ოთხშაბათი, 04.12.2024, 02:41
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 12
რადიო ,,ჰერეთის’’ ინფორმაციით, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის ამაღლების ტაძრის რეკონსტრუქციისას, ტაძრის ჩრდილო და სამხრეთ კედლებში ჩატანებული ძვლები აღმოაჩინეს. ტაძრის წინამძღვრის მამა იოანეს განმარტებით, ძვლები კედლებში საკმაოდ დაცულად და სათუთად იყო მოთავსებული. “ჩვენ ამ საკითხზე ვესაუბრეთ უწმინდესს, რადგან ტაძარში და მის მიმოგარენში საფლავებიც არის. ძვლები კი ეკლესიის კედლებშია ჩატანებული. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ აღმოჩენად, ისინი წმინდა ნაწილებია და პატრიარქის კურთხევით, მათ სულ მალე გადავაბრძანებთ სპეციალურ მინის საცავში”, _აღნიშნა რადიო ,,ჰერეთთან’’ საუბრისას მამა იოანემ. ამაღლების ტაძარი მე-16 საუკუნის უნიკალურ მამათა მონასტრის კომპლექსს მიეკუთვნება და მისი რესტავრაცია, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა უკვე დაასრულა.
წაკითხულია: 1439 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დემოკრატიული განვიტარების ფონდის პრეზიდენტმა, ნინო ბურჯანაძემ, დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ, პირველად მიეცა საშუალება ქართველ ჟურნალისტებთან ქვეყანაში შექმნილ მოვლენებზე თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს.
“მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს დასავლეთის სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებთან, საქართველო დასავლეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია ან ლიდერი მოვა აშშ-ის სათავეში, ყველას აქვს ცალსახად ჩამოყალიბებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლლიანობა უნდა იქნას დაცული,” _ აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საქართველო ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთის მხრიდან მიიღებს დიდ მატერიალურ მხარდაჭერასაც.
“ამ დახმარებას საქართველოს დაზარალებული მოსახლეობა იმსახურებს, მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება სწორად მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც არის გამიზნული,” _ განაცხადა “დემოკრატიული განვიტარების ფონდის” პრეზიდენტმა. 
წაკითხულია: 866 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 1038 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (1)

აფხაზ სეპარატისტებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშკრულების ორგანიზაციაში მიღებაზე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 893 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ამერიკული ჰამერები შესაძლოა, კუბინკის მუზეუმში გამოიფინოს.

  

რუსი სამხედროების მიერ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 880 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

უკრაინის მთავრობამ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყო დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება 10 მილიონი დოლარის ოდენობით.

 

ეს არის მეგობარი სახელმწიფოს მეორე ტრანში. პირველი შეადგენდა 11 მილიონ დოლარს და განკუთვნილი იყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგინოში აღდგენითი სამუშაოების ცასატარებლად.

... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 813 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 

პოლიტოლოგი ნიკოლოზ ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლებების მეთაურები ბაღაფში და კოკოითი საქართველოს მთავრობამ ინტერპოლის ძებნილებად გამოაცხადოს და რუსეთის ფარგლებს გარეთ მათი გადაადგილების შეზღუდვა მოითხოვოს.

 

როგორც   ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 880 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სვანი სტრასბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე დღეს იქნება წარმოდგენილი

... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 836 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთ-საქართველოს ომს აფასებს გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმირ კვაჩკოვი, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ანატოლი ჩუბაისზე მოწყობილ თავდასხმაში ედებოდა ბრალი და რუსეთის სასამართლომ გაამართლა. გენერალი ამჟამად სამხედრო ექსპერტად გვევლინება და “უტრო.რუ”-სთან საუბრისას, მეტად საინტერესო ინფორმაციებს გვაწვდის. საუბრიდან ჩანს, რომ რუსულ სამხედრო წრეებს საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის ან დაპატიმრების გეგმა ჰქონდათ. უბრალოდ, როგორც კვაჩკოვი წუხს, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გასცა ბრძანება: STOP!

როგორ აფასებთ ომის პოლიტიკურ შედეგებს?
- კონფლიქტის ზონაში ჯარების შეყვანა, ქართული ჯარის დამარცხება და საქართველოს ნაწილზე კონტროლის დამყარება, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველაზე დიდი მიღწევაა. ამას ვაცხადებ ყოველგვარი ირონიის გარეშე. ბოლოს და ბოლოს, კრემლში რაღაც გადაწყვიტეს. თუმცა, ამის შემდეგ, წარმატების აღსანიშნავად გაბერილი საზეიმო ბუშტი თანდათან იჩუტება.

თუ გავითვალისწინებთ, რით დასრულდა ყველაფერი, დღეისთვის, ეს ბუშტი ძაფზე დაკიდულ გამოყენებულ პრეზერვატივსღა ჰგავს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მივაღწიეთ ყველა სამხედრო მიზანს. დავიკავეთ ფოთი და გორი, რომელიც შუაზე ჰყოფს საქართველოს. დანამდვილებით ვიცი, რომ დამატებით მხოლოდ სამი საათიღა სჭირდებოდა სპეცრაზმს სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის ან შეპყრობისთვის.

მოსკოვმა გადაწყვიტა, ბოლომდე არ წასულიყო. სხვა ალტერნატივა იყო?
- რა თქმა უნდა, იყო. უნდა გადაგვესხა ტაქტიკური დესანტი, დაგვეკავებინა თბილისის ერთ-ერთი აეროდრომი და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. სამი საათი აშორებდა რ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 956 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (2)

15 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს ”მწვანე ალტერნატივის” სარჩელს, რომლითაც ეს ორგანიზაცია ითხოვს, გაუქმდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც 2007 მაისში გაიყიდა სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე.

ამასთანავე, ასოციაცია ითხოვს, გაუქმდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტები, რომლითაც უარი ეთქვა ”მწვანე ალტერნატივას” ზემოთაღნიშნული ბრძანებების ადმინისტრაციული წესით ბათილად ცნობაზე. სარჩელი 2007 წლის 12 სექტემბერს იქნა შეტანილი.

სასამართლოში ”მწვანე ალტერნატივის” ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. სასამართლოზე დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის პირველ მაისს ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგად, ლიცენზიები გადაეცა 20 წლის ვადით ქართულ-ჩინურ, ქართულ-ბელგიურ და ქართულ-იტალიურ კომპანიებს, შესაბამისად, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ახალციხისა და ყვარელის სატყეო უბნებში.

ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივას” მიაჩნია, რომ აღნიშნული აუქციონი ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით.

სალიცენზიო პირობები ვერ უზრუნველყოფს ტყის ეკოსისტემების დეგრადაციისაგან დაცვას, ასევე არ ითვალისწინებს სოციალურ საკითხებს, ხოლო ინვესტორებს მიეწოდათ არასწორი მონაცემები.

წაკითხულია: 1819 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სომხეთსაც გამოუყოფს დახმარებას, თუმცა მისი ოდენობა დასადგენია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა განაცხადა. "ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სომხეთი დახმარების ნებისმიერ პაკეტში იყოს ჩართული", - აღნიშნა ფრიდმა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამერიკის სომხურმა ასამბლეამ აშშ-ის კონგრესს წერილი გაუგზავნა და სომხეთისთვის დამხმარების პაკეტის გადახედვა მოითხოვა. წერილში აღნიშნული იყო, რომ რუსულ-ქართულმა კრიზისმა არა მარტო საქართველოზე იქონია გავლენა, არამედ სომხეთზეც
წაკითხულია: 853 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარებას მიუღებლად მიიჩნევს.


როგორც ნატოს გენმდივანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა რუსი სამხედრო მედვედევ-სარკოზის გეგმის თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან იმ ადგილს უნდა დაუბრუნდეს, სადაც ისინი 7 აგვისტომდე იმყოფებოდნენ.


მისივე თქმით, შეთანხმებას, რომელსაც ხელი აგვისტოს დასაწყისში მოეწერა, ყველა მხარე უნდა დაემორჩილოს, ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიის ნაწილია.


ამასთან, ნატოს გენმდივნის განცხადებით, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, არსებობდა სამშვიდობო მანდატი და ამ რეგიონების მომავალ მოწყობასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო დისკუსიები, თუმცა ამ ყველაფრის ნაცვლად, რუსეთმა ცალმხრივად აღიარა მათი დამუკიდებლობა, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია.

წაკითხულია: 817 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, მისი თანაგუნდფელების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აგვისტოს მოვლენების შეფასების მოთხოვნაც იქნება წამოყენებული.

”პოლიტიკური პარტიების მიერ უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელშიც ეს მოთხოვნაც ფიგურირებს. ამასთან, ხაზგასმულია ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების აუცილებლობა და ჩამოყალიბებულია რიგი პოლიტიკური მოთხოვნები”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, იმ პოლიტიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც პროექტში შევა, საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, რადგან არსებობს განსხვავებული პოზიციები და ალტერნატიული წინადადებები.

”ჩვენ გვსურს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეს პოზიციები შევაჯეროთ. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ დოკუმენტს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც უნდა შეუერთდნენ”, - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ არასამთავრობოებთან კონსულტაციები გუშინ დაიწყო.

წაკითხულია: 803 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 

ტელეკომპანია ”მაესტროს” დირექტორი მამუკა ღლონტი დახმარებისთვის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, ზეგავლენა მოახდინოს შესაბამის უწყებებზე, რათა ”მაესტროს” პოლიტიკური გადაცემების მომზადებისა და ეთერში გაშვების უფლება მიეცეს.

”უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავ საქართველოში სიტყვის თავისუფლების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების გამო. ტელევიზიები ფაქტობრივად მთლიანად კონტროლდება მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირეულ პრინციპებს. ამ მხრივ ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა იმით, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელიც საბოლოოდ გადაიქცა პოლიტიკური ცენზურის ორგანოდ, ყოვლად აბსურდული საბაბით აუკრძალა ”მაესტროს” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემა”, - ნათქვამია დღეს მამუკა ღლონტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაკითხულია: 941 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის რადას დეპუტატები რუსმა ოკუპანტებმა კარალეთის საგუშაგოზე არ გაატარეს.

უკრაინის რადას მმართველი ფრაქცია ნაშა უკრაინას დეპუტატების 10-კაციანი დელეგაცია დღეს გორში ჩავიდა, რუსული აგრესიის შედეგად დაბომბილი ადგილები დაათვალიერა და ოკუპირებულ სოფლებში შესვლა სცადა, თუმცა რუსმა სამხედროებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

უკრაინელმა დეპუტატებმა გორში გაშენებულ კარვების ქალაქში მცხოვრები დევნილებიც მოინახულეს და მათ პრობლემებს გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადას დეპუტატები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ.

წაკითხულია: 807 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველო დსთ-ის ფარგლებში ხელმოწერილი კიდევ ერთი ხელშეკრულებიდან გამოდის.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოამზადა და დღევანდელ სხდომაზე განიხილა დადგენილების პროექტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასემბლეის შესახებ 1992 წლის 27 მარტის შეთანხმების” მოქმედების შეწვეტას ითვალისწინებს.

დადგენილების პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტის უახლოეს ხდომაზე გავა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში პრეზიდენტის ინიციატივით და პარლამენტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო იმ სამი ძირითადი ხელშეკრულებიდან გამოვიდა, რომელიც დსთ-ის სივრცეში ქვეყნის ყოფნას განსაზღვრავდა.

წაკითხულია: 792 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

14 წლის ზურაბ ჟორჟოლიანს სასწრაფოდ ესაჭიროება მესამე ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი.

მოზარდს, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს, მწვავე ლეიკემია დაუდგინდა.

სისხლის გაღების მსურველებს შეუძლიათ, დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 893 35 11 02.

წაკითხულია: 874 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

3 ნოემბრისთვის დანიშნულ არჩევნებში მონაწილე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ.

როგორც პარტიების ”ქრისტიან-დემოკრატები”, ”ჩვენ თვითონ” და ”ქართული დასი” ლიდერები გიორგი თარგამაძე, პაატა დავითაია და ჯონდი ბაღათურია აცხადებენ, ისინი კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულან.

ამ საკითხზე შიდა პარტიული კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებები სავარაუდოდ, ერთ კვირაში იქნება მიღებული აცხადებს გიორგი თარგამაძე.

კულუარულად ”ქრისტიან-დემოკრატების” საარჩევნო კანდიდატებად უკვე დასახელდნენ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ასევე თამარ კვაჭანტირაძე.

წაკითხულია: 821 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საპარლამენტო უმცირესობის გარეთ დარჩენილი ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდო ბაღათურია ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.


როგორც ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ მოთხოვნას ხელს საპარლამენტო უმრავლსობის წევრებიც მოაწერენ.
ცოტნე გამსახურდიას თავდებით გათავისუფლების საკითხი ბაღათურიამ წინა პლენარულ სხდომაზეც დააყენა. დეპუტატმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ცოტნე გამსახურდიას თავდებში თავადაც დადგომოდა.
მისი არგუმენტით, სირცხვილია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კრემლის აგენტობაში იყოს ეჭვმიტანილი.


თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ ბაღათურიას მოთხოვნა მაშინ გაუგებრად შეაფასა.

წაკითხულია: 800 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 4.0/1 | კომენტარი (0)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას არ აპირებს

?ჩვენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დამატებითი საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგების წინააღმდეგ გამოვდივართ. დამკვირვებლები უნდა განლაგდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ვინაიდან საქართველო აგრესორია და უნდა შეაჩერონ მისი მხრიდან ახალი აგრესია, - განაცხადა კოკოითმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტრუქტურებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა მსგავსი საკითხები უპირველესად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან  სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან უნდა შეათანხმონ

წაკითხულია: 800 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ნატო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.

... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 821 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამერიკის კონგრესის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას აფიქსირებს. კონგრესმენებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან საქართველოსადმი ეკონომიკური დახმარების და დევნილი მოსახლეობის სახლებში დაბრუნების საკითხები განიხილეს. საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ელისონ შვარცის განცხადებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგება პოლიტიკური გზით უნდა განხორციელდეს. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრები საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციითაც დაინტერესდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგზე და აღინიშნა, რომ პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება ქვეყნის შიდა პროცესების მართვაში.
წაკითხულია: 853 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთთან დამარცხებული საქართველოს ხელისუფლების შეცდომების გამოსწორება დასავლეთმა ითავა. ოფიციალურ თბილისს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მაგრამ ვის და უმადლოდეს უნდა თუ არა ვინმეს რამეს ქართველი ხალხი, ეს ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.

საერთოდ კი, ქვეყანაში დასავლეთისგან იმაზე მეტი მოლოდინები არსებობდა, ვიდრე შედეგები დადგა. მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან ”შერკინება” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი და რატომღაც თვლიდა, რომ საქართველოს გამო, მსოფლიო იზოლაციაში მოაქცევდა ამ უზარმაზარ მონსტრს.

ერთი რამ ცხადია, გამარჯვებული ამ ომიდან ვერც საქართველო გამოვიდა და ვერც რუსეთმა იხეირა. არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ქვეყანა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს კარგავს. ამასთან, არსებობს საფრთხეც, რომ საქართველომ ტრანკავკასიური მაგისტრალის ფუნქციაც დაკარგოს.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, გამოუვა თუ არა საქართველოს მისგან შორს დაიჭიროს თავი, ესეც ძნელი სათქმელია. ხელისუფლების წყალობით, საქართველოში რუსული კაპიტალი საკმაოდ მძლავრობს, რომელიც მთლიანად კრემლის გავლენის ქვეშაა მოქცეული და როდის აამოქმედებს მას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი უცნობია.

დასავლეთი და ჩრდილოეთი
საქართველოს ხელისუფლების სურვილების მიუხედავად მსოფლიო რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას, ჯერჯერობით, არ აპირებს და ამის სერიოზული მიზეზებიც აქვს. თუ რუსეთი არ შეჩერდა ალბათ, დასავლეთი მის ზღვარგადასულ მოქმედებებს წერტილს დაუსვამს, მაგრამ ამ ეტაპზე, ცეცხლი შეწყვეტილია და ევროპაც, მეტნაკლებად, კმაყოფილია.

ექსპერტი შალვა ფიჩხაძე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 844 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 1.0/1 | კომენტარი (0)

საქართველოს პრემიერი გარეთ ქვეყნის ეკონომიკის ევროპასთან ინტეგრაციითაა დაკავებული, შიგნით კი - ბიუჯეტის ჭრა-კერვით. აქამდე რა გამოიღო შინ და გარეთ გატარებულმა “ქმედითმა ღონისძიებებმა” კარგად დავინახეთ. ახლა შემდეგი სერიის დროა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში მჭიდრო ინტეგრირებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

- “ეს პროცესი ძალიან დიდ დროს წაიღებს, მაგრამ მისი დასრულებისთანავე საქართველო ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში მჭიდროდ ინტეგრირებული იქნება”, - განაცხადა პრემიერმა.

- “ანალოგიური დისკუსიები ამერიკულ მხარესთანაც იწყება. 1-ლ ოქტომბერს აშშ-ის დელეგაცია საქართველოში სწორედ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩამოვა”, - დასძინა მან.

პერმიერი გუშინ ბრიუსელში იმყოფებოდა და მოლაპარაკებები გამართა ევროპელ პარტნიორებთან, როგორც თბილისში დონორთა კონფერენციის მოწვევასთან დაკავშირებით, ასევე - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში.

სანამ გურგენიძე საქართველოს ეკონომიკას ევროპასთან დააკავშირებდეს, მანამდე საბიუჯეტო ცვლილებებს უნდა მიხედოს. ნაომარ ქვეყანას ბევრი ფული სჭირდება და მთავრობაც ძალ-ღონეს არ იშურებს ამ დაცარიელებული ხაზინის შესავსებად.

გურგენიძის აზრით, მოვიდა დრო, როდესაც მთავრობას შეუძლია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მონახაზი განიხილოს, რის შემდეგაც ბიუჯეტში ცვლილებები პარლამენტს გადაეგზავნება. რატომ დადგა ახლა საბიუჯეტო განხილვების დროს ან რატომაა საომარი სიტუაცია ამ ყველაფრისთვის შესაფერისი, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.

ყოველ შემთხვევაში, საარაკოდ სწრაფად გადაწყდა, რომ საქარ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 829 | თარიღი: 12.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz