დღეს ევროკავშირის უმაღლესი დელეგაცია რუსეთს სტუმრობს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ევროკავშირის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა მოსკოვში ჩავიდნენ.
მაღალი რანგის სტუმრები რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევთან გამართავენ მოლაპარაკებას. შეხვედრისას განიხილავენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს .
საროკზის მთავარი მოთხოვნა იქნება 6 პუნქტიანი შეთანხმებების შესრულება , რაც ჯარების გაყვანას შეეხება. ასევე საუბარი შეეხება მინისტრეიალზე მიღებულ გადაწყვეტილების ამოქმედევას, რომელიც გულისხმობს ევროკავშის სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნას საქართველოში.
აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერელკომ განაცხადა, რომ ”საფრანგეთის პრეზიდენტ საკოზს სურს მედვედევთან განაგრძოს კავკასიაში მიმდინარე მოვლენების განხილვა. შეიძლება, საუბარი შეეხებოდეს სხვა თემებსაც, თუმცა ამის კომენტირებისგან თავს შევიკავებ. ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ დიალოგის რეჟიმი ჩვენს პარტნიორებთან, იქნება ეს ევროკავშირი, თუ სხვა ქვეყნები მსოფლიოს რეგიონებიდან. . ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს ინფორმაციის გაცვლა პირველი ხელით, რათა არ მოხდეს ამა თუ იმ საკითხის არასწორად აღქმა.”
ე.წ. ”ტროიკა” მოსკოვში ვიზიტს დღესვე დაასრულებს და რუსეთიდან პირდაპირ საქართველოს ეწვევა. თბილისში ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.
|