|
Главная » 2008 » სექტემბერი » 27
რუსეთი საქართველოს ანექსიის პროცესს სულ უფრო მეტი მონდომებით აგრძელებს და იმ პროექტების განხორციელებას იწყებს, რომელიც წლების წინ კრემლში მომზადდა. ქართველი ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები წლების მანძილზე საუბრობდნენ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული ბერკეტების ხელში ჩაგდებას გეგმავდა. რატომღაც, რუსული გეგმები მხოლოდ ექსპერტებისა და ოპოზიციისთვის იყო საფრთხის შემცველი. ყველა დროის ხელისუფლება რუსულ საფრთხეზე საუბარს პოლიტიკური ქულების დაგროვების მცდელობად აფასებდა და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ქართული ენერგოკომპანიების დასაკუთრებაში ხელს უწყობდა.
ვინ და რა ფასად გაყიდა, რა ფარული თუ აშკარა გარიგება შედგა, ალბათ, ოდესმე გაირკვევა. თუმცა, დღეს მთავარი ის არის, რომ რაც რუსებს ნებაყოფლობით არ ჩავაბარეთ, ძალით მიაქვთ. საუბარია “ენგურჰესის” აფხაზური ნაწილის პრივატიზებაზე.
ეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრმა პაატა დავითაიამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საფრთხე ჰესის არა მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ნაწილს ემუქრება, რადგან რუსები ქართულ ნაწილში მომუშავე თანამშრომლებს უკვე რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ.
საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით შესული ნებისმიერი ინვესტორი დაისჯება. აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მიიღო და მხარი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაუჭირეს. ძნელი სათქმელია, საქმე აქამდე მივა თუ არა, მაგრამ ქართული მხარე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 827 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 3.0/1
| კომენტარი (0)
|
საქართველო და უკრაინა თავისუფალი ქვეყნები არიან და მათ შეუძლიათ გახდნენ ნატოს წევრები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბარაკ ობამამ მეორე კანდიდატთან, ჯონ მაკკეინთან დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკამ რუსეთის მიმართ მიდგომა უნდა გააანალიზოს, რადგან რუსეთი მსოფლიო სტაბილურობისთვის დიდ საფრთხეს წარნმოადგენს.
“რუსეთი მსოფლიო სტაბილურობისთვის დიდ საფრთხეს წარნმოადგენს. მისი ქმედებები საქართველოში მიუღებელი და უსაფუძვლოა. რუსებმა უნდა დატოვონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ერთიანი ალიანსი და ავუხსნათ რუსეთს, რომ არ შეიძლება იყო 21-ე საუკუნის ზესახელმწოფო და მოქმედებდე როგორც დიქტატი. ამერიკამ ახალ დემოკრატიებს უნდა დაუმტკიცოს, რომ ჩვენ ვიქნებით სლოდარულები და მათ მხარს ბოლომდე დავუჭერთ, რადგან ისინი ნატოს წევრები არიან, ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველო და უკრაინაა, ჩვენ ბოლომდე უნდა ვიყოთ იმ პოზიციაზე რომ ისინი თავისუფალი ქვეყნები არიან და შეუძლიათ გახდნენ ალიანსის წევრები. თუ ისინი მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მათ უნდა მიენიჭოთ სამოქმედო გეგმა”, - განაცხადა ობამამ.
წაკითხულია: 819 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ცხინვალის ომმა ყველა სიკეთესთან ერთად ბაგა-ბაღის აღსაზრდელი პატარებიც დააზრალა. დედაქალაქის საბავშო ბაღებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობაა თავშეფარებული. სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ის ოჯახები, სადაც მშობლები მუშაობენ და საბავშვო ბაღებზე დამოკიდებულნი დღეს გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
გლდანი - ნაძალადევის რიონის №14 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ხელისუფლებისაგან მათი მდგომარეობის გათვალისწინებასა და პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ. რაიონის ამ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ეს ერთი სახელმწიფო ბაგა-ბაღი მოქმედებდა და ბავშვები საკმაოდ შირო მანძილებიდან დაჰყავდათ აქ მშობლებს.
№14-ე ბაგა-ბაღის შენობაში გორის რაიონის სოფელ კარალეთისა და მეჯვრისხევიდან დევნილები არიან შესახლებულები. ამ ხალხს საცხოვრებელი სახლები არ დანგრევიათ, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო საკუთარ სოფლებში დაბრუნებისაგან თავს იკავებენ. როგორც “პრესა.გე”-სათვის გახდა ცნობილი, ამ ბაღში შესახლებულ დევნილებს შორის, მხოლოდ ერთი ოჯახია, რომელსაც საცხოვრებელი სახლი აღარ აქვს, ისინი სოფელ ტყვიავიდან არიან.
ადგილობრივი მცხოვრებლები გაგებით ეკიდებიან დევნილების გასაჭირს, მაგრამ ხელისუფლებას მათი მდგომარეობის გათვალიწინებასაც სთხოვენ. კერძო ბაგა-ბაღებში ბავშვების მიყვანის საშუალება თბილისელების დიდ უმეტესობას არა აქვს, ამდენად ყველა შემთხვევაში საშველს ისევ ხელისუფლებისაგან ელიან.
შორენა ქარჩავა, (მშობელი): სამი არასრულწლოვანი ბავშვი მყავს. მე და ჩემი მეუღლე ორივე ვმუშაობთ, ორი ბავშვი საბაგე ასაკის მყავს, ახლა ამბობენ აქვე №16 სკოლაში გაიხსნება ორი ჯგუფიო, მაგრა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 887 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მოწინააღმდეგესთან საჰაერო ბრძოლისას გამოყენებული ტექნიკიდან მინიმუმ სამი სახის საშუალებები შეიძლება გამოიყოს: ავიაცია (ძირითათადად გამანადგურებელი), ჰაერსაწინაღო დაცვის საშუალებები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომლებიც უშვებენ სიგნალებს, რომლებიც მოწინააღმდეგის საფრენ აპარატებს და მართულ იარაღს ხელს უშლიან ამოცანების შესრულებაში რა ვითარება იყო ამ მხრივ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში?
პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად გარკვეული ოდენობის იარაღის (თუგინდ ჰაერსაწინაღო საშუალებების) ფლობა თავისთავად არ იძლევა წარმატების გარანტიას. წარმატებისათვის აუცილებელია, გქონდეს მათი გამოყენების კონცეფცია. საზღვარგარეთის ქვეყნებში ჯარის ამა თუ იმ სახეობის გამოყენების კონცეფციას ”სახეობის დოქტრინას”, უწოდებენ. ასეთი კონცეფციის არარსებობა საბედისწირო როლს ახდენს ომის წარმოების უნარზე.
მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის წინ გერმანიის იმპერიამ ააშენა მსოფლიოში ძალით მეორე ფლოტი, მაგრამ არ გააჩნდა მისი გამოყენების არც კონცეფცია, არც სტრატეგია. შედეგი: ოთხი წლის მანძილზე გერმანიის ფლოტმა მხოლოდ ერთი საზღვაო ბრძოლა ჩაატარა, დანარჩენი ოთხი წელი უსაქმოდ იდგა ბაზებში, რაც, ბოლოს და ბოლოს, მეზღვაურების თაოსნობით მომხდარი აჯანყების მიზეზი გახდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს პირველ რიგში უნდა შეემუშავებინა სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენების კონცეფცია, სადაც განსაზღვრული იქნებოდა მისი მიზნებიც და ისიც, როგორ ვაპირებდით საჰაერო სივრცის დაცვას. უნდა გარკვეულიყო, რა ტიპის საფრენი აპარატები და იარაღი სჭირდებოდა საქართველოს. უნდა გარკვეულიყო პრიორიტეტული მოთხოვნები ჩვ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 927 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
საერთაშორისო არენაზე ყველაფერი კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. თუკი რამდენიმე დღის წინ რუსეთის იდგა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე, ახლა უკვე ამერიკას უდგას შავი დღეები. აშშ და მსოფლიოც გლობალური კრიზისის წინაშე დგანან. პერსპექტივა ბუნდოვანი და არაპროგოზირებადია.
ამერიკელები მორიგ ფინანსურ დარტყმას უკვე ვეღარ შეეგუებიან. მათი აზრით, ეს სოციალური სისტემის ნგრევასა და მსოფლიო კატაკლიზმებს გამოიწვევს, რაც უკვე გეოპოლიტიკური პრობლემების მიზეზი გახდება.
ამიტომ კონგრესი იძულებული გახდება დაეთანხმოს თეთრი სახლის გადაწყვეტილებას ამერიკის კოლოსალური (უკვე მრავალტრილიონიანი) შიდა სახელმწიფო ვალის კიდევ 700 მილიარდი დოლარით ზრდის შესახებ. ეს არის ვითარება, რომლიდანაც იოლი და უმტკივნეულო გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს.
ამ “რეგულირებამ” შეიძლება ბაზარი მეორე უკიდურესობაში გადააგდოს, მეწარმეობა შეაჩეროს და კიდევ უფრო დიდი უბედურების მიზეზი გახდეს. მაგალითად დოლარის დევალვაციისა.
ამერიკაში რამდენიმე უმსხვილესი ბანკი უკვე გაკოტრდა, ხოლორამდენიმე გაერთიანდა - თავის გადასარჩენად. მაგალითად, TITANMAJP MORGAN CHASE სასწრაფოდ (ღამით) შეიძინა ოდესღაც აყვავებული WASHINGTON MUTUAL - სიდიდით მეექვსე ბანკი ქვეყანაში. მანამდე კი იგივე “მორგანმა” გადაარჩინა უდიდესი საინვესტიციო ფონდი BEAR STEARNS ამ პროცესებით დაშინებული ამერიკელები ბუშის ადმინისტრაციამ ასე დაამშვიდა:
- “ასი ათას დოლარამდე ყველა ანაბარი დაზღვეულია სახელმწიფოს მიერ და მათ მეანაბრეებს არაფერი ემუქრებათ!” როგორც მოგვიანებით გაირკვა ამ ცვლილებებმა საქმეს ვერ უშველა. ბანკი WASHINGTON MUTUAL, რომელმაც 2008 წელს თავისი ღირებ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 984 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ამერიკის მხარდაჭერა შეინარჩუნოს და პირობას დებს, რომ მეორე ”ვარდების რევოლუციას” მოახდენს, რომელიც კავკასიის ქვეყნების დემოკრატიზაციისაკენ სვლას დააჩქარებს. სანამ ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებისადმი ძლიერ მხარდაჭერას აგრძელებს, აშშ-ს კონგრესის ზოგიერთმა გავლენიანი წევრმა კითხვების დასმა დაიწყო ვაშინგტონის პოლიტიკის შესახებ, საქართველოსთან მიმართებაში.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ნიუ იორკში სააკაშვილი შეეცადა კიდევ ერთხელ მიეპყრო საერთაშორისო ყურადღება საქართველოში ამჟამად მყოფ რუსულ საჯარისო ფორმირებებზე. სააკაშვილმა შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთს უსიტყვოდ შესთავაზა გარიგება, რომ მისი ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური პლურალიზმი, თუკი სანაცვლოდ საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას - დაიცვას მის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის ჩათვლით.
აშშ-ში ფინანსურმა კრიზისმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოზე, რამდენადაც ის შეზღუდავს ვაშინგთონის შესაძლებლობებს დახმარება გაუწიოს ომის შედეგად დაზარებულ ქვეყანას. თუნდაც ფინანსური დახმარება გამოიძებნოს, საქართველოს საკითხთან გაკავშირებით ძლიერი უთანხმოება ჩამოყალიბდა აშშ კონგრესსა და ბუშის ადმინისტრაციას შორის.
კონგრესის რამდენიმე გავლენიანი წევრი ეწინააღმდეგება აშშ-ს ასე მკვეთრად გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოსადმი, მათ შორის 1$ მილიარდიან ფინანსურ დახმარებასაც.
ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში კრიტიკა წამოვიდა ორივე პარტიისგან და პოლიტიკოსების ფართო მასა მოიცვა.
დანა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 826 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 25 სექტემბრის მდგომარეობით საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულ და დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა სახელობითი სია გამოაქვეყნა. სამინისტროს ცნობით, სულ დაღუპულია 115 სამხედრო პირი. მათ შორის, 8 ოფიცერი; 96 კაპრალ/სერჟანტი; 1 რიგითი; 9 რეზერვისტი; 1 სამოქალაქო პირი.
დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა სახელობითი სია:
1. კაპიტან-ლეიტენანტი ჭიტაძე თეიმურაზ თამაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები 2. კაპრალი დათუაშვილი ზვიად რევაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები საზღვაო 3. კაპრალი ფიჩხაია თემურ გოგის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები 4. კაპრალი ღვინჯილია გიორგი ნუგზარის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები 5. კაპრალი ბარბაქაძე ზვიად ზურაბის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები 6. კაპიტანი ბალხამიშვილი ალბერტ უშანგის ძე - სამხერო-საჰაერო ძალები 7. სერჟანტი დევნოზაშვილი ნოდარ ეფრემის ძე - სამხერო-საჰაერო ძალები 8. ავიაციის უმცროსი სერჟანტი ნანუაშვილი გიორგი ჯიმშერის ძე - სამხერო-საჰაერო ძალები 9. კაპრალი ბასილაძე ბადრი გიორგის ძე - სამხერო-საჰაერო ძალები 10. ვადიანი ს/მ გურჩიანი სამსონ ფრიდონის ძე - სამხერო-საჰაერო ძალები 11. კაპრალი ტრაპაიძე შალვა გურამის ძე - I ქვეითი ბრიგადა 12. კაპრალი თაყაძე ვიტალი ილიას ძე - I ქვეითი ბრიგადა 13. კაპრალი ბეკურაშვილი მ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1023 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 1.0/1
| კომენტარი (0)
|
ზერბაიჯანის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს შეამციროს ევროპაში ნავთობის ექსპორტი და გაზარდოს მისი გადაზიდვა რუსეთსა და ირანში.
აზერბაიჯანი, როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყანა არის ადგილი სადაც არსებობს კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის სახით, და სადაც არსებობს რისკი სიტუაციის დაძაბვის, განსაკუთრების საქართველოში მომხდარი ფაქტის შემდეგ.
ილჰამ ალიევმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში საომარი მოვლენები განვითარდა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა.
როგორც სახელმწიფო ნავთობ კომპანია ”სოკარი”-ს ვიცე პრეზიდენტმა ილჰამ ნასიროვმა Finacial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ” ჩვენ გავაგრძელებთ ნავთობის ექსპორტს რუსეთსა და ირანში, მიუხედავად იმისა აღდგება თუ არა საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტი. ამის მიზეზი კავკასიაში გაზრდილი რისკია. ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად განვათავსოთ ყველა კვერცხი ერთ კალათაში, მითუმეტეს თუ ეს კალათა ძალიან სუსტია.”
ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედოვმა, რომელმაც აღნიშნა: ” ჩვენ ვცდილობთ მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ ყველასთან, ამავე დროს ჩვენ ხელმძღვანელობთ ჩვენი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე.”
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა მიუხედავად საერთო ეკონომიკური ინტერესისა, საქართველოში რუსეთის აგრესიის ქმედების საერთაშორისო შეფასებისას დუმილი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 911 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მიმდინარე თვის საპარლამენტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ხელფასის დაქვითვით 12 დეპუტატი დაისაჯა.
დეპუტატატები, რომელთაც ხელფასის 10% ჩამოეჭრებათ, კახაბერ ანჯაფარიძე, მურთაზ ზოდელავა, ასლან თავდგირიძე, რამაზ თედორაძე, ფრიდონ თოდუა, როლანდ კემულარია, პაატა ლეჟავა, გურამ მისაბიშვილი, კობა ნაყოფია, რატი სამყურაშვილი, კარლო კოპალიანი და ნიკა ლალიაშვილი არიან.
არასაპატიო მიზეზით გამცდენ დეპუტატთა გვარები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გაახმაურა.
”ჩემთვის და დეპუტატებისთვის ნამდვილად არასასიამოვნო პროცესია, მაგრამ ამ ვალდებულებას რეგლამენტი მანიჭებს“ – განაცხადა ბაქრაძემ.
წაკითხულია: 890 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სიღნაღელები წართმეული საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით 30 სექტემბერს პარლამენტის შენობის შესასვლელთან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
როგორც ცნობილია, საკუთრების წართმევის რამდენიმე ფაქტზე, სიღნაღელების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურაში გამოძიებაც დაიწყო, თუმცა - უშედეგოდ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დაზარალებულებმა დახმარებისთვის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გია არსენიშვილსაც მიმართეს, მაგრამ არსენიშვილმა მათ მომხდარით დაინტერესებაზე უარი განუცხადა.
წაკითხულია: 861 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თბილისის საკრებულომ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ დღეს ნიკოლოზ ბაჩილავა ფარული კენჭისყრით ერთხმად აირჩია.
ნიკოლოზ ბაჩილავამ ამ თანამდებოდაზე საკრებულოს ყოფილი წევრი თემურ გრიგალაშვილი შეცვალა, რომელიც ისანი-სამგორის გამგებლად დაინიშნა.
ნიკოლოზ ბაჩილავა საკრებულოს წევრი 2008 წლის დასაწყისში გახდა, მანამდე ის დიდგორის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.
საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის განცხადებით, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნიკოლოზ ბაჩილავა მიზანდასახული, საქმისთვის თავდადებული და დადებითი ადამიანია.
”მიმაჩნია, რომ ახალ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი თავდაუზოგავად გააგრძელებს იმ საქმიანობას, რაც ბატონმა თემურ გრიგალაშვილმა წამოიწყო და მჯერა, რომ იგი ამ ახალ ამპლუას წარმატებით გაართმევს თავს,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
საკრებულოს თავჯდომარემ სარევიზიო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისანი-სამგორის რაიონს თემურ გრიგალაშვილის სახით მოწესრიგებული და საქმისათვის თავდადებული ადამიანი შეემატა.
წაკითხულია: 957 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკურ ძალასა და ექსპერტს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს თანამშრომლობას სთავაზობს. ეს შეთავაზება ბაქრაძემ პლენარულ სხდომაზე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
ბაქრაძემ ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის პრესსპიკერ ლევან ვეფხვაძის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. ვეფხვაძე დაინტერესდა, იცნობდნენ თუ არა დეპუტატები ექსპერტ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი იმდენად სერიოზული და ფაქიზია, რომ არ არის საჭირო ალტერნატიული კანონპროექტების შექმნა.
“დღეს არ არის ალტერნატიულობანას დრო”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა რომ ამ საკითხზე ყველამ უნდა იმუშაოს ერთად და მიღებული იყოს შეჯერებული კანონპროექტი.
“ყველა დაინტერესებულ პირს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ინტერფრაქციულ ჯგუფთან. ახლა პირადი პოლიტიკური ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ”, – განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ თუკი ვინმეს ინტერფრაქციულ ჯგუფთან მუშაობა გაუჭირდება, პირადად მასთან შეხვედრისა და საკუთარი აზრის გაცნობის შესაძლებლობა ექნება.
წაკითხულია: 807 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
არასაპარლამენტო ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზიციების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვდრებს მართავს.
როგორც “ლეიბორისტების” საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ განაცხადა, შეხვედრებს საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა არასაპარლამენტო ოპოზიურ პარტიებთან ერთად ბურჯანაძის “დემოკრატიული განვითარების ფონდის” წარმომადგენელიც ესწრება.
კირთაძის თქმით, ევროკავშირის, ევროკომისიის, NDI-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, აგვისტოს მოვლენების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების აუცილებლობასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავენ.
მომდევნო შეხვედრა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.
წაკითხულია: 801 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ახალგაზრდა “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა ზაზა გაბუნიამ და ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
როგორც ზაზა გაბუნიამ განაცხადა, ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული თანადგომა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ “საქართველოს მიმართ ლიტვის მხარდაჭერა მომავალში კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება”.
”ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ღია და დაუფარავი აგრესია ხორციელდებოდა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და კონკრეტულად ლიტვა საქართველოს გვერდით დაუდგნენ. მათი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თავად ლიტვა საკუთარი წარსულიდან გამომდინარე, რუსეთთან უთანასწორო ბრძოლის რეალურ სიმძიმესა და ამ ბრძოლის შედეგებს კარგად აცნობიერებს”, - განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, მისივე თქმით, მას შეხვედრები ჰქონდა ლიტვის სააჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან.
ზაზა გაბუნია საქართველოში ხვალ დაბრუნდება.
წაკითხულია: 908 |
თარიღი: 27.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|