დედოფლისწყაროში, სამთოელების, 9 აპრილისა და პრესის ქუჩებზე მცხოვრებნი რაიონში მოქმედ კირქვის ქარხნის ხელმძღვანელობას უპირისპირდებიან.
მოსახლეობის განცხადებით, კირქვის ქარხანა სპეციალური ნორმების დაცვით არ მუშაობს, რის გამოც მიმდებარე დასახლებული ტერიტორია, მუდმივად მტვერშია გახვეული. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, კირქვის ქარხანა თეთრი ქვის მოპოვების მიზნით, აფეთქებებს ახდენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები იბზარება.
მოსახლეობა, კირქვის ქარხნის შემოწმების მიზნით, დედოფლისწყაროში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტების ჩასვლას ითხოვს.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადგილობრივები დედოფლისწყარო – თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
|