საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე ფოთში იმყოფება.
იგი საპატრულო კატარღით ღია ზღვაში გავიდა, სადაც ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდიდან "მაუტ უიტნი" ჰუმანიტარული დახმარება იტვირთება.
როგორც ცნობილია, ამერიკული ხომალდი საკმაოდ დიდი პარამეტრებისაა, მისი სიგრძე 190 მეტრია და ფოთის ნავმისადგომზე ვერ შევიდა.
მინისტრი ათვალიერებს საქართველოს დაზარალებული რიაონებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთვის გადმოტვირთვის პროცესს. ამერიკამ ამჯერად საქართველოს 17 ტონა სხვადასხვა დასახელების პირველადი მოხმარების საქონელი გამოუგზავნა.
|