Главная » 2008»სექტემბერი»14 » ირაკლი ოქრუაშვილი: "მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას დიდი ხანია გეგმავდა"
ირაკლი ოქრუაშვილი: "მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას დიდი ხანია გეგმავდა"
19:31
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთზე სამხედრო დარტყმას დიდი ხანია გეგმავდა". ამ ინფორმაციას სააგენტო "რია-ნოვოსტი" ავრცელებს, რომლის ცნობითაც ოქრუაშვილმა ამის შესახებ სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა. "აფხაზეთი ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი იყო, თუმცა 2005 წელს ჩვენ შევიმუშავეთ სამხედრო გეგმა როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად. გეგმა თავიდან სამხრეთ ოსეთში ორმაგ შეჭრას ითვალისწინებდა, როკის გვირაბისა და ჯავის კონტროლზე აყვანას", - განაცხადა ექს-მინისტრმა. საომარი მოქმედებების კომენტირებისას, ოქრუაშვილმა განაცხადა: "სააკაშვილის შეტევითი ქმედებები მხოლოდ ცხინვალის მიტაცებას ისახავდა მიზნად, რამდენადაც პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ აშშ რუსეთის რეაქციას დიპლომატიური არხებით დაბლოკავდა". შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის უწყებას 2004-2006 წლებში ხელმძღვანელობდა. სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი პრეზიდენტის გუნდიდან წასვლის შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. დევნილობაში მყოფი ოქრუაშვილი Hამჟამად ოჯახთან ერთად პარიზში ცხოვრობს.