ოთხშაბათი, 04.12.2024, 03:54
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 28
”ჩვენი სამშობლო – საქართველო, სხვა თეატრია!” თქვა თავის დროზე ტიციან ტაბიძემ და ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, ამ ”თეატრის” პერიმიერის ხილვა არ ღირსებია. არადა, საქართველოში ყველაზე დიდი პოლიტიკური სპექტაკლები სწორედ ტიციანის სიკვდილის შემდეგ დაიდგა და ეს სპექტაკლები ახლაც გრძელდება.

ჩვენ, ყველას ძალიან გვიყვარს პოლიტიკური სპექტაკლები და როგორც თეატრზე ნამეტნავად შეყვარებულ ხალხს შეეფერება, ყოველ სცენას ისეთი გულმოდგინებით განვიხილავთ, დიდ თეატრალურ კრიტიკოსებსაც კი ბოღმის ბუკეტებს ვასროლინებთ. ჩვენ არავის არ ვგავართ! ჩვენ, ჩვენ ვართ!

და ისევ მაპი – ოცნება, რომელიც დაბურძგვლამდე ჩვენეული და მშობლიურია. ქართულ ინტერნეტორუმებზე კარგად იციან ოცნების ძალა. თუ სადმე სამართალია, ”ოცნებების თეატრი” მანჩესტერის ”ოლდ ტრაფორდს” კი არა, საქართველოს უნდა ერქვას.

choinanna: ”მაპი რომ არ მოგვცეს საქართველოში სადავო ტერიტორიების მოშველიებით და დეკემბრამდე გადაწიეს ვადა, ცხადი იყო, რომ ამ ტერიტორიების საბოლოო რეზოლუცია მოხდებოდა დეკემბრამდე, ანუ ძალიან მაგრა დავიჟეჟებოდით. მაშინაც ვამბობდით, რომ საქართველოს ან აცნობინებენ მათ დამოუკიდებლობას ან უბრალოდ ნატოში ვერ შევალთ, მანამ სანამ რუსეთს შეეძლება აფხაზეთი სამაჩაბლოს კონტროლი და სიტუაციის მუდმივი არევ-დარევა...

30 წლის მერე რისი მაქნისი იქნება ნატო კიდე საკითხავია... პოლიტიკური რეალიები ცვლადია და ლოიალურობის სუბიექტებიც. ასე რომ, რასაც ვფიქრობდით ”უტვინო ოპოზიციონერები” სწორედ ის მოხდა... ოფიციალურად ჩამოგვაჭრეს ტერიტორია და ამაში თანამონაწილე მთავრობაცაა სამწუხაროდ. ასე რომ მე მგონია ნატოში გვიკრავენ თავს მას შემდეგ, რაც აჟიტირე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 857 | თარიღი: 28.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

კარიერაში პირველი მადლობა ედუარდ შევარდნაძემ უთხრა. 1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტზე მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა. ახლა ბათუ ქუთელია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეიძლება ის კიდევ ერთ მადლობას ელის. მადლობამდე კი პრესა.გე ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ მოგიყვებათ.

2008 წლის 5 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სამსახურსში განცხადება შევიდა. ვინმე ზურაბ კირკიტაძემ უძრავ ნივთზე საკუთრების ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაცო წარმოება 11 აგვისტოს დასრულდა, გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც ბათუ ქუთელიას საკუთრებაში 1855 კვ.მ მიწა დაუზუსტდა (მიწის ნაკვეთი №538; საკადასტრო გეგმა – 810295538).

იმავე დღეს, 5 აგვისტოს, საჯარო რეესტრს კიდევ ერთი განცხადებით - საკუთრების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით- მიმართეს. კვლავ გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკუთრებაში ქუთელიას 1121 კვ.მ დაუზუსტდა (მიწის ნაკვეთი¹#534) - წინა ნაკვეთის გვერდით.

14 აგვისტოს კი ბათუ ქუთელიას ნდობით აღჭურვილმა პირმა საჯარო რეესტრს ახლა ახალი, ორივე ზემოთ ნახსენები მიწების გაერთიანებით მოთხოვნით მიმართა. 20 აგვისტოს მონაცემებით, ქუთელიას საკუთრებაში 2976 კვმ მიწის ნაკვეთია - №370. მიწა თბილისში - სოფელ ტაბახმელაშია.

თავად ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უძრავი ქონება შეიძინა და დაიკანონა, განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს - ეს მისი, ისევე როგორც ყოველი მოქალაქის უფლებაა და თავისუფლად შეუძლია მოახდინოს ამ უფლების სამართლებრივი რეალიზაცია, თუმცა, როცა საქმე სახელმწიფო მოხელეს ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 956 | თარიღი: 28.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz