შაბათი, 27.04.2024, 14:17
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 20
როგორც მევენახეებმა ”ადამიანის უფლებათა ცენტრს” აცნობეს, უკვე მეოთხე დღეა, საფერავი აქვთ დაკრეფილი და ჩაბარებას ვერ ახერხებენ. ყურძენი მანქანის ძარებზე დამჟავდა და წვენისგან დაიცალა.

80-მდე სატვირთო მანქანა ყვარელში, ქინძმარაულის ღვინის ქარხნის შენობასთან დგას. 42 სატვირთო მანქანა გურჯაანში, სოფელ ჭანდრის ღვინის ქარხანასთან, 23 ვაჩნაძეანში და 32 წნორში. ჭანდრის ღვინის ქარხანაში შესულმა ინვესტორმა უნაღდო ანგარიშწორებით ყურძნის მიღება რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა. გლეხებს ფულის გადახდას უახლოეს დღეებში დაპირდნენ.

ტელეკომპანია ”გურჯაანის” პირდაპირ ეთერში სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, დანარჩენი ღვინის ქარხნები ყურძენს ამ დრომდე არ იბარებენ.

სასტუმრო ”რები - გურჯაანში”, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ”რთველი - 2008-ს” კოორდინაციისათვის საგანგებოდ შექმნილ შტაბთან ათობით მევენახეა შეკრებილი. როგორც გლეხებმა ”ადამიანის უფლებათა ცენტრს” განუცხადეს, ისინი უკვე ერთი კვირაა ცდილობენ, შტაბის ხელმძღვანელობისგან მიიღონ ინფორმაცია, sად ჩააბარონ ის ყურძენი, რომელსაც დაკრეფენ. თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გამცემი არავინაა. შტაბის ხელმძღვანელთან კოტე ხუცაიძესთან გასაუბრებას ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელიც შეეცადა, თუმცა ხუცაიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მას 2 დღით ადრე უნდა შევუთანხმდეთ. სინამდვილეში რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი სასტუმროს რესტორანში მეგობრებთან ერთად ქეიფობდა. როგორც შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გლეხებმა აღნიშნეს, შ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 813 | თარიღი: 20.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

უკრაინა სულ მალე ევროკავშირის წევრი გახდება. მივულოცოთ და სულ კარგი რამეები ვუსურვოთ ამ ხალხს, მაგრამ ყველაფერს იღბალი უნდა. აბა იღბალი და ქუდბედიანობა რომ არა, ტოკარის ცეხიდან ადამიანები პარლამენტში როგორ უნდა ხვდებოდნენ? იღბალი რომ არა, მერე ეს პარლამენტარები როგორ უნდა მინისტრდებოდნენ? იღბალი რომ არა, საქართველოს ნაკრები იტალიასთან 2:0-ზე მეტს რატომ უნდა აგებდეს?

ერთ თვიანი საომარი მდგომარეობის შემდეგ, ქართული ინტერნეტფორუმები როგორც იქნა სრული დატვირთვითა და ახალი ენერგიით ამუშავდნენ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ერთგვარი ”შეზღუდვების ნოსტალგია” გაუჩნდათ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სტალინის სიკვდილის შემდგომ პერიოდს, როდესაც იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეები ზეიმს მიცემოდნენ, მათში რატომღაც გლოვამ დაისადგურა. რას ვიზამთ, არიან ადამიანები, რომლებსაც ”რკინის ხელი” კეფაში ჯერ არ მოხვედრიათ.

”ქინდერში” ამოსულ არსებას რომ ჰკითხოთ, ახალგორის რაიონი სამხრეთ ოსეთის ახალი დედაქალაქი უნდა გახდეს - რას გიპასუხებს? ამ განცხადებებმა ფორუმელები ნამეტნავად შეაშფოთა.

Armor: ”ალბათ გახსოვთ, რომ სანაკოევის საარჩევნო კამპანიის დროს ”მიუერთდა” ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას. ეგ რომ ქნეს, ძალიან გავმწარდით ოჯახში, მაგრამ.. დედაჩემი სულ იმას იძახდა, წაგვართმევენ მაგ რაიონს ოსები, ეს რა ქნესო... 1986 წელს, დედაჩემს უთხრა ერთმა ვლადიკავკაზელმა ოსმა ქალმა, ”დაიცადეთ, რომ გაგყრით აქედან და გორსაც რომ ავიღებთ, მერე ნახავთო..” ასე ”ზრდიდნენ” ოსებს რუსები. ომის წინ (3-4 თვით ადრე) ერთმა ოსმა დაწერა, ლენინგორში გზის გაყვანას ვაპირებთო... ეს ფრაზა სასაცილოდ არ მეყო. მაშინ ეს წარმოუდგ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 833 | თარიღი: 20.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს ხელისუფლება ომს მოგებულად აცხადებს, დევნილების პრობლემას გადაჭრილად, საქართველოს ლამის გამთლიანებულად. ყველა მტკივნეული პრობლემა იჩქმალება და იმალება. არადა, კონფლიქტის ზონებში და ზონებთან ურთულესი ვითარებაა.

უცხოელი დამკვირვებლები მოვლენების შეფასებების დროს უფრო და უფრო პირდაპირნი და მკვეთრნი ხდებიან. იმას, რის თქმასაც საქართველოს მთავრობა გაურბიას ევროპაში ღიად და დაუფარვად საუბრობენ.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის თომას ჰამარბერგის აზრით, შესაძლოა, მრავალი წელი გავიდეს მანამდე, სანამ სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდება.

- “საქართველოში, ისევე, როგორც კავკასიის სხვა რეგიონებში და ყოფილ იუგოსლავიაში ძველებურად ძალიან ბევრია ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიან, კონფლიქტების დასრულების შემდეგაც ათწლეულებზე მეტხანს ელოდონ დაბრუნებას”, - აღნიშნა ჰამარბერგმა.

- “აუცილებელია დევნილების დაბრუნების პირობების შექმნა, მატერიალური ბაზის უზრუნველყოფა, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, როცა პოლიტიკური და მატერიალური წინააღმდეგობები გადალახულია, დაბრუნების პროცესი შეიძლება, მაინც ძალიან გართულდეს. ერების ერთმანეთის მიმართ მტრული განწყობების გაფანტვა და გადალახვა ძალზე რთულია. ეს კარგად ჩანს ბოსნიისა და ჰერცოგოვინას მაგალითზეც და ასეთი ტენდენციები შეიძლება, გაწეული ძალისხმევის ჩავარდნას მოწმობდეს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილების დაბრუნება საკუთარ მიწაზე მოხდეს ნებაყოფლობით და არა იძულებით”, - დასძინა ჰამარბერგმა.

კომისარი საქართველოში დევნილების უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს და შეახსენებს კონფლიქტში მონაწილ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 801 | თარიღი: 20.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღე არ გავა ახალგორში ოსებმა ახალი წესები არ დაადგინონ. ჯერ დაბას სახელი შეუცვალეს, შემდეგ იქ შესვლაზე ჯარიმები დააწესეს, ახლა კი ადგილობრივებს პასპორტების შეცვლას სთხოვენ და ქართულად ლაპარაკს უკრძალავენ. კოკოითის ე.წ. ადმინისტრაცია დიდი სისწრაფით იღებს გადაწყვეტილებებს. ზამთრამდე მცირე დრო რჩება და მათ პოზიციები უნდა გაიმყარონ.

ოსი სეპარატისტები ახალგორის რაიონის მოსახლეობას ქართული პასპორტების რუსულით შეცვლისკენ მოუწოდებენ. ორი კრიმინალური ბანდფორმირება მოსახლეობას პრობლემებს უქმნის პირადობის მოწმობაში ჩაწერილი სახელწოდების “ახალგორის რაიონის” გამო.

სეპარატისტები ადგილობრივი მაცხოვრებლებს ეუბნებიან, რომ რაიონს ახლა ლენინგორი ჰქვია და შესაბამისად, აუცილებელია პირადობის მოწმობის შეცვლა.

როგორც ახალგორის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა, ამით ოსური კრიმინალური დაჯგუფებები ხალხს აიძულებენ მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები რუსული პასპორტებით შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში რაიონში რეგისტრირებულად არ ჩაითვლებიან და საკუთარ სახლში შესვლისთვის 500-ლარიან ჯარიმას დააკისრებენ.

სეპარატისტები ახალგორის რაიონის დიდ ქალაქად გადაქცევას გეგმავენ, სადაც კოკოითი თავის დე ფაქტო მთავრობასთან ერთად გადავა და ახალ რეზიდენციას შექმნის. სეპარატისტები ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივად ეუბნებიან, რომ ახალგორში უახლოეს მომავალში დიდი მშენებლობები დაიწყება და ახალგორს დიდ ქალაქად აქცევენ.

სანამ მშენებლობას წამოიწყებენ, მანამდე სეპარატისტები მთელი რაიონის “გაოსებას” აპირებე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 836 | თარიღი: 20.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ქვეყანა თვითიზოლაციისა და ავტორიტარიზმისკენ არ წავა.

მედვედევის განცხადება რამდენიმე საათში გაჟღერდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა რაისმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა რუსეთის ხელისუფლების წინაშე დათმობებზე არ წავიდნენ, რომელიც ”უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება შინ და უფრო და უფრო აგრესიული საზღვრებს გარეთ”. აშშ-ს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოში თავისი ქმედებებით, რუსეთმა თავად გაიმეტა საკუთარი თავი იზოლაციისათვის.

- ”მუდმივად მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებ, რომ, აი, ბოლოს და ბოლოს, ის (რუსეთის ხელისუფლება) მოახდენს თავისი ნამდვილი სახის დემონსტრირებას, რეჟიმი ჩამოიხსნის ნიღაბს და ბოლოს და ბოლოს, რუსეთში იზეიმებს ის სისტემა, რომელიც უფრო დამახასიათებელია რუსული სახელმწიფოსათვის - ავტორიტარული, ზრდადი დიქტატურაში,” - განაცხადა მედვედევმა კრემლში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე.

- ”ჩვენ განვითარების იმგვარი გზისკენ გვიბიძგებენ, რომელიც დაფუძნებულია არა თანამშრომლობაზე სხვა ქვეყნებთან, არამედ ავტონომიურ განვითარებაზე ყრუ კედლებსა და რკინის ფარდის მიღმა. ეს ჩვენი გზა არ არის, ჩვენ არ დავუბრუნდებით წარსულს, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ,” - ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი წესების დამკვიდრება.

საქართველოს კონფლიქტში ნატოს როლმა დაგვარწმუნა, რომ ეს სამხედრო ბლოკი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ევროპაში. ”რა გააკეთა ნატომ? რა გარანტები მოგვცა? მან მხოლოდ კონფლიქტის პროვოცირება მ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 836 | თარიღი: 20.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz