ორშაბათი, 30.12.2024, 17:48
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 22
 
ხვალ პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება. ხვალინდელ სესიაზე დეპუტატები მიმდინარე, მეორე-მესამე მოსმენისათვის წარმოდგენილ კანონპროეტებს განიხილავენ. კანონპროექტების განხილვის პროცედურის დაწყებამდე განცხადებები გაკეთდება. სესია 11:00 საათისათვის დაინიშნა.
წაკითხულია: 884 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს სათავეში სავარაუდოდ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ლეჟავა ჩაუდგება. როგორც ცნობილია, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ღვინიაშვილი პრეზიდენტმა კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე წარადგინა. თუმცა პარლამენტს ღვინიაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილება ჯერ არ შეუწყვეტია.
წაკითხულია: 915 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოში ჩამოსვლას უკვე ამ კვირიდან დაიწყებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჰანს-იორგ ჰაბერმა განუცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის 200 დამკვირვებელი საქართველოს ოთხ ქალაქში – ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თბილისში უკვე 1 ოქტომბრისთვის განლაგდება. როგორც ჰაბერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, ”საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნით ევროკავშირი უპრეცედენტოდ სწრაფად მოქმედებს”.
წაკითხულია: 851 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

თბილისი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას მომხდარი ინციდენტის სათანადო გამოძიებისა და დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით ღონისძიებების გატარებას სთხოვს. ”ბოლო პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების ბლოკ-საგუშაგოების მხრიდან გახსნილმა ცეცხლმა ქართველი პოლიციელის სიცოცხლე უკვე მესამედ იმსხვერპლა, რუსეთის ეს ქმედებები კი არსებული ვითარების უფრო მეტად დაძაბვას ისახავს მიზნად”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს არსებულ დაძაბულ ვითარებას და ყველაფერი გააკეთოს მსგავსი პროვოკაციების შეწყვეტისა და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ”აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ახლოს განხორციელებული პროვოკაციების გახშირებამ კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა დამატებითი კონტინგენტის ოპერატიული განლაგება, ასევე ამ ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების უსწრაფესი გაყვანა აუცილებელია~. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ხურჩასთან განლაგებული რუსული ბლოკ-პოსტის მიმართულებიდან ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგაც ადგილზე გარდაიცვალა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ლეიტენანტი რამაზ კიტია. ამასთან, დაჭრილია პოლიციის სამი თანამშრომელი, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
წაკითხულია: 865 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პარლამენტი იმ ახალ ინიციატივებზე იწყებს მუშაობას, რომელიც პრეზიდენტმა ერთი კვრის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა. შესაბამისი საკონსტიტუციო და საკანონდებლო პროექტების შემუშავება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა. კერძოდ, მომზადდება ”საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიღების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური დებატების გამართვა კანონით იქნება გარანტირებული. რაც შეეხება კონსტიტუციას, მასში შევა ცვლილებები, რომელიც პარლამენტის როლს გაზრდის და პრეზიდენტი ვალდებული იქნება, ახლადარჩეულ პარლამენტს ახალი მთავრობა წარუდგინოს დასამტკიცებლად. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებები შეეხება კერძო საკუთრების უფლების გარანტირებას. როგორც აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ყველა ეს ცვლილება ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში იქნება შეთანხმებული.
წაკითხულია: 876 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბელგიის თავდაცვის ატაშე, ბრიგადის გენერალი პატრიკ ნოპენსი ეწვია. ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა იოსებ ჯიქიამ მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურების შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტსა და ნატო-საქართველოს საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ ბელგიის თავდაცვის ატაშესთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილა. ბრიგადის გენერლის პატრიკ ნოპენსის რეზიდენცია რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში მდებარეობს. ის საქართველოში პერიოდულად ჩამოდის და შეხვედრებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან მართავს. ბრიგადის გენერალი პატრიკ ნოპენსს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს პირადად დაათვალიეროს რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული სამხედრო ინფრასტრუქტურა.
წაკითხულია: 946 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" ანტიკრიზისულ საბჭოს "ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გარიგების პროდუქტად" მიიჩნევს.  როგორც "პირველს" კოალიციის ხელმძღვანელმა დავით ლილუაშვილმა განუცხადა, ანტიკრიზისული საბჭო "არა მართლა დემოკრატიული რეფორმების პოლიტიკურ ცხოვრებაში გატარების, არამედ პიარის მიზნით შეიქმნა". "აღნიშნული საბჭო საშინაო პოლიტიკაში კულუარული შეთანხმებიდან გამომდინარე, ხელისუფლების მიმართ საპარლამენტო ოპოზიციის თვინიერებასა და სრულ მორჩილებას ითვალისწინებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სოციალური სიკეთისა და პრივილეგიის მიღების სანაცვლოდ ხდება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ხელისუფლება ამ ყველაფერს საერთაშორისო საზოგადოების თვალის ასახვევად და შეცდომაში შესაყვანად აკეთებს", - განაცხადა ლილუაშვილმა. ამასთან, კოალიცია იძლევა პირობას, რომ "უახლოეს მომავალში ამ ყველაფრის მიმართ მხილებისა და წინააღმდეგობის კამპანია დაიწყება". "ჩვენ სააკაშვილის ანტიდემოკრატიულ რეჟიმს კომფორტულად ყოფნის საშუალებას ნამდვილად არ მივცემთ", - დასძინა ლილუაშვილმა. კვირის ბოლოს კოალიცია ამ თემებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს.
წაკითხულია: 918 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (1)

გიორგი თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" 3 ნოემბრის შუალედური აჩევნებისთვის საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატებად კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დაპატიმრებული ლევან ჯაფარიძის და ნოდარ მუსერიძის კანდიდატურებს განიხილავს. როგორც "პირველს" პარტიიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ლევან ჯაფარიძის კანდიდატურა - დიდუბის საარჩევნო ოლქში, ნოდარ მუსერიძისა კი ვაკის რაიონში წარსადგენად განიხილება. "ლევან ჯაფარიძე და ნოდარ მუსერიძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ჯერ ბრალი წარდგენილი არ აქვთ და შესაბამისად, კანონი მათ კანდიდატებად წარდგენას არ კრძალავს", - აცხადებს "პირველის" ინფორმატორი და დასძენს, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები იურისტებთანაც მიმდინარეობს. ლევან ჯაფარიძე და ნოდარ მუსერიძე კომერციული მოსყიდვის ბრალდებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისის ბოლოს დააკავეს. მათთან ერთად ამავე ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი - გიორგი ჯაფარიძე.  გამოძიების ინფორმაციით, ლევან ჯაფარიძეს, გიორგი ჯაფარიძეს და ნოდარ მუსერიძეს თბილისში, კოსტავას #77-ში მდებარე 380 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართის (სარდაფი) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის შესყიდვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომლის პრივატიზაციის მიზნით ეკონომიკის განვითარების სამინისტროში აუქციონი იყო გამოცხადებული. აუქციონში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა შეზღუდული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ საზოგადოებასაც.  შსს-ს ინფორმაციით,  დაკავებულებმა მას აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ ქრთამი შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად წინასწარ ორთვიან პატ ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 867 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს დილით სოფელ ხურჩაში კიდევ ორი ქართველი პოლიციელი დაიჭრა.  ქართველი სამართლალდამცველები აფხაზების მიერ დატოვებულ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდნენ. დაჭრილებს ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებათ. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ნაღმი იმ ადგილიდან 200 მეტრში აფეთქდა, სადაც წუხელ ქართველ სამართალდამცველებზე რუსების ბლოკ-საგუშაგოდან თავდასხმა განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე სოფელ ხურჩასთან მდებარე რუსული ბლოკ-საგუშაგოდან ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ლეიტენანტი რამაზ კიტია ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ სამი პოლიციელი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
წაკითხულია: 863 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აჭარის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარებად სახელისუფლებო პარტია "ნაციონალური მოძრაობა" აჭარის რაიონების მოქმედი გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების კანდიდატურებს განიხილავს. როგორც "პირველს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ქედის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის მაჟორიტარებად ამავე რაიონების მოქმედი გამგებლების კანდიდატურები განიხილება. სავარაუდოდ, ქობულეთში ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის ჭყონიას კანდიდატურას წარადგენენ, ბათუმში კი კენჭს ქალაქის მერი რობერტ ჩხაიძე იყრის. 3 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობა" ძალებს მთლიანად აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში სცდის. რაც შეეხება საპარლამენტო შუალედურ არჩევნებს ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში, აქ პრეზიდენტის პარტია საკუთარ კანდიდატურებს არ წარადგენს.
წაკითხულია: 866 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

"TBC ბანკის" საგამოფენო დარბაზი გია ბუღაძის გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები ბოლო პარიოდში შექმნილი სამი სერიიდან - "ორკესტრი", "კონცერტი" და "დაბრუნება". მხატვრის განცხადებით, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სინთეზური არტ-აქტივობის სამხატვრო ნიმუშებია. "ეს არის მუსიკალურ-კომპოზიციურ-სამხატვრო ექსპერიმენტი - კვლევა ხელოვნებათა ერთიანობის შასაძლებლობების შესახებ" - აცხადებს გია ბუღაძე. გამოფენა 24 სექტემბერს გაიხსნება და 5 ოქტომბრამდე გასტანს.
წაკითხულია: 968 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „ჩვენი  უფლებებისათვის“ არასერიოზულად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას და აღნიშნულში საპარლამენტო ოპოზიციის ჩართვას.


როგორც  „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა დავით ლილუაშვილიმა განაცხადა, ანტიკრიზისული საბჭოს ძირითადი ამოცანაა, რომ შეიმუშაოს სააკაშვილის მიერ გამოცხადებული „დემოკრატიული რეფორმების“ პრინციპები და სამოქმედო გეგმა. 


„ანტიკრიზისული საბჭოს ძირითადი ამოცანა, რომ შეიმუშაოს სააკაშვილის მიერ გამოცხადებული „დემოკრატიული რეფორმების“ პრინციპები და სამოქმედო გეგმა, საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობით არის მხოლოდ პიარისთვის გათვალისწინებული ინიციატივა. საინტერესოა, როგორ უნდა განხორციელდეს ფასადისთვის შექმნილი საპარლამენტო ოპოზიციისგან აღნიშნული ამოცანა ანტიდემოკრატიული ხელისუფლების ხელში. ეს ყოველივე ხომ მართლა არასერიოზულია და მხოლოდ პიარზეა გათვლილი. ანტიდემოკრატიული რეჟიმის შემომქმედი სააკაშვილი არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში რეალურად გატარდეს დემოკრატიული რეფორმები“, - განაცხადა ლილუაშვილმა. 


მისი თქმით, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამწყვეტი სიტყვა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა თქვას. 


„თავის გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას სამოქალაქო საზოგადოებამ. მან უნდა დააფიქსიროს, რომ  აღარ დაუშვ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 930 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს მოსკოვში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური დელეგაციის წევრებისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის სერგეი მირონოვის შეხვედრა გაიმართება.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დელეგაციის წევრები ხვალ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარესთან ბორის გრიზლოვთან შეხვდერას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მოსკოვს გუშინ ეწვია. დელეგაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შეისწავლის.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ბელგიის წარმომადგენელი ლიუკ ვან დე ბრანდი ხელმძღვანელობს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 9 წარმომადგენელი შედის.

წაკითხულია: 810 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გუშინ საღამოს სეპარატისტების აგრესიას კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ზუგდიდის რაიონში  ქართველი სამართალდამცავი მოკლეს.

 შემთხვევა სოფელ ხურჩაში მოხდა. თავდასხმა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.  შეიარაღებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა ქართული პოლიციის ბლოკ-საგუშაგოს გაუხსნეს ცეცხლი, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. ორმხრივი სროლების შედეგად დაიჭრა ორი და გარდაიცვალა ერთი ქართველი პოლიციელი.  უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი თავდამსხმელ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 843 | თარიღი: 22.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz