|
Главная » 2008 » სექტემბერი » 04
”ნარინჯისფერ პოლიტიკაში” კიდევ ერთხელ დაიწყო კრიზისი. უკრაინაში კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაა.
ვიქტორ იუშენკომ 30 დღიანი ვადა მისცა რადას, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადა რომ გამოიყენებს უფლებას და დაითხოვს უმაღლეს საკონსტიტუციაო ორგანოს, რაც თავისთავად ახალი საპარლამენტი არჩევნების დანიშვნის საჭიროებას შექმნის.
უკრაინის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობაში რადას სამი მსხვილი ფრაქცია დაადანაშაულა, საუბარია ტიმოშენკოს, კომუნისტებისა და იანუკოვიჩის ფრაქციებზე. იუშენკო ამ კავშირს არაბუნებრივს უწოდებს. მისი თქმით ” ასეთი შესწორება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ამ კავშირმა პარლამენტში დემოკრატიულ უმრავლესობას ძირი გამოუთხარა.”
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 833 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
”არ შეიძლება იმის განცხადება, რომ ჩვენ ახალ ცივ ომში აღმოვჩნდით, - ეს ყველაზე სახიფათო შეცდომაა, რომელიც პუტინს კიდევ უფრო ახელებს” - ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს გავლენიანი გამოცემა ”ვაშინგტონ პოსტი”.
სტატიის ავტორის აზრით, ”პუტინს ეშინია, რომ ნატოს ალყაში აღმოჩნდება, არადა, ნატოს მოსკოვის მიმართ მტრული მისწრაფებები სულაც არ აქვს”.
- ”ჩვენ დავინახეთ კონტრასტი ცხელსა და ცივს, სწრაფ მოქმედებებსა და ფრთხილ განსჯას შორის. ერთი მხარე სამხედრო და სტრატეგიული ქმედებების მომხრეა, მეორე - დიპლომატიური სვლების. ამერიკის მგზნებარე სურვილი, ოკეანის გადაღმა გაიღოს ნებისმიერი საზღაური, ზიდოს ნებისმიერი ტვირთი, რეალურად შემცირებულია. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რასაც წამოვიწყებთ, რეალისტური და მდგრადია და თუ დაპირებებს გავცემთ, მათი შესრულებაც უნდა შეგვეძლოს”, - აღნიშნავს ჟურნალისტი და აშშ-ს დანაპირების შესრულების ვალებულებას ახსენებს.
წაკითხულია: 833 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის ფედერაციის საბჭომ და აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო კრებამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. "იტარ-ტასის" ცნობით, შეთანხმებას, რომლის თანახმად, მხარეები განახორციელებენ საპარლამენტო თანამშრომლობის ყველა ფორმას, კერძოდ, ითანამშრომლებენ ეკონომიკური კავშირების განვითარების, ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის, კულტურის სფეროში კონტაქტების გაძლიერების, ჰუმანიტარული და სხვა სფეროების განვითარების მიზნით, ხელი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა სერგეი მირონოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ მოაწერეს.
წაკითხულია: 812 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ქართველმა მესაზღვრეებმა შსს-ს მიერ ძებნილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ძებნილი თბილისის აეროპორტში რეისზე "ბაქო-თბილისი" აიყვანეს. დაკავებული შემდგომი რეაგირებისათვის შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა
წაკითხულია: 830 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ხვალ კახეთს ახალი გუბერნატორი ეყოლება. როგორც "პირველს" რადიო "ჰერეთიდან" აცნობეს, კახეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ამ თანამდებობას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს. გუბერნატორის თანამდებობაზე ღვინიაშვილს 5 სექტემბერს, 12:00 საათზე სახელწიფო მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი წარადგენს.
წაკითხულია: 914 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კარლ ფონ ვოგაუ თავის ქართველ კოლეგას, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს შეხვდა. შეხვედრა პროტოკოლის თანახმად, 45 წუთს დახურულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროსესები, დამკვირვებელთა ჩამოსვლის დეტალები და დევნილთა დაბრუნების შესაძლებლობები განიხილეს. "ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია დამკვირვებელთა მისიის გამომგზავნის შესახებ, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა მარტო ამით არ ამოიწურება. ჩვენ გვაინტერესებს, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის. მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს დევნილების დაბრუნების საკითხში. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს" - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ კარლ ფონ ვოგაუმ.
წაკითხულია: 831 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯომარე საერთაშორისო საკითხებში კონსტანტინე კოსაჩოვი ("ედინაია როსია") აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს დიკ ჩეინის რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ანტირუსული განწყობის დანერგვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყველა ასეთი ვოიაჟის მიზანი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული განწყობის დანერგვაა. კოსაჩოვის განცხადებით, "სწორედ ჩეინია პოსტსაბჭოურ სივრცეში განვითარებული მოვლენების ავტორი". "საქართველო ბრმა იარაღია "ამერიკელი არწივების" ხელში. აქედან გამომდინარე, საქართველოს სუვერენიტეტზე საუბარი ძნელია. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ჩეინის ვიზიტები აქვს დაგეგმილი, ეს მათი სუვერენიტეტის სერიოზული გამოცდა იქნება", - ამბობს კოსაჩოვი. მისივე აზრით, "თბილისი დასავლეთისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას მიიღებს, რაც უპირველეს ყოვლისა, მიმართული იქნება საქართველოს ეკონომიკის და შეიარაღებული ძალების აღდგენისაკენ". "ჩვენ უკვე ვიცით, როგორ გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ ეს ძალები და ეჭვიც არ გვეპარება, რომ გამოიყენებს ისევ, ყოველ შემთხვევაში - მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში რჩება," - ხაზგასმით აღნიშნა კოსაჩოვმა. მისივე თქმით, "რუსეთი გამოიყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის სამხედრო ხასიათისაც, რათა კავკასიის უსაფრთხოება უზრუნველყოს". "როგორც არ უნდა გააძლიეროს საქართველომ თავისი სამხედრო ძლები, რუსეთის შესაძლებლობები ყოველთვის უფრო მაღალი იქნება," - განაცხადა "დუმის" თავმჯდომარემ.
წაკითხულია: 777 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ადამიანის უფლებათა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კერვალიშვილი ცოტნე გამსახურდიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. კერვალიშვილის განცხადებით, "გამსახურდია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", წინააღმდეგ შემთხვევაში ის პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს. "ცოტნე გამსახურდიას მიმართ წაყენებული ბრალდებები აბსურდია და არ შეესაბამება რეალობას. როცა მტერს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, აპატიმრებენ იმ ადამინის შვილს, ვინც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა. ეს არის ედუარდ შევარდნაძის მიერ დაწყებული რეპრესიების გაგრძელება და პოლიტიკური ანგარისწორება ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ" - ნათქვამია კერვალიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია გუშინ კუდ-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. მას სამშობლოს ღალატში, ჯაშუშობასა და სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში ედება ბრალი, რაც 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ცოტნე გამსახურდიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს საღამოს წაუყენებენ.
წაკითხულია: 876 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელობა ორი დღის წინათ, „კავკასიის“ პირდაპირი ეთერის „ამოუცნობ ვითარებაში“ გათიშვასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მცდარი ინფორმაციის გარვცელებაში ადანაშაულებს და ყველა შესაბამის სტრუქტურას მოუწოდებს, `დაივიწყონ „კავკასიის“ გადამცემის არსებობა.”
როგორც ტელეკომპანია „კავკასიის „ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, მათთვის უცნობია თუ როდის და რა ვითარებაში შეისწავლა კომისიის ჯგუფმა „კავკასიის“ გადამცემი, რადგან კომისიის კომპეტენტურ ჩარევამდე, თავად არხის ხელმძღვანელობამ შეისწავლა დაზიანება და დაადგინეს, რომ 12 მცირე ბლოკიდან დამწვარია 9 ბლოკი, დაზიანების მიზეზები კი დაუდგენელია.
ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, აღმოჩენილი დაზიანებების მიზეზის ახსნა სპეციალისტებსაც კი გაუჭირდათ, ვინაიდან, პრაქტიკულად დამწვარი, დამდნარი ან გამკდარია ბლოკების ყველა დეტალი, რისი გამოწვევაც ”მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძაბვის მოვარდნასაც კი უნდა გასჭირვებოდა.” „რაც შეეხება გადამცემის აღდგენას, კომისიას ვატყობინეთ, რომ მათი მზრუნველობის გარეშე გადამცემი სარეზერვო ბლოკის საშუალებით მეორე დილითვე აღვადგინეთ და კიდევ დიდი ხანი იმუშავებს გამართულად“, -აცხადებს „კავკასიის“ დირექტორი და დასძენს, რომ 1 სექტემბრის საღამოს ტელეკომპანიის გადამცემში „ამოუცნობი მოვლენების“ გამოძიებას კვლავაც გააგრძელებენ.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „კავკასიის“ გადამცემი დამზადებულია 2000 წელს და მუდმივად უტარდებოდა მიმდინარე და კაპიტალური რემონტი, გადამცემ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 805 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს საკითხებში, გორან ლენმარკერი დელეგაციის წევრებთან ერთად კარალეთთან რუსულ საგუშაგოზე მდგარმა რუსმა ჯარისკაცებმა ცხინვალთან ახლოს მდებარე დარბეული სოფლების დასათვალიერებლად არ შეუშვეს.
გორან ლენმარკერი გორში დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად რაიონში არსებული სიტუაციის შესასწავლად და კარვების ქალაქში მყოფი დევნილების მოსანახულებლად ჩავიდა. უცხოელმა დიპლომატებმა რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული ადგილების მონახულების შემდეგ, რუსეთის მოქმედებები გორის რაიონში ეთნიკურ წმენდად შეაფასეს.
როგორც „მედიანიუსს“ შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა განუცხადა, უცხოელ დიპლომატებს თვითონაც თან ახლდა. მისი განცხადებით, ეუთოს დელეგაციის წევრებს ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფლების მონახულება სურდათ, მაგრამ კარალეთის საგუშაგოზე მდგარმა რუსმა ჯარისკაცებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წარმომადგენელი სხვა უცხოელ დიპლომატებთან ერთად საგუშაგოზე არ გაატარეს.
დიპლომატების ვიზიტთან დაკავშირებით, რუსული მხარის ხელმძღვანელობა საქმის კურსში იმყოფებოდა, თუმცა შეგნებულად გასცეს ბრძანება ლენმარკერი ერგნეთის და ნიქოზის მიმართულებით არ გაეშვათ.
ვარძელაშვილის თქმით, ამან რუსული მხარის მიმართ უცხოელი დიპლომატების აღშფოთება კიდევ ერთხელ გამოიწვია და ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვიზიტის ბოლოს სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
წაკითხულია: 813 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
თარგამაძის აზრით, სპეციალურმა კომისიამ უნდა შეისწავლოს პოლიტიკურ-სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე დაშვებული შეცდომები და მოახდინოს ამ შეცდომების ანალიზი.
სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს უმცირესობის ლიდერი პარლამენტის უახლეს სხდომაზე დააყენებს.
წაკითხულია: 858 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ნიქსონის ცენტრის ხელმძღვანელის ზეინო ბარანის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანში იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ამ რეგიონის დატოვებას არ აპირებს და არ მისცემს რუსეთს საშუალებას, იგი მოსკოვის გავლენის სფეროში დააბრუნოს.
მისივე თქმით, ”აშშ-ის მიერ რიგი პოლიტიკური ვალდებულებების აღება შეიძლება, ბევრს არაფერნს ნიშნავდეს, მაგრამ აშშ არ მისცემს რუსეთს საშუალებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი ენერგოდერეფანი გადაკეტოს”.
- ”ამ ვალდებულების აღება თავისთავდ გულისხმობს, რომ აშშ ამ რეგიონს დაიცავს, ინფრასტრუქტურის განვითარებას დააფინანსებს და იმ კომპანიების მობილიზებას უზრუნველყოფს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ” - დასძინა ნიქსონის ცენტრის ხელმძღვანელმა.
წაკითხულია: 809 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ხვალ, 14:30 საათზე, ფოთის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი საქართველოში საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს შემოიტანს.
დახვედრის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მიიღებენ.
ამერიკელი სტუმრების დასახვედრად მზადება ფოთის მერიაში დაწყებულია.
ცერემონიის დამთავრების შემდეგ აშშ-ის სმხედრო ძალების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდებიან.
წაკითხულია: 845 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
წაკითხულია: 985 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 5.0/2
| კომენტარი (4)
|
პოლონეთის პარლამენტი ნატო-სგან საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხის დაჩქარებას ითხოვს. ამის შესახებ რეზოლუცია პოლონეთის პარლამენტმა ერთსულოვნად მიიღო. "ჩვენი პოზიციაა, რომ ნატომ გააძლიეროს აქტივობა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს ნატოს საუკეთესო პასუხი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე" -'ნათქვამია დოკუმენტში. პოლონელმა დეპუტატებმა რუსეთის ქმედებები დაგმეს და ევროკავშირს ბლოკის გაფართოების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
წაკითხულია: 814 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ბელგიის სენატის თავმჯდომარის მოადგილემ საერთაშორისო საკითხებში ჟოზი დიუბემ მიხეილ სააკაშვილს "სამხედრო დამნაშავე" უწოდა. "სააკაშვილი, რომელიც პასუხისმგებელია არსებულ სიტუაციაზე, სამხედრო დამნაშავე და ამასთან ერთად სრულიად შეშლილია. სწორედ ასეთი უნდა მიიღოს იგი ყველამ" – აცხადებს სენატორი ბელგიურ გაზეთ "სუარისათვის" მიცემულ ინტერვიუში. მისი აზრით, "რუსეთის რეაქცია მოსალოდნელი იყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა პრინციპი "ძალადობა წარმოშობს ძალადობას", მთელი პასუხისმგებლობა კი მომხდარზე მიხეილ სააკაშვილს ეკისრება". სენატორის მტკიცებით, "მიხეილ სააკაშვილის ეს აგრესია წინასწარ იყო დაგეგმილი". "ამას მოწმობს ისრაელიდან და ევროკავშირიდან მოწოდებული დიდი რაოდენობით იარაღი, ასევე ამერიკისა და ისრაელის მრავალრიცხოვანი სამხედრო მრჩევლების საქართველოში ყოფნა. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები შეაფასებენ იმ უბედურების ხარისხს, რომელშიც ისინი მიხეილ სააკაშვილის სისხლიანმა ავანტიურიზმმა ჩაითრია და დემოკრატიული გზით შცვლიან ხელისუფლებას" – აცხადებს დიუბე.
წაკითხულია: 865 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან 269 987 205 ლარია მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 50 794 834 ლარით, ანუ 23%-ით მეტია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტში ბენზინის იმპორტიდან 137 430 665 ლარია მობილიზებული, ნავთის იმპორტიდან - 23 335 911, დიზელის იმპორტიდან - 97 290 175, საპოხი ზეთის იმპორტიდან – 9 511 756, თხევადი გაზის იმპორტიდან - 2 009 433, ხოლო მაზუთის იმპორტიდან - 409 265 ლარი. ამასთან, მონაცემებში არაა შესული რეექსპორტისათვის გაცხადებული საქონელი.
წაკითხულია: 845 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალ მსოფლიოში ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს შეხვდება. საქართველოს საპატრიარქოში დაგეგმილი შეხვედრა იმ აქციის საორგანიზაციო საკითხებს ეხება, რომელიც 25 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. როგორც ცნობილია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და უშუალო თანადგომით, პაატა ბურჭულაძის ფონდი "იავნანა" 25 სექტემბერს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცებისა და უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას ჯუზეპე ვერდის "რექვიემს" მიუძღვნის. აქციაში პაატა ბურჭულაძესთან ერთად, მსოფლიოში აღიარებული სოლისტები ლუჩიანა დინტინო, რამონ ვარგასი და მიშელ კრაიდერი მიიღებენ მონაწილეობას. ოპერის სოლისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ და ქართველი ბავშვების დასახმარებლად სრულიად უანგაროდ იმღერებენ. შემოსული თანხა ომის შედეგად დაობლებულ ბავშვებს მოხმარდება.
წაკითხულია: 786 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში სამშობლოს ღალატის ბრალდებით პოლიტიკოსების დაპატიმრება გაგრძელდეს. ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას დაკავების კომენტირებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ მისთვის საქმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. "სამწუხაროდ, საქმის დეტალებს არ ვიცნობ, შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ცნობილი მხოლოდ მისი პოზიცია იყო", - განუცხადა "პირველს" ბერძენიშვილმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ამავე ბრალდებით ქვეყანაში ოპოზიციონერთა დაპატიმრება გაგრძელდეს. "არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე პირადად მე სხვა საკითხზე ვფიქრობ", - დასძინა მან. შეგახსენებეთ, რომ ცოტნე გამსახურდია კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, მას სამშობლოს ღალატში, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობასა და ჯაშუშობაში ედება ბრალი. მას ბრალს დღეს საღამოს წაუყენებენ.
წაკითხულია: 813 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ამერიკიდან 30 სექტემბერს დაბრუნებული რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში მისი სტუმრობა, (ისევე, როგორც ბურჯანაძე-ბარამიძე-მაჭავარიანის) კონკრეტულად დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე დასწრება, 3-4 თვითადრე იყო დაგეგმილი და ეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და აქ ხელისუფლების შეცვლას არ უკავშირდება, მაგრამ შეხვედრები, როგორც ამერიკელი დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატთა ნბარაკ ობამასთან და სხვა მნიშვნელოვან პირებთან, რუსეთ-საქართველოს ომმა დიდწილად განაპირობა.
ქართულ პრესას პირველი ვრცელი ინტერვიუ, როგორც აშშ-შისტუმრობის დეტალებზე, ასევე ჩვენს ქვეყანაში შექმნილიმდგომარეობის შეფასებაზე, დავით უსუფაშვილმა ”რეზონანსს” მისცა.
როგორია თქვენი საერთო შთაბეჭდილება, აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ? - ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს პოლიტიკა იქნება - გაცილებით უფრო ეფექტური, ღრმა ანალიზზე დაფუძნებული, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე ორიენტირებული, მედიის, სასამართლოს და არჩევნების თავისუფლებაზე დაფუძნებული.
ანუ, აქამდე ჩატარებული არჩევნების მსგავსის განმეორების შემთხვევაში, აღარ იტყვიან, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები? - მგონია, რომ საქართვლეოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, დემოკრატების სტანდარტი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დღემდე იყო. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მაკკეინის გამარჯვების შემთხვევაში რაიმე სხვაგვარად იქნება. უბრალოდ, მე ეს არ ვიცი. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მაკეეინის პრეზიდენტობის შემთხვევაში, ქართველი ხალხისთვ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 784 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
პოლიტიკოსებიცა და ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ რუსეთის აგრესია ევროპისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების ალტერნატიული წყაროების გაჩენამ გამოიწვია. თუმცა იქამდე, ვიდრე ეს პროექტები რეალობად იქცევა, რუსეთს მთელ მსოფლიოსთან ვაჭრობის საშუალება აქვს. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ მუქარის მიუხედავად, იაპონიაში დიდი რვიანის შეხვედრაზე რუსეთის მონაწილეობის საკითხი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია.
მართალია, სამიტზე ევროპამ რუსეთს გამოსაცდელი ვადა მისცა და გააფრთხილა, რომ თუ საქართველოსთან ექვსპუნქტიან შეთანხმებას არ შეასრულებს, მის წინააღმდეგ სანქციებზე იფიქრებს, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთი დათმობას არ აპირებს და ვიდრე ევროპა მისთვის სანქციებს მოიფიქრებს, არაოფიციალურ სადამსჯელო ღონისძიებებს თავად მიმართავს. სამიტის მეორე დღესვე, რუსეთმა გერმანიასა და პოლონეთს სიურპრიზი მოუმზადა და იამალ-ევროპის გაზსადენის რემონტი წამოიწყო.
გაზის მიწოდება გერმანიასა და პოლონეთს 4 სექტემბრამდე შეუწყდება. შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაც იყოს, მაგრამ მსოფლიომ შესანიშნავად იცის, რომ რუსეთისთვის მსგავსი შემთხვევითობები არ არსებობს. ორდღიანი ენერგოკრიზისი კიდევ ერთხელ აგრძნობინებს აღმოსავლეთ ევროპას, რომ იგი რუსეთზეა დამოკიდებული და ვიდრე მის მიმართ მკვეთრ განცხადებებს გააკეთებს, ჯერ შედეგებზე უნდა დაფიქრდეს.
მართალია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამიტის წინა დღეს აცხადებდა, რომ ევროპამ რუსეთს მის წინააღმდეგ “ენერგეტიკული მარყუჟის” გამოყენების საშუალება არ უნდა მისცეს. ნატო-მ და ევროკავშირმა კი კრემლთან ურთიერთობებს უნდა გადახედონ. თუმცა, ფაქტია, რომ ევროპა დიდი ხანია, მართლაც ენერგომარყუჟშია მოქცეულ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 772 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის გამწვავების დღიდან, თბილისში მცხოვრები კასრაძეების ოჯახი უშედეგოდ ცდილობდა ერგნეთში მყოფი მამის, შალვა კასრაძის გამოყვანას. მათ და ყველა გულშემატკივარმა ყოველდღიურ რეჟიმში სცადა ყველა სახელისუფლო რგოლის, წითელი ჯვრის, თუ საპატრიარქოს ჩართვა ამ საქმეში. მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციებს გამოცხადებულ ცხელ ხაზებზე. მაგრამ პასუხი ერთი იყო: ერგნეთში შესვლა შეუძლებელია.
სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ ერგნეთიდან გამოღწეულთაგან არასახარბიელო ინფორმაციები მოდიოდა. ბატონი შალვას ქალიშვილი, მამის დაუძლურების გარდა, იმაზეც დარდობდა, რომ მასთან მობილურ ტელეფონზე დაკავშირება შეუძლებელი გახდა, უშუქობისა და ანძების დაზიანების გამო და არ იცოდა, რისი მარაგი ამოეწურა, საკვების, თუ წამლების. ამას გარდა, ისიც იცოდა, რომ მამა ფეხით შორ მანძილზე სიარულს ვერაფრით შეძლებდა. ამდენად, სახლსაც ვერ დატოვებდა და თუ მომხდურ ჯალათებს გადაურჩებოდა, დარდით და უჭმელ-უსმელი მაინც მოკვდებოდა.
15-დღიანი მტანჯველი ლოდინის შემდეგ, ოჯახის მეგობრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა ყველა შესაძლო გზა მოესინჯათ 82 წლის დაუძლურებული ადამიანის გამოსახსნელად. ორი დღის მცდელობის შემდეგ, ინიციატივა თავის თავზე მეგობარმა ქალმა იკისრა. იგი თავისი მანქანით და შალვას ბიძაშვილების დახმარებით, მეღვრეკისამდე ჩავიდა. მერე მამაკაცები ფეხით, ბილიკებით შევიდნენ სოფელში და უიმედობაში მყოფი მოხუცი სამშვიდობოს გამოიყვანეს. ახლა იმ წუთების გახსენებას ბატონი შალვა ცრემლებ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 835 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, დასავლეთის მცდელობამ, უფრო მყარი გახადოს საქართველო რუსული საფრთხის მიმართ, ქვეყანაში პლურალიზმის და დემოკრატიის განვითარების საკითხის მეორე პლანზე გადატანა არ უნდა მოახდინოს. როგორც თარგამაძემ დღეს პარლამენტში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "აშშ-მა და ევროკავშირმა არ უნდა დაუშვან ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მიმართ ე.წ. "ძლიერი ხელის" პოლიტიკის გატარება, რადგან ეს წარმოქმნის დაძაბულობას საზოგადოებაში და მნიშვნელოვნად შეასუსტებს ქვეყნის იმუნურ სისტემას". "დასავლეთმა უნდა შეუწყოს ხელი საქართველოში რუსული პოლიტიკური სისტემისგან პრინციპულად განსხვავევბული დემოკრატიული პოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბებას, მედიისა და სასამართლოს სისტემის რეალურ დამოუკიდებლობას" - განაცხადა თარგამაძემ.
წაკითხულია: 779 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ოსური მხარის მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პროკურატურამ "საქართველოს აგრესიის შედეგად დაღუპული 300-ზე მეტი ადამიანის გვამი ამოიცნო". როგორც სააგენტო "რია ნოვოსტის" დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა განუცხადა, "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გენოციდის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ჩარჩოებში დადგენილია 276 ადამიანის ვინაობა, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკრძალეს". მისივე თქმით, დე ფაქტო პროკურატურამ დაადგინა კიდევ 35 დაღუპულის ვინაობა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან გადაყვანილები.
წაკითხულია: 842 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ნიქსონის ცენტრის ხელმძღვანელის ზეინო ბარანის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანში იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ამ რეგიონის დატოვებას არ აპირებს და მისცემს რუსეთს საშუალებას, იგი მოსკოვის გავლენის სფეროში დააბრუნოს. მისივე თქმით, "აშშ-ის მიერ რიგი პოლიტიკური ვალდებულებების აღება შეიძლება, ბევრს არაფერნს ნიშნავდეს, მაგრამ აშშ არ მისცემს რუსეთს საშუალებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი ენერგოდერეფანი გადაკეტოს". "ამ ვალდებულების აღება თავისთავდ გულისხმობს, რომ აშშ ამ რეგიონს დაიცავს, ინფრასტრუქტურის განვითარებას დააფინანსებს და იმ კომპანიების მობილიზებას უზრუნველყოფს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ" - დასძინა ნიქსონის ცენტრის ხელმძღვანელმა.
წაკითხულია: 923 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ადვოკატ ელგუჯა ახალაიას მტკიცებით, ცოტნე გამსახურდია დუმილის უფლების გამოყენებას არ აპირებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას იწყებს. "მან იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ მაინც ჩამოვიდა საქართველოში", - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა. მისივე თქმით, გამსახურდია თავს კარგად გრძნობს და არანაირი პრეტენზია სამართალდამცველებთან არ გააჩნია. როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია კუდ-ის თანამშრომლებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს წაუყენებენ. ჯაშუშობისა და კონსტიტუციური წყობის ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების ორგანიზების ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში გამსახურდიას 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
წაკითხულია: 808 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევას დღეს დაასრულებს. როგორც "პირველს" აფხაზეთის "მედია-ცენტრიდან" აცნობეს, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმები ამ წუთებში კომპაქტურად ჩასახლებულ ორ ობიექტზე მუშაობენ და 50-მდე ოჯახს სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ. დღის ბოლოსთვის გამოკვლევა დასრულდება. როგორც ცნობილია, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული აგრესიის შედეგად ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ექიმებმა სულ 1150 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. მათ საჭირო მედიკამენტებიც დაურიგდათ.
წაკითხულია: 872 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთ,ს როგორც შუამავალს უნდობლობას უცხადებს და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებას მოითხოვს. ამის შესახებ თბილისში გამარულ ბრიფინგზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩეინიმ განაცხადა. მისი თქმით, "რუსეთმა საკუთარი ქმედებებით საერთაშორისო პარტნიორების მიზნები და მოსკოვის, როგორც შუამავლის მიმართ ნდობა ეჭვქვეშ დააყენა". "აშშ გმობს რუსეთის უკანონო და ცალმხრივ მცდელობას საქართველოს საზღვრების შესაცვლელად. ეს მცდელობა საუყოველთაოდ დაგმო მთელმა მსოფლიომ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხანგრძლივი უსაფრთხოებისათვის მოვითხოვთ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტრების მშვიდობიანად მოგვარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით", - განაცხადა ჩეინიმ.
წაკითხულია: 865 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური დღეს ეპიდსაშიში სიტუაციის პრევენციის მიზნით გორის რაიონის წყალმომარაგების სისტემას შეამოწმებს.
გორის წყალმომარაგების სისტემის შემოწმებასთან ერთად, სურსათის უვნებლობის სამმართველოს სპეციალისტები წყალშემკრებ ჭებსა და სათავე ნაგებობებსაც შეამოწმებენ.
წაკითხულია: 836 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ინგუშეთში მიტინგის დაშლის შედეგად არიან დაჭრილები. ამის შესახებ “ეხო მოსკვის” ნაზრანში გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მუჰამედ ხაზიბიევმა აცნობა.
“ჩვენ ვაპირებთ, კვლავაც გავაგრძელოთ მიტინგები, მაგრამ ისე, რომ არ დაიღვაროს სისხლი”, _ განაცხადა მუჰამედ ხაზბიევმა.
თავის მხრივ, ინგუშეთის პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ არც ერთი საჩივარი არ მიუღიათ.
როგორც ცნობილია, მიტინგი, რომელიც სამართალდამცველმა ორგანოებმა დილით ხელკეტების გამოყენებითა და “ჰაერში გასროლით” დაშალეს, ოპოზიციური ინტერნეტსაიტის “ინგუშეთია.რუ”-ს მფლობელის მუჰამედ ევლოევის მკვლელობის გამო მოეწყო. მისი მონაწილეები მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვდნენ.
ოფიციალური ვერსიის თანახმად, კვირას ევლოევი ინგუშეთის შსს თანამშრომლის მიერ შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ოპოზიცია კი მკვლელობას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ აღნიშნულმა საიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ინგუშეთის პარლამენტში რუსეთიდან გამოყოფის თაობაზე ხელმოწერების შეგროვების თაობაზე.
წაკითხულია: 828 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ამერიკული გამოცემა “ლაივ ჯორნალის” ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ მაკკეინის მრჩეველი რანდი შოიენემანომი და ბიზნესმენი ჯორჯ სოროსი ვაშინგტონში აშშ-ს მიერ ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტანის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხს ლობირებენ.
მათი აზრით, ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტანის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უნდა ცნონ ადიღეის, ალტაის, ბურიატიის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყალმუხეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, კარელიის, კომის, მარი ელას, მორდოვის, თათრეთის, ტუვის, უდმურტეთის, ხაკასიისა და ჩუვაშეთის დამოუკიდებლობა.
“ლაივ ჯორნალის” ინფორმაციით, შოიენემანომისა და სოროსის მტკიცებით, დასავლეთში უნდა შეიქმნას ზემოხსენებული რესპუბლიკების დევნილი მთავრობები, რომლებიც რესპუბლიკების რეალური დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებენ.
წაკითხულია: 859 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
"პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვხატო ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით და სამძიმარი ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც უშუალოდ შეეხო საქართველოში დატრიალებული ტრაგედია. ომისა და გაპარტახების შედეგები საკუთარ თავზე არაერთხელ მაქვს გამოცდილი და კარგად ვხვდები, რა ჯოჯოხეთი გამოიარა სამაჩაბლოს და საერთოდ, საქართველოს მოსახლეობამ.
დღეს პოლიტიკური ევფემიზმების და შელამაზების დრო არ არის. რეალობა უნდა შეფასდეს მაქსიმალურად ობიექტურად, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი უბედურების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. მითუმეტეს რომ ხშირად, შენიღბული მტერი თუ უბრალოდ, უვიცი - გარეშე მომხდურზე უფრო საშიშია.
ბოლო ხანებში ქართულ საინფორმაციო საშუალებებში და საერთოდ, საზოგადოებაში, ხშირი იყო დისკუსია: ნატო თუ ტერიტორიული მთლიანობა? შესაძლებელია თუ არა ნატოში შესვლა და ამავე დროს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება? უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევანი ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ გააკეთა. ცხინვალის მისადგომებთან შეხლა-შემოხლას და გათავხედებული კოკოითის პროვოკაციულ განცხადებებს მოჰყვა თავგანწირული, მეტწილად სპონტანური ქართული შეტევა. ცხინვალი უკვე ფაქტობირად დაცლილი იყო მშვიდობიანი მოსახლეობისგან. ყველას კარგად გვახსოვს ქალების და ბავშვების ჩრდილოეთ ოსეთში დემონსტრაციული ევაკუაცია და მოხალისეების მოწვევა კონფლიქტის ზონაში. შემდეგ კი, რუსეთი ღიად ჩაერთო ომში და განახორციელა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური დაკვეთის და დიდი "გულმოდგინების" მიუხედავად, რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა სამაჩაბლოში ვერ აღმოაჩინეს ერთი მეათედ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 810 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ქვრივის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას თქმით, ცოტნე გამსახურდია სამშობლოს სიყვარულისთვის დააპატიმრეს. "ჩემი შვილი სამშობლოს სიყვარულისთვის დააპატიმრეს, ისევე, როგორც ზვიადს აპატიმრებდნენ ხოლმე. როგორც ეტყობა, ეს ჩვენი ოჯახის ბედისწერაა, რადგან ცოტნეს მთავარი ბრალდებაც ის არის, რასაც წლების განმავლობაში ზვიად გამსახურდიას უყენებდნენ. შესაბამისად, ცოტნეც სამშობლოს ისეთი მოღალატეა, როგორიც ზვიად გამსახურდია იყო", - განუცხადა "პირველს" მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და დასძინა, რომ პირველი პრეზიდენტის ვაჟს, რომელიც ამჟამად "მოდულის" შენობაში იმყოფება, ბრალს დღის ბოლოს წაუყენებენ. წინასწარი ინფორმაციით, მას სამშობლოს ღალატში, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობასა და ჯაშუშობაში ედება ბრალი. ცოტნე გამსახურდია კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
წაკითხულია: 838 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ნიქსონის ცენტრის ხელმძღვანელის ზეინო ბარანის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანში იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ამ რეგიონის დატოვებას არ აპირებს და არ მისცემს რუსეთს საშუალებას, იგი მოსკოვის გავლენის სფეროში დააბრუნოს.
მისივე თქმით, ”აშშ-ის მიერ რიგი პოლიტიკური ვალდებულებების აღება შეიძლება, ბევრს არაფერნს ნიშნავდეს, მაგრამ აშშ არ მისცემს რუსეთს საშუალებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი ენერგოდერეფანი გადაკეტოს”.
- ”ამ ვალდებულების აღება თავისთავდ გულისხმობს, რომ აშშ ამ რეგიონს დაიცავს, ინფრასტრუქტურის განვითარებას დააფინანსებს და იმ კომპანიების მობილიზებას უზრუნველყოფს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ” - დასძინა ნიქსონის ცენტრის ხელმძღვანელმა.
წაკითხულია: 750 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ალიასკის გუბერნატორი სარა პეილინი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატია, აცხადებს, რომ რუსეთის ქმედების საპასუხოდ აშშ-მა საკუთარ ტერიტორიაზე მეტი ნავთობი, გაზი უნდა მოიპოვოს და მეტი ნავთობსადენი უნდა ააშენოს.
- ”როცა რუსეთს კავკასიაში სასიცოცხლო მნიშვნელობის მილსადენის კონტროლირება, ასევე ჩვენი ევროპელი მოკავშირეების დაყოფა-დაშინება სურს და ენერგორესურსებს იარაღად იყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია უცხოელ მომწოდებელთა წყალობაზე ვიყოთ დამოკიდებული”, - განაცხადა პეილინმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე.
ალიასკის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ”აშშ-მა მეტი ნავთობი და გაზი უნდა აწარმოოს, რადგან მუქარას, რომ ირანმა შესაძლოა შეწყვიტოს ენერგომიწოდების თითქმის მეხუთედი და ვენესუელამაც შესაძლოა იგივე გააკეთოს, წინაააღმდეგობა გავუწიოთ”.
წაკითხულია: 824 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, "აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგალიზება არ დაუშვას". "საქართველოს ორ ტერიტორიაზე – აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდა განხორციელდა. რუსეთი ამ ეთნიკური წმენდის ლეგალიზებას ცდილობს. მოსკოვმა და ყველამ, ვინც ამ ქმედების დაკანონებას შეეცდება, უნდა იცოდეს, რომ აკანონებს უდიდეს ადამიანურ ტრაგედიას" – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთა დიკ ჩეინისთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ეთნიკური წმენდის მსხვერპლი არა მხოლოდ ქართული, არამედ რეგიონში მცხოვრები ის ოსური მოსახლეობაც გახდა, რომელიც კოკოითის სეპარატისულ რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა. "მსოფლიომ ეს უნდა იცოდეს. მე მოგიწოდებთ ყველას, წინ აღუდგეთ ამ დანაშაულებრივი ქმედებების დაკანონებას და ადამიანთა ეთნიკური წმენდის უდიდესი დანაშაულის დაკანონება არ დაუშვათ" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წაკითხულია: 821 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსული ატომური წყალქვეშა ნავი "იური დოლგორუკი" ზღვაში პირველი გასვლისთვის ემზადება. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი პირველი რანგის კაპიტნის კონსტანტინ მიტკინის ხელმძღვენლობით კრეისერს ზღვაში პირველი გასვლისთვის ამზადებს. "კრეისერის გასვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა გემი უკვე დიდი ხანია, საწარმოდან წყალშია გაყვანილი და შემოდგომაზე თეთრი ზღვის პოლიგონზე მისი პირველი გამოცდა დაიწყება", - წერს "ინტერფაქსი". ადმირალ ვლადიმერ ვისოცკის განცხადებით, გამოცდის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხმაურის დონეს, მანევრირებას და ნავის ახალი სისტემების მუშაობას.
წაკითხულია: 948 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული შიდა ქართლის რეგიონული ტელე-რადიოკომპანია "თრიალეთი" კერძო და იურიდიულ პირებს გვერდში დგომას და ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვს. ტელე-რადიოკომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, საომარი მოქმედებებისას "თრიალეთმა" უდიდესი ზარალი განიცადა. კერძოდ, გორის დაბომბვისა და ქალაქში რუსი ოკუპანტების შემოსვლის დროს, როდესაც ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი ტელევიზიის შენობაში მყოფ მედია-ცენტრის ჟურნალისტებთან ერთად იძულებული გახდა, შენობა დაეტოვებინა, მოხდა ტელე-რადიოკომპანიის კუთვნილი აპარატურის გაქურდვა, დაკარგულია უამრავი ძვირადღირებული აპარატი: სამონტაჟო კომპიუტერები, ვიდეოკამერები, ტელევიზორები, ვიდეო და აუდიომიქშერები, ნოუთბუქები, ჩამწერი დივიდი-ები, რესივერები, პრინტერები, UPS-ები და ასე შემდეგ. გორის რადიო-სატელევიზიო გადამცემი სადგურის (გორის ტელეანძა) შენობაში რუსი ოკუპანტების შეჭრის დროს კი დაცხრილული იქნა ტელე-რადიოკომპანია "თრიალეთის" ორი სატელევიზიო, ერთი რადიოგადამცემი და ერთი სარელეო მიმღებ-გადამცემი სადგური. გარდა ამისა, ტელეცენტრის შენობიდან დაკარგულია 10 კილოვატიანი გენერატორი და უწყვეტი კვების წყარო. ამასთანავე, კ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 810 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ოფიციალური თბილისი შიშობს, რომ რუსეთი სამხედრო ტრიუმფს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად გამოიყენებს და ქვეყანაში მოსკოვის მიმართ ლოიალური რეჟიმის დამყარებას შეეცდება. ამის შესახებ გავლენიან გამოცემა "ფაინეშნლ თაიმსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განუცხადა. "არსებული სიტუაცია გადამწყვეტი მომენტია საქართველოსთვის. გახდება საქართველო ევროპული ქვეყანა კრიზისის შემდეგ, თუ გადაიქცევა დიამეტრულად განსხვავებულ სახელწიფოდ ევროპული სტანდარტების გარეშე, - საქართველოზე მეტად ევროპაზეა დამოკიდებული", - აღნიშნავს გურგენიძე.
წაკითხულია: 871 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, "ცხინვალში ომი არა 7 აგვისტოს, არამედ გაცილებით ადრე რუსული მხარის თაოსნობით დაიწყო". როგორც ბრაიზამ ჟურნალისტებს განუცხადა, "აშშ-ს ომის დაწყების შესახებ მოსკოვისგან რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდება, თუმცა ვაშინგტონისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ომი არა 7 აგვისტოს, არამედ გაცილებით ადრე ოსმა სეპარატისტებმა რუსი ოფიცრების მეთაურობით დაიწყეს". "მათმა პროვოკაციამ საქართველო სამხედრო დაპირისპირებაში ჩააბა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, საქართველო გააგრძელებს სწრაფვას ნატო-სკენ და ალიანსის მისიებში მიიღებს მონაწილეობას" - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
წაკითხულია: 850 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 856 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ატო-ში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოში ნატოს დელეგაციის სტუმრობას “გამომწვევად” აფასებს.
“ეს ვიზიტი, რომელიც 15-16 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, მიხეილ სააკაშვილის მორიგი მორალური მხარდაჭერის დემონსტრირებად აღიქმება, მისი ქმედებების მხარდაჭერა კი, ჩემი აზრით, გამომწვევია იმ მშვიდობიან მოსახლეობასთან მიმართებაში, რომელიც თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 795 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
უსი ოკუპანტები სამეგრელოში შვიდი უკანონო ბლოკ-საგუშაგოს გამაგრებას განაგრძობენ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან მათ სამშენებლო მასალაც შემოაქვთ და საგუშაგოების ირგვლივ მავთულხლართებს აბამენ.
როგორც ცნობილია, რუს ოკუპანტებს საგუშაგოებზე ნაძარცვი საყოფაცხოვრებო ნივთებიც შეაქვთ, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა ქართული სამხედრო ბაზებიდან მოიპარეს.
წაკითხულია: 805 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანამდე ევროკავშირმა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა შეაჩერა. ამგვარი დოკუმენტის მიღებით დასრულდა ევროკავშირის სამიტი, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთისადმი კვლავაც განსაკუთრებულად კრიტიკულნი იყვნენ.
რამდენად დააკმაყოფილა ევროკავშირის სხდომამ საქართველოს მოლოდინი და რას უნდა დაელოდოს სასტიკი აგრესორის წინაშე პირისპირ დარჩენილი ქვეყანა, რომელსაც ევროპული დიპლომატიის მოლოდინი აქვს? ამაზე ქართველი ექსპერტების ნაწილი თავშეკავებულ პროგნოზებს აკეთებს. მეორე ნაწილი კი, საერთოდ, დუმილს ამჯობინებს და საკუთარი მოსაზრებების გამოსათქმელად მოვლენების განვითარებას ელოდება, რომელიც მათივე აზრით, საქართველოსთვის კატასტროფული უნდა იყოს. ”ფაქტის” კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე პასუხობს.
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული ინტერვენცია, მსოფლიოს მთავარ საკითხად იქცა, მაგრამ რუსეთი არც ამერიკის და არც - ევროპის მკაცრ მითითებებს ყურადღებას არ აქცევს. ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთს მართლა აქვს საფუძველი, მსო
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 772 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
TBILISI (Reuters) - Vice President Dick Cheney said on Thursday that Russia had cast doubt on its reliability as an international partner with an "illegitimate" attempt to change Georgia's borders.
"After your nation won its freedom in the Rose Revolution, America came to the aid of this courageous young democracy," Cheney told reporters at a joint news briefing in Tbilisi with Georgian President Mikheil Saakashvili.
"We are doing so again as you work to overcome an invasion of your sovereign territory and an illegitimate unilateral attempt to change your country's borders by force that has been universally condemned by the free world," Cheney said.
"Russia's actions have cast grave doubt on Russia's intentions and on its reliability as an international partner -- not just in Georgia but across this region and, indeed, throughout the international system," he added.
(Reporting by Tabassum Zakaria, writing by Guy Faulconbridge and Dmitry Solovyov, editing by Christian Lowe)
წაკითხულია: 799 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთმა საქართველოს ოკუპაციით, ხოლო შემდეგ კი მისი სეპარატისტული რეგიონების აღიარებით, დასავლეთი საგონებელში ჩააგდო. საყვედურების მიუხედავად, რუსეთი თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს და ამის საფუძველიც აქვს. დღეს ისიც კი სანატრელი გაგვიხდა, რაც 7 აგვისტომდე გვქონდა.
ჯერ გაეროს რეზოლუციას ველოდით სულმოუთქმელად, შემდეგ, ეუთოს დამკვირვებლების შეფასებებს. ნატოს მინისტერიალამდე ხომ მთლად იმედებით ვიყავით აღვსილნი, მაგრამ ეს იმედები ბოლომდე ვერცერთმა რომ ვერ გაამართლა, მზერა ევროკავშირს მივაპყარით.
ქვეყნის ხელისუფალნი, ბოლო წუთებამდე ირწმუნებოდნენ, რომ დასავლეთი სანქციებში ჩაახჩობდა რუსეთს. საყვედურების ნიაღვარი მართლაც წამოვიდა, მაგრამ სანქციები? - ეს უკვე მეტისმეტია.
ჩვენმა დასავლელი მეგობრები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთს გონზე მოსასვლელად ახალი ვადა მისცეს. საქართველოს ხელისუფლება კი იმედგაცრუებულია. ეს გასაკვირიც არაა. ქვეყნის ზეტემპერამენტით აღვსილი ლიდერებითვის
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 792 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თბილისში აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჩამოვიდა. დიკ ჩეინის სამუშაო ვიზიტი საქართველოში ერთ დღეს გასტანს. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა გაიმართება . პირისპირ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი და ჩეინი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. ოფიციალური ინფორმაციით აშშ-ს მაღალი რანგის სტუმარი თბილისს შექმნილ სიტუაციაში მხარდაჭერის დასაფიქსირებლად ეწვია.
დიკ ჩეინი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა. აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი აზერბაიჯანს გუშინ ესტუმრა, სადაც შეხვედრა გამართა ილჰამ ალიევთან. მოგვიანებით ჩეინი კიევს ესტუმრება და ვიქტორ იუშენკოს შეხვდება.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 945 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის სისტემა ნატო-ს ანალოგიურ სისტემას შეუერთდა, რაც ალიანსს საშუალებას მისცემს ქართული რადარებიდან ინფორმაცია მიიღოს, _ იუწყება “იტარ-ტასი” ბრიუსელიდან. ნატო-ს პრესმდივანმა, ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ საჰაერო კონტროლის ქართული სისტემა “მნიშვნელოვანწილად განადგურებულია” და საჭირო იქნება დრო, რათა დაკმაყოფილდეს თბილისის თხოვნა, რადარების აღდგენაში დახმარების თაობაზე. ნატო-ს საჰაერო მიმოსვლის მონაცემების გაცვლის პროგრამასთან საქართველოს მიერთების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2008 წლის მარტში მიიღეს. თბილისი აცხადებს, რომ კონტროლის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შესაძლებელი გახდება საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტების ზუსტი დადგენა. ადრე ქართული მხარე არაერთხელ ადანაშაულებდა რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალებს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაში, თუმცა ამას ვერ ამტკიცებდა. ამჟამად, საჰაერო სივრცის კონტროლის სისტემას ნატო-ს ქვეყნები და ავსტრია იყენებს. გარდა ამისა, შეთანხმებას სისტემაში მონაწილეობის შესახებ ხელი მოაწერეს ფინეთმა, უკრაინამ და ალბანეთმა.
წაკითხულია: 776 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის გადაუდებელი რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისის განხორციელების მიზნით საქართველოში ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPF) დელეგაცია ჩამოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPFPD) გენერალური მდივანი ნეილ დატა პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელს დაუკავშირდა. ნეილ დატამ წერეთელს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევების საბოლოო შედეგები გააცნო, რომელთა თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის გადაუდებელი რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისის განხორციელებისთვის 600 ათასი აშშ დოლარის გამოყოფაა საჭირო. EPFPD-ის გენერალური მდივანი დევნილ მოსახლეობას შორის არსებული გადაუდებელი რეპროდუქციული ჯანდაცვის პრობლემების შესახებ ზედმიწევნით ზუსტ ინფორმაციას აწვდის EPF-ის წვერებს და მიმართავს თხოვნით, რეპროდუქციული ჯანდაცვის მნიშვნელობა გაითვალისწინონ და აღნიშნული თანხის მოძიებაში თანადგომა გაუწიონ. EPF-ის დელეგაცია საქართველოში 18-21 სექტემბერს ჩამოვა. იგი ჩაატარებს ფაქტებზე დამყარებულ კვლევებს, რათა შეაფასოს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ევროპელი დონორების მიერ გაწეული დახმარების შედეგები რეპროდუქციული ჯანდაცვის თვალსაზრისით და განიხილოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის სამომავლო პერსპექტივები. თავად ორგანიზაცია მოუწოდებს EPF-ის წევრი დონორი ქვეყნების პარლამენტარებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ მისიაში.
წაკითხულია: 830 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ნატო-ში რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოში ნატოს დელეგაციის სტუმრობას "გამომწვევად" აფასებს. "ეს ვიზიტი, რომელიც 15-16 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, მიხეილ სააკაშვილის მორიგი მორალური მხარდაჭერის დემონსტრირებად აღიქმება, მისი ქმედებების მხარდაჭერა კი, ჩემი აზრით, გამომწვევია იმ მშვიდობიან მოსახლეობასთან მიმართებაში, რომელიც თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაზარალდა," - განაცხადა როგოზინმა "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, "რუსული მხარე ყურადღებით მიადევნებს თვალს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ნატოს ხელმძღვანელობა, მათ შორის - საქართველოსთან მიმართებაშიც". როგოზინი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი ნატოსთან თანამშრომლობის შეკვეცაზე წავიდეს. "საუბარია ნატო-სთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიცაა "ავღანეთის ტრანზიტი" – განმარტა მან.
წაკითხულია: 713 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "დემოკრატმა" კანდიდატმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. "დემოკრატმა" კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს.
წაკითხულია: 800 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით, "რუსეთმა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა და დაანახა მსოფლიოს, რომ მას შეუძლია, ეს ძალა მეზობელი პატარა ქვეყნის მიმართ გამოიყენოს". "რუსეთმა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა და ეს შესაძლებლობები პატარა მეზობელი ქვეყნის მიმართ გამოიყენა. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე, რადგან სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი იმაზე, როგორც ის მოიქცა და იქცევა" – განაცახადა კონდოლიზა რაისმა გუშინ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, "აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ამ რთულ დროს". "ამ პროცესში დავიხმარეთ ჩვენი მეგობრებიც, რათა ეუთომ გააგზავნოს დამკვირვებლების მისია საქართველოში, ნატომ დააჩქაროს ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა. შეერთებული შტატები და ქართველები აღწევენ თავის მიზნებს. საქართველოს დამოუკიდებლობა ძალაშია", - დასძინა რაისმა.
წაკითხულია: 805 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
აშშ მზად არის, საქართველოში დიდი ოდენობით ინვესტიციები განახორციელოს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების სახით 1 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფა საქართველოში დაწყებული რეფორმების წარმატებით გაგრძელების გარანტი იქნება. "ჩვენ მზად ვართ, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხარდასაჭერად სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში დამატებითი თანხების მოძიება დაიწყება. გარდა ამისა, ევროკავშირის საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე აშშ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 4 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ეკონომიკურ პაკეტს წარადგენს", - განაცხადა რაისმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ აშშ-ისა და თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერით დემოკრატიული საქართველო გადარჩება და აღორძინდება.
წაკითხულია: 820 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია კონსტიტუციური წყობის ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. "ინტერფაქსის" ცნობით, ცოტნე გამსახურდია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა წუხელ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის გამსახურდია კუდ-ში იმყოფება და მასთან ადვოკატს არ უშვებენ. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას დაკავების ფაქტი დაადასტურა და განმარტა, რომ იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით იძებნებოდა" – წერს "ინტერფაქსი".
წაკითხულია: 844 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
13 ნოემბერს რომში საქართველოს საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელზეც რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები დიმიტრი მედვედევი და მიხეილ სააკაშვილიც არიან მიწვეული.
ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ვიზიტად მყოფმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ განაცხადა.
”1 სექტემბერს ევროკავშირის სამიტზე რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს საკმაოდ მკაცრი, მაგრამ დაბალანსებული პასუხი გავეცით. ახლა მთავარი 6-პუნქტიანი გეგმის ზედმიწევნით შესრულებაა. ნოემბრამდე დარჩენილ დროში სწორედ ამ პროცესს გავუწევთ მონიტორინგს, რათა შემდგომი ნაბიჯები განვსაზღვროთ” – აღნიშნა ფრატინიმ.
რაც შეეხება ნოემბრისთვის დაგეგმილ კონფერენციას, მისი განმარტებით, ფორუმის ორგანიზატორებს სურთ, “ყველა მხარეს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და ღია დისკუსიის გამართვის საშუალება მისცენ კონფლიქტის დასარეგულირებლად შემდგომი მოქმედების გეგმის განსასაზღვრად~.
“ნოემბერში კონფერენციის მონაწილეები სამომავლო მოქმედებასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო შემოთავაზებასაც განიხილავენ” – დასძინა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იტალიის სახელით ფრატინიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.
წაკითხულია: 791 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ ემზადება.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანი დანა პერინო აცხადებს, ”აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს, თუ რა პასუხი უნდა გასცეს აშშ-მა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს.”
“ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ასევე არაფერია გამორიცხული,”- აღნიშნა პერინომ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, “ბუშის ადმინისტრაცია ადეკვატური გადაწყვეტილების მისაღებად აქტიურად მუშაობს და აღნიშნულ საკითხში ცდილობს, მჭიდრო კონტაქტი იქონიოს ევროპელ პარტნიორებთან”.
წაკითხულია: 815 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემფასებელი კომისიის მორიგი სხდომა დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ, ადგილზე გაეცნონ ბორჯომის ხეობაში შექმნილ მძიმე ვითარებას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ირაკლი ღვალაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრა ძირითადად სამუშაო ხასიათს ატარებდა. კომისიის წევრები სამუშაო გრაფიკზე და მოპოვებული ინფორმაციის კოორდინაციაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა, რომ კომისიის წევრების მიერ მოპოვებულ ყველა ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები გაუწევენ კოორდინირებას.
ამასთან, შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ პირველ რიგში, აუცილებელია გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების შექმნა.
წაკითხულია: 830 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კარლ ფონ ვოგაუ ეწვევა.
კარლ ფონ ვოგაუ თავდაპირველად თავის ქართველ კოლეგას, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს შეხვდება, ასევე გამართავს შეხვედრას თავდაცვის მინისტრთან დავით კეზერაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ქალაქ გორსაც მოინახულებს.
წაკითხულია: 823 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩეინი საქართველოს დღეს ეწვევა.
ჩეინის ვიზიტით ამერიკა კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოსადმი სრულ მხარდაჭერას.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მაღალი რანგის პირებთან გამართავს შეხვედრებს, რომლებზეც ჰუმანიტარულ დახმარებაზე, საქართველოს ტერიტორიულ უსაფრთხოებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებს.
როგორც ცნობილია, დიკ ჩეინი გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა, საქართველოდან კი იგი უკრაინაში გაემგზავრება.
უცხოური მედია ჩეინის ტურნეს მიზნად რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას ასახელებს. ამასთან, ზოგიერთი გამოცემის ინფორმაციით, ჩეინის ვიზიტს შესაძლოა, საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობის გაზრდა მოჰყვეს.
წაკითხულია: 886 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების გამგეობები საომარი მოქმედებების გამო შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილების დახმარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ასაიდუმლოებენ.-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებატა ცენტრში ". ცენტრის განცხადებით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან 22 აგვისტოს ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია, რა სახის დახმარება გაეწიათ დევნილებს; გამოიყო თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები დევნილთა დასახმარებლად, როდის, რის საფუძველზე და რამდენი; ასევე, რაში, როდის და სად გაიხარჯა გამოყოფილი თანხები; რა ჰუმანიტარული დახმარება, როდის და ვისგან მიიღო თითოეულმა რაიონმა დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად; ვინ უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების მიზნობრივად განაწილებას და რის მიხედვით. თუმცა დღემდე არანაირი პასუხი არ მიუღია
როგორც რადიო ჰერეთს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს დევნილთა დასახმარებლად შეძენილი და მიღებული ტვირთი არასწორად ნაწილდება, რის გამოც ცდილობს მონიტორინგის განხორციელებას, მაგრამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამის საშუალება არ ეძლევათ.
წაკითხულია: 839 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
კახეთს ოფიციალური ვიზიტით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაიმონას ტალატ კელპსა სტუმრობდა. ლაიმონას ტალატ კელპსა კახეთში ოსებით დასახლებულ სოფლებს ესტუმრა და მათ მდგომარეობას პირადად გაეცნო.
ის იმყოფებოდა გურჯაანის სოფელ ყიტაანში, ლაგოდეხის სოფლ ფონასა და არეშფერანში .
ადგილობრივმა მცხოვრებლემა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაიმონას ტალატ კელპსასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტი აქ მცხოვრები ქართველებისა ოსების ურთიერთობებზე არ აისახება და, რომ ისინი დღემდე ერთმანეთთან მეგობრულად ცხოვრობენ.
“ჩამოვედი, რომ ვნახო როგორ ცხოვრობს ეს ორი ხალხი მუნიციპალიტეტის რეალობაში. ადამიანები თავად საუბრობენ იმის შესახებ, რომ კონფლიქტები აქ არ არის. მრავალი შერეული ოჯახი ცხოვრობს აქ თაობიდან თაობამდე. –ამბობს რადიო ჰერეთთან ლაიმონას ტალატ კელპსა
მან სოფლებში სკოლებიც მოინახულა და განაცხადა, რომ პირობები ყველა სტანდარტს შესააბამება “ ვნახე სკოლაც და მე გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ბევრ ლიტვურ სოფელშიც ვერ ნახავთ ასეთ სკოლას. ყოველგვარი გადამეტების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ეს მართლაც დიდი და კარგი სკოლაა, პირობებიცაა შექმნილი სწავლისთვის. მთავარია საჭიროა იყოს მშვიდობა, ურთიერთთანხვედრა, და არ უნდა ავყვეთ იმ პროპაგანდას, რომელიც მიმართულია ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებისკენ. რათქმაუნდა არა აქვს მნიშვნელობა რომელ ეთნიკურ წარმომავლობას ეკუთვნი, და ამ მხრივ საქართველო ამტკიცებს, რომ აქ სხვადასხვა ხალხმა შეუძლია მშვიდობით იცხოვროს დაგანვითარდეს.”-
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 805 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ს მთავრობა, კერძოდ, ვაჭრობის მინისტრი გუტიერესი ხელს შეუწყობს ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა. მის განცხადებას, თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით, "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. "დღეს მე ვაცხადებ დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ საქართველოსთვის, რათა დავაკმაყოფილოთ ამ ქვეყნის ჰუმანიტარული საჭიროებები და მის ეკონომიკურ აღორძინებას ხელი შევუწყოთ", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. ბუშის თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ ერთი აშშ-ს დელეგაცია ჩამოვა ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით.
წაკითხულია: 787 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოში საომარი მდგომარეობის გაუქმება ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესის შესუსტებას არ ნიშნავს. ეს განცხადება პარლამენტის საგანგებო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა, რომელმაც პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულება საკმაოდ ვრცლად განმარტა და საომარი მდგომარეობის ვადამდე შეწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა. "საომარი მდგომარეობის ვადამდე შეწყვეტა დეოკუპაციის შეჩერებას ნამდვილად არ ნიშნავს. დეოკუპაციის მიზნით ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ოკუპანტები არ დატოვებენ ცხინვალს და სოხუმს. იმის გათვალისწინებით კი, რომ პარლამენტს უკვე მიღებული აქვს დადგენილება, რომლის თანახმად ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები გამოცხადებულია ოკუპირებულად და ამ ტერიტორიებს მინიჭებული აქვთ ოკუპირებულის სტატუსი, ასევე პარლამენტი მუშაობს ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში კანონზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რაც ამ ტერიტორიების სტატუსს კიდევ უფრო მეტად გაზრდის, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საომარი მდგომარეობის გაუქმება" - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის თქმით, "რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლაა და ხელისუფლება რუსეთს ამ მიზნის მიღწევაში არ უნდა დაეხმაროს". როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, საომარი მდგომარეობა, რომელიც თავისთავად ფორს-მაჟორულ სიტუაციას ნიშნავს, აფერხებს გარკვეული ეკონომიკური პროცესების განხორცილებას, ტვირთების გადაზიდვებს, ასევე პრობლემები ექმნებათ სადაზღვევო კომპანიებს. "ყველამ უნდა დაინახოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ლოკალური ტერიტორიები ოკუპირებულია, ამ ტერიტორიების გარეთ ქვეყანა მაინც აქტიურ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 809 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გავრცელებული ინფორმაციით, ემზარ კვიციანი კოდორის ხეობაშია. ამის შესახებ ზემო აფხაზეთში დაბრუნებულმა დევნილებმა თბილისში ახლობლებს შეატყობინეს. საქართველოს ხელისუფლება კი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
დაბრუნდებიან თუ დევნილები კოდორში - “კოდორში ამ დღეებში ჩვენი ახლობლები დაბრუნდნენ. მათ გამო ძალიან ვღელავდით, არ ვიცოდით, როგორ იქნებოდნენ. გვეშინოდა, აფხაზებს არაფერი დაეშავებინათ. მაგრამ ახლა დაგვირეკეს და გვითხეს, რომ საშიში არაფერია. ხეობაში ემზარ კვიციანი დაბრუნდა და აფხაზი მოროდიორები ვერაფერს დაგვაკლებენო. ვკითხეთ, ეგებ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რა იცით, რომ კვიციანი ხეობაშია? გვითხრეს, რას ამბობთ, აქ ემზარი ხალხმა საკუთარი თვალით ნახაო. თანაც სიმშვიდის საფუძველს ის აძლევთ, რომ თავად აფხაზებსაც არ უნდა სვანებთან დაპირისპირება. კვიციანის გამო კი შეიძლება ხეობაში ახლა ბევრი დევნილი დაბრუნდეს”, - განაცხადა Presa.ge-სთან საუბრისას 42 წლის თბილისელმა. მან ვინაობის გამოაშკარავება არ ისურვა, რადგან ხეობაში ახლობლები ჰყავს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
საგულისხმოა, რომ კოდორის ხეობაში აფხაზებმა და რუსებმა ადგილობრივი “ადმინისტრაციის” ხელმძღვანელად ზაზა გურჩიანი დანიშნეს. გურჩიანი ემზარ კვიციანის მეგობარია და ცნობილი მოვლენების შემდეგ ხეობიდან მასთან ერთად გაიქცა. როგორ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია ირწმუნება, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გურჩიანი კოდორის ხეობაში სიმშვიდის დასამყარებლად დანიშნა, რათა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 834 |
თარიღი: 04.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|