|
Главная » 2008 » სექტემბერი » 21
"ქართული აკადემია" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გადადგომას მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაცია მომავალი წლის გაზაფხულამდე ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, მანამდე კი ხელისუფლებას 6 პუნქტიან მოთხოვნას უყენებს. კერძოდ: 1. მიმდინარე წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას, რისთვისაც სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელშიც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, საზოგადოებამ უნდა მიიღოს გარანტია, რომ კომისიის წევრთა უსაფრთხოება, კომისიის მუშაობის გამჭვირვალობა და დასკვნის საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება. 2. გადადგნენ პრემიერ-მინისტრი და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, რომლებმაც აგვისტოში რუსული აგრესიისა და ოკუპაციის დროს არასახელმწიფოებრივი აზროვნება, უუნარობა, არაპროფესიონალიზმი და სახელმწიფო პირებისათვის სრულიად შეუფერებელი მორალური სახე გამოავლინეს. აქვე, ახალი მთავრობის ფორმირებისას მათი დაბრუნება მთავრობის შემადგენლობაში უნდა გამოირიცხოს. 3. დაიწყოს პროცესი იმ საკონსტიტუციო ცვლილებების გასაუქმებლად, რომლებმაც პრეზიდენტის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სახელისუფლებო შტოების ურთიერთმიმართებაში ბალანსი დაარღვია. 4. გათავისუფლდეს საქართველოს რადიო და ტელეკომპანიები სახელისუფლებო წნეხისაგან, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, სრულფასოვნად განახორციელოს თავისი უფლებები - მიიღოს ობიექტური ინფორმ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 815 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ხვალ ბათუმში საარჩევნო შტაბის პრეზენტაციას გამართავს. როგორც ბაღათურიამ "პირველს" განუცხადა, ხვალვე დასახელდება "ქართული დასის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი. როგორც ცნობილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.
წაკითხულია: 850 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გიორგი თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" 3 ნოემბრის შუალედური აჩევნებისთვის საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატებად კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დაპატიმრებული ლევან ჯაფარიძის და ნოდარ მუსერიძის კანდიდატურებს განიხილავს. როგორც "პირველს" პარტიიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ლევან ჯაფარიძის კანდიდატურა დიდუბის საარჩევნო ოლქში, ნოდარ მუსერიძის კანდიდატურა კი ვაკის რაიონში წარსადგენად განიხილება. "ლევან ჯაფარიძე და ნოდარ მუსერიძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ჯერ ბრალი წარდგენილი არ აქვთ და შესაბამისად, კანონი მათ კანდიდატებად წარდგენას არ კრძალავს", - აცხადებს "პირველის" ინფორმატორი და დასძენს, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები იურისტებთანაც მიმდინარეობს. ლევან ჯაფარიძე და ნოდარ მუსერიძე კომერციული მოსყიდვის ბრალდებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისის ბოლოს დააკავეს. მათთან ერთად ამავე ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი - გიორგი ჯაფარიძე. გამოძიების ინფორმაციით, ლევან ჯაფარიძეს, გიორგი ჯაფარიძეს და ნოდარ მუსერიძეს თბილისში, კოსტავას #77-ში მდებარე 380 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართის (სარდაფი) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის შესყიდვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომლის პრივატიზაციის მიზნით ეკონომიკის განვითარების სამინისტროში აუქციონი იყო გამოცხადებული. აუქციონში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა ერთ-ერთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასაც. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა მათ აუქცინში მონაწილეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ ქრთამი შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად წინასწარ ორთვიან პ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1006 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "1992-93 წლების სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს" გახსნის. მემორიალის საზეიმო გახსნის ცერემონია 27 სექტემბერს შედგება. სკულპტურა, რომლის სახელწოდებაა "აფხაზეთის თავისუფლება", 6,2 მ სიმაღლის არის. მისი ავტორები ცირა ახბა, სვეტლანა შიმენკოვა და ბესლან კასლანძია არიან.
წაკითხულია: 857 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ისლამაბადში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებასა და განხორციელებაში მოძრაობა "თალიბანს" ადანაშაულებს. ტერაქტი, რომელსაც ადგილობრივ პრესაში უკვე "პაკისტანის 11 სექტემბერს" უწოდებენ, 20 სექტემბერს საღამოს მოხდა. ტერორისტი-თვითმკვლელი დანაღმული ავტომანქანით სასტუმრო "მარიოტის" რკინის კარს შეეჯახა, რის შემდეგაც სასტუმროს ფასადი ჩამოიშალა, შენობა კი ცეცხლის ალში გაეხვია. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის რეჰმან მალიკის განცხადებით, აფეთქების შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა, 266 კი დაიჭრა. აფეთქების სიმძლავრე 600 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო. გარდაცვლილთა შორის არიან უცხოელები: ჩეხეთის ელჩი პაკისტანში ივო ზდარეკი. ასევე, ამერიკის, გერმანიისა და ვიეტნამის მოქალაქეები. ამასთან, დანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
წაკითხულია: 852 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსული საოკუპაციო ჯარები გორის რაიონში პოზიციებს ამაგრებენ.
სოფელ ვარიანის შესასვლელთან დისლოცირებული რუსი ოკუპანტები აცხადებენ, რომ ზამთრისთვის მზადებას იწყებენ. დღეს დილით უკანონო საგუშაგოზე მათ ერთი ერთეული ტექნიკა კიდევ დაამატეს და ამ დროისთვის უკვე ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი ჰყავთ მობილიზებული.
გარდა ამისა, რუსმა ოკუპანტებმა საგუშაგოს ტერიტორიაზე ხრეშის შეტანა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ მოხრეშილ ტერიტორიაზე რამდენიმე დღეში ვაგონებსაც დადგამენ და ზამთრისთვის მოემზადებიან.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, რუსი ჯარისკაცები მათთან პირად საუბარში ამბობენ, რომ გასვლის თაობაზე არანაირი ბრძანება არ მიუღიათ.
ანალოგიური მდგომარეობაა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სხვა უკანონო საგუშაგოებზე, თუმცა ზამთრისთვის მზადება, პირველ რიგში, ვარიანში დაიწყეს.
წაკითხულია: 957 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (2)
|
რუსი სამხედროების სისტემატიური რეიდების გამო, სოფელ მუჟავაში მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება ვერ ხერხდება. ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას აწიოკებენ და საგუშაგოების გამაგრებით სამუშაობს განაგრძობენ. გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის ცენტრალურ ხიდზე მდებარე საგუშაგო ხიდის თავში გადმოიტანეს.
წაკითხულია: 886 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სენაკში რუსი ოკუპანტების მიერ ხელოვნურ ტბაში ჩაყრილი ჭურვების ნაწილი ამოღებულია. დარჩენილი სხვადასხვა დასახელების ჭურვების ამოსაღებად გამნაღმველთა ჯგუფმა არხები გაიყვანა, რათა ტბა წყლისგან დაიცალოს და იარაღის ამოღება შესაძლებელი გახდეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, 30 ჰა ტბის ფართობი მთლიანად რუსული წარმოების იარაღით და ჭურვებითაა ამოვსებული. აღსანიშნავია, რომ ჭურვები, რომლებიც ვარგისია საქართველოს თავდაცვის უწყებას გადაეცემა, ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ჭურვების გაუნებელყოფა კი ადგილზე მოხდება.
წაკითხულია: 792 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პოლიტილოგი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ საპრეზიდენტო უფლებამოსილებას კონსტიტუციურად განსაზღვრულ ვადებში ვერ ამოწურავს. ცისკარიშვილის თქმით, სააკაშვილს, მისი წინამორბედების მსგავსად "საკუთარი პარტიების მიმართ გადამეტებული ზრუნვა შეიწირავს". "სწორედ საკუთარი პოლიტიკური პარტიების მიმართ გადამეტებულ ინტერესსა და ზრუნვას გადაყვნენ თავის დროზე გამსახურდია და შევარდნაძე. ისინი "მრგვალ მაგიდას" და "მოქალაქეთა კავშირს" პოლიტიკურ საფლავში ჩაყვნენ. სააკაშვილიც, როგორც ჩანს მათ ბედს გაიზიარებს და ისიც, "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ საფლავში ჩაყვება", - პროგნოზირებს პოლიტოლოგი.
წაკითხულია: 838 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციით, "სააკაშვილის გადადგომას არა მარტო საქართველოსა და რუსეთში, არამედ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც ელიან". თუმცა "მომლოდინე ქვეყნების" დასახელებისგან მან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. როგორც ცისკარიშვილმა "პირველთან" საუბარში განაცხადა, "სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის გაყენების მოლოდინი ნამდვილად არსებობს. საქართველოს პირველი პირის გადადგომას არა მარტო რუსეთში და საქართველოში, არამედ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც ელიან, თუმცა საქართველოს ხელისუფლების არაკონსტიტუციურად გადაყენების საკითხს ვერცერთ ქვეყანაში ვერ მიიღებენ, რადგან ეს გადაწყვეტილება თავად სააკაშვილის მისაღებია". აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა მოითხოვა.
წაკითხულია: 834 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წელს გაზრდილ პენსიას 100-120 ათასი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პენსიები 70 ლარამდე გაზაფხულიდან მხოლოდ საპენსიო ასაკის პირებისთვის გაიზარდა, რამაც თავის დროზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ პენსია 70 ლარამდე მომავალი წლიდან უნდა გაზრდოდათ, თუმცა ბიუჯეტში ცვლილების შედეგად, შესაძლოა მათთვის საჭირო თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც გამოიძებნოს.
წაკითხულია: 893 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თელავში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა. როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ახალ შენობაში განთავსებული სააგენტო ავტომობილების რეგისტრაციას, მართვის მოწმობის გაცემას, ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი იარაღის რეგისტრციას, ავტომობილების გირავნობის რეგისტრაციას და ნასამართლეობის ცნობების გაცემას უზრუნველყოფს. გარდა ამისა მომსახურების სააგენტოს გააჩნია ახალი ავტომობილები, რომლის მეშვეობითაც მოხდება მოქალაქეების მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება. აღსანიშნავია, რომ შენობა, რომელშიც ახალი სააგენტო განთავსდა, აღჭურვილია უახლესი საოფისე ინვენტარითა და თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით. როგორც ცნობილია, სააგენტოს გახსნას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ესწრებოდნენ.
წაკითხულია: 1073 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეხუდ ოლმერტი თანამდებობიდან გადადგა. გადაგომის შესახებ განცხადება ოლმერტმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მალე იგი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართავს, რის შემდეგაც პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გახდება. მმართველი პარტიის "კადიმას" ახალი ლიდერი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ციპი ლივნი მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას შეუდგება. შეგახსენებთ, რომ ოლმერტმა, რომელიც კორუპციასა და თაღლითობაში იყო დადანაშაულებული, გადადგომის შესახებ ჯერ კიდევ 30 ივლისს განაცხადა. მაშინ პრემიერმა აღნიშნა, რომ "კადიმის" ახალი ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა. 17 სექტემბერს პარტიის არჩევნებში ციპი ლივნიმ გაიმარჯვა. მას ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 42 დღე აქვს. თუ მას ეს გამოუვა, იგი ისრაელის ისტორიაში გოლდი მეიერის შემდეგ, მეორე პრემიერი ქალბატონი იქნება.
წაკითხულია: 865 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უახლოეს მომავალში მისამართს შეიცვლის და რუსთაველის გამზირის #12–ში მდებარე შენობიდან მთავრობის კანცელარიის შენობაში, მე-5 სართულზე განთავსდება. როგორც ამის შესახებ "პირველს" თავად სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა, ოფისის შეცვლის საკითხი ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაწყდა და კანცელარიის შენობაში მას შემდეგ გადავლენ, რაც იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დასრულდება. ეს კი სავარაუდოდ, მომავალ თვეში მოხდება. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, რეინტეგრაციის სამინისტროს შესაძლოა, სახელწოდებაც შეეცვალოს და მას რეინტეგრაციისა და დეოკუპაციის სამინისტრო ეწოდოს. ასეთ ცვლილებას თემურ იაკობაშვილი არ გამორიცხავს, თუმცა როგორც აცხადებს, მისი უწყების სახელწოდების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
წაკითხულია: 854 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ისლამაბადში სასტუმრო "მარიოტში", აფეთქების შედეგად, ჩეხეთის ელჩი პაკისტანში ივო ზდარეკი დაიღუპა. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ივო ზდარეკი აფეთქების შემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 47 წლის ზდარეკი პაკისტანში ვიეტნამიდან ერთი თვის წინ ჩავიდა და იმ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელიც ქალაქის დიპლომატიური რაიონიდან საპრეზიდენტო, პარლამენტისა და უმაღლესი სასამართლოს შენობებთან ახლოს მდებარეობდა. როგორც საელჩოს მეორე დიპლომატმა იაროსლავ კალფირტმა სააგენტო "AFP"-ს განუცხადა, ზდარეკმა სასტუმოში მომხდარი აფეთქებიდან საელჩოში მალევე დარეკა და შველა ითხოვა, თუმცა მას შემდეგ იგი კავშირზე აღარ გასულა. 20 სექტემბერს ისლამაბადის სასტუმროში მომხდარი აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, 270-ზე მეტი კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის ორი უცხოელია, რომელთა ვინაობა პოლიციას ამ დრომდე არ დაუსახელებია. დაღუპულთა უმეტესობა მგზავრების მომლოდინე მძღოლები არიან, ასევე სასტუმროს მოსამსახურე პერსონალი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
წაკითხულია: 847 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ისანი-სამგორის რაიონში სამაშველო და დასუფთავების სამსახურები ამ დრომდე განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. შეგახსენებთ რომ გუშინდელი წვიმის შემდეგ თბილისში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს.
წაკითხულია: 925 |
თარიღი: 21.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|