პარასკები, 15.11.2019, 11:02
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 01

აფხაზეთში, გალის რაიონში მცხოვრები ქართულ მოსახლეობას აფხაზეთის სეპარატისტულოი ხელისუფლება საქართველოს ერთიანობისთვის, დღეს გასამართ სამშვიდობო აქციაში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს.

როგორც “აფხაზეთის - მედია ცენტრს” გალის რაიონის მოსახლეობამ აცნობა, გალის ადმინისტრციის წარმომადგენლები, ქართულ ოჯახებში იჭრებიან და იმ შემთხვევაში თუ ისინი აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ზუგდიდიდან გალში დაბრუნების აკრძალვით ემუქრებიან.

წინააღმდეგობის მიუხედავად, გალში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა ზუგდიდის რაიონში გადმოსვლას და საქართველოს ერთიანობისთვის დღეს დაგეგმილ მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის მიღებას მაინც აპირებს. 

წაკითხულია: 637 | თარიღი: 01.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემისა და კონფლიქტების მოგვარებას, კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, გაუქმებას უკავშირებს.

დღევანდელ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა აშშ-ს მთავრობას მოუწოდა, გააბათილოს კოსოვოს აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა გააუქმოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის ბრძანება, რაც საქართველოსაც გადაარჩენს და მსოფლიოს ომს აარიდებს.

მისი აზრით, უკიდურეს შემთხვევაში ტერიტორიული გადანაწილების საბაბით დედამიწაზე ომის ახალი კერები გაჩნდება.

"მოვუწოდებ ამერიკის შეერთებულ შტატებს, გააუქმოს კოსოვოს თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთის პრეზიდენტმა კი - განკარგულება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ქვეყნების შექმნის შესახებ", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის დღევანდელ ბრიფინგს ევროკომისიის წარმომადგენელი საქართველოში პერ ეკლუნდიც ესწრებოდა. ბრიფინგის დასასრულს ეკლუნდმა ჟურნალისტებთან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ შალვა ნათელაშვილის მოსაზრებას მსოფლიოში კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით ვერ დაეთანხმება.

ამასთან, "ლეიბორისტული პარტია" "ცოცხალ ჯაჭვში" მონაწილეობას არ აპირებს. ნათელაშვილის განცხადებით, მას არ სჭირდება დღეს "ცოცხალ ჯაჭვში" ჩაბმა, რადგან ყოველთვის ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ "ცოცხალ ჯაჭვშია" ჩაბმული.

წაკითხულია: 645 | თარიღი: 01.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების საგანგებო სხდომა, რომელიც ხვალ ბრიუსელში გაიმართება, რუსეთის აგრესიის და უზურპაციის, საქართველოს ტერიტორიების ანექსიის დაკანონების შედეგებს განიხილავს. ამის შესახებ დღეს მოსახლეობისადმი სპეციალურ მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ჩამოშლის, დანგრევის და ტერიტორიათა დიდი ნაწილის მითვისების გეგმა წარმოუდგენლად ჩაფლავდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი დღეს უფრო იზოლირებულია, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ნებისმიერ დროს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ბოლო მოვლენების დროს მნიშვნელოვნად შეცვლილია საზოგადოებრივი აზრი მსოფლიოში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში.

"რა იქნება ხვალ ბრიუსელში, მე არ ვიცი. მაგრამ ეს არის დიდი პროცესების დასაწყისი. დაიწყო პროცესი საქართველოს საბოლოო გაერთიანების, ნამდვილი ევროპული ინტეგრაციის", - აღნიშნა მან.

სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ევროპა ერთმნიშვნელოვნად დაუჭერს მხარს საქართველოს და იტყვის, რომ არასდროს აღიარებს უკანონობას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების სახით. "დაიწყება დიდი მოძრაობა საქართველოს მხარდასაჭერად. ჩვენ მოველით ევროპისგან მორალის და ზნეობის მხარდაჭერას", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

წაკითხულია: 661 | თარიღი: 01.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსულ-ქართული კონფლიქტის შედეგად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილმა ხანძარმა 700 ჰა ტყის მასივი გაანადგურა.

”ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილმა ხანძარმა 700 ჰა გაანადგურა, სადაც სასიცოცხლო ფუნქცია 140 000 კბმ ხეს შეუწყდა. ”წითელ ნუსხაში” შეყვანილ რამდენიმე სახეობასთან ერთად, მთლიანად განადგურდა კავკასიის ენდემური სახეობა - უთხოვარი, რომელიც მთელი კავკასიის მასშტაბით მხოლოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გვხვდება” –განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, დაიწყო ცხოველთა მიგრაცია. კერძოდ, კავკასიური ირემი, შველი, ციყვი, მურა დათვი და კავკასიური გველგესლა, რომლებიც ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ”წითელ ნუსხაშია” შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

წაკითხულია: 943 | თარიღი: 01.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

1 სექტემბერს, ევროპის დედაქალაქის შუმანის მოედანი, სადაც ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის შტაბ-ბინებია განთავსებული, კიდევ ერთხელ აფრიალდება ქართული დროშები. ოღონდ, ამჯერად აქ 1000-ზე მეტი ქართველი და მათი მხარდამჭერი ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩადიან.

როგორც საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჰოლანდიის ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა, მარეხ ტოგონიძემ მაცნობა, დღევანდელ მანიფესტაციაზე ქართველებს ევროპაში მცხოვრები ინგუშები და ჩეჩნებიც უერთდებიან, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ 11-დან 12 საათამდე ჩატარებული მანიფესტაციის შემდეგ, სოლიდარობის ნიშნად, ქართველბთან ერთად დარჩებიან.

მარეხ ტოგონიძის თქმით, მანამ დილის 9-დან 11 საათამდე, ამავე ადგილას, რუსეთის დიასპორის საპროტესტო მაიფესტაციაც არის დაგეგმილი.

- “ჩვენი მანიფესტაცია სპეციალურად დავნიშნეთ მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, 1 სექტემბერს, ევროკავშირის სპეციალური სამიტი იკრიბება და სწორედ საქართველოს საკითხი იხილება. ეს იყო 28 აგვისტოს. მანიფესტაციის შესახებ ჩვენი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიასპორაც იკრიბება, სწორედ ამ დღეს და ამ ადგილას ოღონდ დილიდანვე იკრიბება და მანიფესტაციას მართავს”, - განაცხადა მარეხ ტოგონიძემ და აქვე ამ აქციის მიზნებიც მოგვაწოდა.

მარეხ ტოგონიძე არც ექსცესებს გამორიცხავს, რადგან ერთი კვირის წინ, ამსტერდამში, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ვითარების განხილვისას, რომელსა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 780 | თარიღი: 01.09.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2019
Website builder - uCoz