Главная » 2008»სექტემბერი»7 » ვოისლავ კოშტუნიცა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს მხარს უჭერს
ვოისლავ კოშტუნიცა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს მხარს უჭერს
17:05
სერბეთის ყოფილი ლიდერი ვოისლავ კოშტუნიცა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს მხარს უჭერს. "რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ყველა პოლიტიკური რესურსი ამოწურა და გაატარა ზომები, რომლებიც საჭიროდ ჩათვალა", - აცხადებს ბელგრადის "პოლიტიკესთან" ინტერვიუში სერბეთის ყოფილი პრემიერი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვოისლავ კოშტუნიცა. მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში რუსეთი იცავდა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც იგი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და სამშვიდობოების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. "რუსეთი, ისევე როგორც სერბეთი, ბოლომდე საერთაშორისო სამართალს იცავდა. მეორე მხარეს დგას სახელმწიფო, რომელმაც ძალა სიმართლეზე მაღლა დააყენა და იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა საშუალება ამოწურულია, რუსეთის საქმეა როგორ მეთოდებს გამოიყენებს", - აღნიშნა ექს-პრემიერმა. მან ასევე გამოთქვა სინანული ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ იყო მიმართული, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კი იცავს. "ასეთი მცდარი პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ აჩქარებს კრიზისს და უფრო მეტად ანგრევს საერთაშორისო სამართალწყობის საფუძვლებს", - აცხადებს კოშტუნიცა. როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, სერბეთმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები უნდა გაამყაროს და ამასთან, არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობის, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები.