ოთხშაბათი, 24.04.2024, 08:54
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 19 » დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობებს ”ცივ ომს” არ უწოდებს, თუმცა პროცესები სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს
დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობებს ”ცივ ომს” არ უწოდებს, თუმცა პროცესები სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს
19:57
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ”დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობებს ცივი ომის სახელწოდებას არ ანიჭებს, თუმცა პროცესები სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს”.

მისივე თქმით, ”დასავლეთი რუსეთის ეკონომიკაში მომხდარ ცვლილებებს სანქციებს არ არქმევს, თუმცა რუსეთის ეკონომიკა სწორედ სანქციების რეჟიმში იმყოფება”.

ასეთ დასკვნას აკეთებს დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ”რაისმა გუშინ ყველაზე სიღრმისეული და ამომწურავი შეფასებები გააკეთა იმ განცხადებებს შორის, რაც კი ბოლო დროს დასავლეთის ლიდერებს გაუკეთებიათ”.

- ”კონდოლიზა რაისის გუშინდელი განცხადებები საინტერესოა ორი რამით: 1. ის არის ამერიკის ოფიციალური პირი, რომელიც წარმართავს შეერთებული შტატების პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ კონდოლიზა რაისი ორი თვის შემდეგ თანამდებობაზე აღარ იქნება, მისი გამოსვლიდან ნათელი ხდება, თუ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას ამერიკის ახალი ადმინისტრაცია.

2. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონდოლიზა რაისი აკადემიური წრეებიდან გამოსული პირია, იგი სელფორდის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ რუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდა.

რაისმა კარგად იცის, რომ რუსეთი ისევე იქცევა პოლიტიკაში, როგორც რუსი ჯარისკაცები - ჯარში”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე შეფასებით, რაისის გამოსვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფრაზა იმის შესახებ, რომ ”რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას ამზადებდა და ეს აგრესია განახორციელა”.

Просмотров: 752 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz