Главная » 2008»სექტემბერი»9 » სოხუმის ხელისუფლება "რესპუბლიკის" სტატუსის განხილვას არავისთან აპირებს
სოხუმის ხელისუფლება "რესპუბლიკის" სტატუსის განხილვას არავისთან აპირებს
18:00
სოხუმის ხელისუფლება "რესპუბლიკის" სტატუსის განხილვას არავისთან აპირებს. ამის შესახებ დღეს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა. "ჩვენი სტატუსის განხილვას არავისთან ვაპირებთ, თუმცა ჩვენს პოზიციას ევროპასა და მთელს მსოფლიოს აუცილებლად გავაცნობთ, რადგან იგი დაფუძნებულია ობიქტურ რეალობაზე, საერთაშორისო კანონებზე და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის დემონსტრირება მოვახდინოთ", - განაცხადა შამბამ დღეს მოსკოვში რუს და ოს "კოლეგებთან" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. თავის მხრივ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა დაადასტურა მზადყოფნა, საერთაშორისო საზოგადოებას "რესპუბლიკის" პოზიცია გააცნოს. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით საერთაშორისო დისკუსიები 15 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართება.