ცოტნე გამსახურდია გამოძიებასთან თანამშრომლობას იწყებს
16:19
ადვოკატ ელგუჯა ახალაიას მტკიცებით, ცოტნე გამსახურდია დუმილის უფლების გამოყენებას არ აპირებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას იწყებს. "მან იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ მაინც ჩამოვიდა საქართველოში", - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა. მისივე თქმით, გამსახურდია თავს კარგად გრძნობს და არანაირი პრეტენზია სამართალდამცველებთან არ გააჩნია. როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია კუდ-ის თანამშრომლებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს წაუყენებენ. ჯაშუშობისა და კონსტიტუციური წყობის ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების ორგანიზების ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში გამსახურდიას 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.