|
Главная » 2008 » სექტემბერი » 25
ყოველი ჩვენგანის მომავალი დიდად არის დამოკიდებული თაობაზე, რომელიც დღეს სკოლაში სწავლობს და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. სწორედ მათ უნდა იკისრონ ხვალ ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების მისია... დღეს ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ თანადგომა და გზის ჩვენება...
სასიამოვნოა, რომ არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულება - აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრი, რომელიც არა მარტო სტუდენტობისკენ მიმავალ უმოკლეს გზას უჩვენებს მოსწავლეს, არამედ უვითარებს აზროვნების უნარსაც, რაც მისი წინსვლის გარანტი იქნება...
გვესაუბრება აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრის დირექტორი თამარ კვირკველია: წელს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მეტად უჩვეულო პირობებში მოხდა - ჩარიცხულთა სიხარულს თან ახლდა უდიდესი სევდა. აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრის თანამშრომლები მთელი წლის შრომის შედეგს ველოდით, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. ყველა გაოგნებული იყო.
17-18 წლის ახალგაზრდის ცხოვრებაში ის ეტაპი, როცა იგი სტუდენტი ხდება, განსაკუთრებულია. ამას თან ახლავს უდიდესი სიამაყისა და სიხარულის განცდა, განცდა იმისა, რომ მიღწეული გამარჯვების შემდეგ იწყება ახალი ცხოვრება. მასწავლებლის გრძნობებიც ანალოგიურია. მისი ნაშრომის დაფასება სწორედ აბიტურიენტის ხელშია, მოსწავლის წარმატება მისი პირადი წარმატებაცაა. რაკი მომავალი თაობის განათლების საქმე გვაბარია, გაასკეცებული შრომა გვმართებს. შრომა, რომელსაც საფუძვლად პატიოსნება უდევს. შედეგიც არასდროს აყოვნებს. წლევანდელი შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვართ, გაისად უკეთეს შედეგებს მივაღწევთ... ყოველი წლის ბოლოს,
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1404 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 5.0/2
| კომენტარი (0)
|
ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება! რას მოუტანს ნოღაიდელი ნაომარ ქართულ პოლიტიკას? ამ კითხვაზე პასუხს დრო გასცემს, თუმცა მანამდე, ალბათ, ის უფრო საინტერესოა, თუ რა გააკეთა ქართული პოლიტიკისთვის და, საერთოდ, ქართული სახელმწიფოსთვის ნოღაიდელმა?
- ”მე პოლიტიკაში ვბრუნდები ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო არა მხოლოდ ეკონომიკაში, მთლიანად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო. ჩვენ წავაგეთ ომი, დავკარგეთ ტერიტორიები. ღრმად შეურაცხყოფილი ვარ წაგებული ომით და დაკარგული ტერიტორიებით, იმავდროულად, მესმის რა ხდება და რა მოხდება ეკონომიკაში. მე ეკონომიკაზე ვსაუბრობ, საკუთარი თავის მიმართ თვითცენზურა მაქვს დაწესებული, რომ არ ვილაპარაკო პოლიტიკურ ვითარებაზე რაღაც პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ამაზეც ვისაუბრებთ და საუბარი ნაკლებად მწვავე არ იქნება”, - აცხადებს ნოღაიდელი.
წაგებული ომის გამო შეურაცხყოფა ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ აქვე, ალბათ, იბადება ლოგიკური კითხვა: რატომ არ იყო ან იყო თუ არა ზურაბ ნოღაიდელი შეურაცხყოფილი მაშინ, როცა მისი პოლიტიკური მასწავლებელი, ზურაბ ჟვანია ერთობ უცნაურ სიტუაციაში დაიღუპა? აღსანიშნავია, რომ ბატონმა ნოღაიდელმა პრემიერის სავარძელი სწორედ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. იმხანად კულუარებში ითქვა, რომ ჟვანიას პოსტზე ნოღაიდელის ჩანაცვლება ”ნაციონალებმა” თითქოს იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ჟვანიას გუნდი გაეჩუმებინათ. შესაძლოა, არც უამისობა იყო, თუმცა ნიშანდობლივია, რომ გპრემიერებულ ნოღაიდელს პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე დაუპირისპირდა, ხისტიაო.
ახლა ხმა დადის, ნოღაიდელი შე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 831 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს მიმართ სექტემბერში მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება.
გამოკითხვა იური ლევადის ანალიტიკურმა ცენტრმა 12-15 სექტემბერს, რუსეთის 46 რეგიონის 128 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა.
საქართველოს მიმართ უარყოფითადაა განწყობილი გამოკითხულთა 75 პროცენტი. გამოკითხულთა 67 პროცენტს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს აშშ-ს მიმართ, 39 პროცენტს - ევროკავშირის მიმართ, ხოლო 53 პროცენტს - უკრაინის მიმართ.
საქართველოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება რესპოდენტთა 17 პროცენტმა დააფიქსირა, აშშ-ს მიმართ - 23 პროცენტმა, ევროკავშირის მიმართ - 45 პროცენტმა, ხოლო უკრაინის მიმართ - 37 პროცენტმა.
აღნიშნული ცენტრი რუსეთის მოსახელობის დამოკიდებულებას აშშ-ს მიმართ 1997 წლიდან იკვლევს, ევროკავშირის მიმართ - 2003 წლის დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს და უკრაინის მიმართ – 2001 წლიდან.
წაკითხულია: 794 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის აზერბაიჯანული სკოლიდან აცნობეს, რომ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამით ალიევი, პედაგოგებს, რომლებიც მის ქმედებებს აპროტესტებენ, ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრება.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ალიევის გადაწყვეტილებით, კაბალის სკოლაში ქართული სექტორი გაუქმდა, რაც რამდენიმე პედაგოგმა გააპროტესტა. მათ რეაგირებისათვის განათლების სამინისტროს და ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს. ასევე კახეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, სადაც ამით ალიევს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ.
პედაგოგების თქმით, პროტესტის შემდეგ ალიევი მათ სკოლის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, რომ თუ მის წინააღმდეგ სხვადასხვა უწყებებში შეტანილ საჩივრებს უკან არ გამოითხოვდნენ, განმცხადებლებს სკოლასთან ერთად სოფლის დატოვებაც მოუწევდათ. გუშინვე ალიევის ბრძანებით სკოლის შენობაში არ შეუშვეს ქართული ენის ყოფილი მასწავლებელი ხათუნა გოგობერიშვილი.
ამით ალიევი პედაგოგების ბრალდებებს უარყოფს და მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
წაკითხულია: 832 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ჩვენი ხელისუფლების თავის მართლება ცხინვალის კატასტროფასთან დაკავშირებით სამ ძირითად მტკიცებას ემყარება: 1. ომის თავიდან აცილება ყველა შემთხვევაში შეუძლებელი იყო; 2. მოწინააღმდეგის ძალები მრავალგზის სჭარბოდბდნენ ჩვენსას; 3. რუსეთს ჰქონდა სრული ბატონობა ჰაერში;
მეორე პუნქტში რომ ჩვენი ხელისუფლება ცრუობს, ამაზე პირველ წერილში ვისაუბრეთ. Aახლა შევეხოთ ჰაერში რუსეთის სრული ბატონობის ფაქტორს. რასაკვირველია ამ ფაქტის დადგენა შეუდარებლად ადვილია, ვიდრე იმის განსაზღვრა, რამდენი რუსი ჯარისკაცი გვებრძოდა სახმელეთო მოქმედებებისას, მაგრამ ამ დროს ისიც უნდა ვიკითხოთ, რა გააკეთა ჩვენმა არმიამ ჰაერში მოწინააღმდეგის ბატონობის ეფექტის შემცირების მიზნით. ამასთან ახლავე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რაც სამხედრო საქმეში ჩაუხედავ ადამიანთათვის ერთი შეხედვით გაუგებარია.
ეს ადამიანები თვლიან, რომ საკმარისია ბევრი თვითმფრინავს და ჰაერსაწინაღო რაკეტას ფლობდე და წარმატებაც გარანტირებულია. მაგრამ ეს ასე არ არის და მაგალითები არცთუ შორეული სამხედრო ისტორიიდან მოიპოვება.
ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოწინააღმდეგეებს შორის გაბატონებულა ის, ვისაც ნაკლები ოდენობის ავიაცია ჰყავდა. მაგალითად, ინგლის-არგენტინის ომში. მაგრამ ჩვენ საზოგადოებას მაგალითები ხომ არ უყვარს. ის ხომ მუდმივად მუშაობს სტერეოტიპით - ბოლოს ჩვენზე ბევრად მრავალრიცხოვან მტერს ვერ გავუძელით და დავმარცხდით.
საკითხს, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო, რათა მოწინააღმდეგის ჰაერში ბატონობის ეფექტის მინიმალიზაცია მოგვეხდინა, შემდეგ წერილში შევეხებით. ახლა ამოცანა იმაშია, რომ პასუხი გაეცეს კითხვას: რა ძალის ავიაცია ჰყავდა რუსეთს
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1389 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (2)
|
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი შესაძლოა, გაუქმდეს.
აღნიშნული ინიციატივით რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამოდის და განმარტავს, რომ შესაბამისი მექანიზმები მოსკოვსა და ცხინვალს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაშია გათვალისწინებული, რომელიც ცხინვალთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ითვალისწინებს.
”რაც შეეხება ინტეგრაციას, დღესდღეობით ჩვენთვის საკმარისი იქნება, თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ეკონომიკურ აღორძინებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის საზღვარს გავაუქმებთ და ადამიანებს მშვიდად ცხოვრებისა და შვილების გაზრდის, რესპუბლიკის განვითარების, ყოველგვარი შეზღუდვის და ფორმალობების გარეშე, თავისუფლად ურთიერთობის საშუალებას მივცემთ”, - განაცხადა პუტინმა დღეს ”ედინაია როსიას” ფრაქციის რეგიონული განყოფილებების მდივნებთან და ხელმძღვანელებთან
წაკითხულია: 828 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გორის რაიონის სოფელ შავშვებთან გორის კარვების ქალაქში მყოფი დევნილებისთვის ახალი სოფელი შენდება. 177 კოტეჯში გორის კარვების ქალაქში მყოფ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეასახლებენ.
ყველა ოჯახისათვის გამოყოფილი იქნება ოთხოთახიანი კოტეჯი, რომელიც ყველა საცხოვრებელ პირობასთან ერთად ავეჯითაც უზრუნველყოფილი იქნება.
სოფელ შავშვებთან ახლოს მდებარე ახალი სოფლის მშენებლობის დაწყების პროცესს გაეცნო შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ვლადიმერ ვარძელაშვილი.
როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, დევნილებისთვის აშენებული ყველა სოფელი უზუნველყოფილი იქნება გზით, გაზით და წყალმომარაგებით. სოფლების მშენებლობების პარალელურად მიმდინარეობს წყალსაცავების და წყლის ჭაბურღილების მშენებლობები, საიდანაც სრულად მომარაგდება ახლად აშენებული სოფლები.
კოტეჯებში იქნება ყველა კომუნიკაცია. აგრეთვე მათ მფლობელოში იქნება მიწის ნაკვეთები, სადაც შეეძლებათ მოიყვანონ მოსავალი. ეს ადგილი მიბმულია სხვა სოფლებთან ახლოს. დაინიშნება სასკოლო ავტობუსი და დევნილი ბავშვები სწავლას შავშვების საჯარო სკოლაში განაგრძობენ“, _ განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.
სოფელ ბავშვებთან ახალი სოფლის აშენებაზე დაიხარჯება 5 მილიონი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 845 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სპეციალისტების შეფასებით, დღეს დილით სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სახელმწიფო სამსახურის შენობასთან აფეთქების სიმძლავრე 50 კგ ტროტილის ექვივალენტური იყო.
როგორც ჟურნალისტებს სოხუმის დე ფაქტო პროკურატურაში განუცხადეს, “ავტომანქანა “ჟიგული”, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, აფხაზეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის იური აშუბას სამუშაო კაბინეტის ფანჯრებთან იდგა”.
სოხუმის დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ტერაქტი აფხაზეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის წინააღმდეგ იყო მიმართული.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის ცნობით, წუხელ 04:15 საათზე აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქდა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული “ჟიგული”. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უშიშროების სამსახურის შენობა და ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დაზიანდა
წაკითხულია: 845 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ლატვიის პარლამენტიც უარს აცხადებს.
დღეს ლატვიის სეიმმა უარი თქვა ოპოზიციის წინადადებაზე, ეღიარებინა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
პროექტი, რომელიც ოპოზიციურმა პარტიამ “ერთიანი ლატვიის ადამიანის უფლებებისათვის” სეიმში შეიტანა, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას, აღნიშნული “რესპუბლიკებისთვის” გაეროსა და ეუთოში გაწევრიანებაში დამხარებას და ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ორი მილიონი ლატის (4 მლნ დოლარი) დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებდა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს მოვლენების დროს ლატვიამ, ისევე, როგორც ბალტიისპირეთის სხვა სახელმწიფოებმა საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის ღია მხარდაჭერა გამოხატა.
წაკითხულია: 806 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ქართული დასის” ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “იმედის” ყოფილი ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი წარადგინა. ნათია მიქიაშვილი პარტიაში ერთ-ერთი ლიდერის – საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ადგილს დაიკავებს.
“ეს ჩემი მოღვაწეობის მეორე ეტაპია. როდესაც სახელმწიფო საომარ მდგომარეობაშია, ქვეყნისთვის თავისუფალ სიტყვას და მედიას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია” განაცხადა ყოფილმა ჟურნალისტმა.
ბრიფინგის ადგილი _ ტელეკომპანია “იმედის” შესასვლელი სიმბოლურად შეირჩა. ბაღათურიას განცხადებით, “იმედი” თავისუფალი მედიის სახე და ნათია მიქიაშვილის ბიოგრაფიის ნაწილია”.
პარტიას მრავალი ახალი ინიციატივა აქვს, მათ შორის - შეიქმნას მედიის მხარდაჭერის ფონდი, რომელიც ჟურნალისტების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხზე იმუშავებს. ფონდს ნათია მიქიაშვილი უხელმძღვანელებს.
წაკითხულია: 1044 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გალისა და ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციული საზღვარი აფხაზური მხრიდან სრულიად უკონტროლოდ არის დარჩენილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გალის რაიონიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, აფხაზი მესაზღვრეები არა საზღვარზე გადაადგილების გაკონტროლებით, არამედ ნარკოტიკების შესაძენი ფულის შოვნით არიან დაკავებულნი. "აფხაზი მესაზღვრეების უმეტესობა ახალგაზრდები არიან და მათი უმეტესობა ნარკოტიკების მომხმარებელია. მათი ყოველდღიური ზრუნვის ძირითადი საგანი ნარკოტიკების შესაძენი ფულის შოვნაა. მათ უმეტესობას საკუთარი ოჯახები სახლშიც კი არ უშვებენ", - განაცხადა წყარომ. მისი თქმით, გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ აფხაზი მესაზღვრეები საზღვარზე ნებისმიერ პირს ატარებენ. რუსი სამხედროები კი საზღვარზე გადასვლისას მათ არაფერს ეკითხებიან. "ამდენად, აფხაზური მხრიდან საზღვარი სრულიად უკონტროლოდ არის დარჩენილი", - განაცხადა წყარომ. გალის რაიონის მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც წუხელ სოხუმში, დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის შენობასთან აფეთქდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა შეიტანეს. 25 სექტემბერს, 03:31 საათზე, სოხუმში, დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის შენობასთან ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით, 50 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩადებული
წაკითხულია: 816 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ოპოზიცია აგვისტოს მოვლენების ობიექტურ გამოძიებას და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვს. თავის მხრივ, პრეზიდენტი სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ შეისწავლონ საქართველოში განვითარებული მოვლენები. ირწმუნება, რომ მისი ხელისუფლება ამ საკითხების გამოძიების დროს ყველასთან ითანამშრომლებს.
“პრესა.გე” ამ საკითხებზე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს დავით უსუფაშვილს ესაუბრა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. “რესუბლიკელებს” რა კითხვები გაქვთ? - ჩვენი მთავარი კითხვა ასეთია: რისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც ცხინვალისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის სოფლების დაკავების თაობაზე ბრძანება გასცა. მან ხომ მშვენივრად იცოდა, რომ რუსეთს მობილიზებული ჰყავდა არმია, ხოლო პუტინს არა ერთხელ ჰქონდა გაცხადებული კრემლის ზრახვების შესახებ. თუ სააკაშვილი გვეტყვის, რომ იქ მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაცვას ცდილობდა, ეს ვერ ჯდება განვითარებულ მოვლენათა ჯაჭვში. ქართული სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა. აღარაფერს ვამბობ შედეგებზე, რადგან ეს ხალხი დაცვის ნაცვლად დევნილებად ვაქციეთ.
ელოდებით, რომ ოპოზიციის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული? - პასუხგაუცემელი კითხვები ისტორიაში არ რჩება. ნიშანდობლივია, რომ ამ საკითხების დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა არა მარტო ქართულმა ოპოზიციამ, არამედ ევროკავშირმა, ნატომ, შეერ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 841 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
დედოფლისწყაროში, სამთოელების, 9 აპრილისა და პრესის ქუჩებზე მცხოვრებნი რაიონში მოქმედ კირქვის ქარხნის ხელმძღვანელობას უპირისპირდებიან.
მოსახლეობის განცხადებით, კირქვის ქარხანა სპეციალური ნორმების დაცვით არ მუშაობს, რის გამოც მიმდებარე დასახლებული ტერიტორია, მუდმივად მტვერშია გახვეული. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, კირქვის ქარხანა თეთრი ქვის მოპოვების მიზნით, აფეთქებებს ახდენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები იბზარება.
მოსახლეობა, კირქვის ქარხნის შემოწმების მიზნით, დედოფლისწყაროში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტების ჩასვლას ითხოვს.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადგილობრივები დედოფლისწყარო – თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
წაკითხულია: 837 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ავტორიტეტული, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House მიესალმა აშშ-ს მთავრობის დახმარებას საქართველოსადმი და, ამასთანავე, მოუწოდა ვაშინგტონს, რომ რუსეთთან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული საქართველოსთვის დახმარების სახით გამოყოფილი ერთი მილიარდი დოლარიდან, უმეტესი ნაწილი, მოხმარდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას .
შეერთებული შტატების კონგრესის შესაბამის კომიტეტებში 16 სექტემბერს გაგზავნილ წერილებში Freedom House მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის რეგრესზე 2007 წელს, რაც ასახულია ამავე ორგანიზაციის ანგარიშში - ”ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე” .
”3 სექტემბერს, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ აშშ 1 მილიარდ დოლარს გამოუყოფს საქართველოს, ჰუმანიტარული დახმარებისათვის და რუსეთთან კონფლიქტის შედეგად განცდილი ეკონომიკური ზარალის აღმოსაფხვრელად” - ნათქვამია Freedom House-ის ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების დირექტორის პაულა შრიფერის წერილში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ”საქართველოსთვის ამგვარი დახმარების აღმოჩენისას, მართებული იქნება, თუ ეს ყოველივე ამ სახელმწიფოს დემოკრატიას გააძლიერებს, შესაბამისად, საქართველო აშშ-სთვის გახდება უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი”.
შრეფერი წერს, რომ, უდავოა, საქართველო ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს და Freedom House მიესალმება ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ჯორჯ ბუშს, განცხადებაში, არ უხსენებია დახმარება საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებს შორის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, Freedom Hou
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 842 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილისა და პან გი მუნის შეხვედრა გუშინ ნიუ-იორკში გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით , საქართველოს პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს , რომელსაც გაერო საქართველოში განახორციელებეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერო და საქართველო კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში გაერო
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 866 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსი ოკუპანტები ახლა უკვე “ენგურჰესის კაშხლის” თანამშრომლებსაც ავიწროებენ.
“ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა და არა მარტო “ენგურჰესი” და “ვარდნილჰესების კასკადი”, თვითონ “ენგურჰესის კაშხალიც” ოკუპირებულია, რის გამოც იქ დასაქმებულნი, რომელთაAუმრავლესობა საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის წევრია, გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩდა”, – განაცხადა დღეს გამართულ კონფერენციაზე საქართველოს პროფკავშირული გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები დასაქმებულებს აიძულებენ, მიიღონ რუსული პასპორტები სამუშაოს შენარჩუნების სანაცვლოდ, რადგან ფორმა #9, რომელიც აქამდე მოქმედებდა, უვარგისია.
“ისინი მუშებს ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ეთნიკური ქართველები არიან. გაუსაძლისი მდგომარეობაა საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებითაც, რადგან ისინი საშუალებას არ აძლევენ მუშებს და ადგილობრივ მოსახლეობას, საკვები პროდუქტები ზუგდიდის ტერიტორიიდან შეიტანონ” – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
საქართველოს პროფკავშირული გაერთიანება მიმართავს საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებს, დაგმონ მშრომელთა ეთნიკური ნიშნით დევნის ფაქტი და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება ამ ადამიანების დასაცავად, ასევე მოუწოდებს რუსეთის პროფკავშირებს, გამოიჩინოს პროფკავშირული სოლიდარობა და მიმართოს საკუთარ ხელისუფლებას მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად.
ამასთანავე პროფკავშირები მ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 873 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ზემო აფხაზეთში ბაღაფშის წარმომადგენლის ზაზა გურჩიანის სიდედრი ელეონორა კუკავა ხობის<
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 949 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რვა დამკვირვებელი, რომელიც ცხინვალის რეგიონში განლაგდება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებს, თბილისში ლონდონიდან წუხელ ჩამოფრინდა.
დელეგაციას აეროპორტში ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი დახვდა. მან დამკვირვებელთა მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ჯარები მალე დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას.
როგორც ცნობილია, საერთო ჯამში ევროკავშირი საქართველოში 300-ზე მეტი დამკვირვებლის გამოგზავნას გეგმავს.
წაკითხულია: 843 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ჯონ მაკკეინი კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ”დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ”.
ამის შესახებ მან გუშინ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და ქართული დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მაკკეინს მომავალ საპრეზიდენტი არჩევნებში წარმატება უსურვა და უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტობის კანდიდატს “რესპუბლიკური პარტიიდან” ჯონ მაკკეინს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ სარა პეილინს შეხვდა.
შეხვედრას ქართული დელეგაციის სხვა წევრები - ეკონომიკის მინისტრი ეკა შარაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოც ესწრებოდა.
წაკითხულია: 872 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს, “ენგურჰესი” თავის კონტროლს სრულად დაუქვემდებაროს. ამის შესახებ “ნეზავისიმაია გაზეტა” “რესპუბლიკის” დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, “ამ ეტაპზე ყველაფერი ისე დარჩება, როგორც წინა წლებში იყო: სადგურზე მუშაობას ქართველი სპეციალისტები აგრძელებენ”.
მისივე თქმით, ჰესის ექსპლუატაციის გადახედვასთან დაკავშირებული რაიმე სახის დოკუმენტი ან მიმართვა ჯერჯერობით არ მზადდება.
მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ “საქართველოს “ენგურჰესსზე” უფლება არ აქვს”.
“ენგურჰესი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი და ნებისმიერ მოლაპარაკებებზე აღნიშნულთან დაკავშირებით პირობებს ჩვენ წამოვაყენებთ”, - განაცხადა ბაღაფშმა.“ენგურჰესიდან” ელექტროენერგიის 60%-ს - საქართველო, 40%-ს კი აფხაზური მხარე იღებს.
წაკითხულია: 802 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზურმა ბანდფორმირებებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან ოთხი ქართველი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 835 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული სიტუაციის შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრების შეხვედრა რეინტეგრაციის სამინისტროში დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ რეინტეგრაციის საკითხებში ელენე თევდორაძემ და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა თამარ მარტიაშვილმა.
როგორც მარტიაშვილმა აღნიშნა, დროებით კომისიას აინტერესებდა რეალური ინფორმაცია დევნილთა რაოდენობაზე, ის, თუ რას აპირებს სახელმწიფო მათ დასახმარებლად.
"მათ ასევე აინტერესებდათ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთიდან დევნილების გარდა მუშაობს თუ არა აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე",-აღნიშნა მარტიაშვილმა.
ელენე თევდორაძემ კი განაცხადა, რომ კომისიას ისტორიული ფაქტები გააცნო სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით. "როდესაც 11 სექტემბერს სტრასბურგში ვიყავი, ერთ-ერთმა ჩემმა უცხოელმა კოლეგამ მითხრა, რომ ქუთაისი აფხაზეთის დედაქალაქია და სამხრეთ ოსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი სტალინმა გაყოო. ასე რომ, მათ არასწორი წარმოდგენა აქვთ ისტორიაზე და სწორედ ამაზე ვესაუბრე მათ",-განაცხადა თევდორაძემ.
დელეგაცია რეინტეგრაციის სამინისტროდან შსს-ში გაემართა, სადაც ვანო მერაბიშვილს შეხვდება. 20:00 საათზე კი უშიშროების საბჭოს მდივან კახა ლომაიასთან იგეგმება ევროსაბჭოს დელეგაციის შეხვედრა.
წაკითხულია: 838 |
თარიღი: 25.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|