შაბათი, 27.04.2024, 15:12
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 19

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ”მეგაფონი” მეორედ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმის ოდენობა 500 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ ”მეგაფონს” ადმინისტრაციული სანქცია ადრე დააკისრა.    

                                                                                                                 ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 831 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, “ქართველ ხალხთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად რუსეთი ყველაფერს გააკეთებს”.

“ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის კეთილგონიერების და ნორმალური, ადამიანური ურთიერთობის აღსადგენად ყველა ღონეს ვიხმართ” – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, რომლის პოზიციას სააგენტო “რია ნოვოსტი” აქვეყნებს.

მისივე თქმით, “რუსულ-ქართულ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება”. 

“ამ ზღვრის გავლება აუცილებელია არა მარტო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, არამედ ადამიანურ დონეზეც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა არსებობდა” – დასძინა მედვედევმა.

წაკითხულია: 858 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (1)

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში გაემგზავრა. 

პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

სხდომაზე სიტყვით რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების გამოსვლა იგეგმება.

განსახილველ საკითხთა შორის საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ფიგურირებს.

წაკითხულია: 835 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და აზიის საკითხებში დევიდ მერკელმა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მთავარი მიზანი მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაა. ამასთან, თუ მისი თავდაცვისუნარიანობა არასაკმარისია, ამას მხარდაჭერა სჭირდება”, - განაცხადა მერკელმა.

ამასთან, მერკელი რუსეთ-საქართველოს ომსაც შეეხო და განაცხადა, რომ ”საქართველოში ომი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე უეჭველად აისახება”.

”რუსეთში გაზრდილმა ავტორიტარულმა ტენდენციებმა, მეზობლების დაშინებამ, ამ რეგიონში სამხედრო ქმედებებმა მკვეთრად დაანახა შეერთებულ შტატებს, რომ რუსეთი განსაზღვრულ ზღვარს სცილდება”, - განაცხადა მერკელმა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ ”რუსეთი სხვაგვარად მოიქცევა მეზობლებთან მიმართებაში და მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეულ წევრად დარჩება”.

წაკითხულია: 772 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მარშალის ცენტრში გამოსვლით რუსეთს საერთაშორისო იზოლაციისკენ გზა დაულოცა.

როგორც ცისკარიშვილმა განაცხადა, რაისმა რუსეთს შეგონების სახით მწყობრი და არგუმენტირებული მესიჯი გაუგზავნა, მაგრამ საეჭვოა, რომ გამარჯვების ეიფორიაში მყოფი რუსეთის ხელმძღვანელობა ვაშინგტონიდან მიღებულ რჩევას გაითვალისწინებს.

მისივე თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პირველად გამიჯნა ერთმანეთისგან რუსეთის ხელმძღვანელობა და რუსი ხალხი და აღნიშნა, რომ რუსი ხალხის ინტერესებში არ არის რუსეთის ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაცია.

ცისკარიშვილის მტკიცებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გამოსვლაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ აშშ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხი, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და ვაშინგტონი თბილისს ეკონომიკის აღორძინებაში დაეხმარება.

წაკითხულია: 745 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ბატალიონის - ”ზაპადის” სარდალს ბესლან ელიმხანოვს თავს დაესხნენ.

შეგახსენებთ, რომ ელიმხანოვის ქვედანაყოფი საქართველოში აგვისტოში განხორციელებულ რუსულ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობდა. როგორც ”კომერსანტი” იტყობინება, ელიმხანოვი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მძღოლი დაიღუპა, მცველი კი დაიჭრა. თავდამსხმელები ინციდენტის ადგილიდან მიიმალნენ.

წაკითხულია: 859 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ეუთომ საქართველოში დამატებით 80 დამკვირვებლის გაგზავნაზე მოლაპარაკებების შეჩერების გამო სინანული გამოთქვა.

- ”ამ საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან კონსენსუსის საფუძველი არ არსებობდა. თავმჯდომარეობა მონაწილე მხარეებთან ერთად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე ვენაში მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს”, - ნათქვამია ეუთოს საიტზე განთავსებულ განცხადებაში.

ამასთან, ეუთოს ფინეთის თავმჯდომარეობა სინანულით აუწყებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები საქართველოში დამატებითი სამხედრო დამკვირვებლების განთავსების შესახებ უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს გუშინდელ სხდომაზე რუსეთმა საქართველოში ეუთოს დამატებით 80 დამკვირვებლის გაგზავნის შესახებ მოლაპარაკებები დაბლოკა.

წაკითხულია: 818 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

უცხოური სააგენტოების ინფორმაციით, ფინანსური კრიზისის დასაძლევად მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ერთიანდებიან.

ევროპის ცენტრალური ბანკი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ინგლისის, შვეიცარიის, კანადისა და იაპონიის ბანკები ბირჟებზე სიტუაციას ერთად დაარეგულირებენ. ამერიკის ბაზარზე უკვე გაიზარდა საფონდო ინდიკატორები.

მიუხედავად ამისა, დოლარის კურსის დაცემა გრძელდება. მუშაობა ნაწილობრივ განაახლეს რუსეთის უდიდესმა ბირჟებმაც.

ინდუსტრიული ინდექსების ზრდა აზიის ქვეყნებშიც დაიწყო, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ კრიზისი ჯერ დაძლეული არაა.

წაკითხულია: 845 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ”დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობებს ცივი ომის სახელწოდებას არ ანიჭებს, თუმცა პროცესები სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს”.

მისივე თქმით, ”დასავლეთი რუსეთის ეკონომიკაში მომხდარ ცვლილებებს სანქციებს არ არქმევს, თუმცა რუსეთის ეკონომიკა სწორედ სანქციების რეჟიმში იმყოფება”.

ასეთ დასკვნას აკეთებს დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ”რაისმა გუშინ ყველაზე სიღრმისეული და ამომწურავი შეფასებები გააკეთა იმ განცხადებებს შორის, რაც კი ბოლო დროს დასავლეთის ლიდერებს გაუკეთებიათ”.

- ”კონდოლიზა რაისის გუშინდელი განცხადებები საინტერესოა ორი რამით: 1. ის არის ამერიკის ოფიციალური პირი, რომელიც წარმართავს შეერთებული შტატების პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ კონდოლიზა რაისი ორი თვის შემდეგ თანამდებობაზე აღარ იქნება, მისი გამოსვლიდან ნათელი ხდება, თუ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას ამერიკის ახალი ადმინისტრაცია.

2. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონდოლიზა რაისი აკადემიური წრეებიდან გამოსული პირია, იგი სელფორდის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ რუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდა.

რაისმა კარგად იცის, რომ რუსეთი ისევე იქცევა პოლიტიკაში, როგორც რუსი ჯარისკაცები - ჯარში”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე შეფასებით, რაისის გამოსვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფრაზა იმის შესახებ, რომ ”რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას ამზადებდა და ეს აგრესია განახორციელა”.

წაკითხულია: 752 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ნატო-ს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, ”აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარების დარჩენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილების ფონზე ნატო-რუსეთის საბჭოს აღდგენა უახლოს მომავალში ვერ მოხერხდება”. 

როგორც ნატო-ს გენმდივანმა რუსული ტელეკომპანია ”ვესტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ”რუსეთის ეს გადაწყვეტილება ნატო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენას ნამდვილად შეაფერხებს”.

წაკითხულია: 777 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ლოსაურაში მეწყერის ჩამოწოლას ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 983 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს, გამთენიისას ვერის ბაღში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. 

 

პოლიციელთა განცხადებით, სამართალდამცველები ბაღში პატრულირებდნენ და სამ ნასვამ ახალგაზრდას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც ახალგაზრდებმა პოლიციელს თავში ბოთლი ჩაარტყეს.

 

წინასწარი ინფორმაციით, ხელში მსუბუქად დაიჭრა ერთ-ერთი ეჭვმიტანილიც. დამნაშავეებმა შემთხვევის ად ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 925 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს საქართველოში ევროპის საპარლამენტო ფორუმის დელეგაცია ჩამოდის.

ბელგიის, დანიის, ინგლისის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომაგენლები 4 დღის განმავლობაში საქართველოში შექმნილ ვითარებას გაეცნობიან.

ევროპის საპარლამენტო ფორუმის დელეგაცია გორსა და თბილისში რუსულ-ქართული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება.  

სტუმრები სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებში საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზეც იმსჯელებენ.

თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ ევროპის საპარლამენტო ფორუმის დელეგაცია გაკეთებულ მოხსენებას ევროკავშირს გააცნობს.

 
წაკითხულია: 838 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მობილური ტელეფონების ეპოქაში დღესდღეობით ვერავის გააკვირვებთ იმით, რომ ყოველთვის მოახერხებთ მობილურიანი ნაცნობის მიგნებას. ისიც კარგად ვიცით, რომ მრავალი კრიმინალის დაკავების საქმეში მთავარი როლი სწორედ ფიჭური კავშირგაბმულობას შეუსრულებია და ამ საკითხში სამართალდამცველები მობილური კავშირების რომელიმე კომპანიის გარეშე, ფაქტობრივად, უძლურნი არიან. სავარაუდოდ კიდევ დიდი დრო გავა, სანამ ქართული პოლიცია ისწავლის ეკონომიკური დანაშაულის ისეთ პროფესიონალებთან ბრძოლას, როგორებიც არიან ჰაკერები.

ჰაკერები ანუ ”შემტეხნი”, დღესდღეისობით ინტერპოლის №2 თავის ტკივილს წარმოადგენენ, ცნობილი ტერორისტების მიმართ განხორციელებული სამძებრო სამუშაოების შემდეგ.

საქმის დროს ”მობილური” გამორთე!
17 წლის წინ აშშ-ში კომპიუტერული კორპორაციის ”დეილ ელექტრონიკს-ის” თანამშრომელმა ჯეიმს ჰარლიმ ჩამოაყალიბა მობილურ ტელეფონებზე თვალთვალის იდეა. მისი არსი ტექნიკურად შემდეგნაირად გამოიყურება: თქვენი ჩართული მობილური ტელეფონი, მუდმივად ასხივებს ზემაღალი სიხშირეების სიგნალს. ამ სიგნალს თქვენთან ახლომდებარე მობილური კავშირების რამდენიმე რადიოანძა ერთდროულად იღებს. მათი კოორდინატების ცოდნით, ზუსტად შეიძლება დადგინდეს თქვენი ტელეფონის (და შესაბამისად მისი მფლობელის) ადგილმდებარეობა. ეს იდეა მაშინვე აიტაცეს გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა და პრაქტიკაშიც დანერგეს. მითუმეტეს, რომ ეს სისტემა იმის დადგე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 853 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერების სერგეი ბაღაფშისა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 739 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ- სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით, აშშ  ელოდება დღეს, ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 837 | თარიღი: 19.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz