პარლამენტი პრეზიდენტის ახალ ინიციატივებზე იწყებს მუშაობას
19:58
საქართველოს პარლამენტი იმ ახალ ინიციატივებზე იწყებს მუშაობას, რომელიც პრეზიდენტმა ერთი კვრის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა. შესაბამისი საკონსტიტუციო და საკანონდებლო პროექტების შემუშავება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა. კერძოდ, მომზადდება ”საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიღების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური დებატების გამართვა კანონით იქნება გარანტირებული. რაც შეეხება კონსტიტუციას, მასში შევა ცვლილებები, რომელიც პარლამენტის როლს გაზრდის და პრეზიდენტი ვალდებული იქნება, ახლადარჩეულ პარლამენტს ახალი მთავრობა წარუდგინოს დასამტკიცებლად. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებები შეეხება კერძო საკუთრების უფლების გარანტირებას. როგორც აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ყველა ეს ცვლილება ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში იქნება შეთანხმებული.