საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის რადას დეპუტატები რუსმა ოკუპანტებმა კარალეთის საგუშაგოზე არ გაატარეს.
უკრაინის რადას მმართველი ფრაქცია ნაშა უკრაინას დეპუტატების 10-კაციანი დელეგაცია დღეს გორში ჩავიდა, რუსული აგრესიის შედეგად დაბომბილი ადგილები დაათვალიერა და ოკუპირებულ სოფლებში შესვლა სცადა, თუმცა რუსმა სამხედროებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
უკრაინელმა დეპუტატებმა გორში გაშენებულ კარვების ქალაქში მცხოვრები დევნილებიც მოინახულეს და მათ პრობლემებს გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადას დეპუტატები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ.
|