შაბათი, 21.12.2024, 14:36
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 28 » თავდაცვის მინისტრის მოადგილე ომის დროს მიწების ყიდვა-გადაფორმებით იყო დაკავებული
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ომის დროს მიწების ყიდვა-გადაფორმებით იყო დაკავებული
13:59
კარიერაში პირველი მადლობა ედუარდ შევარდნაძემ უთხრა. 1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტზე მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა. ახლა ბათუ ქუთელია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეიძლება ის კიდევ ერთ მადლობას ელის. მადლობამდე კი პრესა.გე ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ მოგიყვებათ.

2008 წლის 5 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სამსახურსში განცხადება შევიდა. ვინმე ზურაბ კირკიტაძემ უძრავ ნივთზე საკუთრების ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაცო წარმოება 11 აგვისტოს დასრულდა, გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც ბათუ ქუთელიას საკუთრებაში 1855 კვ.მ მიწა დაუზუსტდა (მიწის ნაკვეთი №538; საკადასტრო გეგმა – 810295538).

იმავე დღეს, 5 აგვისტოს, საჯარო რეესტრს კიდევ ერთი განცხადებით - საკუთრების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით- მიმართეს. კვლავ გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკუთრებაში ქუთელიას 1121 კვ.მ დაუზუსტდა (მიწის ნაკვეთი¹#534) - წინა ნაკვეთის გვერდით.

14 აგვისტოს კი ბათუ ქუთელიას ნდობით აღჭურვილმა პირმა საჯარო რეესტრს ახლა ახალი, ორივე ზემოთ ნახსენები მიწების გაერთიანებით მოთხოვნით მიმართა. 20 აგვისტოს მონაცემებით, ქუთელიას საკუთრებაში 2976 კვმ მიწის ნაკვეთია - №370. მიწა თბილისში - სოფელ ტაბახმელაშია.

თავად ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უძრავი ქონება შეიძინა და დაიკანონა, განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს - ეს მისი, ისევე როგორც ყოველი მოქალაქის უფლებაა და თავისუფლად შეუძლია მოახდინოს ამ უფლების სამართლებრივი რეალიზაცია, თუმცა, როცა საქმე სახელმწიფო მოხელეს ეხება, მაშინ მის მოქალაქეობრივ უფლებებზე წინ, ყოველთვის, მორალური პასუხისმგებლობა დგება.

შესაბამისად, ეს საკითხი უყურადღებად არ დაგვიტოვებია და კომენტარისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვთხოვეთ, თუმცა - უშედეგოდ. შევეცადეთ ბატონი მინისტრის მოადგილე კომენტარის აუცილებლობაში სატელეფონო შეტყობინებით დაგვერწმუნებინა და მივწერეთ:

- “ბატონო ბათუ, სტატია რომელიც აგვისტოში თქვენს მიერ მიწების გადაფორმების საკითხს ეხება, ხვალისთვის დაიბეჭდება. იქნებ გვიპასუხოთ, რამდენად შესაფერისი დრო იყო აგვისტო იმისთვის, რომ თქვენ მიწების გადაფორმების საკითხისთვის მოიცალეთ?”

პრესა.გე-ს პასუხი არ მიუღია. ქუთელიამ ტელეფონს არ უპასუხა. მასთან დაკავშირება თავდაცვის სამინისტროს საზოადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნანა ინწკირველს ვთხოვეთ.

ინწკირველი ქუთელიას კომენტარს მეორე დღისთვის დაგვპირდა, თუმცა ორ წუთის შემდეგ დაგვირეკა და გვითხრა:
- ბათუ ადასტურებს ამ ფაქტს და ამბობს რომ ეს მიწები მას ქონებრივ დეკლარაციაშიც აქვს შეტანილი.

იქნებ ისიც გვითხრას რამდენად შესაფერისი დრო იყო აგვისტო მიწების გადაფორმებისთვის?
- თუ ამდენი შეკითხვები გაქვთ ოფიციალურად, წერილობით მოგვმართეთ.

წერილობით თავდაცვის სამინისტროსთვის მიმართვას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, თუმცა პრესა.გე მზად არის პრეტენზიის შემთხვევაში ბათუ ქუთელიას კომენტარი გამოქვეყნოს. მანამდე კი, ფაქტის შეფასება სამხედრო ექსპერტს შალვა თადუმაძეს ვთხოვეთ:

- “როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ჩანს, აღნიშნული უძრავი ქონების სარეგისტრაციო პროცედურა 2008 წლის 5 აგვისტოდან დაიწყო და 25 აგვისტომდე გრძელდებოდა. ვფიქრობ, ნორმალური მოვლენა არ არის, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საკუთარი ქონების რეგისტრაციით იყოს დაკავებული მაშინ, როცა ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს - დაიღუპა ასობით სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა ათასობით ადამიანი და უმიწოდ და უსახლკაროდ დარჩა ათიათასობით ჩვენი მოქალაქე, ეროვნული თავდაცვის სისტემამ არნახული მატერიალურ-მორალური ზარალი განიცადა.

ვფიქრობ, მსგავსი ფაქტები საზოგადოებრივი განსჯის საგანი უნდა გახდეს - იმ საზოგადოებისა, რომელმაც ძალიან ბევრი პირადი მატერიალური სიკეთე მოიკლო საკუთარი სახელმწიფოს თავდაცვის დაფინანსების უზრუნველსაყოფად და ამ დაცულობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელის შესანახად, რომელსაც, საომარი მდგომარობაშიც კი, აზრად არ მოსდის საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის დროებით გვერდზე გადადება.

მე არ მაქვს ილუზია, რომ ბატონი ბათუ ქუთელია ჩაუღრმავდება საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის ამ ნაკლოვან მხარესA და მის შეუსაბამობას საკუთარ კარიერულ ამბიციასთან. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ფაქტზე რეაგირება უნდა მოახდინონ მმართველობის ზედა რგოლებმა, რადგან სახელმწიფოს, და მით უფრო სახელმწიფოს თავდაცვას, აშენებენ მხოლოდ ისინი, ვინც ქვეყნის ინტერესებზე წინ არაფერს აყენებენ.

ყოველივეში კი განსაკუთრებით დამაფიქრებელია სამწუხარო სიმბოლურობა - მაშინ, როცა სახელმწიფო მიწებს კარგავს, სახელმწიფოსთვის დაღუპული ჯარისკაცი მიწას არ არის მიბარებული, ამ დროს მისი ჩინოვნიკები საკუთარ მიწებს “იერთებენ”.

სტატიაზე მუშაობის პერიოდში კიდევ ერთ ფაქტის შესახებ შევიტყვეთ. სოფელ ტაბახმელაში, იმავე ზონაში, ბათუ ქუთელია გვერდით მიწის გადაფორმების ოპერაციას კიდევ ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი ახორციელებს. ეს ვლადიმერ ჩაჩიბაიაა. ამ ორ ფაქტს შორის ერთი განსხვავებაა - ჩაჩიაბაია მიწებზე საკუთრების რეგისტრაციით 19 სექტემბერს დაინტერესდა. უკანასკნელი მონაცემებით, ჩაჩიბაიამ საჯარო რეესტრს ბათუ ქუთელიას გვერდით ნაყიდი მიწების გაერთიანების მოთხოვნით 25 სექტემბერს მიმართა.

სამხედრო ექსპერტს ირაკლი ალადაშვილს ფაქტის კომენტირება უჭირს თუმცა ადასტურებს რომ ინფორმაცია ამის შესახებ მასაც გააჩნია:

- “მე მირჩევნია კომენტარები სამხედრო თემებზე გავაკეთო, ეს უფრო პიროვნების მორალური მხარეებია და ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ” - განაცხადა ალადაშვილმა.

ტაბახმელაში, ქუთელიას საკუთრებაში 2’976 კვმ მიწა, ხოლო ჩაჩიბაიას საკუთრებაში 1’565 კვმ მიწის ნაკვეთი ირიცხება. თუკი უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტოს მონაცემების მიხედვით ვიმსჯელებთ, ტაბახმელაში კვადრატული მეტრი მიწის ფართობი 30-დან 55 დოლარამდე მერყეობს. უხეში გათვლებით ქუთელიამ 120 ათას დოლარამდე, ჩაჩიაბაიმ კი 62’000 დოლარი გადაიხადეს.

Просмотров: 960 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz