შაბათი, 27.04.2024, 09:26
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 09
ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს სამხედრო საჭიროებების შეფასებას შეუდგა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა განაცხადა. "საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა სუვერენულ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს პოტენციალი საკუთარი თავდაცვისთვის და ახალი აგრესიის მოგერიებისთვის. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ თბილისში შეფასების ჯგუფი გაგზავნა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოს ლეგიტიმური საჭიროებების დეტალურ შეფასებასა და ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობით საპასუხო ზომების განსაზღვრაში დაეხმარება", - განაცხადა ფრიდმა დღეს სენატის თავდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ნატო-მ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს რუსეთის შეჭრით მიყენებული ზარალის დადგენაში დაეხმაროს, მათ შორის ქვეყნის თავდაცვისთვის მიყენებული ზარალიც იგულისხმება. გარდა ამისა, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, საქართველოს გაეწიოს დახმარება იმ კრიტიკულად  მნიშვნელოვანი სამსახურების აღდგენაში, რომელთა გამართული ფუნქციონირება აუცილებელი ნორმალური საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკური მოქმედებისათვის. ამასთან, ფრიდის თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს ნატო-ს საბჭოს მუდმივი წარმომადგენლები გეგმავენ.
წაკითხულია: 802 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილმა სპეციალურმა საორგანიზაციო კომისიამ დღეს პირველი სხდომა გამართა. სხდომის მონაწილეებმა კონსტიტუციურ კანონპროექტზე იმსჯელეს, რომელიც გენპროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, გენერალური პროკურატურა  იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ხდება. მას სათავეში იუსტიციის მინისტრი ჩაუდგება, რომელიც იმავდროულად გენერალური პროკურორის ფუნქციებს შეითავსებს.   დაგეგმილი რეფორმის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები თავად კონსტიტუციაში და მასთან ერთად "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ", "პატიმრობის შესახებ", "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიცის ეროვნული ბიუროს შექმნისა და სასამართლო–საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ", "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონებში შედის. ამასთან, ძალადაკარგულად ცხადდება "პროკურატურის შესახებ" მოქმედი ორგანული კანონი, რომელსაც სრულიად ახალი საკანონმდებლო დოკუმენტი ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კონსტიტუციით პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება იყო. 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით კი პროკურატურას სასამართლო ხელისუფლების დაწესებულების სტატუსი ჩამოშორდა, თუმცა დღეის მდგომარეობით, არც კონსტიტუციაში და არც "პროკურატურის შესახებ" კანონში არ არის პირდაპირი მითითება სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში  პროკურატურის დამოუკიდებელი ადგილის თაობაზე. შემუშავებული ცვლილებებ ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 846 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

უკრაინის მთავრობა აპირებს, გაარკვიოს, მოსახლეობის რა რაოდენობამ მიიღო რუსული პასპორტი. როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა გრიგორი ნემირიამ განაცხადა. "ჩვენ ამ ვითარებას ვაკონტროლებთ და ამის თაობაზე რუსეთის შესაბამის სამსახურებში წერილობითი მოთხოვნა გავგზავნეთ", - განაცხადა ნემირიამ. მისივე თქმით, "პირებმა, რომლებსაც უკრაინულის გარდა, რუსული პასპორტები აღმოაჩნდებათ, ერთ-ერთის სასარგებლოდ არჩევანი უნდა გააკეთონ, ვინაიდან უკრაინული კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს". შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ოგრიზკომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება ყირიმის მოსახლეობას რუსულ პასპორტებს საიდუმლოდ ურიგებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეჭრის ერთ-ერთი მოტივი სწორედ კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები "რუსეთის მოქალაქეების დაცვის აუცილებლობა" იყო.
წაკითხულია: 740 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

უკრაინის მთავრობა აპირებს, გაარკვიოს, მოსახლეობის რა რაოდენობამ მიიღო რუსული პასპორტი. როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა გრიგორი ნემირიამ განაცხადა. "ჩვენ ამ ვითარებას ვაკონტროლებთ და ამის თაობაზე რუსეთის შესაბამის სამსახურებში წერილობითი მოთხოვნა გავგზავნეთ", - განაცხადა ნემირიამ. მისივე თქმით, "პირებმა, რომლებსაც უკრაინულის გარდა, რუსული პასპორტები აღმოაჩნდებათ, ერთ-ერთის სასარგებლოდ არჩევანი უნდა გააკეთონ, ვინაიდან უკრაინული კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს". შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ოგრიზკომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება ყირიმის მოსახლეობას რუსულ პასპორტებს საიდუმლოდ ურიგებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეჭრის ერთ-ერთი მოტივი სწორედ კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები "რუსეთის მოქალაქეების დაცვის აუცილებლობა" იყო.
წაკითხულია: 685 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთი შესაძლოა, მსოფლიოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან გარიცხონ. ბუდაპეშტში გამართულ ევროპის პროფკავშირების რეგიონალური საბჭოს სხომაზე რუსულმა მხარემ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროფკავშირებისთვის დახმარების სახით თანხების გამოყოფა მოითხოვა, რასაც მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მსოფლიო პროფკავშირებიდან რუსეთის გარიცხვის საკითხზე ბუდაპეშტში უკვე იმსჯელეს. რუსეთის გარიცხვის საკითხი საბოლოოდ ევროკავშირის პროფკავშირების თავმჯდომარის ჯონ მუნქსის საქართველოში ვიზიტის შემდეგ გადაწყდება. მუნქსი თბილისში სექტემბრის ბოლოს ჩამოვა.
წაკითხულია: 773 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებებს პროვოკაციულს უწოდებს. მაჭავარიანის თქმით, "როგორც რუსეთს სჩვევია, როგორც კი დაიგულა, რომ საქართველოს ტერიტორია ევროკავშირის მაღალი დელეგაციის წევრებმა დატოვეს, მაშინვე დაიწყო აბსულუტურად არაადეკვატური და ყველანაირი პრინციპებიდან და შეთანხმებებიდან ამოვარდნილი განცხადებების კეთება". "რუსეთი ისევ გააგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს. ეს მოსალოდნელიც იყო და საქართველო და ევროპა ამას სათანადო პასუხს გასცემენ, რაც კიდევ ერთხელ გამოაჩენს, რომ რუსეთი არასაიმედო პარტნიორია და მას ფხიზელი კონტროლი სჭირდება" - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა და აქვე პრეზიდენტ სარკოზის გუშინდელი განცხადების ციტირებაც მოახდინა იმის შესახებ, რომ "არავის აქვს უფლება, მეზობელი ქვეყნის საზღვრები შეცვალოს".
წაკითხულია: 742 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ მოლაპარაკებებს დატოვებდა, მაგრამ საბოლოოდ დისკუსია დიმიტრი მედვედევთან შეთანხმებით დასრულდა, რაც საქართველოდან ჯარების გაყვანას გულისხმობს - იუწყება ფრანგული ოფიციალური მხარე.

სარკოზიმ მიღწეული შეთანხმება შეაფასა, როგორც ევროპული დიპლომატიის გამარჯვება და განაცხადა, რომ თუ შეთანხმება შესრულდება, უამრავი ადამიანის სიკვდილს და ტანჯვას ავიცილებთ თავიდან. ერთობლივ კონფერენციაზე სარკოზის და მედვედევის ღიმილი ფარავდა იმ დაძაბულ ატმოსფეროს, რაც უთუოდ სუფევდა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებისას.

- ”იყო ძალიან მძიმე და დაძაბული მომენტები”,- განაცხადა სარკოზის აპარატის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციის შემდეგ.

შეთანხმება იმ ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გაგრძელება იყო, რომელიც სხვადასხვაგვარად იქნა გაგებული ერთის მხრივ, რუსეთის და მეორეს მხრივ, საქართველოსა და დასავლეთის მიერ და რომელიც, დასავლეთის შეფასებით, რუსეთმა ნაწილობრივ შეასრულა.

ორშაბათის მოლაპარაკებებისას, რაღაც მომენტში, როცა მედვედევი გასული იყო ოთახიდან, რუსული დიპლომატიის ლიდერმა ლავროვმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა სცადეს დოკუმენტიდან ამოეღოთ ფრაზების ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოსკოვს ევალება გაიყვანოს სამხედროები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებამდე.

- ”იმ მომენტში სარკოზი ადგა და თქვა: ”ჩვენ მივდივართ, ეს სავაჭრო საგანი არ არის,” - ყვება ფრანგული მხარის წარმომადგენელი. მაშინ რუსეთის მხარემ სასწრაფოდ მოძებნა მედვედევი და მისი შემოსვლის შემდეგ დაძაბულობა ცოტა განელდა”,- განაგრძობს თხრობას ფრანგული მხარე.

- ”მან განაცხადა: ”მოდით, დავ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 771 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიებში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს.  როგორც დეპუტატი აცხადებს, "შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მონაწილობა მიიღონ რაიმე სახის მოლაპარაკებაში საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან". "ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არ არის და არც რუსეთი წარმოადგენს სრულფასოვან საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტს, ვინაიდან ის გამოსულია ნორმალური ურთიერთობების ჩარჩოებიდან, არის ოკუპანტი ქვეყანა და მისი საოკუპაციო ჯარების გაყვანისთვის როგორც ევროკავშირი, ისე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იბრძვის. შესაბამისად, შეუძლებელია, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მონაწილობა მიიღონ რაიმე სახის მოლაპარაკებაში საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან" - განუცხადა "პირველს" ჟვანიამ. მოსკოვის მტკიცებით კი, 15 ოქტომბერს ჟენევაში კავკასიაში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ. "რუსეთმა მიაღწია იმას, რომ ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობას სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც მიიღებს. შესაბამის დოკუმენტში ეს საკითხი არ არის დაფიქსირებული, თუმცა ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დისკუსიის მაგიდასთან სრულუფლებიანი ადგილი უნდა დაიკავონ" - განაცხადა რუსეთის საგარეო პო ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 731 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთი უახლოეს ხანებში რუსეთის ჯარების ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განლაგების შესახებ შეთანხმებების გაფორმებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მომავალში არა რუსი სამშვიდობოები, არამედ რუსეთის შეიარაღებული ძალები განლაგდებიან და მათი რაოდენობა იქნება საკმარისი იმისათვის, რათა რუსეთმა საქართველოს მხრიდან აგრესიის რეციდივებს უპასუხოს". "რუსეთის ჯარები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დიდი ხნით დარჩებიან. ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში ეს ნამდვილად აუცილებელია" – დასძინა მან. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს ესაუბრა. "უკვე შევთანხმდით, რომ თითოეულ რესპუბლიკაში დაახლოებით 3800 სამხედრო განთავსდება, შევთანხმდით ასევე მათი დისლოკაციის ადგილებზე და შემადგენლობაზე" – განაცხადა ანატოლი სერდიუკოვმა. მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროები პოზიციებს ჯავასა და ცხინვალში დაიკავებენ, აფხაზეთში კი – ჯერჯერობით იმ ადგილებში, სადაც რუსი სამშვიდობოები იყვნენ დისლოცირებული.
წაკითხულია: 784 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

იარაღი, რომელიც ქართველმა სამხედროებმა შეირაღებული დაპირისპირების დროს გამოიყენეს, აბსოლუტურად ლეგალური გზით არის შეძენილი. ამის შესახებ დღეს კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში საქართველოს ელჩმა მერაბ ანთაძემ განაცხადა. "იქედან გამომდინარე, რომ თავად საქართველო იარაღს არ აწარმოებს, ხდება მისი შესყიდვა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის – უკრაინიდანაც და ამ საკითხში საქართველო ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს", - განაცხადა ანთაძემ. შეგახსნებთ, რომ მოსკოვმა კიევი თბილისის სამხედრო მხარდაჭერაში არაერთხელ დაადანაშაულა.
წაკითხულია: 851 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოში რუსული ინტერნეტსაიტები კვლავ ამუშავდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ დომეინზე "რუ" დაბოლოებული საიტები საომარი მოქმედებების პირველ დღეებში დაბლოკა და განმარტა, რომ ეს რუსეთთან საინფორმაციო ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება იყო. ამ დღეების განმავლობაში ინტერნეტ-მომხმარებლები რუსულ საიტებზე შესვლას მხოლოდ "პროქსი სერვერის" საშუალებით ახერხებდნენ. ამასთან, ჯერ კიდევ დაბლოკილია იმ რუსული ტელეარხების ტრანსლაცია, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ბრძანებით, 8 აგვისტოს გაითიშნენ.
წაკითხულია: 784 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებს საერთაშორისო დონეზე არანაირი სამართლებრივ-პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია. ასე ეხმაურება ლაშა ჟვანია ლავროვის განცხადებას, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის რეგულარული ჯარის განლაგების შესახებ შეთანხმებების გაფორმებას და "თითოეულ რესპუბლიკაში დაახლოებით 3800 სამხედროს განთავსებას" ეხება. "ლავროვი არის იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს. შესაბამისად, ლავროვის ნებისმიერი განცხადება გასულია საერთაშორისო სამართლებრივი სივრციდან. არ შეიძლება, მისი განცხადებები, რომელიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს უკავშირდება, აღქმული იყოს, როგორც საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ნორმალური სუბიექტი ქვეყნის მინისტრის განცხადება" - განუცხადა "პირველს" ლაშა ჟვანიამ.
წაკითხულია: 764 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სოხუმის ხელისუფლება "რესპუბლიკის" სტატუსის განხილვას არავისთან აპირებს. ამის შესახებ დღეს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა. "ჩვენი სტატუსის განხილვას არავისთან ვაპირებთ, თუმცა ჩვენს პოზიციას ევროპასა და მთელს მსოფლიოს აუცილებლად გავაცნობთ, რადგან იგი დაფუძნებულია ობიქტურ რეალობაზე, საერთაშორისო კანონებზე და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის დემონსტრირება მოვახდინოთ", - განაცხადა შამბამ დღეს მოსკოვში რუს და ოს "კოლეგებთან" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. თავის მხრივ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა დაადასტურა მზადყოფნა, საერთაშორისო საზოგადოებას "რესპუბლიკის" პოზიცია გააცნოს. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით საერთაშორისო დისკუსიები 15 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართება.
წაკითხულია: 766 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დეპუტატ ჯონდო ბაღათურიას პოზიციამ ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში გაკვირვება გამოიწვია.


ბაღათურიამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ სირცხვილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კრემლის აგენტობისთვის სამართლდებოდეს. მან მზადყოფნა გამოთქვა, ცოტნე გამსახურდიას თავდებით დაუდგეს.


ჯონდო ბაღათურიას უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაუგებარია, თუ რაზე საუბრობს მისი ოპოზიციონერი კოლეგა და რა შუაშია, "ვინ ვისი შვილია".


მისი თქმით, პირადულად შეიძლება "ვიღაცას რაღაცა მიეთვალოს", მაგრამ სახელმწიფოს ამის უფლება არ აქვს.

წაკითხულია: 784 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საპარლამენტო უმრავლესობა ”მემარჯვენეებს” საკუთარი პოზიციების გადახედვისა და ქვეყნის ინტერესების სასიკეთო ქმედებების არჩევისკენ მოუწოდებს. 

როგორც უმრავლსობის წევრმა გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ”სამწუხაროა, რომ საქართველოში აღმოჩნდა ძალა, რომელიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და რუსულ აგრესიას, რომელიც მთელმა მსოფლიომ დაგმო, შიდა სახელისფლებო პიარად მიიჩნევს”. 

მისივე თქმით, ”ასევე სამწუხაროა, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც გლობალური პოლიტიკური პროცესების შიდა პროცესებში გადაზრდას ცდილობს და იგივე ძალა არ ჩადგა იმ ~ცოცხალ ჯაჭვში”, რომელშიც მთელი ერი იყო გაერთიანებული”.

”მთელი ეს ფაქტორები ამ პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ “სიმწიფეზე” მიუთითებს და ადასტურებს, რომ ეს ძალა პასუხისგმებლობას ვერ აცნობიერებს” - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.  

ამასთან, მან თავი შეიკავა იმის კომენტირებისგან, შესაძლებელია თუ არა, ”მემარჯვენეები” გარე ძალების მიერ იმართებოდნენ და განაცხადა, რომ ”მიუხედავად მათ მიერ გაჟღებული მოსაზრებებისა, ხელისუფლებას სურს, მისცეს ამ ძალას შანსი, საკუთარ პოზიციას ქართულ სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით გადახედოს და ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანდეს”.

წაკითხულია: 731 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, ევროპამ და ამერიკამ რუსეთს უკვე დაანახა, რომ უხეში ძალის გამოყენებით შეუძლებელია თანამედროვე სამყაროში კონკრეტული სტრატეგიული გამარჯვების მიღწევა.


როგორც გაბაშვილმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უხეში ძალის გამოყენებით შეიძლება, დაატერორონ მოსახლეობა, ააფეთქონ ხიდები, დაიპყრონ გზები, გახსნან უკანონო საგუშაგოები, მაგრამ გრძელვადიანი სტარტეგიული თავლსაზრისით, ეს მაინც მარცხი იქნება.


მისივე თქმით, დღეს აღარ არის ის მსოფლიო, როდესაც აგრესიულ ქვეყანას მეორე ქვეყნის დაპყრობა შეუძლია, დღეს აღარ არის ის დრო, რომ რუსეთმა საქართველოს რუკის შეცვლა შეძლოს.

წაკითხულია: 950 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ”აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიმართ ზეწოლის შესუსტებაა მოსალოდნელი”.

ასეთ დასკვნას აკეთებს პოლიტოლოგი აშშ-ის თავდაცვის მდივნის რობერტ გეიტსის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ ”აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივ მოქმედებას, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს არაფექტურად მიიჩნევს”.

- ”მსგავსი განცხადებები აშშ-ში ადრეც გაკეთებულა, რაც იმის მანიშნებელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება აშშ-ის მთავარი მიზანი არ არის”.

- ”ვფიქრობ, ნათელია, რომ აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შესუსტებას უნდა ველოდოთ. დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ცალსახაა, თუმცა სანქციებზე ორიენტაცია აღებული არ იქნება და გამოსავლის ძიებას სხვა გზებით შეეცდებიან”, - განუცხადა ”პირველს” საყვარელიძემ.

შეგახსნებთ, რომ რობერტ გეიტსის განცხადებით, ”აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივ მოქმედებებს, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს არაეფექტურად მიიჩნევს”.

როგორც გეიტსმა გაზეთ ”ნიუ იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ”ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მიაღწიეს შეთანხმებას ხანგრძლივი სტრატეგიული მიდგომის შესახებ, რომლის თანახმად, აუცილებელია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ევროპასთან და დასავლეთს აქვს დრო, კარგად მოიფიქროს საპასუხო ქმედებები, აშშ-ის მხრიდან ნაჩქარევი ცალმხრივი გადაწყვეტილებები კი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით შესაძლოა, თავად აშშ-სთვის იზოლაციით დასრულდეს”.

წაკითხულია: 799 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივ მოქმედებებს, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს არაეფექტურად მიიჩნევს.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა გაზეთ ”ნიუ იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ”ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მიაღწიეს შეთანხმებას ხანგრძლივი სტრატეგიული მიდგომის შესახებ”.

- ”ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ევროპელებთან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დრო, კარგად მოვიფიქროთ საპასუხო ქმედებები და რომ არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. თუ აშშ ამ საკითხთან მიმართებაში ფრთხილი არ იქნება, შეიძლება, თავად აღმოჩნდეს იზოლაციაში” - განაცხადა გეიტსმა.

მანვე დასძინა, რომ ”ადმინისტრაციაში არსებობს საერთო აზრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ”.

წაკითხულია: 796 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სეპარატისტები აღიარებენ, რომ ცხინვალში მყოფ მაროდიორებს ვერ უმკლავდებიან. ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს დე ფაქტო მინისტრის მიხეილ მინძაევის განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალსა და მიმდებარე სოფლებში საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათია გამოცხადებული და მთელი ღამის განმავლობაში ყველა დასახლებულ პუნქტში სამხედროები პატრულირებენ, ქალაქში მძარცველების შეჩერება ვერ ხერხდება". მისივე მონაცემებით, ბოლო დღეებში მაროდიორობის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 80-მდე საქმეა აღძრული.
წაკითხულია: 817 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის შოთა მალაშხიას განცხადებით, "ჯინი, რომელიც რუსეთმა საქართველოში სეპარატიზმის სახით გამოუშვა, საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად მიუბრუნდება". ეს განცხადება მალაშხიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. "დღეს რუსეთის ფედერაციის ფარგლებში მცხოვრები ის ხალხები, რომლებიც მართლა ღირსნი არიან თავისუფლების, თავისუფლებას აუცილებლად მიიღებენ და თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას საქართველოსთან ერთად გაივლიან"- განაცხადა შოთა მალაშხიამ.
წაკითხულია: 812 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღე სიცხე, ღამე სიცივე... დევნილობა ზუსტად ერთი თვის შემდეგ... ახლა 8 სექტემბერია. 8 აგვისტოს 80-ზე მეტი სოფლიდან ხალხი გამორბოდა. პირველ დღეებში მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. გადარჩენილი ხალხი დღეს ნელ-ნელა უფიქრდება რეალობას. იმას თუ რა იქნება დღეს და რა იქნება ხვალ. ხვალ, როდესაც მამა-პაპურ მიწას ჯერ ვერ ნახავს და შესაძლოა ეს ”ადგილნაცვალობა” იმდენივე წელი გაგრძელდეს, რამდენი წელიც 1992 წლიდან გავიდა.

დღეს სხვა პრობლემებმა იჩინა თავი. ეპიდემიის საშიშროება რეალურად არსებობს. მოსახლეობა ჰიგიენურ კრიზისზე საუბრობს. არც საპონი, არც შამპუნი, არც საჭმელი, არც ცხელი წყალი... მოკლედ ”კარვების ქალაქი” ხელისუფლებას მხოლოდ საძილე კარავი ჰგონია. ის ხალხი, ვინც ტყვია-წამალს გადაურჩა, ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში მასიური დაავადებებს ელის.

”კარვების ქალაქში” ცენტრალურ შესასვლელთან პოლონელ მედიკოსებს ცალკე კარავი გაუშლიათ. სხვადასხვა სპეციალობის სამი ექიმი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს უტარებს. მათ შორის ერთი ქართველი ექიმი ვნახეთ. გვარსახელი არ გვითხრა, რადგან ჟურნალისტებისთვის ოფიციალური ინტერვიუს მიცემა ნებადართული არ აქვთ, თუმცა გარკვეულ პრობლემებზე გვესაუბრა.

- ”ძალიან ბევრი კუჭ-ნაწლავის დაავადებებს უჩივის. განსაკუთრებით ეს ბავშვებში ვლინდება. არ არის გამორიცხული, ეს საკვებითაც იყოს გამოწვეული ან კიდევ წყლით, თუმცა მიგვაჩნია, რომ ალბათ დარღვეული კვების რეჟიმის ბრალია. ბევრი გაციებული ადამიანი გვაკითხავს. ღამით არის სიცივე და შესაბამისად მისგან ორგანიზმის გადაციების რეალური საფრთხე არსებობს”, - გვითხრა ექიმმა.

ჩვენ მოსახლეობასაც გავესაუბრეთ. როგ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 752 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ოსმა კრიმინალებმა გუშინ კარალეთთან გატაცებული პოლონეთის ცენტრალური ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 778 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შუათანა ვაჟი ცოტნე გამსახურდია პროტესტის ნიშნად მეოთხე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 814 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “Бук”-ი ქართულ მხარეს უკრაინისგან ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყების წინ გადაეცა.

როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა “როსიისკაია გაზეტასთან” ინტერვიუში განაცხადა, “კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე აგრესიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხვდა”. 

“ჩვენი მონაცემებით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ ცხინვალზე შეტევის დაწყების წინ მოხვდა”, - განაცხადა ნოგოვიცინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მონაწილეობდნენ თუ არა შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინელები, ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ “მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტები დამატებით გადამოწმებას საჭიროებს”.

წაკითხულია: 810 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოსა და უკრაინის მეგობრობას ხელს ვერაფერი შეუშლის და ეს მეგობრობა მომავლშიც გაგრძელდება.


ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ნაშა უკრაინას" დელეგაციის წევრებმა თბილისში ქართველ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.


შეხვედრის დაწყებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა უკრაინელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა, რომ მიუხედავად მათ ქვეყანაში არსებული რთული ვითარებისა, მაინც ჩამოვიდნენ საქართველოს მხარდასაჭერად.


მაჭავარიანმა მნიშვნელოვანი უწოდა უკრაინის თანადგომას რუსეთიდან მომდინარე საერთო საფრთხეებთან დაკავშირებით.


სტუმრებმაც ხაზი გაუსვეს თანადგომის მნიშვნელობას. მათი თქმით, მხარდაჭერას საქართველოსგანაც გრძნობენ და ქართველებს ამისთვის მადლობას უხდიან.


ფრაქცია "ნაშა უკრაინას" დელეგაცია ფრაქციის თავმჯდომარე ვიაჩესლავ კირილენკოს ხელმძღვანელობით საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
დღესვე იგეგმება ვიაჩესლავ კირილენკოს გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. იგი ქართველ პარლამენტარებს, სავარაუდოდ, უკრაინულად მიმართავს.

წაკითხულია: 794 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მაღალი რანგის კონფერენციაში, რომელიც თბილისში ოქტომბერში გაიმართება, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიღებენ მონაწილეობას. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა წუხელ ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი რანგის კონფერენცია ომის შემდეგ საქართველოს აღდგენას მიეძღვნება და მას რამდენიმე დასავლელი ლიდერი დაესწრება.

კონფერენციის შესახებ კომენტარი უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ “ეს უფრო პოლიტიკური ხასიათის ფორუმი იქნება სახელწოდებით ”საქართველოს მეგობართა სამიტი”. 

მისივე თქმით, ცალკე იგეგმება ევროკავშირის კონფერენცია, რომელიც სავარაუდოდ, ბრიუსელში გაიმართება და საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების გაწევის მიზნით სახსრების შეგროვებას მიეძღვნება.

წაკითხულია: 768 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პროტესტს გამოთქვამს საკაბელო ტელევიზია "მაესტროსთვის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების აკრძალვასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება. "კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან ყოვლად აბსურდული საბაბით "მაესტროსთვის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების აკრძალვა და გაჭიანურებული სასამართლო პროცესი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და აზრი დაპატიმრებულია" - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოზარ სუბარმა. მისივე განცხადებით, "საქართველოს მომავალი კეთილდღეობა მის დემოკრატიულ განვითარებაშია, სწორედ ამაზეა დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერაც". "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნოს ტელეკომპანია "მაესტროს" ის, რაც კანონით ეკუთვნის და რაც ადამიანის უზენაესი უფლებაა" – დასძინა ომბუდსმენმა. აღნიშნულ პრესკონფერენციას "მაესტროს" ხელმძღვანელი მამუკა ღლონტიც ესწრებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ სასამართლოს იმედი არ აქვს, თუმცა საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანციის გავლას აპირებს. "თუკი ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ევროპის სასამართლოს მივმართავთ"  – დასძინა ღლონტმა.
წაკითხულია: 812 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის აკვატორიაში ხომალდების შეყვანას რუსეთი პასუხობს და ვენესუელის ტერიტორიულ წყლებში, კარიბის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდებს გზავნის. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, რუსეთის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი უკვე გამოეხმაურა და რუსული ხომალდების მისაღებად მზადყოფნა გამოთქვა. კარიბის ზღვაში რუსული ხომალდები 10 ნოემბრიდან შევლენ. აქ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაა დაგეგმილი. მანევრებში ოთხი რუსული გემი და პირადი შემადგენლობის 1 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, ვენესუელის მხრიდან კი წვრთნებში გემები და საბრძოლო თვითმფრინავები ჩაერთვებიან.
წაკითხულია: 831 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რამდენიმე დღის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადო მოღვაწეთა ერთმა ნაწილმა, მედიას დაუგზავნა კოლექტიურად ხელმოწერილი განცხადება. დოკუმენტში, ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად, დასმული იყო 7 კითხვა, რომელსაც თან ახლდა მოთხოვნა: “ხელისუფლებამ კითხვებზე უნდა გვიპასუხოს!”.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს, ალექსანდრე (კახა) ლომაიას ვთხოვეთ.

მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კატეგორიული გაფრთხილებისა, რატომ გაყო თავი რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში საქართველოს ხელისუფლებამ, მითუმეტეს, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ სწორედ რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი იყო მოსალოდნელი?
-
იმ დროისთვის საქართველოს წინაშე ორი არჩევანი იდგა - ქვეყანა აგრესორისთვის ან უბრძოლველად უნდა ჩაგვებარებინა და 1921 წლის სცენარი განმეორებულიყო, ან წინააღმდეგობა იმ ძალებითა და შესაძლებლობებით გაგვეწია, რაც გაგვაჩნდა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საკუთარი ქვეყანა, მასზე მრავალჯერ აღმატებული მტრისგან დაეცვა.

შემიძლია გითხრათ, დასავლელი კოლეგების მონაცემებით, რომლებიც ჩვენს მონაცემებსაც ემთხვევა, საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის არმიის ბრძოლისუნარიანი ნაწილის, დაახლოებით, 30% იყო ამოქმედებული. რაც, საერთო ჯამში, 80 ათასი ჯარისკაცია, რომლებიც საქართველოში არა ერთდროულად, არამედ როტაციის პრინციპით იყვნენ განლაგებულნი.

ჩვენმა რეგულარულმა არმიამ, ხელისუფლების გადაწყვეტილებთ, რუსულ აგრესიას წინააღმდეგობა მაქსიმალურად გაუწია. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური არჩევანი. ს ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 775 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 5.0/1 | კომენტარი (0)

დღეს დილით, ჰოლანდიის ქალაქ დენ ჰააგაში, მშვიდობის სასახლეში არსებულმა საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელის განხილვის სამდღიანი სხდომა გახსნა. მასზე პირველად მასალების წარდგენის უფელება საქართველოს მხარეს მიეცა. თინათინ ბურჯალიანმა სასამართლოს რუსეთის მიერ საქართველოში 1993-2008 წლამდე განხორციელებული ეთნოწმენდის ფაქტები გააცნო.

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სასამართლოსაგან ითხოვს, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოსკოვი აიძულოს, შეწყვიტოს ქართველთა გენოციდი და დიკრიმინაცია და აღიაროს რუსეთის მიერ გამხორცილებული ეთნოწმენდა.

- ”პირველი სხდომა პოზიტიურად მიმდინარეობს. ქართუმა მხარემ თავისი არგუმენტები უკვე წარმოადგინა. ახალ სასამართლო რუსეთის მხარის წარმომადგენლის საპირისპირო არგუმენტებს უსმენს” - გვაცნობა ჰოლანდიიდან ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა მარეხ ტოგონიძემ.

მისი თქმით, რუსეთის მხარე არ ეთანხმება ამ არგუმენტებს და იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლო ვერ შეძლებს საქართველოს მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

- ”ხვალ მოსმენა ისევ საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლით დაიწყება, შემდეგ ტრიბუნაზე ისევ რუსეთის მხარე წარსდგება და ასე გაგრძელდება სამივე დღის სხდომაზე. ამით შესაძლოა, ჰააგის სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი მართლაც ვერ გამოიტანოს და ამას უფრო დიდი დრო დასჭირდეს. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამდღიანი სხდომის შედეგად იმას მაინც მივაღწევთ, რომ სასამართლომ აიძულოს მოსკოვი დაუყონებლივ შეწყვიტოს საქართველოში ეთნიკური წმენდა და საშუალება მიეცეთ ლტოლვილებს დაბრუნდნენ საკუთარ ადგილებში”-განაცხადა მარეხ ტოგონიძემ. ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 820 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

არჩევნები იქნება აჭარაში, ვაკესა და დიდუბეში. არჩევნებზე იქნებიან ნაცები, ჯონდი, ინგა და სხვები. არ იქნებიან ისინი, ვინც ამ წუთში არსადაც არ არიან. და რა მნიშვნელობა აქვს ასეთი არჩევნები საერთოდ იქნება თუ არ იქნება?

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის შუალედური არჩევნები დანიშნა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და N2 ვაკისა და N8 დიდუბის საარჩევნო ოლქებშიპარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,აჭარისა და შუალედრი არჩევნები 2008 წლის 4 ოქტომბრისთვის უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოში საომარი სიტუაციის გამო, ამ პროცემა ერთი თვით გადაიწია. აჭარაში სრულიად ახალი დეპუტატები უნდა აირჩიონ, ხოლო ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში დავით გამყრელიძისა და დავით საგანელიძის ადგილმონაცვლეები გამოვლინდება.

როგორც მოსალოდნელი იყო პარლამენტზე შემომწყრალი პარტიებიარც ამჯერად გატეხენ ფიცს და არჩევნებეში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამ განაცხადების გაკეთებას ლეიბორისტებს აბა ვინ დაასწრებდა.

მათმა ყოჩმა შალვა ნათელაშვილმა განცხადება დილაადრიან გააკეთა და აღნიშნა, რომ ვიდრე ქვეყანას პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი ეყოლება, საქართველოს თავისუფალი არჩევნები “ვერ ეღირსება”.

- “ჩვენ არანაირ არჩევნებში მონაწილეობას აღარ ვაპირებთ, ვიდრე საქართველოს ეს ხელისუფლება და პრეზიდენტი ეყოლება”, - ბეჭდით დაამოწმა ლეიბორისტების ლიდერმა.

ლეიბორისტების მსგავსად მძიმე გზას დაადგა რესპუბლიკური პარტიაც. ისინი მიიჩნევენ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 833 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ქართველ მინისტრებს დღეს რეკორდულად დატვირთული მთავრობის სხდომა ჰქონდათ. დღის წესრიგში შესულ 48 საკითხს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რთველის სეზონისათვის მზადება იყო.

შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, როცა გლეხებს ყურძენი ვაზებზე გაუფუჭდათ, ზოგმა კი დაბალი ფასების გამო ვენახებიც კი აჩეხა, წლეულს ამ მეტად “მტკივნეულ” საკითხზე მთავრობის განწყობა ასეთია: “უნდა გადავარჩინოთ ვენახი, გლეხი, სოფლის მეურნეობა და მთლიანად ქვეყანა.”

სოფლის მეურნეობის მინისრტი ბაკურ კვეზერელი წლეულს ყურძნის დიდ მოსავალს ელოდება და როგორც აცხადებს, ერთი მტევანიც არ უნდა გაფუჭდეს. მისივე თქმით, ამ დროისათვის “რთველი 2008”-ის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური საკითხი მოგვარებულია.

ხვალიდან ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას სპეციალური შტაბი, რომელიც გლეხებს ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში დაეხმარებათ. შტაბი გურჯაანში, სასტუმრო “რები-გურჯაანში” განთავსდა და მას სოფლის მეურნეობის მინისტრი თავად უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს სთხოვა, ორი კვირის განმავლობაში რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია ინტენსიურად მიაწოდოს და აღნიშნა, რომ აუცილებელია რთველმა წელს წარმატებით და ორგანიზებულად ჩაიაროსო.

ორი დღის წინათ კახეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლეხებს დაჰპირდა, რომ შარშანდელისაგან განსხვავებით წლეულს სახელმწიფო პირდაპირ განახორციელებს მევენახეობის სუბსიდირებას და ცენტრალური ბიუჯეტიდან 8,5 მილიონი ლარი გამოიყოფა, თუმცა, აქვე დასძინა, რომ “სახელმწიფო ფასებს ვეღარ დაარეგუ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 785 | თარიღი: 09.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz