შაბათი, 27.04.2024, 10:33
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 10

8 სექტემბერს, ევროკავშირის ინიციატივით, ქართულ და რუსულ მხარეებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, განისაზღვრა სარკოზის "6 პუნქტიანი შეთანხმების  შესრულების პირველ ეტაპზე განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები.

საქართველო გამოხატავს მადლიერებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ევროკავშირისა და მისი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევისათვის. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს.

ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის საჯარისო შენაერთებმა 15 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ქალაქები ფოთი, სენაკი და მათი მიმდებარე ტერიტორიები; 2008 წლის 10 ოქტომბრამდე არც ერთი რუსი ჯარისკაცი აღარ უნდა დარჩეს საქართველოში, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარდა.

ევროკავშირის ინიციატივით გამართულ მოლაპარაკებებზე განისაზღვრა საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგების არეალი  მთელი საქართველო, პირველ ეტაპზე  კონფლიქტური რეგიონების მიმდებარე ტერიტორია, ხოლო შემდგომ, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც. საერთაშორისო დამკვირვებლები იმოქმედებენ გაეროს, ეუთოსა და ევროკაშირის ეგიდით. პირველ ეტაპზე განლაგდება სულ მცირე 200 დამკვირვებელი ევროკავშირის ეგიდით, რომელთა რიცხვი, ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი შეთანხმების საფუძვე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 784 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

"ფონდის დემოკრატიული განვითარებისთვის" თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების რეალურ მიზანს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა. "რუსეთს მიზნად ჰქონდა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაემყარებინა კონტროლი, რადგან საქართველო ენერგომატარებლების დასავლეთისთვის მიწოდებისათვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზაა", - განაცხადა ბურჯანაძემ გაზეთ "ფაინეშნლ თაიმსთან" ინტერვიუში. პარლამენტის ყოფილი სპიკერის განცხადებით, მას ხელთ უტყუარი მტკიცებულებები აქვს იმისა, რომ რუსული არმია თბილისამდე მისვლას აპირებდა და "მოსკოვის შეჩერება მხოლოდ ევროკავშირის ჩარევამ შეძლო". "რუსეთმა რუსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების ბოლომდე განადგურებას  მიაღწია, ახლა კი აიძულებს დასავლეთს, ისაუბროს არა კონფლიქტურ რეგიონებზე, არამედ სულ სხვა თემებზე" - აცხადებს პოლიტიკოსი და დასძენს, რომ "დასავლეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ერთსულოვანი და პრინციპული უნდა იყოს". აღსანიშნავია, რომ ნინო ბურჯანაძე ამერიკულ-ევროპული ვიზიტის შემდეგ საქართველოში დღეს დაბრუნდა. ყოფილი სპიკერი ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის პოლიტიკოსებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
წაკითხულია: 792 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზური მხარე ქართულ სპეცსამსახურებს ტერორისტული აქტის განხორციელებაში ადანაშაულებს. სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, დღეს გალის რაიონის კომისარიატის ხელმძღვანელ ბესლან კირთაძეზე თავდასხმა განხორციელდა, რომელიც, აფხაზური მარის მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. შს დე ფაქტო რაიგანყოფილების ხელმძღვანელის ლოურენს კოღონიას განცხადებით, კირთაძის მობილურ ტელეფონზე, რომელიც მის სამსახურებრივ მანქანაში იყო, ზარი გაისმა, რის შემდეგაც საშუალო სიძლიერის აფეთქების ხმა გაისმა: ამოქმედდა მხოლოდ დეტონატორი, რის გამოც კირთაძე არ დაშავებულა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულმა გამნაღმველებმა 1,5 კგ ტროტილის შაშხანები და 300 გრამი პლასტიტი აღმოაჩინეს. "არ არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმა სწორედ ქართულმა დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა. გალის რაიონში საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ტერორისტული აქტებისა და დივერსიებისათვის მზადების შესახებ ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს", - განაცხადა კოღონიამ. მისივე თქმით, ოპერატიული ჯგუფი ეჭვმიტანილების კვალზე უკვე გავიდა.
წაკითხულია: 820 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვა ოფიციალურად მოითხოვოს.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, ”გამორიცხული არ არის, ოპოზიციის მიერ მომზადებულ ახალ დოკუმენტში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშნვის მოთხოვნები იქნას ჩაწერილი”.

მისივე თქმით, დღევანდელი თათბირის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივ დოკუმენტზე ჩამოყალიბებულიყო.

- ”შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა კრიზისის დაძლევის ერთიანი გეგმა შევიმუშავოთ. სავარაუდოდ, ორშაბათს ჩვენ შეთანხმებულ მოთხოვნებს გამოვაქვეყნებთ”, - განაცხადა კუკავამ.

შეგახსენებთ, რომ ”ახალი მემარჯვენეები” და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები ცალ-ცალკე დოკუმენტებს ამზადებდნენ, თუმცა ამჟამად უკვე ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობენ.

წაკითხულია: 771 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

11 სექტემბრის ტრაგედიიდან შვიდი წელი სრულდება. 2001 წლის 11 სექტემბერი ყველაზე ტრაგიკული დღეა აშშ-ის ისტორიაში. ამ ტრაგედიის დროს დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1973-ს შეადგენს, აქედან 24 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი  - ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის ადგილობრივი დროით, 08:45 სთ-ზე შეეჯახა.  მის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი საკმაოდ დიდი რაოდენობის ნავთობით იყო დატვირთული. შეჯახების მომენტში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე წუთში ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის შახტიდან გამოსული სიცხით კი ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 09:03 სთ-ზე "ტყუპების" სახელით ცნობილი შენობების სამხრეთ ცათამბჯენს 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 სთ-ზე მცირე ინტერვალებით ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი - ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად ადგილობრივი დროით, 09:45 სთ-ზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის - 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სა ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 833 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

შიდა ქართლის გუბერნატორები და მისი მოადგილეები ჟურნალისტების ცემა-ტყეპით იხვეჭავენ სახელს. ამ მხრივ ყოფილი რწმუნებული მიხეილ ქარელი და მისი მოადგილე მარლენ ნადირაძე ლიდერობდნენ. დღესდღეობით მათ ტრადიციებს ამჟამინდელი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი და მისი მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი აგრძელებენ. დღეს გვარი ”ჩინჩილაკაშვილი” საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახდა.

ამჟამინდელ გუბერნატორს და მის მოადგილეს ჟურნალისტის და თანაც ადამიანის უფლებათა დაცვისათვის მებრძოლი ორგანიზაციის წევრის შეურაცხყოფისთის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია - წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო კომიტეტი (OMCT) და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (FIDH) უჩივის.

ჟენევიდან და პარიზიდან საქართველოს პრეზიდენტს და ძალოვან უწყებებს წერილი მისწერეს, დაუყოვნებლივ მოახდინეთ რეაგირება 2008 წლის 1 სექტემბერს კარალეთის საგუშაგოსთან ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწლის ფაქტზე. ორივე საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლებას ახსენებს, რომ საქართველო ეუთოს წევრი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოებას როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

ვიდრე ხელისუფლება მოიფიქრებს, თუ რა ზომები გაატაროს ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, შევადაროთ ერთმანეთს ვარძელაშვილი და მიხეილ ქარელი.

”დავაი ტანკ ნაზად...!”
მიხეილ ქარელს 2004 წლის კონფლიქტის გაღვივების დროს კონფლიქტის ზონა არ დაუტოვებია და არ გაქცეულა. არამედ, მიუხედავად იმისა, რომ მან რუსულიც კი წესიერად არ იცოდა, გაბედა და რუს მშვიდობისმყოფელს სვიატოსლავ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 1090 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის წინაშე რუსების მიერ დადებული პირობის მიუხედავად, საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ, რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯარების გაორმაგებას აპირებს, - იუწყება ”ნიუსრუ”.

- ”ევროპელი დიპლომატების მიმართ ფორმალური დათმობების მიუხედავად, მოსკოვმა კვლავ მოახდინა დემონსტრირება, რომ აპირებს, რეგიონს კვლავ თავისი ნება უკარნახოს ”, - ასეთია საერთაშორისო პრესის დასკვნა.

- ”რუსეთი გეგმავს, არაღიარებულ რესპუბლიკებში სამხედრო ბაზები შექმნას. ასევე, შესაძლებელია, რომ შეეცადოს ევროპელების გამოყენება საქართველოს საზღვრების ხელახლა დასაკანონებლად. რუსეთი გეგმავს, თითქმის ორჯერ გაზარდოს სამხედრო კონტინგენტი სეპარატისტულ რეგიონებში”, - იუწყება გაზეთი The Washington Post.

- ”როგორც კი ნიკოლა სარკოზი წავიდა, რუსეთმა კვლავ გააგრძელა თავისი ”პაიკების” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადადგილება. რაც მთლიანობაში 7,6 ათასამდე რუს სამხედროს შეადგენს.”, წერს გაზეთი ლიბერატიონ.

The Washington Post : ”აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი, რომელიც ევროპაში ტურნეს განაგრძობს, კვლავაც საქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს. მან ცოტა ხნის წინ თბილისს მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარება შეთავაზა ”.

The Washington Post –ის ჟურნალისტი სვამს შეკითხვას, ”როდის მოასწრო საქართველომ აშშ-ს 51 შტატად გადაქცევა? 4-მილიონიან მოსახლეობას რატომ ეხმარებიან მილიარდი დოლარით?

”ამ დახმარებას ამერიკა კეთილი გულის გამო არ აგზავნის, საუბარია ცივ, გააზრებულ ნაბიჯზე, რომელიც პირდაპირ რუსეთის საწინააღმდეგოდ არის მიმართული”, - აღნიშნავს გაზეთი.

წაკითხულია: 828 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას აზრით, ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე შემოთავაზებას მალე საქართველოც მიიღებს. მსგავსი პროგნოზის გაკეთების საფუძველს ჟვანიას ის განცხადებები აძლევს, რომელიც ევროკავშირის ლიდერთა მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთდა. "საქართველო მიესალმება უკრაინის ევროკავშირში ასოცირებულ წევრად მიღებას" – განაცხადა ჟვანიამ და აქვე განმარტა, რომ "უკრაინამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი საქართველოზე ადრე დაიწყო და შესაბამისად, პირველი გახდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი". "უკრაინა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მისი ნებისმიერი წარმატება საქართველოს წარმატებაც არის. ევროკავშირის ლიდერთა გადაწყვეტილება კი არის ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შემოთავაზებას საქართველოც მალე მიიღებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ჟვანიამ.
წაკითხულია: 852 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის თავმჯდომარეები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ 2008 წლის 12 აგვისტოს თბილისსა და მოსკოვში ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული და დაუყოვნებლივი შესრულების აუცილებლობას. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის თავმჯდომარეთა დეკლარაციაში, რომელსაც საქართველოს სააგრეო საქემთა სამინისტრო აქვეყნებს. ამასთან, დოკუმენტში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის თავმჯდომარეები რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალმხრივად აღიარების ფაქტს კიდევ ერთხელ უკიდურესად მკაცრ შეფასებას აძლევენ და კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამავდროულად ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის თავმჯდომარეები ევროკავშირის მხარდაჭერას გამოხატავენ ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით. ისინი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მზდყოფნას გამოთქვამს, განალაგოს საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
წაკითხულია: 763 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამერიკის მეგობართა კლუბი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხვალ "თბილისი მერიოტში" ანტიტერორისტულ აქციას გამართავს. ანტიტერორისტული აქცია სახელწოდებით “მშვიდობის ხე” 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ შემზარავ ტრაგედიას და ტერაქტის შედეგად დაღუპულ ათასობით ადამიანს ეძღვნება. "აქციის მიზანია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიოში საერთაშორისო მშვიდობისათვის წარმოებულ პროცესებში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქვეყნებს, რომლებიც ტერორიზმის მსხვერპლნი გახდნენ" – განუცხადა "პირველს" აშშ-ის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკადიშვილმა. აქციაში აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. აქციის მსვლელობისას დარბაზში 11 სექტემბრის ტერაქტის ამსახველი ფოტომასალა იქნება გამოფენილი, ნაჩვენები იქნება 5 წთ-იანი ვიდეო-კლიპი და სპრეციალურად ამ ღონისძიებისათვის მეტალის კონსტრუქციისგან დამზადდება "მშვიდობის ხე", რომელზეც მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ, სიმბოლურად შეაბან ლენტები ნიშნად იმისა, რომ უფრო ეფექტური და მოქნილი გავხადოთ საერთაშორისო მშვიდობისათვის და სტაბილურობისათვის გზების პოვნა.
წაკითხულია: 920 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთი უახლოეს მომავალში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კიდევ 5 ქვეყნისგან ელის. როგორც გაზეთი "კომერსანტი" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ რუსეთისა და ნიკარაგუას შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უახლოეს მომავალში ბელორუსია, სირია, ლივია, იორდანია და მაროკო აღიარებენ". გაზეთის ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელია, ბელორუსია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხს 28 სექტემბრის შემდეგ განიხილავს. რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
წაკითხულია: 784 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

იტალიური მასმედიის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილ იტალიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 807 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან საქართველოსთვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი უკვე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშია.

ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ევროპული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

კანონპროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ეს თანხა გამიზნულია საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისა და რეკონსტრუქციისთვის, ასევე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, რაც ქვეყანას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ომის შედეგად კრიტიკულად მნიშვნელოვანი განადგურებული ინფრასტრუქტურისა და საშინაო და რეგიონული ვაჭრობის აღსადგენად სჭირდება

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის თანხის გამოყოფა რაც შეიძლება, სწრაფად - კანონპროექტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა უნდა მოხდეს.

როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებთან უნდა ითანამშრომლონ, რათა განამტკიცონ და გააღრმავონ ვაჭრობა, ბიზნესი და ეკონომიკური კავშირი ამ ქვეყნებთან, მათ შორის - საქართველოს ფოთის პორტში თავისუფალი სავაჭრო ზონისა და ჩრდილოეთ ევროპის გაფართოებული პარტნიორობის მეშვეობით - ნათქვამია დოკუმენტში.

წაკითხულია: 779 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უკრაინული დელეგაციის წევრები დღეს გორში ჩავლენ და რუსული აგრესიიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებს მოინახულებენ.

დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. გუშინვე დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საგარეო საქმეტა მინისტრ ეკატერინე ტყეშელაშვილს შეხვდნენ.

გარდა ამისა, უკრაინელი სტუმრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო.

წაკითხულია: 853 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პოლიტიკურ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შეხვდა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რომლის დროსაც ბაქრაძემ ბერნსს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია გააცნო.

ასევე, მხარეებმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის დაგეგმილ დახმარებაზე ისაუბრეს

ულიამ ბერნსმა აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დარღვევა დაუშვებელია.

წაკითხულია: 752 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიებში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობას გამორიცხავს.


როგორც ლაშა ჟვანიამ განაცხადა, შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულმა წარმომადგენლებმა მონაწილობა მიიღონ რაიმე სახის მოლაპარაკებაში საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან.


მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არ არის და არც რუსეთი წარმოადგენს სრულფასოვან საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტს, ვინაიდან ის გამოსულია ნორმალური ურთიერთობების ჩარჩოებიდან.


მანვე დასძინა, რომ რუსეთი გამოსულია ნორმალური ურთიერთობების ჩარჩოებიდან, არის ოკუპანტი ქვეყანა და მისი საოკუპაციო ჯარების გაყვნისთვის იბრძვის როგორც ევროკავშირი, ისე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა.


როგორც რუსული მხარე აცხადებს, 15 ოქტომბერს ჟენევაში კავკასიაში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

წაკითხულია: 760 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სოხუმის ხელისუფლება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედ გაეროს მისიას სახელის შეცვლისკენ მოუწოდებს.

საქართველოში გაეროს მისიის თანამშრომლებმა, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მსახურობენ, ან ორგანიზაციის სახელწოდება უნდა შეცვალონ, ან რესპუბლიკის ტერიტორია უნდა დატოვონ - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა.

მისივე თქმით, იგი ორი დღის განმავლობაში ესაუბრებოდა მისიის ხელმძღვანელობას და ეკითხებოდა, სად იმყოფებოდნენ ისინი  აფხაზეთში, თუ საქართველოში

ვთხოვე მათ, დასვან საკითხი გაეროში: ან დარჩებიან ჩვენთან, ან ამ სახელის გათვალისწინებით, უნდა გადავიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, - განაცხადა ბაღაფშმა როსიისკაია გაზეტასთან ინტერვიუში და დასძინა, რომ ეს არის სერიოზული საკითხი, რომელიც ოპერატიულ გადაწყვეტას საჭიროებს

წაკითხულია: 836 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

10 სექტემბერი. თბილისი. კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყოველი ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის შეფასებები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ვესტი. რუ აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გამართული განხილვების ანალიზზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჰოვარდ ბერმანმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოქმედებებს საშინელი და უხეში შეცდომა უწოდა.

ამასთან, ვესტი.რუ-ს ცნობით, კონგრესის გუშინდელ მოსმენაზევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დანა რორბახერმა განაცხადა, რომ ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ შეირაღებული კონფლიქტი ქართულმა მხარემ დაიწყო.

რუსები მართლები არიან, ჩვენ  არა. ეს ყველაფერი საქართველომ დაიწყო, რუსეთმა კი ბოლო მოუღო, - განაცხდა რორბახერმა.

გარდა ამისა, ვესტი.რუ-ს მტკიცებით, ტეხასელმა დემოკრატმა კონგრესმენმა შეილა ჯექსონ ლიმ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. მან თეთრი სახლის მოქმედებებს ანტირუსული და აშშ-ის ინტერესებისთვის საზიანო უწოდა.

ჩვენი მეგობრები რუსეთში არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე მეგობრები საქართველოში. აუცილებლია ბალანსის მოძებნა, - აღნიშნა მან.

წაკითხულია: 909 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი იავოზ მილდონი დღეს საქართველოს ესტუმრა.

იავოზ მილდონი და ორგანიზაციის სხვა წევრები 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის წევრებთან და დეპუტატებთან გეგმავენ შეხვედრებს. ამასთან, სიტუაციის ადგილზე გასაცნობად ისინი გორს ეწვევიან და კარვების ქალაქში? მცხოვრებ დევნილებს მოინახულებენ.

ვიზიტის დასასრულს იავოზ მილდონი შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს

წაკითხულია: 794 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

”ინტერფაქსის” ცნობით, აფხაზეთის სანაპიროდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი ”მოსკოვი” სევასტოპოლში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ კრეისერი ”მოსკოვი” და რუსული ფლოტის სხვა ხომალდები აფხაზეთში შავი ზღვის სანაპიროზე სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოკუპაცის დაწყებისთანავე შევიდნენ.

რუსული მხარის ვერსიით, ისინი აფხაზეთში რუსული ე.წ. სამშვიდობო ძალების დასახმარებლად და საქართველოში იარაღის შემოტანის დაბლოკვის მიზნით შემოვიდნენ.

რუსული ხომალდები სევასტოპოლის პორტიდან, უკრაინული ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, უკანონოდ გამოდიოდნენ. როგორც ცნობილია, უკრაინა რუსულ ფლოტს დაემუქრა, რომ სევასტოპოლიდან აფხაზური სეპარატისტების დასახმარებლად გასულ ხომალდებს უკან არ შეუშვებდა.

პრეზიდენტმა იუშენკომ კი, რუსული ფლოტის ხომალდების გადაადგილების შეზღუდვების შესახებ ბრძანებაც გასცა.

წაკითხულია: 788 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ ”საქართველოს მომავალი ახლა აშშ-სა და ევროპის მკაცრ პოზიციებზეა დამოკიდებული”. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე დაყრდნობით ტელეკომპანია იმედი იუწყება.

მისივე ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა საქართველოს მიმართ მოსკოვის პოზიცია კიდევ ერთხელ დაგმო და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოსთხოვა.

”საქართველოში შემოჭრით, ცეცხლის შეწყვეტის პირობის დარღვევითა და გავლენის სფეროების გაძლიერებაზე საუბრით რუსეთმა საკუთარი საერთაშორისო იმიჯი დიდი რისკის ქვეშ დააყენა. რუსეთის ქმედებები - ეს არის იმ კურსის გაგრძელება, რომელიც ევროპის წარსულში დარჩა: ავღანეთის, ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის მოვლენები, ასევე საქართველოს 1921 წლის ოკუპაცია”, - განაცხადა ფრიდმა.

წაკითხულია: 821 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს დილით რუსი ოკუპანტების მიერ მძიმედ დაჭრილი ქართველი პოლიციელი რამდენიმე წუთის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქართული პოლიცია რუს ოკუპანტებს დამნაშავეთა დასაკავებლად კარალეთში შეშვებას სთხოვს.

ინციდენტი დღეს დილით, 10:15 საათზე გორის რაიონის სოფელ კარალეთის შესასვლელთან მოხდა. აქ განლაგებული უკანონო რუსული პოსტიდან ქართული პოლიციის საგუშაგოსთვის ცეცხლის გახსნის შედეგად ქართველი პოლიციელი დაიჭრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი ახლომდებარე რუსული პოსტიდან გაიხსნა, რის შედეგადაც თავისა და ყელის არეში ქართველი პოლიციელი კახა ცოტნიაშვილი დაიჭრა. მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


ქართულ მხარეს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია.

წაკითხულია: 825 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ოსმა სეპარატისტებმა ახალგორის რაიონს საბჭოთა კავშირისდროინდელი სახელწოდება ლენინგორის რაიონი დაარქვეს.

ახალგორის რაიონის მცხოვრებ თამუნა გიგაურის ცნობით პოლიციის ახალი უფროსი ილო ხუბულოვი რაიონში მოძრავი ავტობუსის მძღოლებს აიძულებს ტრაფარეტზე ახალგორის ნაცვლად ძველი სახელწოდება _ ლენინგორი დააწერონ. ტრაფარეტები ლენინგორის წარწერით რაიონში შესასვლელთანაც დგას. ახალგორში სისტემატურად შემოდის რუსული დამატებითი ძალები. გუშინ, ბრეზენტგადაფარებული 10 სამხედრო მანქანა შემოვიდა. მასში ჯარისკაცები ისხდნენ თუ იარაღი შეიტანეს, არავინ არ იცის. ოსებს და რუსებს დაკავებული აქვთ ყველა სტრატეგიულოი სიმაღლე და ძნელად მისადგომ ადგილებში ქართულ სპეცრაზმს დაეძებენ, _ განაცხადა ახალგორის რაიონის მცხოვრებმა თამუნა გიგაურმა.

წაკითხულია: 1032 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

როგორც «Росбалта» -ის კორესპონდენტი იუწყება დასავლეთ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 813 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ-ს ერთ-ერთმა ოფიციალური მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად განიხილავს, თუ როგორ დაეხმაროს საქართველოს არმიას აღდგენაში, რომელსაც რუსეთთან ომის შემდეგ დარტყმა მიადგა.

ოფიციალური წარმომადგენელი თავშეკავებული აღმოჩნდა, დეტალურად ესაუბრა სამხედრო დახმარების გეგმაზე, რადგან რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ის სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას მოერიდა. მით უმეტეს, რომ რუსეთმა არაერთხელ გააკრიტიკა და დაგმო აშშ-ს მიერ გაწეული სამხედრო დახმარება ქართული შეიარაღებული ძალებისადმი.

თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ერიკ ედელმანმა სენატის კანონმდებლებს აცნობა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი მიმდინარე კვირას შემფასებელთა ჯგუფს გაგზავნის თბილისში. ”ჩვენ გავაანალიზებთ, როგორ შეიძლება აშშ დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და შეიარაღებული ძალების აღდგენაში,” - განაცხადა მან.

სენატში ედელმანს და დენიელ ფრიდს მოსთხოვეს მონახაზი გაეკეთებინათ, თუ როგორ აპირებდნენენ რუსეთის ახალ ბრალდებებზე პასუხის გაცემას. მაგრამ მათ გეგმის კონკრეტული დეტალები არ გაუმჟღავნებიათ.

”რუსეთთან ჩვენს გრძელვადიან ურთიერთობაში უნდა აისახოს საქართველოს ტერიტორიაზე მისი შეჭრის ფაქტი,” - განაცხადა ფრიდმა.

მან ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის ძლევამოსილებას უყურებს, როგორც რეგრესისკენ მიმავალს, ხოლო ეკონომიკას - ძლიერ დამოკიდებულს მხოლოდ ბუნებრივ რესურსებზე. მან გააფრთხილა რუსეთი, რომ შესაძლოა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს.

- ”რუსეთი აღარ მოიცავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას, რომ იზოლაციის პირობებში გან ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 817 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საერთაშორისო დახმარებები უკვე საქართველოს ბიუჯეტში ჩხრიალებს. პირველიად ლენტი მეგობარმა უკრაინელებმა გაჭრეს და საქართველოს მთავრობას ერთბაშად 10 მილიონი ანგარიშზე უკვე დაუსვეს.

ჩქარობენ ამერიკელებიც, თუმცა მათი მილიარდიანი დახმარებას ცოტა აგვიანდება. სამაგიერო, ისინი ფინანსების ნაწილს “ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” მეშვეობით გადმოისვრიან, რომელიც უკვე წამოწყებული 300-მილიონიანი პროექტის მიღმა, დამატებით პროექტებსაც განახორციელებს.

- “უკრაინა არის პირველი სახელმწიფო, რომლის დახმარებაც საქართველოს ანგარიშზე ჩაირიცხა”, - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოში სტუმრად მყოფმა უკრაინის ვიცე-პრემიერმა გრიგორი ნემირიამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძეს შეხვდა. მან სწორედ გურგენიძისაგან გაიგო, რომ უკრაინის დახმარება პირველია, რომელიც საქართველოში გადმოირიცხა.

დახმარება შეადგენს, დაახლოებით, 10 მლნ დოლარს, რომელიც დევნილთა საცხოვრებელი სახლების აღდგენას მოხმარდება. ვიცე-პრემიერის განცხადებით, გურგენიძესთან საუბრისას ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის საკითხი, რომელიც ძირითადად ეკონომიკური საკითხები იქნება განხილული.

უკრაინელი სტუმრის თქმით, უკრაინა საქართველოს გამოცდილებას გაუზიარებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე, ნემირიას განცხადებით, უკრაინამ ოდნავ წინ წაიწია ევროკავშირთან. ასევე მსჯელობა იქნება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას მოხმარდება აშშ-ს ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 768 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსები წელისწყვეტით ტოვებენ საქართველოს. მართალია, ისინი მხოლოდ უომრად დაკავებული ტერიტორიებიდან გადიან და კონფლიქტური რეგიონებიდან ფეხის მოცვლასაც არ გეგმავენ. ამჯერად მხოლოდ ეს მიღწევა აღმოჩნდა ქართულ-ევროპულ-ამერიკული დიპლომატიის მაქსიმუმი. სარკოზიმ რუსებს ცეცხლი კი შეუნთო, თუმცა კრემლი მაინც არ ჩქარობს.

ყველაზე მთავარი სამხედრო პუნქტი რუსებს ფოთში აქვთ გახსნილი და, სარაუდოდ, ამ ქალაქს ისინი უკანასკნელ წუთამდე არ დატოვებენ. გავრცელებული ინფორმაცია, ფოთიდან რუსული სამხედროების გაყვანის თაობაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე ახვლედიანმა, არ დაადასტურა.

- “ფოთიდან რუსების გასვლის შესახებ ინფორმაცია არასწორია, უბრალოდ, რაღაცებს ცვლიან და ალაგებენ. გარკვეული სამზადისი შეიმჩნევა, მაგრამ თუ სხვა ადგილზე გადანაცვლებას აპირებენ, ამის თქმა, ჯერჯერობით, ადრეა. იგივე სიტუაცია შეიმჩნევა ჩხოროწყუს რაიონში მდეარე ბლოკ-პოსტებზე”, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალექსანდრე ახვლედიანმა.

არადა, გავრცელდა იმედისმომცემი ინფომარცია, რომ ფოთიდან რუსებმა ორი სატვირთო ავტომანქანა და ორი ჯავშანტრანსპორტიორი გაიყვანეს. ეს ყველაფერი ნაბადის საგუშაგოსთან მოხდა, როცა რუსი ოკუპანტების “ურალის” მარკის ორმა სატვირთო ავტომანქანამ დატოვა პოსტი.

ფოთის მერის ვანო საღინაძის თქმით, სატრანსპორტო საშუალებები ტყვია-წამლით იყო დატვირთული. მე-7 კილომეტრზე დისლოცირებული საგუშაგოდან გავიდა ორი ჯავშანტრანსპორტიორიც. საღინაძის აზრით, ეს შეიძლება ჩათვალილიყო რუსების მიერ საქართველოდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ვალდებულების შესრულების მცდელობად, თუმცა მისი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 832 | თარიღი: 10.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz