შაბათი, 27.04.2024, 15:13
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 06
დღეს შავნაბადაზე, ქართული სპეცრაზმის წრთვნების გადაღებისას ”რუსთავი 2”-ის ოპერატორი გოჩა რამიშვილი საბედისწერო ტყვიამ იმსხვერპლა.

იგი ჟურნალისტ გიორგი ქორქიასთან ერთად სიუჟეტს იღებდა შაბათის საინფორმაციო პროგრამა “P.S.”-თვის.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, სპეცრაზმის ერთ-ერთმა წევრმა არასწორი მიმართულებით ისროლა. მეორე ვერსიით, გოჩამ მისთვის მიჩენილი ადგილი შეიცვალა და გადაღება სხვა ადგილიდან სცადა.

ამდენად, რა მოხდა რეალურად, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ოპერატორის თანმხლები ჟურნალისტები უკვე დაკითხეს. ახლა პროზექტურაში მისი ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს.

ჯერჯერობით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ გოჩა რამიშვილს ტყვია თავში, ტუჩის არეში მოხვდა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ კომენტარისაგან ყველა თავს იკავებს.

გოჩა რამიშვილი ტელეკომპანიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა. ამდენად, იგი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოპერატორი იყო. 14 წლის განმავლობაში მისმა კამერამ არაერთი დასამახსოვრებელი კადრი და მოვლენა დააფიქსირა.

იგი არაერთხელ იყო მივლინებული ცხელ წერტილებში მისი გამორჩეული ხასიათისა და სიმამაცის გამო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

პრესა.გე-ს ჟურნალისტები სამძიმარს უცხადებენ გოჩას ოჯახსა და თანამშრომლებს.

წაკითხულია: 1721 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ ფორუმზე - www.forum.ge - ზოგიერთმა მომხმარებელმა დაიჩივლა, რომ გარკვეული შეზღუდვები დაწესდა პოლიტიკური თემების განხილვისას.

ფორუმის ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ვებ-გვერდმა განაახლა ფუნქციონირება შეიარაღებული კონფლიქტის გამო რამდენიმე კვირიანი სამუშაო პაუზის შემდგომ, 1 სექტემბერს შემდეგი შინაარსის განცახდება გამოაქვეყნა: ”დიდი თხოვნა ყველასთან: ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ფორუმი ისევ დაიხუროს. ქვეყანაში ჯერ კიდევ არის საომარი მდგომარეობა [რომელიც 4 სექტემბერს გაუქმდა], პირველ რიგში საჭიროა ერთმანეთის თანადგომა და არა უპასუხისმგებლო განცხადებები და შიდა განხეთქილებები. ამიტომ: ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად შეიკავოს თავი ისეთი პოსტებისგან, რომლებიც მოიცავს: ნებისმიერი ისეთი სახის ინფორმაციის დაწერას, რაც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაუმართლებელი იქნება შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით. ქვეყნის შიდა განხეთქილებების ხელისშემწყობ განცხადებებს”.

ამ განცხადების გავრცელებას მოჰყვა ერთ-ერთი პოლიტიკური თემის ვებ-გვერდიდან ამოღება, რამაც ზოგიერთი მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია. ერთმა დაწერა: ”რა აზრი ჰქონდა ფორუმის გახსნას თუ მიშა მაგარია უნდა დავწეროთ? ” კიდევ ერთი მომხმარებელი კი წერდა: ”ფორუმები იმისთვის არსებობენ, რომ ადამიანმა გამოხატოს თავისი პოზიცია... ნუ გელანდებათ ყველგან აგენტები”.

3 სექტემბერს ფორუმის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკური თემების განხილვა ”დროებით დახურულია”.

იმავდროულად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს .ru დომენის დაბლოკვას. ამ ქმედებ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 869 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წინა კვირას ყველაზე პოპულარული ქართული ინტერნეტფორუმი: ფორუმ.გე ჩაირთო, მაგრამ დახეთ ფორუმელების გაოცებას, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მრავალჭირნახულ ფორუმზე ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი – პოლიტიკის განყოფილება გამორთული იყო.

ფორუმელებს როდის მიეცემათ პოლიტიკაზე საუბრის საშუალება, ეს მხოლოდ ღმერთმა და ზემდგომმა უ(მ)ფროსობამ თუ იცის, მანამდე კი, ტიტველ ქალებზე, მარჯვენასაჭიან მანქანებზე, მობილურ ტელეფონებსა და მეორედ მოსვლაზე ილაპარაკეთ, რამდენიც გინდათ.

 პოლიტიკით დაინტერესებულ ქართველ ფორუმელებს საინფორმაციო ვაკუუმის შევსება კვლავ სხვადასხვა, შედარებით პატარა და მცირე რეიტინგიან ფორუმებზე უწევთ, თუმცა ეს ვერას დააკლებს ფორუმელს, რომელსაც აზრის გამოხატვა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

რუსეთად წოდებულმა უცნაურობამ წინა კვირას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ღიმილის მომგვრელი დამოუკიდებლობა სრული სერიოზულობით აღიარა. ამას რა შედეგები მოჰყვება, სულ მალე ვნახავთ, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, კოკოითს მართლა სჯერა, რომ დამოუკიდებელი “რაღაცის” პრეზიდენტია.

Zazabichi: “ავადსახსენებელი აღიარების გამო ყურების ჩამოყრა ან ემოციაა ან დილეტანტიზმი. აღიარების ფაქტორი ოკუპაციამდე ბევრად უფრო საზიანო იქნებოდა. ახლა რუსეთის კარტს უკვე ყველა ხედავს და თან ჯოკერიც აღარ უჭირავს, რადგან ის ცალსახად კონფლიქტის მხარეა ყველა გახელილი და დახუჭული თვალისათვის.

ალბათ ახლა თავში ხელს ირტყამენ “მონღოლები”, რადგან აგვისტომდე მდგომარეობით რომ ეღიარებინათ, ბევრად უფრო დიდ დარტყმას მიაყენებდნენ ჩვენს სახელმწიფობრიობას, ვიდრე ეს სამხედრო ოკუპაციით შეძლეს”

მიყვარს ოპტიმისტი ხალხი; ის ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 879 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლონდონის სამხედრო ორკესტრის ორმოც (!) მუსიკოსს აუკრძალა მონაწილეობის მიღება მოსკოვის ფესტივალში “კრემლის ალიონი”. გადაწყვეტილება საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული მოქმედებების შემდეგ იქნა მიღებული.

- “საქართველოში რუსეთის საომარი მოქმედებების ფონზე, ჩვენ უკვე არ მიგვაჩნია შესაძლებლად, რომ ბრიტანეთის სამხედრო ორკესტრი ამ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავროს”, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა.

იგი ადრე აფრთხილებდა, რომ რიგ საკითხებში დიდ ბრიტანეტსა და რუსეთს შორის, შესაძლებელი იყო თანამშრომლობის შეწყვეტა.

წაკითხულია: 870 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

იმ წუთიდან, როცა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრანებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე, დამარცხებული საქართველო ომიდან უმალ გამარჯვებული გამოვიდა. დროა, მიხეილ სააკაშვილმა ხელში აიღოს ტელეფონი, დაურეკოს დიმიტრი მედვედევს და უთხრას: ”გმადლობთ, კოლეგა”, - მიიჩნევს ცენტრალური აზიის საკითხებში საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის (International Crisis Group) პროექტების დირექტორი პოლ ქუინ-ჯაჯი, რომლის ინტერვიუს გაზეთი ”Christian Science Monitor” აქვეყნებს

. - ”მას შემდეგ, რაც 1999 წელს ვლადიმერ პუტინი სამყაროსადმი თავისი სასტიკი და უკომპრომისო მზერით ხელისუფლებაში მოვიდა, პირველად მოხდა ის, რომ მის მოსაზრებებს სერიოზული ადამიანები არ იზიარებენ. მმართველი ელიტის უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ პუტინის სახით რუსეთს ეპოქის შესაფერისი ლიდერი ჰყავდა, ახლა კი უკვე ეჭვი ეპარებათ და მძიმე დღეებისთვის ემზადებიან. ისინი, პუტინისგან განსხვავებით, კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთის საერთაშორისო არენაზე დაბრუნება არასახარბიელო ფორმით მოხდა, ქვეყნის ავტორიტეტი შეილახა. რუსეთი სახიფათო მახეში გაება. მსოფლიოს სურს, ამ ქვეყნამ თავი დააღწიოს მხუთავ ბიუროკრატიასა და კორუმპირებულ კაპიტალიზმს. პუტინის სამეფოს ბზარი უჩნდება: ძლიერი ადამიანი სუსტი მხარეების დემონსტრირებას იწყებს” - წერს ”Christian Science Monitor”.

წაკითხულია: 842 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საგანგებო მდგომარეობა უკვე გაუქმდა, მაგრამ ინფორმაციული თვალსაზრისით, ქვეყანაში თითქმის არაფერი შეცვლილა. ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელზეც ხელისუფლება პასუხების გაცემას არ ჩქარობს. თუმცა, როგორც წესი, არაფერი დამალული არ რჩება და, ადრე თუ გვიან, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

მანამდე კი ინფორმაციები სხვადასხვა სტრუქტურებიდან მაინც ”ჟონავს” და ცუდი ის არის, რომ ტყუილ მართალი ისეა ერთმანეთში გადახლართული, ერთმანეთისგან ვერ განასხვავებ.

ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციები კი იმდენად არადამაჯერებლად გამოიყურება, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიჩქმალვას ცდილობს.

არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში, მხოლოდ დეზერტირობის ბრალდებით 5 ათასამდე ჯარისკაცის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ 30-მდე საშუალო რგოლის ოფიცერი ნარკოტიკების მოხმარებისთვის არის დაკავებული, რომელთაც ოცდაათდღიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უგზოუკვლოდ არის დაკარგული სამშვიდობო ძალების დაჭრილი სარდალი მამუკა ყურაშვილი, რაც რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას უფრო გავს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაციაც ძმების, გელა და დავით ბეჟუაშვილების დაკავების შესახებ, თუმცა, როგორც პრესა.გე-სთვის გახდა ცნობილი ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება დაკავებულ ოფიცრებს, ექსპერტები დღეს არასერიოზულად თვლიან ამ თემაზე ხელისუფლებასთან კამათს. ჯერჯერობით, საქმე ძიების პროცესშია და ხელისუფლებასაც არაფერი აქვს სათქმელი. თუმცა, არსებობს ვერსიები, რომელზეც ღიად არ საუ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 901 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოში კრიმინოგენული ვითარება ძალიან გამწვავდა. ამის მიზეზად ხონის კოლონიიდან 150 პატიმრის გაქცევას ასახელებენ, რომელთან უმეტესობა ახლა კვლავ თავისუფალია და “ძველ ხელობას” აგრძელებს.

როგორც თბილისში ამბობენ, ყაჩაღები მსხვერპლად ძირითადად ქალებს ირჩევენ, რადგან მათი გაძარცვა უფრო ადვილია. გარდა ამისა, ძვირფასეულობას პირველ რიგში სწორედ ქალები ატარებენ.

შოთა ლაფერაძე, ფილოლოგი: “ქართველი კაცი ოდითგანვე სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, ქალის დამცველისა და ერთგვარი პირადი მცველის მოვალეობასაც კისრულობდა, ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კაცის მხრიდან ქალის დაცულობის ხარისხი ყოველთვის მაღალი იყო და არც ანგლოსაქსურ ჯენტლმენობას, ანდა ლათინურ გულმაგრობას ჩამოუვარდებოდა რაიმეთი.

ერთი კვირის წინ ავლაბარში ჩემი თვალით ვნახე ერთმა ახლგაზრდა კაცმა თავისი საცოლის თუ დანიშნული გოგონას გულისთვის რამხელა გმირობა გამოამჟღავნა. ხუთი შეიარაღებული მძარცველის წინაშეც კი არ დაუხევია უკან და სასტიკად სცემა ისინი. მე ამ ამბავმა, ქართველებისთვის საამაყო წიგნის “ვეფხისტყაოსნის” შინაარსი გამახსენა, სადაც ქალის სიყვარულის გამო ქართველი მამაკაცების მხრიდან, დიდი დაბრკოლებების გადალახვაზეა ძირითადად გალექსილი ქართული ისტორიები”

გარეუბანთა ვნებანი
გოგონების უმეთვალყურეოდ გაშვებისთვის ყველაზე სახიფათო ადგილები ძირითადად ქალაქის გარეუბნებია. მით უმეტეს, როდესაც ბნელა და ამ ადგილებში ხანდახან გარე განათება არაა. ბ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 841 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რამდენადაც არსებობს საქართველოსთან რუსეთის ცხელი ომის გაცივების საშიშროება, ასევე გაწელილი კონფლიქტი დასავლეთთან, რუსეთის ზოგიერთი საეჭვო ოლიგარქის გლობალურმა ამბიციებმა შესაძლოა რეგრესი განიცადოს.

ოლიგარქებმა, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, დიდი ფასი გადაიხადეს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ძალისმიერი ქმედებების გამო - საფონდო ბირჟებზე ფასების დაცემის გამო განგაშია, უცხოელი ინვესტორები ტოვებენ ქვეყანას.

მაშინ, როცა ევროკავშირი მოსკოვთან დიპლომატიური გზების ძიებაშია, ზოგიერთი პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ კრემლზე ზემოქმედების საუკეთესო გზა ევროპაში მოქმედ რუსულ ბიზნეს-საზოგადოებებზე ზეწოლის გაძლიერება იქნება, განსაკუთრებით კი ლონდონში, სადაც უამრავ ოლიგარქს ფინანსური ინტერესი აქვს.

- ”ეს დიდი დარტყმაა, ნამდვილი შოკი ამ ხალხისთვის”, - ამბობს ანდრეს ასლუნდი, რუსეთის მთავრობის კრიტიკოსი და ვაშინგთონის პეტერსონის ინსტიტუტის ექსპერტი რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში.

- ”ურთიერთობები და კავშირები დასავლეთთან რთული იქნება. იქნება საქნციები, საფონდო ბირჟებზე ფასები ეცემა და მთავრობაც სადღაც ჭაობში მიექანება. და ეს ყველაფერი პუტინის დამსახურებაა”.

ნავთობიდან შემოსული შემოსავლების ბუმმა ახალი სიცოცხლე შთაბერა ერთ დროს დაქცეულ რუსეთის ეკონომიკას და ქვეყნის ბიზნეს ელიტა მილიარდერთა რანგში აიყვანა. ზოგიერთმა ბიზნესმენმა საერთაშორისო ოპერაციების გაფართოება და რუსეთთან ნელ-ნელა კავშირების გაწყვეტა დაიწყო.

42 წლის რომან აბრამოვიჩმა, ერთ დროს ნავთობის ბარონმა, ვისაც ახლო ურთიერთობები აქვს პუტინთან, მჭიდრო კავშირები დაამყარა ლონდონთან. მან ქონების ნაწილი, 23$ მილიარდი ”ჩელსიშ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 871 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

8 აგვისტოდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ვიდრე საქართველო ომში იყო ჩაბმული, ორმხრივი სროლებისა თუ დაბომბვების შედეგად უამრავი ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა.

სრული სტატისტიკა ჯერაც უცნობია და არც ის ვიცით, გაირკვევა თუ არა ოდესმე. თუმცა, შემზარავი ფაქტია, რომ მრავალი დედა ჯერ კიდევ ელოდება თავის შვილს და ბევრ უცნობ ჯარისკაცს ძმათა სასაფლაოზე სამარეს ჯერ კიდევ უთხრიან.

როგორც სხვადასხვა წყაროდან გახდა ცნობილი, 8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში არა მარტო რეზერვისტთა მობილიზება გამოცხადდა. საფეხბურთო მოედნებიდან და ქუჩიდან გარეკეს 18-21 წლის ბიჭებიც, რომლებსაც რეზერვისტებისაგან განსხვავებით, თოფიც კი არ უნახავთ.

თუმცა, როგორც რეზერვისტებისაგან შევიტყვე, არც ისინი იყვნენ მაგარი მსროლელები. მაგრამ შარშანდელი 18 დღიანი და წლევანდელი 8 დღიანი შეკრების საფუძველზე, ფრონტის ხაზიდან დაჭრილების გამოყვანა და მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, თუ მეომრებისათვის საკვების მიწოდება მაინც ისწავლეს.

მიშიკო, 28 წლის რეზერვისტი: ”8 აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც სენაკში შარშანდელ წრთვნებზე ვიყავით გამოძახებული, გორში ჩამოგვიყვანეს და ორი სკოლის ეზოში დაგვაბანაკეს. ზოგმა სროლა არც იცოდა და გვეგონა, ეს საჭიროც არ გახდებოდა. იარაღი კი იყო მწყობრში, მაგრამ საკმარისი რაოდენობის მჭიდები არ გვქონდა”.

- ”სიტუაცია რომ შეიცვალა და რუსების ავიაციამ დაბომბვა დაიწყო, სკოლის შენობიდან გამოგვიყვანეს. სულ რაღაც 5 წუთში, სკოლის გვერდით სახლს ბომბი დაეცა. ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ყველანი დავიბენით. ზოგი ოჯახების ბუნკერებში ვიმალებოდით, ზოგი მინდვრებში და ზოგი - რაღაც მ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 834 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ქართულ-რუსული კონფლიქტის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

შტაინმაიერის განცხადებით, რუსეთი და საქართველო უნდა დათანხმდნენ, რომ ექსერტებმა გამოიძიონ, ვინ დაძაბა ვითარება ცხინვალის რეგიონში, ვინ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი და რა გახდა ამის მიზეზი.


მისივე თქმით, საერთაშორისო გამოძიება, შესაძლოა, გაერო-სა და ეუთო-ს ეგიდით ჩატარდეს.

"სამომავლო ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვის და რა დონით ეკისრება პასუხისმგებლობა სამხედრო კონფრონტაციის დაწყებაზე. შესაძლოა, ეს ბოლომდე არ გაირკვეს, მაგრამ მოვუწოდებ რუსეთსაც და საქართველოსაც, დათანხმდნენ აგვისტოს დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე საერთაშორსიო გამოძიების ჩატარებას",_ განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა

წაკითხულია: 826 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მაცხოვრებელი ქალბატონი ვერა პუტინა სინანულს გამოთქვამს, რომ რუსეთის ფედერაციის ახლანდელი პრემიერ- მინისტრი ვალდიმერ პუტინი მისი შვილია.

82 წლის ვერა პუტინა ბოდიშს უხდის საქართველოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, ხოლო დაღუპულთა ოჯახება სამძიმარს უცხადებს.

წაკითხულია: 1003 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სენაკთან ახლომდებარე სოფლებში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გამნაღმველთა ჯგუფი უკვე იმყოფება სოფელ ახალსოფლის ერთ-ერთ მოსახლის, გვარად გოროზიას სახლში, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ ჩამოგდებული ჭურვია დარჩენილი. ჭურვს დაახლოებით ნახევარ საათში ააფეთქებენ.

მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. ზარალს ადგილობრივი გამგეობა აანაზღაურებს

წაკითხულია: 863 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.


როგორც  პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, დავით ბაქრაძე შეხვედრებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩებთან და კონგრესმენებთან გამართავს.
შეხვედრების თემა საქართველოში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების – სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის უკანონოდ აღიარება იქნება.


დავით ბაქრაძე საქართველოში 12 სექტემბერს დაბრუნდება.

წაკითხულია: 800 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე ფოთში იმყოფება.


იგი საპატრულო კატარღით ღია ზღვაში გავიდა, სადაც ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდიდან "მაუტ უიტნი" ჰუმანიტარული დახმარება იტვირთება.


როგორც ცნობილია, ამერიკული ხომალდი საკმაოდ დიდი პარამეტრებისაა, მისი სიგრძე 190 მეტრია და ფოთის ნავმისადგომზე ვერ შევიდა.


მინისტრი ათვალიერებს საქართველოს დაზარალებული რიაონებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთვის გადმოტვირთვის პროცესს.
ამერიკამ ამჯერად საქართველოს 17 ტონა სხვადასხვა დასახელების პირველადი მოხმარების საქონელი გამოუგზავნა.

წაკითხულია: 807 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსულ მხარეს ამერიკული გემების ჰუმანიტარულ მისიაში კვლავინდებურად ეჭვი შეაქვს. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტარენკომ განაცხადა, “ამერიკა საკუთარი გემების შავი ზღვის აკვატორიაში შეყვანით 1936 წლის მანტროს კონვენციას არღვევს”.

ამასთან, მისივე დასკვნით, “ამერიკული გემები საქართველოში ჰუმანიტარული მისიით არ შედიან”.

”ამ ტიპის სამხედრო ხომალდებით დიდი რაოდენობიოთ ჰუმანიტარული ტვირთის გადატანა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გემებზე მოწყობილია სპეციალური სათავსოები, მაგრამ იქ მგზავრობისას მეზღვაურებისათვის განკუთვნილი პროდუქტებია მოთავსებული” - განაცხადა ნესტერენკომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში რიგით მესამე ამერიკული გემი შემოვიდა, ამჯერად – უკვე ფოთის პორტში.

წაკითხულია: 783 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

უკრაინა რუსეთს ყირიმში შეჭრის მზადებაში ადანაშაულებს. როგორც სააგენტო AFP-ი იუწყება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ოგრიზკომ რუსეთის ხელისუფლება ყირიმის მოსახლეობისთვის საიდუმლოდ რუსული პასპორტების დარიგებაში დაადანაშაულა იმ მიზნით, რომ სამომავლოდ შესაძლო შეჭრის შემთხვევაში ეს საქციელი საკუთარი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობით გაამართლოს. გერმანულ Frankfurter Allgemeine Zeitung-თვის მიცემულ ინტერვიუში, რომელსაც სააგენტო ეყრდნობა, ოგრიზკო აცხადებს, რომ ყირიმის დედაქალ სიმფეროპოლში რუსეთის საკონსულო უკრაინის მოქალაქეებს რუსულ პასპორტებს ურიგებს და უარს აცხადებს უკრაინის ხელისფლებისთვის პასუხის გაცემაზე იმის შესახებ, თუ რამდენი პასპორტია გაცემული. მისივე თქმით, "მიმდინარე პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს დაცვას საზღვარგარეთაც დაჰპირდა". "კრიზისულ პერიოდში მოქალაქეები უბრალოდ საკუთარ სახლებში ბრუნდებიან. უკრაინისთვის მიუღებელია, როდესაც მოქალაქეების დაცვის არგუმენტი იქცევა სამხედრო ინტერვენციის საბაბად", - განაცხადა უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა. ამასთან, ოგრიზკომ არაორაზროვანი პარალელი გაავლო ყირიმის სიტუაციასა და კავკასიაში რუსეთის ქმედებებს შორის. "რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკის მოქალაქეების დაცვის საბაბით სამხედრო ძალები შეიყვანა. ბევრი მათგანი იმ დროისათვის რუსულ პასპორტებს ფლობდა და რამდენიმე ხანში მისი დამოუკიდებლობაც აღიარა" – განმარტა მან.
წაკითხულია: 779 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის მიერ განადგურებულმა ინფრასტრუქტურამ და ქვეყნის ოკუპირებამ ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ომგადატანილი ქვეყანა, დასავლეთის დახმარების გარეშე, უკვე კატასტროფის ზღვარზე იქნებოდა. დახმარებები კვლავაც გაგრძელდება და როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდაც კი გვექნება.

ქართულ ეკონომიკაზე საკუთარი მოსაზრება აქვს აშშ-ს სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისსაც. მისი თქმით, წარმატების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა, საუბედუროდ, შექმნილი სიტუაციის გამო, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. “ორმაგი იყო რუსეთის ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზარალი იმ სწრაფად მზარდი ეკონომიკისთვის, რომელიც საქართველოს გააჩნდა”, - განაცხადა რაისმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოსთვის მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და, შესაძლოა, თანხის ოდენობა კიდევ გაიზარდოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც საქართველოდან, ფაქტობრივად, წასული იყო და მხოლოდ მცირე წარმომადგენლობა ჰყავდა ჩვენს ქვეყანაში დატოვებული, კვლავ დაგვიბრუნდა. სსფ საქართველოს, თვრამეტთვიანი კრედიტის სახით, 750 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში ფინანსური პაკეტი ჯერ სსფ-ს დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტიკოს.

სსფ-ს საკრედიტო ხაზის მიზანი საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა და ბოლოდროინდელი კრიზისის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური და ფინანსური შედეგების აღმოფხვრაა, _ აცხადებენ სსფ-ში. მისიის წამომადგენელთა განცხადებით, კრედიტი ასევე მიზნად ისახავს საგ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 779 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ხელისუფლება და "ქრისტიან-დემოკრატები" ერთიანნი არიან.


აღნიშნული განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, დღეს "საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტიაზე" ხელმოწერის დროს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გააკეთა.

 
მისი თქმით, ახლა მთავარია ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კარგად გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს აკისრია, საქართველოსთვის მძიმე პერიოდში.


"აღნიშნულ ქარტიაზე ხელმოწერით ჩვენ გამოვხატავთ "ქრისტიან-დემოკრატთა" ყველა მხარდამჭერისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას – საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში ჩვენ ერთიანი ვართ", - განაცხადა თარგამაძემ.


მისი თქმით, "საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტია" საზეიმო დოკუმენტი არ არის. ქარტია საჭიროა იმისთვის, რომ დაძლეულ იქნას ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისი.


სახელისუფლო და ოპოზიციურმა პარტიებმა "საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტიას" დღეს მოაწერეს ხელი.


ქარტია ერთიანი პრინციპებისა და ღირებულებების გარშემო პოლიტიკური ძალების გაერთიანებას ითვალისწინებს.

წაკითხულია: 875 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საპარლამენტო ფრაქცია ”ძლიერი საქართველო-ქრისტიან დემოკატების” წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი რიგი არასაპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტის მიერ დღეს გაფორმებული ქარტიის ხელმოწერაზე უარის თქმას “პარტიული ეჭვიანობით” ხსნის. 

”ამ ადამინებმა უბრალოდ ვერ გაბედეს ამ ნაბიჯის გადადგმა იმიტომ, რომ ან ერიდებათ, ან ეშინიათ ერთმანეთის” - განაცხადა ცაგარეიშვილმა. 

თუმცა მისივე თქმით, ”პოლიტიკური სპექტრი საქართველოში ”კონსერვატორებით” არ იწყება და ”ერთიანი საქართველოთი” არ მთავრდება და უახლოს დღეებში დოკუმენტზე ბევრი პოლიტიკური პარტიის ხელმოწერა დაფიქსირდება”.    

”საქართველოს პოლიტიკურ ძალთა ქარტია” სამი დღის განმავლობაში ღია დოკუმენტად დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ხელმოწერა ქარტიაზე დაფიქსირებული არ არის, შესაძლებლობა აქვს, სამი დღის განმავლობაში შეუერთდეს იმ 4-პუნქტიან დოკუმენტს, რომელიც დღეს “ქორთიარდ მარიოტში” გაფორმდა. 

აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს პარტიების ”ჩვენ თვითონ”, ”ქრისტიან-დემოკრატების”, ”ქართული დასის”, ”მრეწველებისა” და ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერებმა, ასევე დეპუტატებმა გია თორთლაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა. 

პირველი ხელმოწერა დოკუმენტზე თავად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დააფიქსირა. ”ნაციონალური მოძრაობის” სახელით კი დოკუმენტს ხელი პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მოაწერა.

“ეს არ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 787 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მაიკლ ლიი უაითი ამერიკის აგენტია, რომელიც რუსებსა და ქართველებს შორის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. მათი თქმით, ნაპოვნია არმიის ვეტერანის პასპორტი.

თუმცა გაოგნებული ამერიკელი ამბობს, რომ არასდროს ყოფილა საქართველოში. როცა ოსეთში ომი გაჩაღდა, ის იმ დროს მშობლიურ ქალაქში იმყოფებოდა, ტეხასში, სადაც ავადმყოფ მამას უვლიდა. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ოთხშაბათს უარყო რუსეთის ბრალდება და განაცხადა, რომ უაითი მათი უწყების თანამშრომელი არ არის.

”საოცარია, გააჟღერო ამგვარი ბრალდებები თითქმის ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ” - ამბობს უაითი, ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელიც მოკრძლებულ ბინაში ცხოვრობს ამჟამად სამხრეთ ჩინეთში.

უაითის სახელი გასულ ხუთშაბათს გაჟღერდა, როცა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკელებს სამხრეთ ოსეთში წარმოებულ საომარ ქმედებებში მონაწილეობაში დასდეს ბრალი. რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანატოლი ნოგოვიცინმა მტკიცებულების სახით ჟურნალისტებს იმ ნივთის ფერადი ასლი უჩვენა, რასაც უაითის პასპორტი უწოდა. ის ამტკიცებს, რომ პასპორტი სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი სოფლის ბაზაზე იმ ნივთებს შორის იპოვნეს, რომლებიც უკანდახევისას ქართველ სამხედროებს დარჩათ.

- ”ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა იყო უაითის ვიზიტის მიზანი სამხრეთ ოსეთში... მაგრამ ის იარაღს აწვდიდა ქართულ სპეცსამსახურებს” - თქვა ნოგოვიცინმა.

საქართველოში აშშ-ს საელჩო ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობს ინფორმაციას და საქართველოს პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ამერიკელი სამხედროებ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 733 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა “საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტიას” მოაწერეს ხელი. არავინ იცის ამ დოკუმენტის მიღება რა საჭიროებას წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ ხელისუფლებისადმი ნადვილად კრიტიკულად განწყობილ პარტიის წევრებს მასზე ავტოგრაფი არ დაუტოვებიათ და ხელმომწეწრთა რაოდენობა ამ ეტაპზე რვას შეადგენს.

ამ დოკუმენტის შექმნით ნაციონალურ მთავრობას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს - შექმნას ფონი, რომ თითქოს საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანია და არავითარი კრიტიკული აზრი ქვეყანაში არ გაისმის. შესაბამისად, ჩადენილ ქმედებებზე (ტერიტორიების დაკარგვა, დაღუპულები, დევნილები, დანგრეული ეკონომიკა და ა.შ.) პასუხი არავის არ უნდა მოეთხოვოს.

ქარტიის შინაარსი, რომელსაც ხელს აწერენ დავით ბაქრაძე, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი თარგამაძე, ჯონდი ბაღათურია, გია თორთლაძე, გია ცაგარეიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ზურაბ ტყემალაძე, ასეთია:

“რუსეთის ღია და დაუფარავი სამხედრო აგრესიის პირობებში მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ძირითად პრინციპებზე შეთანხმება. ჩვენ გვჯერა, მივიჩნევთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ

1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და რუსეთის საოკუპაციო ჯარმა სრულად დატოვოს საქართველოს ტერიტორია, რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაციაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული ორი პირობის შესრულების შემდეგ.

2. საქართველო უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ევროკავშირთან მაქსიმალურად ინტეგრირებული ქვეყანა. აუცილებელი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 866 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის მიერ განადგურებულმა ინფრასტრუქტურამ და ქვეყნის ოკუპირებამ ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ომგადატანილი ქვეყანა, დასავლეთის დახმარების გარეშე, უკვე კატასტროფის ზღვარზე იქნებოდა. დახმარებები კვლავაც გაგრძელდება და როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდაც კი გვექნება.

ქართულ ეკონომიკაზე საკუთარი მოსაზრება აქვს აშშ-ს სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისსაც. მისი თქმით, წარმატების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა, საუბედუროდ, შექმნილი სიტუაციის გამო, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. “ორმაგი იყო რუსეთის ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზარალი იმ სწრაფად მზარდი ეკონომიკისთვის, რომელიც საქართველოს გააჩნდა”, - განაცხადა რაისმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოსთვის მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და, შესაძლოა, თანხის ოდენობა კიდევ გაიზარდოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც საქართველოდან, ფაქტობრივად, წასული იყო და მხოლოდ მცირე წარმომადგენლობა ჰყავდა ჩვენს ქვეყანაში დატოვებული, კვლავ დაგვიბრუნდა. სსფ საქართველოს, თვრამეტთვიანი კრედიტის სახით, 750 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში ფინანსური პაკეტი ჯერ სსფ-ს დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტიკოს.

სსფ-ს საკრედიტო ხაზის მიზანი საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა და ბოლოდროინდელი კრიზისის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური და ფინანსური შედეგების აღმოფხვრაა, _ აცხადებენ სსფ-ში. მისიის წამომადგენელთა განცხადებით, კრედიტი ასევე მიზნად ისახავს საგ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 850 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გუშინ ახალგორში კოკოითის მთავრობამ რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანატოლი მარგიევი დანიშნა. ამ უკანასკნელმა დანიშვნის დღესვე დაბიდან გასულ მოსახლეობას დაბრუნებისკენ მოუწოდა და შეჰპირდა, რომ ახალგორში წარმოება და სასწავლო დაწესებულებები ქართულ ენაზე აღდგება.

- “სამხრეთ ოსეთში ხედავენ, რომ უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ეთნოწმენდასთან დაკავშირებით და ახლა არგუმენტი სჭირდებათ იმისთვის, რომ პრინციპში ეთნოწმენდა არ ხდება,” - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

ახალგორიდან წამოსულ ქართველებს კი რაიონში დაბრუნება შორეულ პერსპექტივად ესახებათ.

მაია მერაბიშვილი: “ახალგორიდან წამოსული ვარ. თბილისში ჩემი უფროსი დის სახლში ვცხოვრობ. დაახლოებით 14 აგვისტოდან აქ ვარ. ქართველების მიმართ რამე ზეწოლა ან შეურაცხყოფა იყო-მეთქი - არა, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ საერთო პანიკა იყო და ისედაც, როცა ძალიან ბევრ შეიარაღებულ ადამიანს და ტანკებს ხედავ, იქ დარჩენა სასიამოვნო არ უნდა იყოს.

თავიდან გვეგონა, რომ დროებით იყო ეს ყველაფერი, მაგრამ სიტუაცია უფრო რომ დაიძაბა, ვეღარ გავჩერდით. ანუ გვეგონა, რომ ტერიტორიას მალე დატოვებდნენ. მაგრამ რომ დავინახეთ, არ აპირებდნენ იქაურობის დატოვებას, წამოვედით. დღესაც იქ არიან.

პირიქით, მათი რაოდენობა დღითი დღე იზრდება, ზრდიან იარაღ-აღჭურვილობასაც. რისთვის ემზადებიან, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მე მგონია, რომ იქიდან წამოსვლას საერთოდ არ აპირებენ. იქ დარჩენილ ხალხთან ვკონტაქტ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 797 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ბაღებსა და ბაგა-ბაღებში, სავარაუდოდ, აკადემიური წელი გამოცხადდება, რადგან იქ დევნილებია შესახლებული. უამრავ პრობლემას კიდევ ერთი დაემატება. ამ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი მინიმუმ 1 წლით უმუშევარი დარჩება. გაურკვეველია მათი სახელფასო ანაზღაურების საკითხი.

ამასთან, მცირეწლოვან ბავშვთა მშობლებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. სად მიიყვანონ და ვისთან დატოვონ თავიანთი პატარები, როდესაც ისინი თავიათ სამსახურებს მიაშურებენ. მთელი თბილისი კერძო ბაღების იმედად რჩება, რომელთა მომსახურეობაზე მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება.

სკოლამდელ დაწესებულებებში აკადემიური წლის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მამუკა ქაცარავას თქმით, ამჟამად თბილისში 27 ათასი დევნილი იმყოფება, მიმდინარეობს მათი საჯარო სკოლების შენობებიდან საბავშვო ბაღებსა და სხვადასხვა ობიექტებში გადაყვანის პროცესი.

- “სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან უნდა განახლდეს. შესაძლოა, ზოგიერთ სკოლაში ამ პროცესმა ორი კვირით დაიგვიანოს და 28 სექტემბრის შემდეგ დაიწოს, რადგან სკოლებში სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი”, - აღნიშნა ქაცარავამ, რომელმაც დაადასტურა, რომ ბაღებისა და ბაგა-ბაღების მოქმედების პროცესი კვლავ გაურკვეველია.

- “ყველაფერი გაკეთდება, რათა სასწავლო პროცესი არ ჩაიშალოს, სხვა ამ ეტაპზე ალტერნატივა არ არსებობს და დევნილებს კარვებში ვერ შევიყვანთ”, - ამბობს ქაცარავა.

ის, რომ ს ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 908 | თარიღი: 06.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz