Главная » 2008»სექტემბერი»10 » რუსეთი უახლოეს მომავალში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კიდევ 5 ქვეყნისგან ელის
რუსეთი უახლოეს მომავალში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კიდევ 5 ქვეყნისგან ელის
13:57
რუსეთი უახლოეს მომავალში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კიდევ 5 ქვეყნისგან ელის. როგორც გაზეთი "კომერსანტი" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ რუსეთისა და ნიკარაგუას შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უახლოეს მომავალში ბელორუსია, სირია, ლივია, იორდანია და მაროკო აღიარებენ". გაზეთის ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელია, ბელორუსია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხს 28 სექტემბრის შემდეგ განიხილავს. რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.