Главная » 2008»სექტემბერი»21 » ცისკარიშვილი: "სააკაშვილის გადადგომას არა მარტო საქართველოსა და რუსეთში, არამედ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც ელიან"
ცისკარიშვილი: "სააკაშვილის გადადგომას არა მარტო საქართველოსა და რუსეთში, არამედ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც ელიან"
15:46
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციით, "სააკაშვილის გადადგომას არა მარტო საქართველოსა და რუსეთში, არამედ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც ელიან". თუმცა "მომლოდინე ქვეყნების" დასახელებისგან მან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. როგორც ცისკარიშვილმა "პირველთან" საუბარში განაცხადა, "სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის გაყენების მოლოდინი ნამდვილად არსებობს. საქართველოს პირველი პირის გადადგომას არა მარტო რუსეთში და საქართველოში, არამედ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც ელიან, თუმცა საქართველოს ხელისუფლების არაკონსტიტუციურად გადაყენების საკითხს ვერცერთ ქვეყანაში ვერ მიიღებენ, რადგან ეს გადაწყვეტილება თავად სააკაშვილის მისაღებია". აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა მოითხოვა.