არასაპარლამენტო ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზიციების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვდრებს მართავს.
როგორც “ლეიბორისტების” საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ განაცხადა, შეხვედრებს საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა არასაპარლამენტო ოპოზიურ პარტიებთან ერთად ბურჯანაძის “დემოკრატიული განვითარების ფონდის” წარმომადგენელიც ესწრება.
კირთაძის თქმით, ევროკავშირის, ევროკომისიის, NDI-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, აგვისტოს მოვლენების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების აუცილებლობასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავენ.
მომდევნო შეხვედრა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.
|