადება და სასამართლოში შეტანის პროცესი დააჩქარა.
საქართველოს ხელისუფლების სარჩელის განხილვა ჰააგის სასამართლომ თითქმის ერთი თვის ვადაში 8 სექტემბერს დაიწყო და ქართულ მხარეს საკუთარი არგუმენტების წარსადგენად სამი საათი დაუთმეს. სარჩელთან ერთად ჰააგაში ქართულმა მხარემ შიატანა მოთხოვნა, რუსეთისათვის დროებითი ღონისძიებების დაკისრების შესახებ.
პროფესიონალი ადვოკატების მიერ მტკიცებულებების სათანადოდ წარმოდგენის შემთხვევაში ამ სასამართლო პროცესის მოგების იმედი ქართულ ოპოზიციასაც აქვს. რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი იმედოვნებს, რომ ქართულმა მხარემ ახლა მაინც მოახერხა და შეაგროვა ყველა საჭირო მტკიცებ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 892 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ხვალ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა იხსნება. ნატოს დელეგაცია, ნატო-ს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხელმძღვანელობით თბილისს ხვალ დილით ეწვევა, დაგეგმილი ორდღიანი ღონისძიება კი (15-16 სექტემბერი) სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დღის მეორე ნახევარში დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მიიღებენ. 16 სექტემბერს კი იაპ დე ჰოოპ სხეფერი საქართველოს პარლამენტს ესტუმრება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში იგეგმება საქართველო-ნატოს კომისიის ჩამოყალიბება და მისი ოფიცილურად გაფორმება, რომლის შექმნაც აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურად გამართულ ბრიუსელის ნატოს სამიტზე გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა სექტემბრის დასაწყისში იყო დაგეგმილი, თუმცა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო იგი რამდენიმე დღით გადაიდო.
წაკითხულია: 799 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველომ რუსეთში ბოლოდროინდელი მოვლენების დროს შეწყვეტილი ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა. ამ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ქართული კომპანია "ESCO"-ზე დაყრდნობით ავრცელებს. "ელექტროენერგიის მიწოდება რუსული მხარის თხოვნის საფუძველზე აღდგა, დღე-ღამეში 1 მლნ კვტ/სთ ელეტროენერგიის მიწოდება ხდება და შეთანხმების თანახმად, ეს განხორციელდება იქამდე, ვიდრე ამის აუცილებლობა იქნება", - აცხადებენ კომპანიაში. ელექტროენერგიის ექსპორტი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით "სალხინო" აფხაზეთის ტერიტორიიდან კრასნოდარის მხარეში განხორციელდება.
წაკითხულია: 815 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთზე სამხედრო დარტყმას დიდი ხანია გეგმავდა". ამ ინფორმაციას სააგენტო "რია-ნოვოსტი" ავრცელებს, რომლის ცნობითაც ოქრუაშვილმა ამის შესახებ სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა. "აფხაზეთი ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი იყო, თუმცა 2005 წელს ჩვენ შევიმუშავეთ სამხედრო გეგმა როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად. გეგმა თავიდან სამხრეთ ოსეთში ორმაგ შეჭრას ითვალისწინებდა, როკის გვირაბისა და ჯავის კონტროლზე აყვანას", - განაცხადა ექს-მინისტრმა. საომარი მოქმედებების კომენტირებისას, ოქრუაშვილმა განაცხადა: "სააკაშვილის შეტევითი ქმედებები მხოლოდ ცხინვალის მიტაცებას ისახავდა მიზნად, რამდენადაც პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ აშშ რუსეთის რეაქციას დიპლომატიური არხებით დაბლოკავდა". შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის უწყებას 2004-2006 წლებში ხელმძღვანელობდა. სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი პრეზიდენტის გუნდიდან წასვლის შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. დევნილობაში მყოფი ოქრუაშვილი Hამჟამად ოჯახთან ერთად პარიზში ცხოვრობს.
წაკითხულია: 800 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გროზნოში ერთ-ერთ ქუჩას პერმის ავიაკატასტროფის დროს დაღუპული რუსეთის გმირის, ჩეჩნეთის ომის ვეტერანის გენადი ტროშევის სახელს მიანიჭებენ. ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, "ჩეჩნეთი მწუხარებას გამოთქვამს პერმში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა გამო, რომელთა შორის რესპუბლიკის მკვიდრი გენერალი გენადი ტროშევიც იმყოფებოდა". "დღეს რუსეთმა კიდევ ერთი პატიოსანი, ღირსეული გენერალი, პოლიტიკოსი და პატრიოტი დაკარგა. ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ადამიანის პატივისცემას გამოვხატავთ იმით, რომ ერთ-ერთ ქუჩას გროზნოში, ქალაქში სადაც იგი ცხოვრობდა, მის სახელს ვუწოდებთ", - ნათქვამია კადიროვის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს პერმში მომხდარა ავიაკატასტროფას 88 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის რუსეთის გმირი, ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, გენერალი გენადი ტროშევიც იმყოფებოდა.
წაკითხულია: 818 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თურქეთში, ქალაქ ანტალიაში რუსეთის მოქალაქეებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა, არიან დაშავებულები. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "იტარ-ტასი" ავრცელებს. ავტოკატასტროფის დროს ავტობუსში 36 ადამიანი იმყოფებოდა. დაზარალებულები ანტალიის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. მგზავრების თქმით, ავტობუსი ავარიის მომენტში ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა.
წაკითხულია: 824 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
18 სექტემბერს გორში ვირტუოზი პიანისტის ირმა გიგანის აქცია-კონცერტი გაიმართება. აღნიშნული აქცია საინფორმაციო სააგენტო "ფაქტის" ორგანიზებით ტარდება. აქცია-კონცერტში მონაწილეობას ანსამბლი "რუსთავი" და გორის ქალთა კაპელაც მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ აქციის ორგანიზატორები და ირმა გიგანი დღეს გორს სტუმრობდნენ, სადაც კონცერტისთვის ადგილი შეირჩია. სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყობა სცენა, გაკეთდება ბანერი და დამონტაჟდება პროექტორი, რომელზეც ომის ამსახველი ვიდეომასალა იქნება ნაჩვენები.
წაკითხულია: 881 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისთვის მადლობას უხდის და ამ ერთიანობის შენარჩუნებას სთხოვს. "მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიტიკურმა ძალებმა ერთად ვიბრძოლეთ, რომ დაგვეცვა საქართველო აგრესიისგან. როგორც შევიკარით ერთ მუშტად, როცა ეს ქვეყანას სჭირდებოდა, გადავდეთ გვერდზე აზრთა სხვადასხვაობა სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ისე უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა დღესაც, რადგან ახლა ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე კიდევ უფრო დიდი და მნიშვენოლოვანი გამოწვევებია" - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას.
წაკითხულია: 799 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კონფლიქტის დროს დაზარალებულთათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულადი დახმარების თანხის გამოძალვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დავით ლომიძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ლომიძემ შიდა ქართლში კონფლიქტის დროს დაზარალებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულადი დახმარების თანხა გამოსძალა. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.
წაკითხულია: 1176 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ სომხეთი უნდა ასრულებდეს მეზობლის და სტრატეგიული პარტნიორის ვალდებულებებს, როგორც რუსეთთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში, - იუწყება სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი.
- ”ჩვენ უნდა ვასრულებდეთ ჩვენს ვალდებულებებს მეზობლებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ვფიქრობ, ყველამ, ვინც ადევნებდა თვალს ჩვენს მოქმედებებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, უნდა აღნიშნოს, რომ გულწრფელნი და სამართლიანები ვიყავით. ასე იყო ყოველთვის, ასე არის ახლა და, დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასე იქნება”, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო საქართველო - მეზობელი ათასწლეულების განმავლობაში.
სარქისიანის განცხადებით, ყველაფერ ამაზე რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს სოჭში ესაუბრა, უახლოეს მომავალში კი, საქართველოში ჩასვლას და ქვეყნის პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს.
წაკითხულია: 831 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა მთელი საქართველოს ტერიტორია უნდა მოიცვან, ადგილზე გააკეთონ შესაბამისი შეფასება და გაწიონ მონიტორინგი. ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი დადებითად აფასებს და მას ”ძალიან მყარს” უწოდებს. ”ევროკავშირის თავჯდომარის მიერ ცალსახად იქნა ნათქვამი, რომ ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ მთელი ტერიტორიას არ მოიცავენ დამკვირვებლები, პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ ექვს-პუნქტიანი შეთანხმება სრულად შესრულდეს, სწორედ ამას დააკვირდებიან მონიტორები, რაც გულისხმობს, რუსეთის საოკუპაციო ფორმირებებმა, რომელიც 7 აგვისტოდან შემოვიდნენ, უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორია,” - აცხადებს ტყეშელაშვილი.
წაკითხულია: 853 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
19 სექტემბერს თბილისში გრანდიოზული პროექტი "კიდევაც დაიზრდებიან" განხორციელდება. როგორც "პირველს" პროექტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, აქცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართება და მასში ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აქციაზე მოდების ჩვენება გაიმართება, რომელშიც როგორც სამოდელო სააგენტო "ლიკა ყაზბეგის" მოდელები, ასევე ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ორსული ქალბატონებიც მიიღებენ მონაწილეობას. "ორსულების მონაწილეობით გვინდოდა, ხაზი გაგვესვა იმ ფაქტისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც საქართველოში მოხდა, ცხოვრება გრძელდება და ახალი სიცოცხლეც წარმოიშობა", - აცხადებენ პროექტის ხელმძღვანელები. აქციაზე სპეციალური ყუთიც დაიდგმება, რომლის მეშვეობით დამსწრე საზოგადოებას დევნილთა დახმარების ფონდში თანხის დამატება შეეძლება. გარდა ამისა, მოეწყობა თეატრალიზებული დადგმა, რომელსაც თეატრალური სტუდია "ნაბადი" მოაწყობს. ამასთან, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბალერინა თათა ჯაშიაშვილი ქართველ საზოგადოებას ახალ დადგმას შესთავაზებს. აქციას სიმბოლურად სამი ეროვნების წამყვანი ეყოლება: ქართველი, ოსი და აფხაზი. აქცია 19 სექტემბერს, 20:00 საათზე ბამბის რიგში გაიმართება.
წაკითხულია: 769 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
19 სექტემბერს თბილისში გრანდიოზული პროექტი "კიდევაც დაიზრდებიან" განხორციელდება. როგორც "პირველს" პროექტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, აქცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართება და მასში ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აქციაზე მოდების ჩვენება გაიმართება, რომელშიც როგორც სამოდელო სააგენტო "ლიკა ყაზბეგის" მოდელები, ასევე ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ორსული ქალბატონებიც მიიღებენ მონაწილეობას. "ორსულების მონაწილეობით გვინდოდა, ხაზი გაგვესვა იმ ფაქტისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც საქართველოში მოხდა, ცხოვრება გრძელდება და ახალი სიცოცხლეც წარმოიშობა", - აცხადებენ პროექტის ხელმძღვანელები. აქციაზე სპეციალური ყუთიც დაიდგმება, რომლის მეშვეობით დამსწრე საზოგადოებას დევნილთა დახმარების ფონდში თანხის დამატება შეეძლება. გარდა ამისა, მოეწყობა თეატრალიზებული დადგმა, რომელსაც თეატრალური სტუდია "ნაბადი" მოაწყობს. ამასთან, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბალერინა თათა ჯაშიაშვილი ქართველ საზოგადოებას ახალ დადგმას შესთავაზებს. აქციას სიმბოლურად სამი ეროვნების წამყვანი ეყოლება: ქართველი, ოსი და აფხაზი. აქცია 19 სექტემბერს, 20:00 საათზე ბამბის რიგში გაიმართება. |
წაკითხულია: 817 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთი “სტრატეგიული პარტნიორის” - სომხეთის დახმარებას ვეღარ ახერხებს. არადა, საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების გამო ამ ქვეყნის ეკონომიკას 700 მილიონით უზარალია. კრემლის სტაგნაციით სარგებლობს ვაშინგტონი და სომხებს დახმარების ხელს უწვდის. თეთრი სახლი საქართველოს მეზობლად პოზიციების განმტკიცებას ფულით შეეცდება.
ქართულ-რუსული კონფლიქტის შედეგად სომხეთის ეკონომიკამ წინასწარი მონაცემებით, 680 მილიონი დოლარით იზარალა. ამის შესახებ ჯერ თავად სომხეთშიც არ ჩამოყალიბებულან, მაგრამ, ამერიკაში უკვე გამოუკვლევიათ.
ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ბრედ შერმანმა “საქართველოს კრიზისის შემდეგ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების” შესახებ კონგრესის საგარეო საქმეთა კომისიის მიერ ორგანიზებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შერმანმა სომხეთისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის აუცილებლობა აღნიშნა.
- “ამით აშშ-ის ადმინისტრაციას კარგი საშუალება ეძლევა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რეგიონალური თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში საკუთარი პოლიტიკა განამტკიცოს”, - აღნიშნა მან.
ამერიკელი სენატორის ინიციატივას მყისიერად გამოეხმაურა სხვა ამერიკელი ბობოლა მოხელე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა დაადასტურა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სომხეთსაც გამოუყოფს დახმარებას, თუმცა მისი ოდენობა დასადგენია.
- “ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სომხეთი დახმარების ნებისმიერ პაკეტში იყოს ჩართული”, - აღნიშნა ფრიდმა.
ამერიკელთა გააქტიურება იმან გამოიწვია, რომ კვირას ამერიკის სომხურმა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 895 |
თარიღი: 14.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|