პარასკები, 04.10.2024, 23:34
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 26
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლის მათიას ეორშის განცხადებით, ის არავითარ დასკვნას არ აკეთებს სამხრეთ ოსეთში ომთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გარკვეული ფაქტები მათთვის ნათელია.
როგორც ეორშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნათელია, რომ ქართველ სამხედროებს რუსების მიწაზე არ შეუბიჯებიათ. ცხადია ისიც, რომ რუსეთის ჯარი შემოვიდა საქართველოში და ქართულ მიწას დაადგა ფეხი, რომ 6-პუნქტიანი გეგმა რუსეთს არ შეუსრულებულია.
ეორშის თქმით, იმ სოფლებში, რომლებიც ბუფერულ ზონებში მდებარეობს, ძარცვა-გლეჯა ახლაც გრძელდება. "ზუსტად იმის თქმა, ვინ აკეთებს ამას, არ შეგვიძლია. დამნაშავეებად ზოგი ოსებს, ზოგი რუსებს, ზოგი კი ჩრდილო კავკასიიდან შემოსულ ოსებს ასახელებს. საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, ის სახელმწიფო, რომელმაც სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, პასუხისმგებელია რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ეორშმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი რუსული ბლოკ-პოსტი არ უნდა იყოს. "ჩემი წინა ვიზიტის დროს, როდესაც გორში გავემგზავრე, სამი ბლოკ-პოსტი გავიარე. დღეს კი ერთი, თუმცა ეს ერთიც არ უნდა იყოს", - დასძინა ეორშმა.
მანვე კომენტარი გააკეთა კოკოითთან შეხვედრის თაობაზე. "კოკოითმა ჩვენ გვითხრა, რომ ბოლოა ევროსაბჭოს დელეგაცია, რომელსაც ეძლევა საშუალება საქართველოს მხრიდან შევიდეს მათთან. ჩვენთვის ეს მიუღებელია. მიუღებე ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 779 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

უკვე ერთი თვეა ქართველი პოლიტოლოგები და ექსპერტები საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მის გამომწვევ მიზეზებს აანალიზებენ. სოსო ცისკარიშვილი, ირაკლი მენაღარიშვილი, ლადო პაპავა, რამაზ საყვარელიძე, გია ხუხაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა ფიჩხაძე, ზურაბ აბაშიძე, მამუკა არეშიძე, არჩილ გეგეშიძე, ალექსანდრე რონდელი, ირაკლი სესიაშვილი და სხვები, სულ 25 ადამიანი მუშაობს ჯგუფში, რადგან თვლიან, რომ ახლა სიჩუმე ღალატის ტოლფასია. ექასპერტები დოკუმენტის პირველ ნაწილს ორ-სამ კვირაში გამოქვეყნებენ, რაც სავარაუდოდ ფართო განხილვის თემად იქცევა.

აქედანვე ცნობილია, რომ ექსპერტთა ნაღვაწის მიმართ ინტერესი დიდი იქნება. თუმცა, რას იკვლევენ და აანალიზებენ ქართველი ექსპერტები ამ თემაზე პრესა.გე პროექტის ინიციატორს ექსპერტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა:

- მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თითქოს, გულთან ახლოს მიიტანა ლევან გაჩეჩილაძის ინიციატივა კომიის შექმნის თაობაზე, მეორე თუ მესამე დღეს თავის თანამზრახველებთან გააჟღერა, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა ჰუმანიტარულ დახმარების დარიგებას.

უკვე ფაქტი იყო, რომ ამ იდეას საერთო არაფერი ჰქონდა გაჩეჩილაძის ინიციატივასთან. დაიწყო შეხვედრები პოლიტიკურ პარტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. დრო კი მიდიოდა და მაშინ ჩავთვალე, რომ ასეთ შეხვედრებში ჩემი მონაწილეობის ეფექტურება ნაკლები იქნებოდა. ამიტომ, შევეცადე ის გამეკეთებინა, რაც უფრო ხელმეწიფებოდა.

25 ჩემს კოლეგას მივმართე წინადადებით, რომ შექმნილიყო ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გაანალიზებდა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რო ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 782 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

[დავით კირვალიძე]
ინტერნეტ პროვაიდერი ”კავკასუს ონლაინის” ATS-თან ურთიერთობის სამსახური იუწყება, რომ აგერ უკვე მეოთხე დღეა, რაც ”ელექტროკავშირის” თანამშრომლები არ აძლევენ საშუალებას აღადგინონ დაზიანების კერები და სრულფასოვანი სერვისი შესთავაზონ მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომლებსაც პრობლემა შეექმნა ინტერნეტთან დაკავშირებით.

ელექტროკავშირის წარმომადგენლები ATS-ის შენობებში ”კავკასუსის ონლაინის” თანამშრომლების არ შეშვებას იმ მოტივით ხსნიან, რომ ”სამუშაო საათები დასრულებულია და კარი უნდა დაიკეტოს”.

”კავკასუსის” სამსახურიდან აცხადებენ, რომ დილით ინტერნეტი ”თავისით” ირთვება და მათი გამოძახება არავის სჭირდება, ხოლო ATS-ის სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელი კვლავ დაზიანებების სამსახურში რეკავს და ინტერნეტის გაუმართაობაზე ჩივის.

”კავკასუსის” ATS-თან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ელექტროკავშირთან თანამშრომლობა და ჰარმონიული ურთიერთობა ყოველთვის უჭირდათ, მაგრამ ეს ოთხი დღეა წარმოუდგენელი რაღაც ხდება.

23 სექტემბერს საღამოს ინტერნეტი გაეთიშა 66 ნომერზე მყოფ აბონენტებს. ზემოთ მოყვანილი არგუმენტის საფუძველზე ”კავკასუსის” წარმომადგენლები არ შეუშვეს ATS-ის შენობაში. დილით ინტერნეტი ჩაირთო.

24 სექტემბრის საღამოს იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ 37 ნომრის აბონენტები, მაგრამ ”კავკასუსმა” კვლავ ვერ შეძლო ”ელექტროკავშირის” საკუთრებაში მყოფი ATS-ის შენობის კარში შეღწევა რათა დახმარებოდა აბონენტებს.

25 ”კავკასუსის” ეჭვი იმასთან დაკავშირებით რომ ეს შესაძლოა პროვოცირებული იყოს, ცალმხრივად დადასტურდა. რადგან ერთ-ერთ ATS-ში ATS-თნ ” ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 896 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტუბი მოითხოვს, ეუთო-ს დამკვირვებლები ე.წ. უსაფრთხოების ზონასთან ერთად უშუალოდ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში განთავსდნენ.

სტუბს მიაჩნია, რომ ევროკავშირის მისიის პარალელურად ეუთო-ს 80 დამკვირვებელი ე.წ. უსაფრთხოების ზონაში, 8 სამშვიდობო კი უშუალოდ ცხინვალის კონფიქტის ზონაში უნდა განთავსდეს, როგორც ეს 1990-იან წლებში მიღწეული შეთანხმებებით იყო გათვალისწინებული.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ეუთო-სთან თანამშრომლობის შესახებ მოსკოვიდან დადებითი სიგნალი მოდის.

ალექსანდრე სტუბმა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გუშინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

წაკითხულია: 809 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მოქალაქე ვაჟა დვალიშვილმა აცნობა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სასტუმრო ”რები - გურჯაანში” რთველი - 2008 - ის კოორდინაციისათვის სპეციალურად გახსნილ შტაბში მისულს, შტაბის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჩივილის შემთხვევაში პოლიციის მეშვეობით პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

- ”2007 წელს ჭანდრის ღვინის ქარხანას საფერავი ყურძენი ჩავაბარე და თანხას დღემდე უშედეგოდ ვითხოვ, არადა ფული გასული წლის ბოლომდე უნდა გადაეხადათ. გამგებელსაც მივმართე არაერთხელ და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. დღეს კი შტაბში მივედი და წარმომადგენლებს დახმარება ვთხოვე, მათ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ხმაურის შემთხვევაში პოლიციით დამემუქრნენ”, - აღნიშნავს ვაჟა დვალიშვილი.

მევენახემ დახმარებისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. ორგანიზაციის იურისტები დვალიშვილისთვის კუთვნილი თანხის, 220 ლარის გადახდის და დამატებით მატერიალური კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით, რაიონულ სასამართლოში სარჩელს ამ დღეებში შეიტანენ.

წაკითხულია: 833 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ-ის სახლმწიფო მდივნის თანაშემწე დენიელ ფრიდი აღნიშნავს, რომ თუ 10 ოქტომბრამდე მოსკოვი ე.წ ბუფერულ ზონებს არ დატოვებს, ამას ძალიან მკაცრი რეაქცია მოჰყვება. ამის შესახებ მან სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, მედვედევი სარკოზის სამშვიდობო გეგმის შეუსრულებლობისთვის მოსკოვი სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.

ფრიდის თქმით, საქართველოში რუსეთის ინტერვენციის საკითხი მხოლოდ მცირე ინციდენტი არ არის და ეს დიდი პრობლემაა, რუსეთი ძალისმიერი მეთოდებით ცვლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის სანქციას, რომელიც ვაშინგტონმა, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ შემოიღოს, ზედმიწევნით განიხილავენ, რათა კრემლის პოზიციის შეცვლის შემთხვევაში, ამ ზომების გაუქმება შესაძლებელი იყოს.

წაკითხულია: 836 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გერმანიიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 13 წარმომადგენელი ჩამოვიდა. დამკვირვებლების მეორე ნაკადს ხვალ ელოდებიან.

დამკვირვებლებს გერმანიის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი და საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანს იორგ ჰაბერი დახვდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, დამკვირვებელები რუსული მხარის მიერ შექმნილ ბუფერულ ზონებში, ზუგდიდსა და ფოთში განთავსდებიან.

შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში გერმანიიდან ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ფარგლებში 40 დამკვირვებელი ჩამოვა.

წაკითხულია: 853 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავით ბაქრაძე ცინიკურად აფასებს რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებას ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ და აცხადებს, რომ ”მაშინ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოახდინა, მასთან ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარი წარმოუდგენელია”.

”მაშინ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოახდინა და მისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ჩემთვის წარმოუდგენელია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის შესახებ საუბარი”, - განაცხადა ბაქრაძემ, რომლის შეფასებით, ”რუსეთის ეს განცხადება ქართველების მიმართ მორიგი ცინიკური დამოკიდებულებაა”.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე გუშინ ისაუბრა. ამასთან, გუშინვე მან რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის შესაძლო გაუქმებაზე გააკეთა განცხადება

წაკითხულია: 802 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეს, საქართველოში დემოკრატიის განვითარების მისეული ხედვა გააცნო. 

მისი განცხადებით, საქართველოს მარცხი ქვეყანაში არსებულმა ავტორიტარულმა მმართველობამ და დემოკრატიის არარსებობამ გამოიწვია. იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა ისევ გაგრძელდება, ახლო მომავალში საქართველოში ახალი კატასტროფები იქნება მოსალოდნელი. 

სუბარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დაპირისპირება და მსოფლიოსთვის თავისი „ანტირუსულობის“ დამტკიცება არა ადამიანის უფლებების დაცვით და სახელმწიფოში ევროპული დემოკრატიის აშენებით, არამედ ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამკვიდრებით გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე კი, ხელისუფლებამ ქვეყანაში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი დაკარგა, ამ ყველაფრით კი რუსეთმა ისარგებლა და მან დიდი ხნის წინ დაგეგმილი ტერიტორიების მიღების მზაკვრული გეგმა განახორციელა. 

მისივე თქმით, საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი, სწორედ ის არის, რომ  საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ადამიანის უფლებებს. 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოში არსებულმა სისტემამ, წესმა და სტილმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა, ქვეყნისათვის  ძნელბედობის ჟამს კი აუცილებელია ერთობა და იგი იმ ზნეობრივ პრინციპებსა და ღირებულებებს უნდა დაეფუძვნოს, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 824 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზურმა მხარემ ორი დღის წინ გატაცებული ოთხი ქართველი ახალგაზრდა დღეს გაათავისუფლა.

ბაჩა ახალაია, გოგა კვირკვია, ხვიჩა უბირია და პაპუნა ქვარაია უკვე ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე, საკუთარ ოჯახებში იმყოფებიან.

მათი ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ მათ თანხა არ გადაუხდიათ, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, თითოეულმა ოჯახმა გამოსასყიდის სახით 2000 ლარი გადაიხადა.

ზუგდიდის რაიონის მაცხოვრებლები ბაჩა ახალაია, გოგა კვირკვია, ხვიჩა უბირია და პაპუნა ქვარაია გალის რაიონის მილიციის განყოფილების უფროსმა ბესიკ ჭყონიამ სოფელ პირველ ოტობაიაში ორი დღის წინ დააკავა. ისინი გალის რაიონში თხილის შესაგროვებლად იყვნენ გადასულები.

ოთხ ახალგაზრდასთან ერთად თავდაპირველად დაკავებული იყო ასევე ოთხი ქალიც, თუმცა აფხაზებმა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს და წერილი გამოატანეს. აფხაზები წერილში გოდერძი ეფენიას გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რომელიც ზუგდიდში ქართველმა სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონო შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ეფენია ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

წაკითხულია: 839 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.  


შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ განხილულ საკითხებთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გააგრძელებენ.

წაკითხულია: 790 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების შესახებ პარლამენტი სრულიად ახალ კანონს მიიღებს. 

არის კიდევ ერთი სიახლე: პარტიების სამი კომპონენტისგან შემდგარ დაფინანსებას კიდევ ერთი დაემატება  – პარტიები ფულს სპეციალურად შექმნილი ფონდიდანაც მიიღებენ.

ასეთია წინასწარი შეთანხმება, რომლითაც ანტიკრიზისული საბჭოს წევრებმა დღევანდელი სხდომა დაასრულეს. 

”პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. შენარჩუნდება დაფინანსების სამივე კომპონენტი: საბაზისო, ამომრჩეველთა ხმებისა და საპარლამენტო მანდატების მიხედვით განსაზღვრული დაფინანსება, რომელთაც დაემატება მეოთხე – ფონდის დაფინანსება”- განუცხადა ჟურნალისტებს ანტიკრიზისული საბჭოს ხელმძღვანელმა გია თორთლაძემ, რომლის თქმით, ყველა აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მომავალი კვირიდან გაგრძელდება.   

როგორც ცნობილია, რიგი ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება ახალი პარლამენტის მიერ პირველივე სხდომებზე იქნა მიღებული. ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდა ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელთა წევრებმაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და პარლამენტის შემადგენლობა დატოვეს. აღნიშნული ცვლილება იმ პოლიტიკურ პარტიებსაც ეხება, რომელთა წევრები თავად პარტიის შემადგენლობას ტოვებენ. 

მოქმედი კანონმდე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 844 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამოდის ინიციატივით, რუსეთმა აქტიური კონტაქტები განავითაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, იუწყება 25 სექტემბერს ”ინტერფაქსი”.

”ნაციონალისტებისა და უპასუხისმგებლო ადამიანებისთვის საქართველოს საჯიჯგნად დატოვება არასწორი იქნებოდა. საჭიროა კონტაქების გაძლიერება ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებასთან,”- განაცხადა პუტინმა.
წაკითხულია: 810 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზურმა ბანდფორმირებებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან ოთხი ქართველი გაიტაცეს.
როგორც ირკვევა რვა ქართველი ზუგდიდის რაიონიდან ოტობაიაში თხილის შესაგროვებლად გადავიდა, მათ თავს დაესხნენ აფხაზური ბანდფორმირებები, გაიტაცეს ოთხი ქალი და ოთხი მამაკაცი.
მოგვიანებით ქალები გამოუშვეს და წერილი გამოატანეს, სადაც აღნიშნული იყო მათი მოთხოვნა. აფხაზები ვინმე გოდერძი ეფელიას გათავისუფლებას ითხოვენ.
გოდერძი ეფელია ქართველმა სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონო შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
ეფელიას ძმა გალის აფხაზურ მილიციაში მუშაობს, არსებობს ვერსია, რომ ეს გატაცება სწორედ მისი ორგანიზებულია.
გატაცებულების ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი გალის იზოლატორში არიან და მათზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება.
წაკითხულია: 777 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გალისა და ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციული საზღვარი აფხაზური მხრიდან სრულიად უკონტროლოდ არის დარჩენილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გალის რაიონიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, აფხაზი მესაზღვრეები არა საზღვარზე გადაადგილების გაკონტროლებით, არამედ ნარკოტიკების შესაძენი ფულის შოვნით არიან დაკავებულნი.
"აფხაზი მესაზღვრეების უმეტესობა ახალგაზრდები არიან და მათი უმეტესობა ნარკოტიკების მომხმარებელია. მათი ყოველდღიური ზრუნვის ძირითადი საგანი ნარკოტიკების შესაძენი ფულის შოვნაა. მათ უმეტესობას საკუთარი ოჯახები სახლშიც კი არ უშვებენ", - განაცხადა წყარომ. მისი თქმით, გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ აფხაზი მესაზღვრეები საზღვარზე ნებისმიერ პირს ატარებენ. რუსი სამხედროები კი საზღვარზე გადასვლისას მათ არაფერს ეკითხებიან.
"ამდენად, აფხაზური მხრიდან საზღვარი სრულიად უკონტროლოდ არის დარჩენილი", - განაცხადა წყარომ.
გალის რაიონის მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც წუხელ სოხუმში, დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის შენობასთან აფეთქდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა შეიტანეს.
25 სექტემბერს, 03:31 საათზე, სოხუმში, დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის შენობასთან ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით, 50 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩადებული
წაკითხულია: 798 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები საფრანგეთში, ქალაქ ვეზელის ზერვოსის მუზეუმში გამოიფინება. გამოფენას დღეს საფრანგეთის კულტურის მინისტრი გახსნის.
ექსპონირებული იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული 17 ტილო: "დათვი მთვარიან ღამეში", ნატურმორტი, "მზარეული", "ლუდხანა" "ზაქათალა", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "კახეთის მატარებელი", "აქტრისა მარგარიტა", "ჟირაფი", "შეთე გზას უჩვენებს ბარიატინსკის", "ხილის გამყიდველი თათარი" (ხილის დუქანი), აბრა "Распивочно и на выность", "თეთრი ღორი გოჭებით", "მეეზოვე", "უშვილო მილიონერი", "ღარიბი შვილებით", "რუსეთ-იაპონიის ომი", "მარანი ტყეში" და "ბოლნისის წმინდა გიორგის დღეობა". 2008 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერელურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საფრანგეთის იონის გენერალური საბჭოს პრეზიდენტმა, სენატორმა ანრი დე რენკურმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
ხელშეკრულება ითვალისწინებს გაცვლითი გამოფენების მოწყობას. 2008 წელს საფრანგეთის ქალაქ ვეზელის ზერვოსის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინება, ხოლო 2009 წელს სიღნაღის მუზეუმში პაბლო პიკასოს ნამუშევრებს ჩამოიტანენ.
ფრანგმა და ქართველმა რესტავრატორებმა ორი კვირის განმავლობაში ნამუშევრებს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარეს და ტრანსპორტირებისათვის მოამზადეს.
ზერვოსის მუზეუმი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების ცენტრია. ის ცნობილი ფრანგი მწერლის რომან როლანის (1866-1944) სახლში არის განთავსებული. მუზეუმში დაცულია პიკასოს, კალდერის, ჯაკომეტის, ერნსტის, ჰელიონის, მიროს, კანდინსკისა და სხვა ცნობილი მხატვრების ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1009 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

"იარაღის ხმა კანონს ახშობს!” - ამბობდნენ შუასაუკუნეების დამპყრობლები და დაუნდობლად ანადგურებდნენ მითვისებული ტერიტორიების კულტურას. შუასაუკუნეები აღარ არის, მაგრამ შიდა ქართლში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა ქართული კულტურის ძეგლებს საბედისწერო დარტყმები მიაყენა.

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, დღესდღეობით, მხოლოდ გორის რაიონის ისტორიული ძეგლების განსაცდელზე საუბრობენ. ზნაურისა და ჯავის რაიონებში არსებულ კულტურის ძეგლებზე კი, ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს.

ზოგადად, კონფლიქტის რეგიონში სხვადასხვა პერიოდის 500-მდე ძეგლია აღრიცხული, რომლებიც მე-6 მე-19 საუკუნეებით თარიღდება. მათ შორის ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია მე-12 საუკუნის იკორთის ტაძარი, რომელიც, არქიტექტურული ღირებულების გარდა, იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ იქ დაკრძალულნი არიან 1659 წლის კახეთის აჯანყების გმირები: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი. იკორთის შესახებ კულტურის სამინისტრომ, ჯერჯერობით, მხოლოდ ის იცის, რომ 9-10 აგვისტოს დაბომბვის დროს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვები ჩამოყარეს. რამდენად დაზიანდა ტაძარი, რეალური ცნობები არ არსებობს.

როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ნიკა ანთიძემ გვითხრა, პირველ ეტაპზე ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ძეგლის შესახებ ჰქონდათ. ესენი იყო ხეითის მთავარ ანგელოზის ეკლესია, ქემერტის წმინდა გიორგი ეკლესია და სვერის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ხის არქიტექტურის უიშვიათეს ნიმუშს წარმოაგდენდა.

რადგანაც ეკელსია ხის იყო, იგი მარტივად გადაწვეს. ასევე იცოდნენ, რომ ოკუპანტ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 1045 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აგვისტოს მოვლენების ფონზე ქართველ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი აქტიურად ანვითარებს აზრს, რომ საქართველომ უმჯობესია ამერიკისა და ნატოს ნაცვლად ევროპაზე გააკეთოს ორიენტაცია, რადგან, თითქოს, ამერიკა და ნატო მხოლოდ პრობლემებს გვიქმნიან.

მათ, ვინც შუა გზაზე საზოგადოების ორიენტაციის შეცვლის მცდელობას პოლიტიკური, თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე ახდენს, რეალური მსჯელობა არ აინტერესებს, მაგრამ მათ, ვისაც გულწრფელი კითხვები გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას აკეთებს საკუთარი და ჩვენი მომავლისათვის, შეიძლება ამ წერილის წაკითხვა დაეხმაროს.

ფინეთმა უარი თქვა ”ჩრდილო ნაკადის” გაზის მილსადენის ბალტიის ზღვაში მის ტერიტორიულ წყლებში გატარებაზე და ამით რეალურად შეაჩერა რუსეთისათვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. ფინეთში ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ფინეთის მაგალითს სხვამაც უნდა მიბაძონ. ცხადია,რუსეთის უკვე მეორე ”სამხრეთ ნაკადის” მილსადენზე ანალოგიური გადაწყვეტილების მისაღებად ამერიკა უკვე საბერძნეთს, ბულგარეთსა და იტალიას მიმართავს.

აშკარაა, რომ ფინეთის გადაწყვეტილების უკან ამერიკა დგას. ჩვენ ბოლომდე შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ ევროპისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც რა არსებითი ძვრების მოხდენას ცდილობს სწორედ ამერიკა. ამერიკა და არა ევროპა, რადგანაც ევროპა ამ საკითხებში ჯერჯერობით ვერანაირად ვერ გამოვა საერთო პოზიციით. ფინეთის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გერმანიაში საშინელი აღშფოთება და ხმაური გამოიწვია, რადგან ”ჩრდილო ნაკადი” ბალტიისპირეთის გვერდის ავლით გერმანიის ინტერესებს ემსახურებოდა.

რუსეთის ევროპისადმი მიმართული ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანაა ევროპის ქვეყნების გ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 785 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გუშინ უმრავლესობის ერთ-ეთრმა უპრეტენზიო სახემ, დეპუტატმა კობა სუბელიანმა ალალდ აღიარა, რომ დევნილებისათვის უმრავლესობისათვის ზამთრის დადგომამდე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ვერ დასრულდებოდა. სუბელიანს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კასპისა და გორის რაიონის სოფლებში, სადაც კოტეჯები შენდება ”ნაცების” მობილიზება გამოცხადდა. იქ ისთი “მგზნებარე და მამულიშვილური” სიტყვები გაისმა, დევნილებს თავი საკუთარ ეზოგარემოში ეგონათ.

გაირკვა, რომ საომარი მოქმედებებით დაზარალებული მოსახლეობისათვის სულ 1’375 სახლი შენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მონაცემებით, რომელიც მშენებლობის ზედამხედველობას ახორციელებს, კასპის რაიონის სოფელ თელიანში - 54, მეტეხში - 35, აღაიანში კი 112. გორის რაიონის სოფელ ბერბუკში - 134, სკრაში - 86, ხურვალეთში - 139, შავშვებში - 177, კარალეთში კი 480 სახლი შენდება. ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში - 100, სოფელ მოხისში კი 58.

სოფელ შავშვებთან 177 სახლის მშენებლობა 17 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. აქ დევნილები ძირითადად გორში მდებარე “კარვების ქალაქიდან”, ფრონესა და პატარა ლიახვის ხეობიდან დასახლდებიან. გარდა იმისა, რომ ხელისუფლება დევნილებს კეთილმოწყობილ და კომუნალური საკითხებით მოწესრიგებულ სახლებს გადასცემს, მათ მიეცემათ ასევე ფულადი კომპენსაციები, რომლითაც შესაძლებლობა ექნებათ საქონელი შეიძინონ და მოაშენონ.

გორის რაიონის სოფელ შავშვებთან მდებარე 15 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კოტეჯები, დაახლოებით, 700-მდე ადამიანზეა გათვლილი. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა გოცირიძის თქმით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს საცხოვ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 847 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამერიკა პატარა საქართველოს დახმარებაზე ზრუნავს, ხოლო თავად უფრო და უფრო ეფლობა ფინანსურ გაუგებრობაში. ქვეყნის პერზიდენტი დაუფარვად აღიარებს, რომ საყოველთაო ფინანსური პანიკა კარსაა მომდგარი. მიუხედავად ამისა, ოკეანისგაღმა გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებენ და გლობალური პროექტების შეფერხებას გამორიცხავენ.

ნიუ იორკში ახალი კომპანია დაარსდა, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვით იქნება დაკავებული. კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, “სილქროუდ ტრანსატლანტიკური ალიანსი” ამერიკასა და ქართულ ეკონომიკურ ბაზრებს შორის ხიდის როლს შეასრულებს.

კომპანიის პრეზენტაცია ნიუ იორკის ერთ-ერთ ბოჰემურ უბანში, იმ სასტუმროში გაიმართა, რომლის მფლობელიც ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნიროა. ცერემონიაზე მიწვეულნი იყვნენ ნიუ იორკის მერი, მაიკ ბლუმბერგი ჰოლივუდის მსახიობები უმა თურმანი და ჯულიანა მური, აგრეთვე ცნობილი ამერიკელი ბიზმესმენები.

ქართულ დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. ღონისძიებას თბილისის მერი გიგი უგულავაც ესწრებოდა. ჟურნალისტები მხოლოდ რამდენიმე წუთი დაასწრეს ამ ღონისძიებას.

იმ დროს, როდესაც თეთრი სახლის საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით არის დაკავებული და ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტორების ძიებაშია, თავად აშშ-ის ეკონომიკის საქმე ყოველ წუთს რთულდება. ახალი ინვესტიციები და ფინანსური ინექციები ამერიკასაც საქართველოზე არანაკლებ ესაჭიროება, ხოლო ვაშინგტონისათვის ეგზომ აუცილებელი ინვესტიციათა მასშტაბები გაცილებით დიდია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ტელეკომპანია “სი-ენ-ენის” ეთერში გამოსვლისას აღიარა, რომ აშშ სერიოზ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 817 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მოქალაქე ვაჟა დვალიშვილმა აცნობა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სასტუმრო ”რები - გურჯაანში” რთველი - 2008 - ის კოორდინაციისათვის სპეციალურად გახსნილ შტაბში მისულს, შტაბის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჩივილის შემთხვევაში პოლიციის მეშვეობით პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

- ”2007 წელს ჭანდრის ღვინის ქარხანას საფერავი ყურძენი ჩავაბარე და თანხას დღემდე უშედეგოდ ვითხოვ, არადა ფული გასული წლის ბოლომდე უნდა გადაეხადათ. გამგებელსაც მივმართე არაერთხელ და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. დღეს კი შტაბში მივედი და წარმომადგენლებს დახმარება ვთხოვე, მათ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ხმაურის შემთხვევაში პოლიციით დამემუქრნენ”, - აღნიშნავს ვაჟა დვალიშვილი.

მევენახემ დახმარებისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. ორგანიზაციის იურისტები დვალიშვილისთვის კუთვნილი თანხის, 220 ლარის გადახდის და დამატებით მატერიალური კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით, რაიონულ სასამართლოში სარჩელს ამ დღეებში შეიტანენ.

წაკითხულია: 855 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე დედოფალ ქეთევანის ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 1015 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს დელეგაცია აგრძელებს აშშ-ში ვიზიტს.

 მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაში მონაწილეობს.

სესიაზე სიტყვით უკვე წარსდგა საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს მოვლ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 824 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საზღვრის გაუქმებას აპირებს. რუსეთის ექს-პრეზიდენტმა და მთავრობის ამჟამინდელმა მეთაურმა ეს ინციატივა უკვე გაახმიანა.

პუტინის განცხადებით, სასაზღვრო კონტროლის გაუქმება “რესპუბლიკის ეკონომიკურ რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს” და დასძინა, რომ ამისთვის შესაბამისი სამართლებრივ საფუძვლებს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმება იძლევა. 

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია კიდევ ერთი შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც რეგიონში რუსეთის საზღვრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და იმავდროულად სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოსახლეობას საშუალებას მისცემს “ყოველგვარი ადმინისტრაციული ბარიერის გარეშე” ჰქონდეთ ურთიერთობა. 

ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, აპირებს თუ არა რუსეთი საზღვრის იგივე “მოდელის” აფხაზეთში გამოყენებასაც.

წაკითხულია: 780 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელად, რომელიც აგვისტოს მოვლენებს გამოიძიებს ჯი-ეიჩ-ენის ინფორმაციით პაატა დავითაია დაინიშნება. აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების შესასწავლად პარალმენტის დროებითი კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს. 

კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის და კომისიის თავმჯდომარესაც დღესვე დაატკიცებს. 

დღესვე განისაზღვრება კომისიის წევრთა რაოდენობაც. ხოლო მათი შერჩევა, კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მოხდება. კომისიის წევრებს პარლამენტს დასამტკიცებლად კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, აგვისტოს მოვლენების დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციას უმრავლესობაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება. 

რაც შეეხება კომისიის ხელმძღვანელს, აქამდე ამ პოსტზე საპარლამენტო უმცირესობის ორი წევრის, გიორგი ახვლედიანის და ნიკა ლალიაშვილის კანდიდატურებს განიხილავდნენ, თუმცა მხარეები  საბოლოოდ პაატა დავითაიას კანდიდატურაზე შეთანხმდნენ და პარლამენტი ამ თანამდებობაზე სავარაუდოდ სწორედ მას დაამტკიცებს.

წაკითხულია: 978 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
ევროსაბჭოს დელეგაცია განაგრძობს საქართველოში ვიზიტს. დელეგაციამ თბილისში შეხვედრების შემდეგ, ომის დროს დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა. ევროსაბჭოს წარმომადგენლები შიდა ქართლში ჩავიდნენ და სიტუაციას ადგილზე გაეცვნენ. ლუკ ვან დენ ბრანდის ხელმძღვანელობით მაღალი რანგის სტუმრები ცხინვალშიც იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრა გამართეს სეპარატისტების ლიდერ ედუარდ კოკოითთან. მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს ვიზიტის დეტალები.  

მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება. ევროსაბჭოს დელეგაციის თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს აგვისტოს მოვლენების ო ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 801 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა საქართველოს სპეცსამსახურებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობის გააქტიურებაში სდება ბრალს. 


“საქართველოს არასოდეს შეუწყვეტია ტერორისტული მოღვაწეობა, ახლა კი ამ საქმიანობის გააქტიურება დაიწყო. ჩვენ უკვე 15 წელიწადია ვსაუბრობთ, რომ საქართველოსგან ტერორისტული საფრთხე მოდის”, - განაცხადა სერგეი შამბა გუშინ, სოხუმში მომხდარი აფეთქების კომენტირებისას.


მისივე თქმით, ამგვარ აფეთქებები აფხაზეთისათვის “კარგად არის ნაცნობი, ის საქართველოს სპეცსამსახურების მოღვაწეობის შედეგია და სხვა არაფერი”. 


“დარწმუნებული ვარ, რომ ტერორისტული აქტები აფხაზეთის ფარგლებს გარეთ იგეგმება. ჩვენ, ტერაქტების მოწყობის შიდა მიზეზები უბრალოდ,  არ გაგვაჩნია”, -დასძინა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

წაკითხულია: 770 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მიმდინარე წელს შიდსით დაავადებული 12 ბავშვი გამოვლინდა (14 წლამდე). როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განუცხადეს. სულ საქართველოში გამოვლენილია 50 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათგან 31 ვაჟი, 19 - გოგონა. 


აღნიშნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული მცირეწლოვნებიდან 16 გარდაიცვალა, 3 - ქვეყნიდან გავიდა. 30 ბავშვი ამჟამად არის შიდსის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ.


შიდსის ცენტრში დარეგისტრირებულ შემთხვევათაგან განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით  -45 შემთხვევა (1 მათგანი ძუძუთი კვებით) დაფიქსირდა, 4 - სისხლის რეციპიენტია, ერთი ბავშვის შემთხვევაში კი გადაცემის გზა უცნობია.

წაკითხულია: 837 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მოსკოვში, მიტოვებული ავტომანქანა აღმოაჩინეს, რომლი სალონშიც ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი იდო. 

სააგენტო “ინტერფაქსის” ინფორმაციით, სახელმწიფო ავტოსაგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა მიტოვებული ავტომანქანა სამშენებლო კოოპერატივის გარაჟების ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, რომელიც პუტეისკის ქუჩაზე მდებარეობს. საეჭვო ავტომობილი მარკეი “ვაზ 2105”სწორედ მის შესასვლელში აღმოაჩინეს. მას ვოლგოგრადის რეგიონის ნომრები ჰქონდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ავტომობილის სალონი დაათვალიერეს და ტროტილის ორი “შაშკა” აღმოაჩინეს, რომელთა წინაც ამჟამად დგინდება. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილის მფლობელი დააკავეს და ახლა მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

წაკითხულია: 832 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ დეპუტატს, ჩეჩნურ ბატალიონ “ვოსტოკის” ერთ-ერთ ლიდერს, “რუსეთის გმირს” რუსლან იამადაევს დღეს დაკრძალავენ.

სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, იამადაევს სავარაუდოდ, გუდერმესის სასაფლაოზე დაკრძალავენ, სადაც მისი ძმა, 2003 წლის ტერა ქტის დროს გარდაცვლილი ასევე “რუსეთის გმირი” ჯაბრაილ იამადაევი განისვენებს.

აეროპორტ “გროზნოს” ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რუსლან იამადაევის ცხედარს სპეცრეისით დღეს დილით ჩაასვენებენ, თუმცა აეროპორტის ერთ-ერთი თანამშრომლის მტკიცებით, იამადაევის ცხედარი ჩეჩნეთში წუხელ ჩაასვენეს.

რუსლან იამადაევი 24 სექტემბერს მოსკოვში მოკლეს. ავტომობილი “მერსედეს–შ600”, რომელსაც იამადაევი მართავდა, ბრონირებული იყო, თუმცა მკვლელმა სუსტი წერტილის პოვნა მოახერხა და იამადაევს დაახლოებით 20 ტყვია მძღოლის ადგილის გვერდითა მინის მხრიდან დაახალა, მათგან ათი მიზანს მოხვდა. ავტომობილი, რომელსაც იამადაევი მართავდა, მას საკუთარმა ძმამ - სულინმა ცოტა ხნის წინ აჩუქა. 


მძიმედაა დაჭრილი იამადაევთან ერთად მანქანაში მყოფი ჩეჩნეთის ყოფილი სამხედრო კომენდანტი სერგეი კიზუნიც, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა შედარებით გამუჯობესდა.


როგორც ცნობილია, სწორედ იამადაევი იყო იმ წამყვანი ჩეჩნური სპეცრაზმის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ქართულ ჯარს ცხინვალის რეგიონში რეალური წინააღმდეგობა გაუწია.

წაკითხულია: 830 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს კინოს სახლში ახალგაზრდა რეჟისორის ზაზა სვანიძის კლიპის “ხელები შორს” პრეზენტაცია გაიმართება. 

კლიპი რუსული აგრესიის წინააღმდეგ არის მიმართული. მასში გამოყენებულია ომის ამსახველი ყველა ის საარქივო ფოტო- და კინო მასალა, რომელიც რუსეთის დამპყრობლურ და აგრესიულ ქმედებებს ასახავს. 

“ამ კლიპით კიდევ ერთხელ გვინდა ჩვენი პროტესტის გამოცხადება რუსული აგრესიის და ოკუპაციის წინააღმდეგ. კლიპზე მუშაობის დროს მოვიძიეთ და გამოვიყენეთ ყველა ის მასალა, რომელიც ასახავს, როგორ იბრძოდნენ ისინი ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინააღმდეგ გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე”, - განაცხადა “პირველთან” საუბარში ზაზა სვანიძემ. 

კლიპის “ხელები შორს” მუსიკის ავტორი და შემსრულებელი დავით მჭედლიშვილია, იდეის ავტორი და რეჟისორი - ზაზა სვანიძე. 

კლიპის ჩვენება კინოს სახლში დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.

წაკითხულია: 966 | თარიღი: 26.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz