პარასკები, 29.03.2024, 14:04
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 20 » “ახალი ამბები” ახალგორიდან
“ახალი ამბები” ახალგორიდან
15:36
დღე არ გავა ახალგორში ოსებმა ახალი წესები არ დაადგინონ. ჯერ დაბას სახელი შეუცვალეს, შემდეგ იქ შესვლაზე ჯარიმები დააწესეს, ახლა კი ადგილობრივებს პასპორტების შეცვლას სთხოვენ და ქართულად ლაპარაკს უკრძალავენ. კოკოითის ე.წ. ადმინისტრაცია დიდი სისწრაფით იღებს გადაწყვეტილებებს. ზამთრამდე მცირე დრო რჩება და მათ პოზიციები უნდა გაიმყარონ.

ოსი სეპარატისტები ახალგორის რაიონის მოსახლეობას ქართული პასპორტების რუსულით შეცვლისკენ მოუწოდებენ. ორი კრიმინალური ბანდფორმირება მოსახლეობას პრობლემებს უქმნის პირადობის მოწმობაში ჩაწერილი სახელწოდების “ახალგორის რაიონის” გამო.

სეპარატისტები ადგილობრივი მაცხოვრებლებს ეუბნებიან, რომ რაიონს ახლა ლენინგორი ჰქვია და შესაბამისად, აუცილებელია პირადობის მოწმობის შეცვლა.

როგორც ახალგორის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა, ამით ოსური კრიმინალური დაჯგუფებები ხალხს აიძულებენ მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები რუსული პასპორტებით შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში რაიონში რეგისტრირებულად არ ჩაითვლებიან და საკუთარ სახლში შესვლისთვის 500-ლარიან ჯარიმას დააკისრებენ.

სეპარატისტები ახალგორის რაიონის დიდ ქალაქად გადაქცევას გეგმავენ, სადაც კოკოითი თავის დე ფაქტო მთავრობასთან ერთად გადავა და ახალ რეზიდენციას შექმნის. სეპარატისტები ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივად ეუბნებიან, რომ ახალგორში უახლოეს მომავალში დიდი მშენებლობები დაიწყება და ახალგორს დიდ ქალაქად აქცევენ.

სანამ მშენებლობას წამოიწყებენ, მანამდე სეპარატისტები მთელი რაიონის “გაოსებას” აპირებენ. პასპორტების შეცვლის პარალელურად, კოკოითი ხელისუფლება ახალგორში ქართულად ლაპარკს კრძალავს. მართალია, ამის განხორციელება ოსებს ძალიან გაუჭირდებათ და საბოლოდ მიზანს ვერღ მიაღწევენ, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია სეპარატისტების პოზიცია.

“ქართული ლაპარაკი ახალგორში უკვე იკრძალება, მაგრამ არ სრულდება. ამაში დამსახურება იქ მცხოვრებ ოსურ მოსახლეობას მიუძღვის. ოსური პასპორტების შემოღებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ადმისტრაციის ახალი ხელმძღვანელის - ანატოლი მარგიევის დანიშვნამდე იყო. ჯერ არც ეს პროცესი არ დაწყებულა, მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს, რმ ახალგორი იკარგება.

თვენახევარში რას იზამენ, ძალიან მაინტერესებს. ზამთრის პერიოდში ცხინვალიდან ახალგორში, პრაქტიკულად, ვერ მოხვდები, რადგან ამ რეგიონებს შორის დამაკავშირებელი გზა ამის საშუალებას არ იძლევა.

ის გზა, რომელიც ფლავისმანთან გადის, არის ტალახის დიდი ბუდე და ზამთრის პერიოდში გავლა-გამოვლა თითქმის შეუძლებელია. ამ გზის გაკეთებაზე კი არის ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დაწყებულა”, - აცახდებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

ასეთ მკვეთრ გადაწყვეტილებებს ოსები რუსი სამხედროებისაგან შესაბამისი გარანტიების უქონლობის პირობებში, რა თქმა უნდა ვერ მიიღებნ. ახალგორის რაიონიდან რუსი ოკუპანტები არსად გასულან.

სოფელ იკოთიდან გადადდგილების შემდეგ, მათ სხვა პოზიციები დაიკავეს და ისეთ შთაბეჭდილების შექმნას ცდილობენ, ვითომდა ახალგორიდან გადიან.

როგორც ახალგორის რაიონის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა განაცხადა, რუსებმა პოზიციები შეიცვალეს და უფრო მიუვალ ადგილებში გადაინაცვლეს, ჯავშანტექნიკაც გადამამალული ჰყავთ, თუმცა სოფელ მოსაბრუნთან გამაგრებული ნაწილი იგივე პოზიციაზე დგას და არსად გასვლას არ აპირებს.

Просмотров: 833 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz