შაბათი, 27.04.2024, 09:19
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 08

მოსკოვში გაიმართა  რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 854 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოში დევნილი მოსახლეობის სამართლებრივი დახმარება იწყება

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” რუსული აგრესიის დროს დაზარალებული დევნილი მოსახლეობის ინტერესებს საერთაშორისო სასამართლოებში დაიცავს. ადვოკატებმა უკვე დაიწყეს მუშაობა რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეზე და უახლოეს პერიოდში განაცხადებს ევროსასამართლოში გააგზავნიან.

“კონსტიტუციის 42-ე” მუხლი მიმართავს დაზარალებულ მოსახლეობას, თუ მათ აქვთ სურვილი, მათი დარღვეული უფლებების დაცვა მოხდეს ევროსასამართლოსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, მიმართონ ორგანიზაციას.

ორგანიზაციის ადვოკატები, საქმისა და შესაბამისი მტკიცებულების შესწავლის შემდეგ, დაზარალებულებს სრულიად უფასოდ გაუწევენ წარმომადგენლობას საერთაშორისო სასამართლოებში.

დაზარალებულ მოქალაქეებს ასევე უფასოდ შეუძლიათ მიიღონ სატელეფონო და პირადი იურიდიული კონსულტაციები მისამართზე: ქ. თბილისი, შევჩენკოს №12, ტელ: 999856, 932859.

წაკითხულია: 855 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მსოფლიოს სახელმწიფოთა მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, მედვედევი-პუტინის ტანდემი უკან დახევას არ აპირებს. საქართველოს კონფლიქტური რეგიონებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებამ, რუსეთს ახალი სურვილები გაუღვივა. ეს არის რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი უახლოეს დღეებში მოსკოვში მოეწერება.

- ”მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ დიდი შეთანხმება ფაქტობრივად, მზად არის, ეს 32 მუხლისგან შედგება. ჩვენ დოკუმენტი უკვე მოვამზადეთ. ვფიქრობ, ამ დოკუმენტს ხელს უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოსკოვში მოვაწერთ“, - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება საკითხების მთელ სპექტრს ითვალისწინებს, რომელთა შესახებ ცალკეული სამინისტროები და უწყებები დამატებით შეთანხმებებს გააფორმებენ.

ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთს დსთ-სა და რუსეთ-ბელორუსის კავშირში შესვლა სურს.

- ”ამის შესაძლებლობა საკმაოდ დიდია. ჩვენ უკვე დავაყენეთ ეს საკითხი. თუ დსთ-ს წევრები ამას შესაძლებლად ჩათვლიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ორგანიზაციაში შევალთ. ჩვენ არასოდეს მოვმწყდარვართ დსთ-ს და მით უფრო რუსეთს“, - განაცხადა ბაღაფშმა.

გაზეთ ”კომერსანტის“ ინფორმაციით კი, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ”მეგობრული და ამასთან დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად“ განხცადებას ხელი მოეწერება არათუ რამდენიმე დღეში, არამედ სამშაბათს, 9 სექტემბერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს თემა სერიოზული განსჯის საგანი იყო გასულ შაბათ- კვირას, როდესაც მოსკოვში ქალაქის დღ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 809 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

”კომერსანტი” რუსეთ-საქართველოს ომსა და მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებაზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

ეს იყო ომი, რომლის გამომწვევ მიზეზებზეც ათასგვარი ვერსია ვრცელდება. რა მოხდა სინამდვილეში?
- ამ ყველაფრის გასარკვევად შევქმენით 28-კაციანი ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც მთელი თვეა, მუშაობს. ეს არის ყოველგვარი პოლიტიკური და პარტიული ვალდებულებებისაგან თავისუფალი ანტიკრიზისული ჯგუფი. პირველი სამუშაო შეხვედრა ომბუდსმენის ოფისში გაიმართა. ამ დროისთვის უკვე არსებობს დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი. ერთი კვირის შემდეგ უკვე შევძლებთ ამ საკითხებზე თავისუფლად საუბარს. სათქმელი მართლაც ბევრი მაქვს - ცხადია, რაც მოხდა, სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. თუმცა მან, ვისთვისაც ეს შედეგი სიურპრიზი აღმოჩნდა, სულ მცირე, სამხედრო ოპერაციების დაგრგმვასა და განხორციელებაში საკუთარი უმეცრება უნდა აღიაროს.

დღეს რუსეთის მწვავე კრიტიკასა და მუქარას არავინ ერიდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი მთელი მსოფლიოსთვის ხელსაყრელ დროს დაიწყო. ჰგავს თუ არა ეს ყველაფერი მსოფლიოში ხელახალი გადანაწილების პროცესის დაწყებას?
- საკმარისია, ასეთი ძალადობრივი გადანაწილების თუნდაც ერთი ფაქტი, რომ მსოფლიო რუკაზე სერიოზული გადანაწილებების მცდელობა დაიწყოს და არ გამოვრიცხავ, ისტორიამ რუსეთს მესამე მსოფლიო ომის ინიციატორის სტატუსი მისცეს, თუ ეს პროცესები დროულად არ შეჩერდა. კავკასიაში უკვე ყარაბახიც გამოფხიზლდა და ინგუშეთიც. აგერ, ჩრდილო ოსეთი გვყავს დარჩენილი სულელური სტატუსით. თუ ვინმე აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯერეჯერობით ჩრდილოეთ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 935 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

შსს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს თანამშრომელი, 45 წლის პაატა ქარდავა, 27 აგვისტოს, დილის 11 საათზე საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. არსებობს ვერსია, რომ ის სოხუმის იზოლატორში დაკითხვაზეა გადაყვანილი.

ახლობლებმა გაუჩინარებული პაატა ქარდავას ”მერსედესის” მარკის ავტომანქანა, კოკი-ხურჩის დამაკავშირებელ ხიდთან იპოვეს. მანქანაში ხელუხლებლად იდო ქარდავას დოკუმენტები და სხვა ნივთები.

დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა სამართალდამცავებმა და ახლობლებმა მის ადგილსამყოფელს დღემდე ვერ მიაკვლიეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ქართველი პოლიციელი სოხუმის უშიშროების იზოლატორში იმყოფება და მის დაკითხვას რუსეთის ,,ფსბ-ეს“ წარმომადგენლები აწარმოებენ.

წაკითხულია: 867 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

[”ინტერპრესნიუსი”]
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე განხილვის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფომ 2008 წლის 12 აგვისტოს სარჩელით მიმართა გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ნიდერლანდების სამეფო, ჰააგა).

სარჩელი ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში 1990-იანი წლებიდან დღემდე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასა და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას.

სარჩელი ეფუძნება 1965 წლის საერთაშორისო კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ, როგორც საქართველო, ისე - რუსეთის ფედერაცია.

- ”საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სარჩელის მომზადება და სასამართლოში წარდგენა დააჩქარა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულმა შეიარაღებულმა თავდასხმამ და ეთნიკური წმენდის ახალმა ტალღამ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან მიმდინარე მოვლენების მიმართ დაუყოვნებლივი რეაგირებისა და ადამიანების უფლებათა და თავისუფლებათა მასობრივი დარღვევების დაუყოვნებლივ შეჩერების მიზნით, საქართველოს სახელმწიფომ სარჩელთან ერთად შეიტანა მოთხოვნა რუსეთის ფედერაციისათვის დროებითი ღონისძიების დაკისრების შესახებ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში აღნიშნული დროებითი ღონისძიების ზეპირი განხილვა შედგება 8-10 სექტემბერს. საქართველო ორშაბათს, ადგილობრივი დროით 10.00 საათიდან 13.00 საათამდე წარმოადგენს თავის არგუმენტებს.

იმავე დღის 15.00 საათიდან 18.0 ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 793 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსები ფოთში კიდევ ერთ ბლოკ-საგუშაგოს ხსნიან. ორ უკანონო საგუშაგოს რუსებმა დღეს მესამე დაუმატეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, ნაბადის საველე ბაზიდან 300 მეტრში, ზღვის სანაპიროზე რუსებმა ახალი საგუშაგო მოაწყვეს, გათხარეს სანგრები და განალაგეს ჯავშანტექნიკა.

დღეს ფოთში დამატებით შევიდა ოთხი ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და 100-120 რუსი სამხედრო.

ამ დროისთვის, ფოთში რუსებს უკვე სამი უკანონო ბლოკ-საგუშაგო აქვთ. სავარაუდოდ, ეს ფოთის გარე რეიდზე ამერიკული სამხედრო საზღვაო ძალების საფლამანგო ხომალდის ყოფნას უკავშირდება.

წაკითხულია: 816 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევთან შეხვედრას გამართავს.

მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის გარდა, საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ჰავიერ სოლანა და ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზოც ჩავლენ, რომლებიც მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართავენ.

პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა 6-პუნქტიანი შეთანხმება. ამასთან, საუბარი შეეხება საქართველოში ეუთო-სა და ევროკავშირის დამკვირვებლების გამოგზავნის საკითხს, რაზეც რამდენიმე დეტალი უნდა გადაწყდეს და ასევე, საუბარი შეეხება სამშვიდობო ფორმატის შეცვლასაც.

რუსეთის ფედერაციაში გამართული შეხვედრების შემდეგ ევროპელი ლიდერები საქართველოს დედაქალაქში 9 სექტემბერს უნდა ჩამოვიდნენ, თუმცა არ არის გამორიცხული ისინი თბილისს დღეს საღამოსვე ესტუმრონ.

ევროკავშირის მიერ მიღებული 11 პუნქტიანი რეზოლუციის განხორციელების შესახებ კონტროლი პირადად პრეზიდენტმა სარკოზიმ იკისრა. საგულისხმოა, რომ რუსეთის ფედერაციას კომუნიკეში გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ვადა დღევანდლამდე ჰქონდა, თუმცა მის შესრულებას რომ რუსეთი არ ჩქარობს, ეს უკვა აშკარაა. ევოპა მთელი რიგი მოწოდებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთის მიმართ მოქმედებების სხვა ფაზაში გადადის. სწორედ ამ ეტაპზე გადასვლის წინ თითის დასაქნევად რუსეთში ჩასული ევროპელი დიპლომატები დღეს მედვედევი-პუტინის მთავრობას თავის მართლების საშუალებას კიდევ ერთხელ მისცემენ.

საინტერესო ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 769 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

თბილისის მერია გორში რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსებს აღადგენს. გორის სატანკო ბატალიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხუთსართულიანი კორპუსები საომარ ვითარებაში ყველაზე მეტად დაზიანდა. თბილისის მერია თითოეული მოსახლის დანგრეულ და დამწვარ ბინას საკუთარი ხარჯებით აღადგენს. "გორში სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. დღეს ეს კორპუსები ფაქტობრივად შავ კარკასად არის ქცეული. მიმდინარეობს ოთახების გაწმენდა იმ დამწვარი ნივთებისგან, რომლებიც ომის შედეგად განადგურდა. პარალელურად მუშაობს ექსპერტიზა. სუხიშვილის #12 მთლიანად თბილისის მერიის პასუხისმგებლობის ქვეშაა აყვანილი. სულ მალე ამ კოსპუსს პირვანდელ სახეს დავუბრუნებთ" – განაცხადა დღეს გორში მყოფმა თბილისის მერის მოადგილემ ნიკო ხაჩირაშვილმა.
წაკითხულია: 854 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს პავლე კუბლაშვილს რუსეთ-საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგების პროგნოზირება უჭირს და აცხადებს, რომ "როცა საქმე გვაქვს ისეთ სუბიექტთან, როგორიც რუსეთია, წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია". ამავდროულად, მისივე შეფასებით, "ასეთი სახის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია თავად სიტუაციაში გარკვევის თვალსაზრისით".  "ჩვენ გვექნება ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აპირებს რუსეთი უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში და რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული თავად ევროპის მხრიდან" - აცხადებს კუბლაშვილი.  როგორც ცნობილია, მოსკოვში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევის მორიგი შეხვედრა იმართება. ნიკოლა სარკოზი საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის კომისართან ჰავიერ სოლანასთან და ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთად დღესვე საქართველოს ეწვევა.
წაკითხულია: 806 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

9 და 12 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომები გაიმართება. "მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რუსული აგრესია გრძელდება, მეტად მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ორგანომ ჩვეულ რიტმში გააგრძელოს მუშაობა და მიღებულ იქნას ის კანონები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრებას გაუადვილებს" - განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. მან კომიტეტის თავმჯდომარეებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა და ბიუროს მომავალი კვირის სხდომისთვის სამოქმედო გეგმების წარდგენა დაავალა.  რაც შეეხება მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგს, მასში გათვალისწინებულია "პროკურატურის შესახებ" ორგანულ კანონსა და "ნდობის ჯგუფის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტების განხილვა. დეპუტატები ასევე განაგრძობენ იმ კანონპროექტებზე მსჯელობას, რომელთა განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე დაიწყო.  საკანონმდებლო პაკეტი "პროკურატურის შესახებ" გენპროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანებას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მოითხოვს, ხვალვე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სპეციალური კომისია შეიკრიბება, ამის შემდეგ კი საკანონმდებლო პაკეტი 12 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე გავა.
წაკითხულია: 856 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

კახეთის საოლქო პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის და გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ კახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა გამომძიებელმა ზურაბ ბეგიაშვილმა განაცხადა. პროკურატურას საჩივრით "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" მიმართა. საჩივარი თელავის მცხოვრებთა განცხადებაზე დაყრდნობით მომზადდა, რომელშიც ისინი თელავის გამგებლის ზურაბ ბუცხრიკიძის უკანონო მოქმედებებზე მიუთითებენ. კერძოდ, თელავის გამგებელი კულტურისა და დასვენების პარკ "ნადიკვრის" დირექტორს არ აძლევს იმ ატრაქციონის მუშაობის საშუალებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ საზეიმო ვითარებაში გახსნა. განმცხადებლების ცნობით, თელავის გამგებელი ატრაქციონის ჯართად ჩამოწერით არის დაინტერესებული, რის შემდეგაც ტერიტორიის შესყიდვას გეგმავს. ამ საკითხთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ბუცხრიკიძე კომენტარს არ აკეთებს. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამგებელი უკვე დაიკითხა.
წაკითხულია: 808 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ახალ მხატვრულ ფილმზე მუშაობა თებერვალში დასრულდება. როგორც "პირველს" ფილმის პროდიუსერმა და რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ აცნობა, 100-წუთიანი სურათის მომზადებაში  "ნიკოლოზ ფილმი", "Plus entertainment" და  "Los Angeles Film School" არიან ჩართულები. სცენარის ავტორები ნიკოლოზ ხომასურიძე და რევაზ ჩანტლაძე არიან. მოქმედება 1921-24 წლების კოჯორ-ტაბახმელაში, 1992-93 წლების აფხაზეთსა და 2008 წელს გორსა და სამაჩაბლოში ვითრდება. აღსანიშნავია, რომ ფილმში, რომლის წინასწარი სათაურია "ქართველი – ღირსების მეომარი" მთავარ როლს დათო ბახტაძე შეასრულებს. სხვა როლებზე მსახიობებისთვის კასტინგი 14 სექტემბერს გაიმართება, გადაღებები კი 14 ოქტომბერს დაიწყება და სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში დასრულდება. ეკრანებზე ფილმი სავარაუდოდ, 2009 წლის სექტემბერში გავა.
წაკითხულია: 864 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კომპანია "British Petroleum"-მა  ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ნავთობის გადაქაჩვა შეაჩერა. "საქართველოს ამ ერთ-ერთ სტრატეგიულ სფეროში ყველაფერი რიგზე ვერ არის. კომპანია "ბი-პიმ" ბაქო-სუფსის ნავტობსადენით ნავთობის გადაქაჩვა შეაჩერა", -  განაცხადა დღეს გამართულ  პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.
წაკითხულია: 812 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსული მხარე საქართველოს საჰაერო სივრცის დაარღვევის ფაქტს უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. "რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ," - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 11:20 სთ-ზე ორმა რუსულმა თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია და45 წუთის განმავლობაში ცხინვალისა და შატილის თავზე დაზვერვას აწარმოებდა.
წაკითხულია: 819 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დაახლოებით ერთ თვეში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ განაცხადა. მისი მონაცემებით, ამ დროისათვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. "ბორჯომის ხეობაში 200 ჰექტარი ტყეა განადგურებული. ამასთან, ტყეში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს", - დასძინა მინისტრმა. როგორც ცნობილია, ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძარი რუსული ავიაციის მიერ ჭურვების ჩამოგდების შემდეგ გაჩნდა.
წაკითხულია: 778 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საფრანგეთის ქალაქ ავინიონში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიატრას ვაიტეკუნასმა ევროკავშირს მოუწოდა, დააჩქაროს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება, აგრეთვე საქართველოსა და უკრაინისთვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. ამასთან, მისი ინფორმაციით, ვაიტეკუნასი გამოვიდა წინადადებით, რაც შეიძლება, სწრაფად იქნას მოწვეული დონორთა კონფერენცია, თანაც - აუცილებლად თბილისში. გარდა ამისა, ვაიტეკუნასის აზრით, საქართველოში უნდა გაიგზავნოს ევროკავშირის სამხედრო-პოლიტიკური მისია.
წაკითხულია: 862 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განცხადებით, რუსული თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის დღევანდელი ფაქტი "უხამსობაა, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ იჩენს". "ეს არის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების კიდევ ერთი უხეში დარღვევა, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დღეს, როცა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით პრეზიდენტ სარკოზის და ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს, ირღვევა ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე და იზრდება ბლოკ-პოსტები ფოთში. ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი თავად ევროკავშირთან მიმართებაში" - განუცხადა ჟურნალისტებს ჟვანიამ. როგორც ცნობილია, დღეს ორმა რუსულმა თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია და 45 წუთის განმავლობაში შატილისა და ცხინვალის თავზე დაზვერვას აწარმოებდა.
წაკითხულია: 753 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

”ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მისი გუნდი შუალედურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. 

”ქართულ დასს”  წარსადგენი კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავს და მათ ვინაობას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

“საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არჩევნებში მონაწილეობა აუცულებელია, რათა შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების შეცვლა. ოპოზიცვიურ პარტიებს მოვუწოდებ, გავმართოთ მოლაპარაკება, რათა ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ” - განაცხდა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯონდი ბაღათურიამ.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ 3 ნოემბრის არჩევნებზე ”არ იქნება ტოტალური გაყალბება, რაც არჩევნების გზით ქვეყანაში ოპოციური ალტერნატივის შექმნის და ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შანსს მოგვცემს”.

შეგახსენებთ, რომ შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ცსკ-ის გადაწყვეტილებით, 3 ნოემბერს გაიმართება.

წაკითხულია: 808 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მესაზღვრეებმა ერთ კვირაში კანონდარღვევის 45 ფაქტი გამოავლინეს.

 1-8 სექტემბრის განმავლობაში დაკავებულია შსს-ს მიერ ძებნილი ორი პირი, ხოლო სახელმწიფო საზღვრის უკანოდ კვეთის ფაქტზე _ ცხრა მოქალაქე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეა ექვსი , სომხეთის - ორი და ისრაელის ერთი.

სავიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, დაჯარიმებულია 34 პირი, მათგან 26 რუსეთის მოქალაქეა, სამი - თურქეთის, ორი- საბერძნეთის, თითო-თითო კი ისრაელის, რუმინეთისა და ლატვიის მოქალაქეები არიან.
საქართველოში 15 პირია დეპორტირებული, მათ შორის ექვსი ისრაელიდან, ხუთი რუსეთიდან, ორი უკრაინიდან და ორიც გერმანიიდან.

სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმების რაოდენობამ აღნიშნულ პერიოდში 8 000 ლარი შეადგინა.

წაკითხულია: 758 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე (სტრასბურგი, 29 სექტემბერი - 3 ოქტომბერი) საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების თაობაზე გადაუდებელი დებატების გამართვის ინიციატივით გამოვიდა.

როგორც ევროპის საბჭოს ქართული საინფორმაციო ბიურო იტყობინება, ეს წინადადება ასამბლეის ბიურომ 5 სექტემბერს პარიზში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა.

ბიურომ აგრეთვე გადაწყვიტა, ჩამოაყალიბოს სპეციალური კომიტეტი, რომელიც ორივე ქვეყანას სესიამდე ერთი კვირით ადრე მოინახულებს, რათა ადგილზე შეაგროვოს ინფორმაცია ამჟამინდელი ვითარების შესახებ და გააკეთოს შეთავაზებები შესაძლო სამომავლო ქმედებების თაობაზე.

სპეციალური კომიტეტი უნდა შედგეს სამონიტორინგო კომიტეტის ორი მომხსენებლისგან საქართველოზე და ამავე რაოდენობის სამონიტორინგო კომიტეტის მომხსენებლისგან რუსეთზე.

წაკითხულია: 806 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ჰააგის სასამართლომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.


როგორც ჰააგაში მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო განხილვა რამდენიმე დღეს ან კვირას გასტანს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. 


“ჩვენ წარვადგენთ ჩვენს არგუმენტებს, რუსული მხარე კი - თავისას”, - განაცხადა გვარამიამ.


ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

წაკითხულია: 820 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსულმა თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცე კვლავ დაარღვიეს. 


საქართველოს მთავრობის მონაცემებით, გუშინ 45 წუთის განმავლობაში ორი რუსული თვითმფრინავი შატილისა და ცხინვალის თავზე დაზვერვის მიზნით დაფრინავდა.


შეგახსენებთ, რომ რუსულ მხარეს დასავლეთ საქსრთველოში უკანონო ბლოკ-საგუშაგოები აქვს გახსნილი, რომლის კაპიტალურ გამაგრებას ინტენსიურად განაგრძობს.

წაკითხულია: 779 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

"პოლიტიკურ ძალთა ქარტიაზე" ხელმოწერას პარტია "თავისუფლება" არ აპირებს.
პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფლების" წევრის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მათთვის გაურკვეველია ქარტიის მეოთხე პუნქტი, რომელიც ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.


ბრეგაძის თქმით, მასში გაწერილი არ არის, თუ რას წარმოადგენს აღნიშნული საბჭო.
სახელისუფლო და ოპოზიციურმა პარტიებმა "საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტიას" 5 სექტემბერს მოაწერეს ხელი.


ქარტიას ხელს აწერენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, აგრეთვე, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი თარგამაძე, ჯონდი ბაღათურია, გია თორთლაძე, გია ცაგარეიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ზურაბ ტყემალაძე .


ქარტიაზე მიერთება დღეს, 18.00 საათამდე გაგრძელდება. უკვე ცნობილია, რომ ხელმოწერაზე უარი თქვეს, "რესპუბლიკელებმა", "ლეიბორისტებმა", "გაერთიანებულმა ოპოზიციამ", "ქართულმა პოლიტიკამ".

წაკითხულია: 804 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს ევროკავშირის უმაღლესი დელეგაცია რუსეთს  სტუმრობს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ევროკავშირის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა მოსკოვში ჩავიდნენ.

მაღალი რანგის სტუმრები რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევთან გამართავენ მოლაპარაკებას. შეხვედრისას განიხილავენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს .

საროკზის მთავარი მოთხოვნა იქნება 6 პუნქტიანი შეთანხმებების შესრულება , რაც ჯარების გაყვანას შეეხება. ასევე საუბარი შეეხება მინისტრეიალზე მიღებულ გადაწყვეტილების ამოქმედევას, რომელიც გულისხმობს ევროკავშის სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნას საქართველოში.

... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 788 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (0)

ჰააგაში არსებულმა საერთაშორისო სასამართლომ დღეს დაიწყო საქმის მოსმენა, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ 12 აგვისტოს წარადგინა.

საქართველოს მტკიცებით, რუსეთმა დაარღვია 1965 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინიციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე (CERD) სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ინტერვენციის დროს 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდში.

საგანგებო მოსმენების დროს სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მოთხოვნაზე მიიღოს შუალედური ზომები რუსეთის წინააღმდეგ,რათა უსწრაფესად მოხდეს ეთნიკური წმენდის შეჩერება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

8 სექტემბერს მოსმენა გაიხსნა ქართული მხარის მიერ არგუმენტების წარმოდგენით, რომელიც სამ საათს გასტანს. შემდეგ უკვე რუსეთი წარმოადგენს საკუთარ კონტრ–არგუმენტებს ასევე სამი საათის განმავლობაში. არგუმენტების და კონტრ–არგუმენტების გაცვლა მხარეებს შორის 9 და 10 სექტემბერსაც გაგრძელდება.

წაკითხულია: 835 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ექსპერტთა ნაწილს გაუჩნდა ეჭვები, რომ 6-პუნქტიანი ხელშეკრულების შესრულება უკვე, მხოლოდ, რუსეთს აძლევს ხელს. საქართველო კი ორადაა გაყოფილი, რომლის ერთ ნაწილს რუსეთი გააკონტროლებს, მეორეს - დასავლეთი, ისიც, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით.

ექსპერტთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ რუსეთს არავინ მისცემს უფლებას, ხელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა, ყველაფერს თავის დრო აქვს. სინამდვილეში კი, არავინ იცის, რა მოხდება მომავალში და არც ის - დრო რამდენი აქვს საქართველოს, რომელიც იმაზე დაუცველი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

მოდით, დამიცავით
რუსეთმა ამ ომით მხოლოდ იმას მიაღწია, რომ ამერიკის ჯიბრზე აღიარა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. თუმცა, როგორც ეგონა, ვერც საქართველოს ხელისუფლების დამხობა მოახერხა და ვერც იმ ტერიტორიების შენარჩუნება, რომლებიც იერიშით აიღო.

ექსპერტი დავით ებრალიძე ფიქრობს, რომ ახლა მისი მცდელობა იქეთკენაა მიმართული, დააფიქსიროს და გარანტიები მიიღოს იმ ტერიტორიებზე, რომელიც ომამდეც ჰქონდა დაპყრობილი.

-”რუსეთი თანახმაა, ბუფერულ ზონებში უცხოელი დამკვირვებლები შემოვიდეს, რომელთა მისია ამ ტერიტორიებზე სიმშვიდის შენარჩუნებაა. რუსეთს კი, მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, უკვე არ სჭირდება პრობლემები და ამის გარანტია მხოლოდ უცხოელი დამკვირვებლები არიან”, - ამბობს ექსპერტი.

მისივე განმარტებით, რუსეთი ხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა, როცა საქართველოში ღრმად შევიდა, რადგან დასავლეთი ვერ აიტანს ტრანსკავკასიური მაგისტრალის ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 917 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პატარა მეზობლის წინააღმდეგ ომი ვლადიმერ პუტინის მთავრობამ რუსული ტანკების საქართველოში შესვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ღია იერიშის ნაწილი იყო 2006 წელს ემბარგოს დაწესება ქვეყნის ღვინოსა და სპირტიან სასმელებზე.

რუსეთი უდიდესი ბაზარი იყო საქართველოსთვის და ემბარგომ მართლაც დიდი დარტყმა მიაყენა კერძო ბიზნესს და ქვეყნის ეკონომიკას. მაგრამ ამან ქართული კომპანიები აიძულა გასაღების ბაზარი ევროპასა და აშშ-ში ეძებნათ და ახლა საკმოდ კარგი შედეგებიც აქვთ.

პოლონეთში დღემდე გრძელდება ქართული ღვინის მხარდასაჭერი შესანიშნავი კამპანია. და როცა კონდოლიზა რაისი პოლონეთში ჩავიდა ანტიბალისტიკურ სარაკეტო სისტემების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად, მან და საგარეო მინისტრმა სიკორსკიმ ეს მოვლენა ქართული თეთრი ღვინით აღნიშნეს.

ქართულ ბრენდებს მდიდარი ისტორია აქვთ ოფიციალური სამიტების სადილებზე.

როცა რუსულ ლხინზე მიდგება საუბარი, მაშინვე რუსული არაყი გაგიელვებს თავში, მაგრამ ”ვოდკა” არასდროს ყოფილა სახელმწიფო სადილების ტრადიციული თანმდევი. როცა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი მოსკოვს ეწვია, ის გააოგნა ბანკეტებზე თეფშების გაუთავებელმა რაოდენობამ, ისევე, როგორც კოსიგინის, პოდგორნის და ლეონიდ ბრეჟნევის გაუთავებელმა მისასალმებელმა სიტყვებმა.

ნიქსონი მიუბრუნდა ჰენრი კისინჯერს და გაღიზიანებულმა ჩასჩურჩულა: ”ღმერთო, ეს ასე უნდა გაგრძელდეს?” და რა თქმა უნდა, ასე არ გაგრძელებულა: სადილი ბოლოს და ბოლოს დასრულდა სავალდებულო სადღეგრძელოებით, რომელიც... ქართული ღვინით შეისვა. ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 1207 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მე კი მგონია, რომ არსებობს რამდენიმე რუსეთი. პუტინის რუსეთი – ანუსის ხვრელების ქვეყანა, მედვედევის რუსეთი – ქინძების ქვეყანა, მიროსლავ სტუპარის რუსეთი – კვერცხების ქვეყანა... მაგრამ რადგანაც მაინც ერთია, გაეროს მიერ რაღაც საზღვრებში აღიარებული (რატომ არა ვარ მეფე გაერო...), ე.ი. ყოფილა ერთი, მაგრამ მრავალფეროვანი – ქინძების, კვერცხების და ხვრელების ქვეყანა. რომელია ამ სამში ყველაზე გრძელი ისტორიის მქონე და რომელი როდის არის სამში თამამი, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია.

ვისოცკის რუსეთი ბუნებაში არ არსებობს. არსებობს ვისოცკის კაცობრიობა. ჯიპებზე შემომსხდარ გენდერულ ფემინისტებს დავამშვიდებ – ვისოცკის ქალობრიობაც არსებობს.

რუსეთმა აფხაზეთი და ”სამხრეთ ოსეთი” აღიარა და ამით კიდევ ერთხელ აღიარა, რომ იგი ქინძებისა და კვერცხების ქვეყანაა. კოკოითი და ბაღაფში აღიარა ნიკარაგუამაც. კუმ ფეხი გამოყო – პენალტი მეც დამარტყმევინეთო. ანუ, რუსეთმა ჯერ პაიკებით შემოგვიტია, შემდეგ მათ ეტლები მიახმარა და ახლა კუებით გვიტევს. ასეთივე, ოღონდ შედარებით მორიდებული სვლა განახორციელეს ქართველმა ლეიბორისტებმაც.

მე არც ნიკარაგუასი ვიცი რამე და არც ლეიბორისტების. გეოგრაფიაში და პოლიტიკაში ვერ ვრეკვევი, მაგრამ მყავს მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთ ყველაზე მცოდნე-განათლებულს და კომპეტენტურს და ადექვატურს. სახელად ჰქვია “ინტერპრესნიუსი”. იმან მაცნობა:

”საქართველოს ლეიბორისტული პარტია” ნიკარაგუას პრეზიდენტ დანიელ ორტეგას თხოვნით მიმართავს, რათა” ნიკარაგუამ არ მოახდინოს საქართველოს დაშლა-დ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 918 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 18-წევრიანი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ცხრა პარტია მიიღებს მონაწილეობას. 

პარტიებმა 7 სექტემბერს, სარეგისტრაციო ვადის ამოწურვამდე,  მიმართეს ადგილობრივ საარჩევნო კომისიას. ეს პარტიებია: ნაციონალური მოძრაობა; კონსერვატიული პარტია; ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია; მრეწველები; ქართული დასი; ჩვენ თვითონ; ქართული პოლიტიკა; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია.

ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ის არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ამის მოტივად ქვეყანაში არსებული კრიზისი და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ძალების ყოფნა დაასახელა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არსებული სიტუაცია სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობას არ იძლევა. მან ასევე პრეტენზიები გამოთქვა არსებულ საარჩევნო წესებთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, მმართველ პარტიას ანიჭებს უპირატესობას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ივლისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით,  ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში ადგილების რაოდენობა 30-დან 18-მდე შემცირდა.

18 წევრიდან ექვსი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ ხმების 1/3-სა, გამარჯვებულად გამოცხადდება.

დანარჩენ 12 ადგილს პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები დაიკავებენ. 

ცვლილებების შედეგად, 7%-დან 5%-მდე შემცირდა საარჩევნო ბარიერი პროპორციული სისტემისთვის.

წაკითხულია: 791 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ მოსკოვის ”ძალადობა” საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი ბოლო იყო იმ შემაშფოთებელი და წინააღმდეგობრივი ქმედებების ჯაჭვში, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ განახორციელა.

6 სექტემბერს იტალიაში ამბროსეტის ფორუმზე გამოსვლისას ჩეინიმ ასევე განაცხადა: ”მე მიმაჩნია, რომ მოვიდა დრო, რომ დაიწყოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP)  განხორციელება საქართველოსა და უკრაინისთვის”.

იტალიაში ჩასვლამდე ჩეინი აზერბაიჯანს, საქართველოს და უკრაინას სტუმრობდა.

”რუსულმა ძალებმა გადაკვეთეს სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვარი; და შიდა კონფლიქტი გააღვივეს; საომარი ქმედებები განახორციელეს უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ, მოკლეს სამოქალაქო პირები და ათიათასობით ადამიანი სახლიდან გამოაძევეს - ყველაფერი ეს მოხდა იმ ერის წინააღმდეგ, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და დასავლეთისკენაა ორიენტირებული,” - განაცხადა მან.

”რუსეთმა შეჭრის რაიმე დამაკმაყოფილებელი დასაბუთება არ გააკეთა - მას ამის გაკეთება არც შეეძლო,” - განაცხადა ჩეინიმ. ”საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს სუვერენულ საზღვრებში არსებული ორი რეგიონის სტატუსის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები ვერ გაამართლებს რუსეთის მიერ უცაბედ და ძალადობრივ შეჭრას”.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება ”მხოლოდ აუარესებს სიტუაციას რეგიონში”.

”ჩვენ ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას აღმოვუჩინეთ ცალსახა მხარდაჭერა,” - განაცხადა ჩეინიმ.

რუსეთის ხელმძღვანელობის მიზნებზე საუბრისას, ვიცე-პრეზიდენტმა ექს-პრეზიდენ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 887 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ არ აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ვაკისა და დიდუბის სარჩევნო ოლქებში, სადაც 3 ნოემბერს შუალედური არჩევნებია დანიშნული.

ამ არჩევნების დანიშვნის საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც დიდუბეში დავით საგანელიძემ, ხოლო ვაკეში არჩეულმა დავით გამყრელიძემ ახალი მემარჯვენეებიდან სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვეს განაცხადეს რა, რომ 21 მაისის არჩევნები გაყალბდა. მთლიანობაში 12-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჩააბარა სადეპუტატო მანდატი ამ მიზეზით.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან მიხეილ მაჭავარიანმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შუალედურ არჩევნებში თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ოპოზიციურ პარტიებს მისცეს მეტი შესაძლებლობა 150 წევრიან პარლამენტში მოსახვედრად, სადაც მმართველ პარტიას 119 დეპუტატი ჰყავს.

თუმცა შუალედურ არჩევნებში ამ ოლქებში გამარჯვებული ახალი მემარჯვენეები ისევე როგორც მისი პარტნიორები ოპოზიციური კოალიციიდან მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ასევე რესპუბლიკურმა და ლეიბორისტულმა პარტიებმაც.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 9 პარტიის განაცხადი შევიდა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით. ესენი არიან: ქრისტიან-დემოკრატიული პარტია; მრეწველები; ჩვენ თვითონ; ქართული დასი; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; ჩვენი ქვეყანა; ქართული პოლიტიკა; საქართველოს რადიკალ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს თავისუფალი დემოკრატიული პარტია.

მას შემდეგ რაც ამ პარტიებს ცესკო რეგისტრაციაში გაატარებს, ისინი მაჟ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 833 | თარიღი: 08.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz