შაბათი, 27.04.2024, 14:14
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 18

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი საქართველოში ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 857 | თარიღი: 18.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი მართავს შეხვედრას ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს ქართველ და საქართველოში მოღვაწე ყველა უცხოელ ბიზნესმენს , რომ  მათ საქართველოში მოღვაწეობა და ბიზნესის განვითრება ისევ ისეთი შემართვებით გააგრძელოვ, როგორც ეს აგვისტოს მოვლენებამდე იყო.

 

პრეზიდენტმა მოუწოდა ბიზნესმენებს ერთად დგომისაკენ და ხალხის დახმარებისაკენ. ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 836 | თარიღი: 18.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

კახეთში ყურძნის რეალიზაცია პრობლემად იქცა: გლეხებს ყურძენი ქარხნებთან ულპებათ.  

... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 779 | თარიღი: 18.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
შსს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის გადაიარაღების მიზნით ხარჯთაღრიცხვის შედგენაში პარლამენტიც ჩაერთვება.

აღნიშნული სამსახურის გადაიარაღების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურად რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის შემდეგ დადგა.

გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტში დღეს აღნიშნული სამსახურის ტექნიკური მდგომარეობის თაობაზე და ზოგადად პრობლემებზე სასაუბროდ შსს საგაგნგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჩიკვაიძე მიიწვიეს.

აღნიშნულ შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ გამოთქვა სურვილი, აღჭურვისა და გადაიარაღების ხარჯთაღრიცხვის შედგენაში თავადაც ჩაერთოს. ამ მიზნით ის შს მინისტრს ვანო მერაბიშვილსაც შეხვდება.

კომიტეტის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ შესაძლებელია გრანტების მოზიდვაც ტექნიკის შესაძენად, რისთვისაც „მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის აქტიურობაა საჭირო“.

გარდა ამისა, დღის წესრიგში დადგა მეხანძრეებისთვის სოციალური გარანტიების შექმნის საკითხი. 

ამ პროფესიის ადამიანებისთვის გარკვეული სოციალური გარანტიების არსებობის აუცილებლობის შესახებ ზურაბ ჩიკვაიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მეხანძრის პროფესია საქართველოში საკმაოდ პრესტიჟული უნდა გახდეს, როგორც ეს ”ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია.”

ამასთან, დღესვე გაირკვა, რომ იგეგმება დაახლოებით 50-კაციანი სპეციალური სახანძრო ჯგუფი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 823 | თარიღი: 18.09.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (0)

საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი დღეს მარნეულის რაიონს სტუმრობდა. სანდრა რულოვსმა სოფელ მოლაოღლში ახალი საჯარო სკოლა გახსნა.


სკოლის გახსნას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ნამიკ ალიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.


პირველმა ლედიმ მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და 11 პირველკლასელს პრეზიდენტის საჩუქარი -ჩანთები, წიგნები და სასკოლო ფორმები გადასცა.


დღემდე სოფელის მოსწავლეებს 1938 წელს აშენებულ, სრულიად ამორტიზებულ ხის შენობაში უხდებოდათ სწავლა. ახალი სკოლა მეგაპროგრამა "იაკობ გოგებაშვილის" ფარგლებში ორ თვეში აშენდა. სკოლის ასაშენებლად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.


დღესვე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ჩიკვაიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ქალაქ ბოლნისში ნომერ 3 საჯაროს კოლა გახსნეს. აღნიშნული სკოლაც პროგრამა "იაკობ გოგებაშვილის" პროექტის ფარგლებში გარემონტდა. სამუშაოებისთვის 106 ათასი ლარი დაიხარჯა.

წაკითხულია: 823 | თარიღი: 18.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ კონსერვატიული პარტიის წევრებმა და მათმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა გამართეს სამგლოვიარე აქცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.

აქციის მონაწილეებმა, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის შენობის წინ ცხინვალის რეგიონში დაღუპულთა მემორიალის აღმართვის ინიციატივით მიმართეს. "ქართველი მეომრები სამაჩაბლოში სამშობლოსათვის ბრძოლას შეეწირნენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ იქ, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალია აღმართული, სამაჩაბლოში დაღუპული შავლეგოების მემორიალიც უნდა აღიმართოს", - განაცხადა კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა. 

აქციის დასრულების შემდეგ ქაშუეთის ეკლესიაში დაღუპულთა ხსოვნის პანაშვიდი გადაიხადეს

წაკითხულია: 748 | თარიღი: 18.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საერთაშორისო საზოგადოებას  “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართვის პროცესის პოლიტიზირების თავიდან აცილებისკენ” მოუწოდებს. 

“ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების  საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართვის პროცესი იოლი არ იქნება. მთავარია, მაქსიმალურად გავექცეთ ამ პროცესის პოლიტიზირებას და ვიმოქმედოთ უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა მედვედევმა.

წაკითხულია: 826 | თარიღი: 18.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიამ სპეციალური განცხადება მიიღო. განცხადებაში დეტალურად არის ასახული, თუ როგორ ემზადებოდა რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განსახორცილებლად და როგორ დაირღვა მისი ცალმხრივი ქმედებებით საერთაშორისო სამართლის ნორმები, ასევე მთელი რიგი დოკუმენტები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ეხება.


განცხადებაში, რომელიც დსთ-ის ქვეყნების პარლამენტებსა და საეთაშორისო ორგანიზაციებში გაიგზავნება, ნათქვამია: ~მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ  საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს მასობრივად დაიბომბა ათეულობით ქალაქი და სხვა დასახლებული პუნქტი, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტი, ტყის ნაკრძალი. ამას შედეგად მოჰყვა ასობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა, ათასობით ადამიანის დასახიჩრება, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი რესურსების განადგურება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის მორიგი ეთნიკური წმენდა. ქვეყანა რეალურად დადგა ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე”.


ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია საჭიროდ მიიჩნევს, განაცხადოს შემდეგი: “რუსეთის ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია, მიზა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 777 | თარიღი: 18.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

“კონსერვატორები”  საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის წინ სამაჩაბლოში დაღუპულთა მემორიალის აღმართვის ინიციატივით მიმართავენ.

“ჩვენი მეომრები სამაჩაბლოში სამშობლოსათვის ბრძოლას შეეწირნენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ქალაქის ცენტრში, პარლამენტის წინ, იქ, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალია აღმართული, სამაჩაბლოში დაღუპული შავლეგოების მემორიალიც უნდა აღიმართოს”, - განაცხადა დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

აქციის დასრულების შემდეგ “კონსერვატორების” ინიციატივით ქაშუეთის ეკლესიაში დაღუპულთა ხსოვნის პანაშვიდი გადაიხადეს.

წაკითხულია: 765 | თარიღი: 18.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიის ირგვლივ განლაგებული რუსი “სამშვიდობოები” ე.წ. უსაფრთოების ზონებიდან ევროკავშირის დამკვირვებლების საქმიანობის დაწყებიდან 10 დღეში გავლენ.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“რუსი სამშვიდობოები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ზონებში მუშაობენ, სადაც, ვიმედოვნებთ, ევროკავშირი 1 ოქტომბერს საკუთარ დამკვირვებლებს განათავსებს, აღნიშნული ტერიტორიებიდან 10 დღის განმავლობაში გავლენ”, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი საქართველოში 200-მდე დამკვირვებელს განათავსებს, რომლებიც საქმიანობას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 1 ოქტომბრიდან უნდა შეუდგნენ.

წაკითხულია: 854 | თარიღი: 18.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მოსკოვი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ დებატებზე უარს აცხადებს.

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართველ კოლეგასთან დაპირისპირება ვერ გაბედა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო  ლავროვს დებატებში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მან ეს ვერ გაბედა” - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ტყეშელაშვილმა.  

მინისტრი აპირებს, სესიაზე პირადად წარადგინოს აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია და ისაუბროს იმაზე, როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე.

როგორც ცნობილია, ლავროვმა დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

წაკითხულია: 771 | თარიღი: 18.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz