ორშაბათი, 30.12.2024, 17:24
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 26 » ევროსაბჭოს დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
ევროსაბჭოს დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
14:29
 
ევროსაბჭოს დელეგაცია განაგრძობს საქართველოში ვიზიტს. დელეგაციამ თბილისში შეხვედრების შემდეგ, ომის დროს დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა. ევროსაბჭოს წარმომადგენლები შიდა ქართლში ჩავიდნენ და სიტუაციას ადგილზე გაეცვნენ. ლუკ ვან დენ ბრანდის ხელმძღვანელობით მაღალი რანგის სტუმრები ცხინვალშიც იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრა გამართეს სეპარატისტების ლიდერ ედუარდ კოკოითთან. მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს ვიზიტის დეტალები.  

მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება. ევროსაბჭოს დელეგაციის თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს აგვისტოს მოვლენების ობიექტურ შესწავლაში.

სერთაშორისო გამოძიება რეალობის დასადგენადაა საჭირო,-აღნიშნეს კონფერენციაზე.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ინსტიტუტი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, უნდა ჩაერთოს გამოძიებაში, რათა სიმართლე დადგინდეს. ჩვენთვის ნათელია, რომ ომი 7 აგვისტოს არ დაწყებულა. ეს ბევრად უფრო ადრე დაიწყო. პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. გამოძიება უნდა ჩატარდეს და იმ ადამიანების პასუხისმგებლობა დადგეს, ვისაც ამ მოვლენების დროს პასუხისმგებლობა გააჩნდა", - განაცხადა ვან დენ ბრანდემ.

უცხოელმა სტუმრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და პასუხისმგელობა სამივე მხარეს ეკისრება.

როგორც დელეგაციის წარმომადგენელმა ტონი კოქსმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სამივე მხარეს – რუსულ, ოსურ და ქართულ მხარეებს უნდა დაეკისროთ.

მისი თქმით, ევროსაბჭო იმსჯელებს მათ მიერ ომთან დაკავშირებით შეგროვილ მასალებზე და წამოაყენებს კონკრეტულ წინადადებებს, თუ რისი გაკეთება იყო შესაძლებელი.

ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელის ლუკ ვანდენ ბრანდეს თქმით, იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც მათ შეაგროვეს, ნათელია, რომ არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია არაფერი, რათა კონფლიქტი თავიდან აცილებული ყოფილიყო.

რაც შეეხება გენოციდს , დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით ადგილი არ ქონია, თუმცა იყო ეთნიკური წმენდა.

„ჩვენ ვიყავით ქართულ-ოსურ და შერეულ სოფლებში და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ასეთი დასკვნის გაკეთება. ამ სოფლებში დარღვეულია ძირითადი საბაზო უფლებები ადამიანებისა", - განაცხადა ლუკ ვან დენ ბრანდემ.

გენოციდთან დაკავშირებით მათიას იორშმაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ადამიანებს, ვისაც ევროსაბჭოს დელეგაცია ესაუბრა, არ უთქვამთ, რომ გენოციდი იყო. „მათ დამოუკიდებელი და ობიექტური მსჯელობა აქვთ. რაც შეეხება ეთნიკურ წმენდას, 7 აგვისტომდე ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, 7 აგვისტოს შემდეგ კი ფაქტების გამოძიება უნდა ჩატარდეს", - განაცხადა  მათიას იორშმა.

ლუკ ვან დენ ბრანდმა კოკოითთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა დე ფაქტო მთავრობის ინიციატივით შედგა.

„ვინაიდან ჩვენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვიყავით, მათ გამოთქვეს ინიციატივა, რომ შევხვედროდით კოკოითს. შეხვედრის დაწყებისთანავე განვაცხადეთ, რომ ევროსაბჭო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ სცნობს. შესაძლებელია გარკვეული კონტაქტების წარმოება დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ძირითადი პრინციპია", - განაცხადა ვან დენ ბრანდემ და ასევე ისაუბრა ნანახით მიღებულ შთაბეჭდილებებზე.

მისი თქმით, ძალიან მძიმე სიტუაციაა ე.წ. ბუფერულ ზონებში და ცხინვალში. „ვნახეთ გაძარცვული მაღაზიები, დანგრეული სახლები. ზოგიერთ სოფელში ყველა სახლი გადამწვარია. მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს და პატრულირებას ითხოვს", - განაცხადა ვან დენ ბრანდემ და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველოდან ევროსაბჭოს დელეგაციის შესვლა პოლიტიკური ჟესტი იყო. „ამით ჩვენ პრინციპული პოზიცია გამოვხატეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ", - განაცხადა ვან დენ ბრანდემ. 

ევროსაბჭოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სამშაბათსა და ხუთშაბათს ევროსაბჭოში დებატები გაიმართება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დელეგაციამ საქართველოსთან დაკავშირებით მოიპოვა და იქნება გამოხატული პოზიციები. ორშაბათს კი ბიუროს რეზოლუციის პროექტს წარუდგენენ.

Просмотров: 810 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz