|
Главная » 2008 » სექტემბერი » 07
"პოლიტიკურ ძალთა ქარტიაზე" ხელის მოწერა ხვალ, 18:00 საათზე შეწყდება. პოლიტიკურ სუბიექტებს აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერა ამერიკის რესპუბლიკის ინსტიტუტის (IRI) ოფისში შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური სპექტრიდან "პოლიტიკურ ძალთა ქარტიაზე" ხელს არ მოაწერენ პარტიები: "საქართველოს გზა", "რესპუბლიკელები", "ეროვნული ფორუმი", "ლეიბორისტული პარტია", "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "კონსერვატორები" და "ახლები". აღნიშნული პარტიების წარმომადგენლებმა "პირველთან" საუბარში განაცხადეს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ შეიცვლება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს პარტიების "ჩვენ თვითონ", "ქრისტიან-დემოკრატების", "ქართული დასის", "მრეწველებისა" და "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერებმა, ასევე გია თორთლაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ "პოლიტიკურ ძალთა ქარტია" 5 სექტემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაფორმდა და იგი 4 პუნქტისგან შედგება: კერძოდ, 1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სრულად უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია; რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზაციაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული ორი პირობის შესრულებით. 2. საქართველო უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ევროკავშირთან მაქსიმალურად ინტეგრირებული ქვეყანა; აუცილებელია 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტზე საქართველოს მოსახლეობის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნათლად გამოხატული ნების აღსრულება. 3. საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესები ყოველთვის უნდა რჩებოდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 817 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გურჯაანის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება. როგორც დღეს ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც კახეთის გუბერნატორის პოსტზე წარდგენილ გიორგი ღვინიაშვილს, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, დეპუტატის უფლებამოსილება მოეხსნება, მოქმედი საარჩევნო კოდექსით 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონში შუალედური არჩევნების ჩატარება ვერ მოხერხდება. შესაბამისად, გურჯაანელებს საკუთარი რჩეულის გამოვლენა მომავალ წელს მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გიორგი ღვინიაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ კახეთის გუბერნატორის პოსტზეც წარადგინეს.
წაკითხულია: 848 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის და ყველა იმ საკითხზე შეთანხმებისთვის, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. აღნიშნული განცხადება მაჭავარიანმა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ "პოლიტიკურ ძალთა ქარტიის" ალტერნატიული დოკუმენტის შექმნის კომენტირებისას გააკეთა და დასძინა, რომ თუ ხელისუფლებისთვის იქ დაფიქსირებული პუნქტები მისაღები იქნება, მაშინ "ოპოზიციურ ქარტიაზე" სახელისუფლო ხელმოწერაც დაფიქსირდება. "იმ შემთხვევაში თუკი დოკუმენტში ცალსახად იქნება გამოკვეთილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რუსეთის მიერ განხორციელებული საოკუპაციო პოლიტიკის დაგმობა და ორიენტაცია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაერთიანების შესახებ, მმართველი პარტია აღნიშნულ დოკუმენტს მხარს დაუჭერს", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
წაკითხულია: 924 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
"რესპუბლიკური პარტია" 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. "პარტია უარს აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს, ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ვთვლით, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაში სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმართვა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია", – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა. ამასთან, უსუფაშვილის განცხადებით, "არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა წამოწევისგან "რესპუბლიკური პარტია" ჯერ კიდევ თავს იკავებს. ამ ძირითადი თემების გარეშე კი, სრულფასოვანი საარჩევნო პოლიტიკური დებატების წარმოება შეუძლებელია".
წაკითხულია: 836 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ზედელაშვილთან სიღნაღის რეაბილიტაციაზე მომუშავე ადამიანები მივიდნენ და ის სახელფასო დავალიანება მოითხოვეს, რომელიც მათ მიმართ სამშენებლო კომპანია “თბილისს” გააჩნია.
როგორც მუშებმა რადიო ჰერეთს განუცხადეს, სამუშაოები 7-8 თვის წინ შეასრულეს და ხელფასები დღემდე არ მიუღიათ.
“ჩვენ შევხვდით სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ზედელაშვილს. მან გვითხრა, რომ დარჩენილი დავალიანებას, დაუყოვნებლივ მოსთხოვს სამშენებლო კომპანიას “თბილისი” - აცხადებენ მუშები.
სამშენებლო კომპანია “თბილისის” ბუღალტერმა გოჩა წულუკიძემ რადიო “ჰერეთთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სახელფასო დავალიანება კომპანიის შიდა პრობლემებს უკავშირდება და მომდევნო კვირას კომპანია მუშების სახელფასო დავალიანებას სრულად გაისტუმრებს.
მუშები კიდევ ერთი დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
წაკითხულია: 854 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ქართული ღვინო შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდადატების საარჩევნო კამპანიის მთავარი კომპონენტი გახდეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილმა სენატორ მაკკეინისგან და დემოკრატებისაგან შემოთავაზება მიიღო საარჩევნო კამპანიის დროს ქართული ღვინის რეკლამირებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ რუსული ბაზრის დახურვის შემდეგ ქართული პროდუქციის სარეალიზაციო არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ვითარებაში კი ქართული ღვინის ამერიკულ ბაზარზე გატანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებს, ქართული ღვინის ევროპულ ბაზრზე დიდი რაოდენობით გატანის პერეპექტივებიც გაჩნდება.
წაკითხულია: 787 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ფოთში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო სამხედრო ძალამ დამატებითი ჯავშანტექნიკა შეიყვანა.
ექვსი დამატებითი ჯავშან-ტრანსპორტიორი ფოთში უკანონოდ დისლოცირებულ ორ სამხედრო ბაზაზე დღეს შევიდა. ოთხი მათგანი ნაბადის, ორი კი ქალაქის შესასვლელში მდებარე ბლოკ-პოსტზე
წაკითხულია: 806 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რამდენიმე წუთის განმავმლობაში რუსი ოკუპანტების ტყვეობაში სამაუწყებლო კომპანაია ”რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფი აღმოჩნდა.
ზუგდიდი-სენაკის ცენტრალური გზის მონაკვეთზე ემა გოგოხია და მისი ოპერატორი ახალი საგუშაგოს გახსნის შესახებ მასალას იღებდნენ, როცა ისინი რუსმა სამხედროებმა აიყვანეს. ოკუპანტებმა გადამღებ ჯგუფს ავტომანქანა ჩამოართვეს და მათ ჯავშანტრანსპორტიორთან იარაღის მუქარით მიიყვანეს. იყო კამერის წართმევის მცდელობა.
ვითარება ადგილზე გაერო-ს წარმომადგენლების დროულად გამოჩენის შემდეგ განიმუხტა; ამის შემდეგ გადამღები ჯგუფი გაათავისუფლეს.
წაკითხულია: 833 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ჩერჩილის ენა რომ გამოვიყენოთ, მისტერიისა და გამოცანებისგან შორსმყოფი დღევანდელი რუსეთი ნიღაბახდილი მკვეხარასავით დგას, რომელიც ნაციონალიზმშია გახვეული და თავისი ლიდერების ამპარტავნებითაა აღვსილი. მაგრამ რუსეთი ყოველთვის იყო დიდი მითების მთხზველი - მე-18 საუკუნეში პოტიომკინის სოფლით დაწყებული 1945 წელს შიშის დათესვით დამთავრებული, რომ საბჭოეთი მთელ მსოფლიოს მოედება. აი, 10 მითი დღევანდელი რუსეთის შესახებ. მითი 1: საქართველოში შეჭრის გამო პუტინი დიადი გამარჯვებულია. დიახ, პუტინმა აჩვენა, ვინ მართავს რუსეთს. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კი თამაშგარე მდგომარეობაშია. დიახ, პუტინმა რუსეთის დუმის ორივე პალატის ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა საქართველოში შეჭრისა და მისი ტერიტორიის ანექსიის საკითხში. მაგრამ მან პირველად გააერთიანა ევროპა, 2003 წლის შემდეგ, როცა ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაზე ევროპა გაიყო ერაყის საკითხთან დაკავშირებით. 2008 წელს ევროპელები ლიდერები პრეზიდენტ სარკოზის ხელმძღვანელობით ერთად დადგნენ და გამაფრთხილებელი მკვეთრი ხაზიც გაავლეს. პუტინს მხარდაჭერა არ მიუღია თვით ძველი მოკავშირეებისგანაც, როგორიც მაგალითად, ჩინეთია. მითი 2: ”ცივი ომის” საშიშორება კვლავ წარმოიქმნა. 1945 წლის შემდეგ დაიწყო მსოფლიო მნიშვნელობის დაპირისპირება ორ იდეოლოგიურ სისტემას შორის. საქართველოში ომს კი არავითარი იდეოლოგიური საფუძველი არ აქვს. საქართველომ აირჩია ტრანსატლანტიკური კაპიტალიზმის პატარა ნაწილი გამხდარიყო, სამხრეთ ოსეთში - კორუმპირებული სამხედრო-მაფიოზური კაპიტ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 801 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტს ამზადებს. ამის თაობაზე განცხადება პრეზიდენტმა დღეს თელავში, ერეკლე მეორეს სახლ-მუზეუმის ეზოში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. მისივე თქმით, წელს სახელმწიფო ყურძნის მოსავლის რეალიზაციის საქმეში მევენახეების დასახმარებლად 8 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოყოფს. ღვინის ქარხნები კი ერთ კილოგრამ შავ ყურძენს 25 თეთრად, თეთრ ყურძენს კი - 15 თეთრად ჩაიბარებენ. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. "თუ სამი თვის წინ დასავლეთის ელჩები ამბობდნენ, საქართველოსთვის სად გვცალიაო, დღეს ამერიკის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საქართველოა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
წაკითხულია: 852 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ქართველი ხალხის მიმართ "ძმური და თბილი დამოკიდებულება აქვს". "ქართული ტრაგედიის თანაავტორმა" დღეს მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი ახალი სადგურის "სლავიანსკი ბულვარის" გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ "რუსეთის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ არ შეცვლილა და ძმური და თბილი რჩება". მან მწუხარება გამოთქვა, რომ ქართველ და რუს ხალხს შორის ასეთი რამ მოხდა და მომხდარში საქართველოს ხელისუფლება დადანაშაულა. "ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ქართველ და რუს ხალხს შორის ასეთი რამ მოხდა, მაგრამ ეს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებიდან მოდის. იმაზე, რომ საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა, ისტორია თავის აქცენტებს გააკეთებს. ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ძმური დამოკიდებულება გვაქვს და ამას ვერაფერი შეცვლის", -განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა კი ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ აღნიშნული სადგურის სამშენებლო ბრიგადა ინტერნაციონალურია და მასში ქართველებიც არიან. აღსანიშნავია, რომ "სლავიანსკი ბულვარის" მშენებელი ბრიგადის მთავარი ინჟინერი, გენერალური დირექტორი და მაღაროს უფროსი ქართველები არიან.
წაკითხულია: 800 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სერბეთის ყოფილი ლიდერი ვოისლავ კოშტუნიცა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს მხარს უჭერს. "რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ყველა პოლიტიკური რესურსი ამოწურა და გაატარა ზომები, რომლებიც საჭიროდ ჩათვალა", - აცხადებს ბელგრადის "პოლიტიკესთან" ინტერვიუში სერბეთის ყოფილი პრემიერი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვოისლავ კოშტუნიცა. მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში რუსეთი იცავდა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც იგი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და სამშვიდობოების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. "რუსეთი, ისევე როგორც სერბეთი, ბოლომდე საერთაშორისო სამართალს იცავდა. მეორე მხარეს დგას სახელმწიფო, რომელმაც ძალა სიმართლეზე მაღლა დააყენა და იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა საშუალება ამოწურულია, რუსეთის საქმეა როგორ მეთოდებს გამოიყენებს", - აღნიშნა ექს-პრემიერმა. მან ასევე გამოთქვა სინანული ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ იყო მიმართული, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კი იცავს. "ასეთი მცდარი პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ აჩქარებს კრიზისს და უფრო მეტად ანგრევს საერთაშორისო სამართალწყობის საფუძვლებს", - აცხადებს კოშტუნიცა. როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, სერბეთმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები უნდა გაამყაროს და ამასთან, არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობის, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები.
წაკითხულია: 810 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ რუსეთთან ბირთვული ენერგეტიკის პროგრამაზე მოლაპარაკებებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. "ახლა რუსეთთან ბირთვული ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულების განხორციელების დრო ნამდვილად არ არის", - აცხადებს რაისი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსულმა ტელეკომპანია "ვესტი-24"-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში კონგრესიდან "სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების პროექტის გაწვევას გეგმავს. ცნობისთვის, ვაშინგტონმა და მოსკოვმა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მაისში გააფორმეს, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელშეკრულება განსახილველად კონგრესს გადაუგზავნა.
წაკითხულია: 904 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გაერთიანებული ოპოზიცია "პოლიტიკურ ძალთა ქარტიას" არ უერთდება და ახალ, ალტერნატიულ დოკუმენტს ქმნის. ამის შესახებ "პირველს" გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და ის მზად უახლოეს დღეებში იქნება. "როდესაც დოკუმენტი სრულყოფილ სახეს მიიღებს ჩვენ მას ხელისუფლებას გადავუგზავნით, რომელიც ალბათ თავად გადაწყვეტს, მოაწერს თუ არა ხელს ჩვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს", - განაცხადა ბესელიამ, რომლისთვისაც დოკუმენტის დეტალები და პუნქტების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ "საქართველოს პოლიტიკურ ძალთა ქარტიას", რომელიც 5 სექტემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაფორმდა, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები ხელს არ აწერენ.
წაკითხულია: 810 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროპელი დამკვირვებლები საქართველოში სექტემბრის ბოლოს ჩამოვლენ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ხავიერ სოლანას განცხადებით, საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით ჩამოსასვლელი მისიის ფორმირება 10 დღეში დასრულდება და ისინი საქართველოში პოლიციურ ქვედანაყოფებთან ერთად განალაგებენ. დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მასში რამდენიმე ასეული პოლიციელი მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, პოლონეთმა თავისი წარმომადგენლები საქართველოში გამოგზავნა ევროკავშირის ლიდერებს უკვე შესთვაზა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნაზე გუშინ, საფრანგეთის ქალაქ ავენიონში შეთანხმდნენ. რამდენიმე პუნქტი, რაც გუშინდელი შეთანხმების შემდეგ ღიად დარჩა, სავარაუდოდ, ხვალ, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევის მოსკოვში შეხვედრის შემდეგ შეთანხმდება.
წაკითხულია: 790 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საპარლამენტო ფრაქცია "ძლიერი საქართველო - ქრისტიან დემოკრატების" წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელების "ყიამყრალობის ატანას" აღარ აპირებს და ნებისმიერ მათ თავდასხმას უმკაცრესად გასცემს პასუხს. ცაგარეიშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს მოუწოდებს, "საკუთარ წარსულს გადახედონ და კარგად გაიხსენონ, ერთ დროს ვინ ვის ნავში, ტივში და გემში იჯდა და ვინ წამოასკუპა ქვეყანას თავზე მიხეილ სააკაშვილი". ასეთი განცხადებით პასუხობს დეპუტატი ყოფილი თანაგუნდელების იმ ბრალდებებს, რომელიც მათ პოლიტიკური სუბიექტის მიერ ქარტიაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით გააჟღერეს. ცაგარეიშვილი კი ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს შორის არის, ვინც ორი დღის წინ გაფორმებულ დოკუნეტზე საკუთარი ხელმოწერაც დააფიქსირა. "დავით უსუფაშვილი ერთ-ერთ სტატიაში ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლა დღეს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება და რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიტინგებისა და მანიფერტაციების მოწყობა. იგივე აზრს ავითარებს ბატონი ძიძიგურიც თავის საგაზეთო ინტერვიუში. ეს რომ მე მეთქვა, შეიძლება ჩავექოლე და ქვეყნიდან გავეგდე კიდეც ე. წ. ოპოზიციონერებს. უკიდურესად დაძაბული სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩემს მიერ გადაგმული შემხვედრი ნაბიჯი რატომღაც ხელისუფლებასთან შეკვრად, ზურგს უკან გარიგებებში შესვლად და ვიღაცის ნავში ჯდომად აღიქმება და თუ იგივეს ძიძიგური და უსუფაშვილი ამბობენ, ეს არაფერს ნიშნავს. მე ძალიან დიდი ხანია ჩუმად ვარ და ახლაც არ მოსულა დრო იმისა, რომ ამ ყიამყრალა ადამიანებს უმკაცრესად გავცე პასუხი, მაგრამ ეს დროც ძალიან მალე დადგება. არცერთ შემთხვევაში ჩუმად არ ვიქნ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 823 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
სამეგრელოში, მდინარე ჯუმის გადასასვლელ ხიდზე რუსმა ოკუპანტებმა ახალი ბლოკ-საგუშაგო გახსნეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, საგუშაგოს გახსნის დროს, თბილისი-სენაკის ცენტრალურ გზის მონაკვეთზე დაკავებული იქნა "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი. ისინი საგუშაგოს გახსნის კადრების გადაღებას ცდილობდნენ, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილზე გაეროს წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა და ოკუპანტებმა ჟურნალისტები გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში რუს ოკუპანტებს შვიდი უკანონო ბლოკ-პოსტი აქვთ გახსნილი, რომელსაც კაპიტალურად ამაგრებენ.
წაკითხულია: 801 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის განცხადებით, ნატომ უკრაინის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის კონსულტაციები უნდა გააგრძელოს. ამის შესახებ ჩეინმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა. "რუსეთის მუქარის მიუხედავად, საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება აუცილებელია, რადგანაც რუსეთი თავის ენერგორესურსებს ევროპის ქვეყნების დასაშინებლად იყენებს", - განაცხადა ჩეინმა. მისივე თქმით, ნატომ გაფართოებაზე უნდა იზრუნოს და ეს რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს. ჩეინის განცხადებით, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ დაუდევარი და წარუმატებელი ნაბიჯი იყო, რომელმაც მშვიდობას საფრთხე მთელი მაშტაბით შეუქმნა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი სპეციალური ვიზიტით საქართველოსა და აზერბაიჯანში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.
წაკითხულია: 838 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
10-14 ნოემბერს რუსეთი და ვენესუელა ერთობლივ საზღვაო სწავლებას გაივლიან. სწავლება ვენესუელის ტერიტორიულ წყლებში გაიმართება და მასში მონაწილეობას ოთხი რუსული ხომალდი და რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის პირადი შემადგენლობის ათასი ჯარისკაცი, ვენესუელის მხრიდან კი ხომალდები, წყალქვეშა ნავები და სამხედრო ვეტმფრენები მიიღებენ მონაწილეობას. ვენესუელის სამხედრო-საზღვაო ხელმძღვანელობის ოფიციალური წარმომადგენლის კონტრადმირალის სალვატორე კამარატ ბასტიდასის განცხადებით, რუსეთის ხომალდების ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირის გამტკიცებაც არის. "ეს მოვლენა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმდენად, რამდენადაც პირველად ხდება", - აღნიშნა ბასტიდასმა.
წაკითხულია: 817 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ, იტალიის ქალაქ ამბროზეტიში რამდენიმე ქვეყნის ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მოკავშირეებს რუსეთის ბოლოდროინდელ "აგრესიულ გამოსვლებთან" დაკავშირებით ერთიანი პოზიციისა და საერთო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" იუწყება, დასავლეთისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ აქციათა შორის ჩეინიმ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების ფრანგული გეგმის დარღვევა, შუა აზიასა და კავკასიაში პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად ენერგეტიკული რესურსების გამოყენება, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელისშეშლა და სირიასა და ირანში იარაღის შეტანა დაასახელა. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტამდე ბაქოში, თბილისსა და კიევში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოების მეთაურებს შეხვდა.
წაკითხულია: 781 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ხელმძღვანელობით ევროკავშირის წარმომადგენელთა 8 სექტემბრისათვის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის სავარაუდო შედეგებზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთის გარდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტ ზურაბ დავითაშვილს ესაუბრა. _ ბატონო ზურაბ, რამდენიმე დღეში საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი სოლანა, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროზო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს შეხვდებიან და მოსკოვს 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებას მოსთხოვენ. იმ პოზიციებისა და განცხადებების გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთის პირველი პირები საქართველოში განვითარებულ პროცესებზე აკეთებენ, თქვენი აზრით, რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს ევროკავშირის წარმომადგენელთა ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში? _ ვიზიტის ცალსახად შედეგიანობაზე საუბარი ძნელია. ვიზიტის მიზანი აშკარაა, დაითანხმონ რუსეთი შეასრულოს შეთანხმებით გათვალისწინებული ის ვალდებულებები, რომელსაც სარკოზის ძალიხმევით მედვედევმა და სააკაშვილმა ხელი მოაწერეს. რუსეთი თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს ხელმოწერილ დოკუმენტს და თვლის, რომ სარკოზი შეცდომაში შეიყვანა მიხეილ სააკაშვილმა და მან შეცვალა შეთანხმების მთავარი აზრი და ამჯერად, საქართველო თავად არღვევს შეთანხმებას. ამიტომ 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებაზე რუსეთის დათანხმება ადვილი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი იძულებული იქნება შ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1546 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ ხელი მოაწერა განკარგულებებს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.
ეს გადაწყვეტილება ნიკარაგუას საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 სექტემბერს გამოაქვეყნა.
ნიკარაგაუა მეორე ქვეყანაა რუსეთის მერე, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონები აღიარა. ვენესუელა და ბელარუსი ასევე მიესალმნენ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ჯერ-ჯერობით ანალოგიური ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
წაკითხულია: 888 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, რომ კრიზისის თავიდან აცილება მოხერხდა.
”მე მჭირდება სერიოზული ანალიზი. მე მჭირდება პასუხები შეკითხვებზე.”- განაცხადა მან 5 სექტემბერს ”როიტერთან” ინტერვიუში მას შემდეგ, რაც სიტყვით გამოვიდა ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში.
კითხვაზე, თუ რა მოხდება მაშინ, თუ აღმოჩნდება, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მან უპასუხა: ”ამ შემთხვევაში, მე არ ვისურვებდი მთავრობის ადგილზე ყოფნას”.
”მე შემიძლია ვთქვა, რომ ძნელი წარმოსადგენია კარგი პოზიცია ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რომელსაც ასეთი დიდი პრობლემები აქვს,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”არა მგონი, რომ ის კომფორტულად გრძნობდეს თავს და იმაზე უკეთ ან ძლიერად, ვიდრე აქამდე იყო”.
”თუმცა, ჩვენ, ქართველი ხალხი, არ განვიხილავთ მთავრობას ერთადერთ დაზარალებულად და რა თქმა უნდა, მოვა დრო ჯანსაღი შეფასებისთვის, თუ რა გაფუჭდა საქართველოში”.
მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრა ჰქონდა სააკაშვილთან ”კრიზისის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე”.
”მე ჩემი აზრი და შეხედულება გამოვთქვი. დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსეთი შემოგვიტევდა, თუ ქართული მხრიდან იქნებოდა რაიმე სახის სამხედრო მოქმედებები და კარგად ვხედავდი, რომ რუსებს უნდოდათ საქართველოს პროვოცირება,”- განაცხადა მან.
”მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ შეიძლებოდა ოსეთისა და აფხაზეთის საკითხების სამხედრო მოგვარება, რადგან რუსეთი იბრძოლებდა, გამოაგზავნიდა ჯარებს, შეიარაღებას, თვითმფრინავებს,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.
”მე მესმოდა, რომ ეს რეალური უბედურება იყ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 837 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს ექსპლუატაციაში შევიდა რკინის დროებითი კონსტრუქციისაგან დამონტაჟებული ხიდი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, რაც ქალაქ გორის გვერდის ავლით საავტომობილო მოძრაობას შესაძლებელს ხდის.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებით, ხიდი 12 დღეში დამონტაჟდა და ის სახელმწიფოს დაახლოებით, 3 მლნ ლარი დაუჯდა. ბრიტანეთში დამზადებული ხიდის კონტრუქციას 100 წლიანი გარანტია აქვს.
ძველი ხიდი გაზაფხულზე, მდინარე ლიახვის ადიდების გამო დაზიანდა და მას შემდეგ ტრასის ეს მონაკვეთი გადაკეტილი იყო. ამის გამო მძღოლებს დღემდე ქალაქ გორის გავლით სიარული უწევდათ.
წაკითხულია: 876 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ გამოაგზავნონ საქართველოში დამკვირვებლები, თუმცა მათი განთავსების დეტალები ჯერ დამუშავებული არ არის, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ 6 სექტემბერს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა, ”როიტერის” ცნობით, განაცხადა: ”ჩვენ გამოვთქვით მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დამოუკიდებელი მისიის განთავსების თაობაზე” ეუთოს დამკვირვებლების პარალელურად.
მან ამის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან ავინიონში, სადაც საფრანგეთი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას მასპინძლობდა.
კუშნერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს სრულად პრეზიდენტ მედვედევის მიერ ექვს-პუნქტიანი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
ავინიონის შეხვედრა წინ უძღვოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს და ხავიერ სოლანას ვიზიტებს მოსკოვსა და თბილისში, რომელიც 8 სექტემბერსაა დაგეგმილი.
წაკითხულია: 784 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა გახდეს და ოფშორულ ”სახელმწიფოდ” იქცეს, განაცხადა თვითგამოცხადებული რეგიონის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
”ჩვენ ამ საკითხს არ ვხსნით და ზუსტად ამისთვის მოვემზადებით,”- იუწყება მის სიტყვებზე დაყრდნობით ”რია ნოვოსტი”.
მან ასევე განაცხადა, რომ სოხუმის სურვილია გახდეს დსთ-ს წევრი.
”ასეთი შესაძლებლობა დიდია,”- განაცხადა მან, ”თუ დსთ-ს წევრები შესაძლებლად ჩათვლიან, ჩვენ შევალთ ამ ორგანიზაციაში”.
საქართველოს ორი თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთმა 26 აგვისტოს აღიარა, თუმცა მოსკოვის ნაბიჯისთვის დსთ-ს არცერთ სხვა წევრს მიუბაძავს.
წაკითხულია: 973 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
კავკასიის მოვლენების გამო, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ უნდა
გაცივდეს, რადგან ევროპას სჭირდება ის რესურსები, რომლებსაც რუსეთი ფლობს. "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. "ჩვენ ბევრი რამ გვაქვს ისეთი, რომელთა გარეშეც ჩვენი პარტნიორები, უბრალოდ, ვერ იარსებებენ ან ძალიან გაუჭირდებათ არსებობა. რაც ჩვენ გვაქვს, ის მსოფლიო ეკონომიკაში დეფიციტურია",- აღნიშნა პუტინმა.
წაკითხულია: 891 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ფოთში, პორტის გარე რეიდზე ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების საფლაგმანო ხომალდიდან "მაუტ უიტნი" ჰუმანიტარული ტვირთის გადმოტვირთვა დასრულდა. ხომალდის სიდიდს გამო, ის ნავმისადგომზე ვერ მივიდა და გადმოტვირთვის პროცესმა ღია ზღვაში ჩაიარა. 17 ტონა დახმარება უკვე ნავმისადგომზე გადმოტანილია და დღესვე მას საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რეგიონები მიიღებენ. ტვირთის შემადგენლობაშია პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები. დახმარების გადმოტვირთვას ესწრებოდა ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე. მან დღესვე დაათვალიერა პორტის ნავმისადგომები და ამერიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შარაძიძემ ამერიკის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უპრეცედენტო უწოდა
წაკითხულია: 839 |
თარიღი: 07.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|