|
Главная » 2008 » სექტემბერი » 11
თუ საქართველოს ახლა ნატო-ში მიიღებენ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ალიანსი აგრესორს დაუჭერს მხარს.
ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პოლონური ტელევიიზისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და მისი სპეციალისტები - დენიელ ფრიდი და მეთიუ ბრაიზა აცხადებდნენ - ასი პროცენტით დარწმუნებულები არიან, რომ თუ საქართველომ კონფლიქტების დასარეგულირებლად ძალა გამოიყენა, მაშინ იგი ნატო-ში თავისი გაწევრიანების პერსპექტივას საერთოდ გადახაზავს.
“მე გამოვდივარ იქედან, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარ სიტყვებზე პასუხი უნდა აგონ”, - აღნიშნა რუსმა მინისტრმა.
“ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ნატო-სთან პარტნიორობით, მაგრამ არ გვსურს პარტნიორობის ილუზია. თუ ნატო-სთან რუსეთის პარტნიორობა ბრიუსლეში განიხილება, როგორც ანტირუსული ქმედებების შირმა, თანაც არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენს ასეთი პარტნიორტობა არ გვჭირდება”, - განაცხადა ლავროვმა.
წაკითხულია: 862 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს სააგენტო “რია ნოვოსტი”-მ გაავრცელა ედუარდ კოკოითის განცხადება იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთი აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.
“ჩვენ შევალთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და არ ვაპირებთ დამოუკიდებელი ოსეთის შექმნას. სამხრეთ ოსეთი აპირებს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას”, - აღნიშნა კოკოითმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის წარმომადგენლებთან საუბარში.
მისივე თქმით, დასავლეთი დახმარებას დამოუკიდებელი ოსეთის შექმნის შემთხვევაში დაგვპირდა, რომელიც სამხრეთ და რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოეთ ოსეთისგან იქნებოდა შემდგარი.
“ჩვენ დასავლელი ექსპერტები და პოლიტოლოგები გვთავაზობდნენ, რომ დაგვეყოლიებინა ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ. ჩვენ უფრო ადრე დაგვპირდნენ დამოუკიდებლობას, ვიდრე - კოსოვოს”, -აღნიშნა კოკოითმა.
ამასთან, ედუარდ კოკოითმა არ უპასუხა უცხოელი ჟურნალისტს შეკითხვაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მან განაცხდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთისთვის ყველაზე მთავარია ისტორიული სამართლიანობის აღდგენა.
“ეს არის უფრო ჰუმანიტარული, ვიდრე პოლიტიკური პრობლემა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება ერთადერთი შესაძლებლობაა ეთნოსის შენარჩუნები. ვიქნები ძალიან ბედნიერი თუ ჩვენ ვიქნებით რუსეთის შემადგენლობაში”, -აღნიშნა კოკოითმა.
მოგვიანებით კი, სააგენტო “ინტერფაქსმა” კოკოითის სრულიად განსხვავებული სურვილი გააჟღერა: რესპუბლიკა არ აპირებს რუსეთის შემადგენლონაში შესვლას და დამოუკიდებელი დარჩება.
როგორც სააგენტო წერს, ეს მოსაზრება
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 774 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 1.0/1
| კომენტარი (0)
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, "საერთო ჯამში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განლაგდება". როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პირველი ეტაპი მონიტორების კონფლიქტის რეგიონებს გარეთ განლაგებას ითვალისწინებს, საბოლოო ჯამში კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს ყველა იმ ტერიტორიაზე უნდა განლაგდეს, სადაც კი ამის საჭიროება იქნება". ამასთან, საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებული დოკუმენტის პუნქტების შესრულების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ "აუცილებელია იმ პუნქტების შესრულება, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების 1 ოქტომბრამდე გაყვანას ითვალისწინებს".
წაკითხულია: 893 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უკვე მეორე დღეა, ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ მედვედევი რუსეთის ეკომონიკის დღევანდელ რთულ სიტუაციას აღიარებს, რუსეთის ბაზარზე მდგომარეობას "სრულიად ნორმალურად" აფასებს და ამტკიცებს, რომ "რუსეთს საკმარისი ეკონომიკური რესურსები გააჩნია, რომელიც ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს". ამავდროულად, დღეს მოსკოვში საერთაშორისო ფინანსური ცენტრის შექმნის საკითხთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე მედვედევმა აღნიშნა, რომ "რუსეთის ხელისუფლებამ და ცენტრალურმა ბანკმა ფინანსურ ბაზარზე დამატებითი სახსრების მოზიდვისათვის აუცილებელი ზომები უნდა მიიღონ". ამასთან, მან ბოლო პერიოდში "ქვეყნიდან ფულის მხოლოდ გადინებაზეც" გაამახვილა ყურადღება. "აგვისტოში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დააფიქსირა კაპიტალის სუფთა გადინება 4,6 მლრდ დოლარის ოდენობით. იგივე მონაცემებს ველოდებით სექტემბერშიც", - განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ "მიუხედავად ამისა, რუსეთი ინვესტორებისათვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება". "არსებითად გაიზარდა საფონდო ბაზარი და რუსეთის სუვერენული რეიტინგი, გამყარდა საბანკო სისტემა, ეკონომიკის სექტორებმა ახალი ინვეტიციები მიიღეს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. რაც შეეხება საერთაშორისო ფინანსური ცენტრის საკითხს, მედვედევის თქმით, ის შეიძლება, მოსკოვში უახლოეს წლებში შეიქმნას. მედვედევის შეფასებით, "არსებული ცენტრები დასმულ ამოცანებთან გამკლავებას ყოველთვის ვერ ახერხებენ და ექმნებათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად, ინფლაციის ზრდა და ფულის განაღდება". "ამოცანები, რომლებიც ჩვენს წინაშ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 838 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, "ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს იარაღით არ ამარაგებს". "კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება ჰყავს და ნატო მას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს. ამასთან, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ალიანსი საქართველოს იარაღით არ ამარაგებს. თუმცა სამხედრო-ეკონომიკური რეფორმების გატარებაში აუცილებლად დაეხმარება" – განაცხადა აპატურაიმ.
წაკითხულია: 830 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ჯერ კიდევ მანამ, სანამ მოსკოვი გასულ თვეს ჯარებს გაგზავნიდა საქართველოში, ევროპელთა შეშფოთება რუსებთან მიმართებაში იზრდებოდა, ისევე როგორც იზრდებოდა ნატოს მიმართ მხარდაჭერა, ნათქვამია ტრანსლატლანტიკური განწყობის ყოველწლიურ კვლევაში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა.
- ”კველვაში ასახული ტენდენციები, რომელიც 13 ქვეყანაში ტარდებოდა German Marshall Fund (GMF) - ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის მიერ, სავარაუდოდ, გაძლიერდება საქართველოში განვითარებული მოველენების და აშშ-ში ახალი პრეზიდენტის არჩევის ფონზე, რომელიც, ალბათ, უფრო მეტად იქნება პოპულარული, ვიდრე მისი წინამორბედი”,- აღნიშნავს რონალდ ასმუსი, ბრიუსელის ტრანსატლანტიკური ცენტრის დირექტორი.
აშშ-სა და ევროპას ”შესაძლებლობა აქვთ, კვლავ ჩამოაყალიბონ ტრანსატლანტიკური კონსენსუსი იმ საკითხის საფუძველზე, რამაც ჩვენ 60 წლის წინ გაგვაერთიანა. ეს იყო რუსეთი,” - ამბობს ასმუსი ინტერვიუში.
უკანასკნელმა ყოველწლიურმა კვლევამ აჩვენა რუსეთის მიმართ შეშფოთების ზრდის მკაფიო ტენდენცია ევროპულ საზოგადოებაში. ივნისში ევროკავშირის 10 ქვეყნის გამოკითხულთა 64%-მა განაცხადა, რომ შეწუხებულნი არიან რუსეთის როლით, როგორც ენერგომატარებლების ძირითადი მიმწოდებლის. შარშან ეს ციფრი 60% იყო. ევროპელების 62%-მა განაცხადა, რომ შეშფოთებულნი არიან რუსეთის ქმედებებით მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. ეს მაჩვენელებიც უფრო მაღალია გასულ წელთან შედარებით. ამასთანავე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდამჭერთა მაჩვენებელი 5 ერთეულით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით და 57% გახდა.
ყველაზე მთავარ დაბრკოლებად ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერაში თვით ევროკავშირი იქცა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 811 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
ამერიკულმა ორგანიზაციამ GMF 13 ქვეყანაში კვლევა ჩაატარა, რომელმაც ევროპულ საზოგადოებაში რუსეთით შეშფოთების ზრდის მკაფიო ტენდენცია გამოავლინა.
იქამდეც კი, ვიდრე გასულ თვეში მოსკოვი საქართველოში ჯარებს გაგზავნიდა, ევროპელების შეშფოთება რუსეთთან დაკავშირებით იზრდებოდა, ისევე, როგორც იზრდებოდა ნატოს მხარდაჭერა, - ნათქვამია ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამასთან, ფონდის დირექტორატის პროგნოზით, კვლევის შედეგებში ასახული ტენდენციები სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამძაფრდება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.
გამოკითხვაში თითოეული ქვეყნიდან ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს ქვეყნებია ბულგარეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.
წაკითხულია: 860 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მოჯთაბა დამირჩილუს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
ელჩის თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის, ქვეყნის ტერიტორიის ანექსიისა და ეთნიკური წმენდის შესახებ.
წაკითხულია: 826 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მოსკოვი თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის სტუმრობის დროს ქართული მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
როგორც ნატოში რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, 15-16 სექტემბერს, თბილისში ნატოს დელეგაციის სტუმრობისას ქართული მხარე რუსეთის აგრესიის დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას შეეცადოს.
ჩვენ არ გამოვრციხავთ, რომ ნატოს დელეგაციის სტუმრობის დროს თავად ქართული მხარე ეცდება, მოიპოვოს რუსული აგრესიის შესახებ დამატებითი მტკიცებულებები, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო პროვოკაციები, რის შესახებაც მე ჩემი კოლეგები პირდაპირ გავაფრთხილე, - განაცხადა როგოზინმა.
მისივე თქმით, ეს პროვოკაციები შესაძლოა, იყოს მიმართული როგორც რუსი სამშვიდობოების, ასევე ნატოს დელეგაციის წევრების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ ახალი ვითარების ესკალაციის დანაშაული რუსულ მხარეს.
წაკითხულია: 816 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციაზე საბოლოო უარი თქვა.
პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთისგან მან მიმდინარე წლის აპრილში მიიღო.
უცხოური სააგენტობის ცნობით, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების გამარჯვებას უწოდებენ ოქრუაშვილის ფრანგი ადვოკატები. “ეს დიდი გამარჯვებაა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, ოქრუაშვილზე დევნა მოხდებოდა”, - აღნიშნა ადვოკატმა ლუი-მარი დე რუმ.
თავად ოქრუაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს, საქართველოს ახლანდელი რეჟიმი კი უპასუხისმგებლოა.
“საქართველოში იუსტიცია იქცა რეპრესიების მანქანის ნაწილად”, - დასძინა ოქრუაშვილმა.
როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მზად არის, გააგრძელოს ბრძოლა, რათა საქართველო უპასუხისმგებლო ხელისუფლებისგან გაათავისუფლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 28 მარტს ოქრუაშვილს დაუსწრებლად თავისუფლების 11 წელით აღკვეთა მიუსაჯა.
ოქრუაშვილის ექსტრადიციის საკითხზე “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ბესელიამ განაცხადა, პარიზის სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს ხელისუფლებას ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციაზე, რაც ადასტურებს მათი პოზიციის სიმართლეს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას დანაშაულში ამხელს.
მისივე თქმით, სააკაშვილი და საქართველოს ხელისუფლება ძალისხ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 844 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია დღეს პოლონეთში გაემგზავრება, სადაც ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
დებუტატის განცხადებით, ორდღიანი კონფერენცია ევროპაში ქრისტიანობის როლს ეხება.
მისივე თქმით, კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის წევრები, პოლონეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც.
კონფერენცია სამნაწილიანია, ერთი ნაწილი მთლიანად საქართველოს დაეთმობა
წაკითხულია: 847 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს აშშ-ის ელჩი ომის დანაშაულებათა საკითხებში კლინტ უილიამსონი ეწვია. "აშშ-ის კანონმდებლობით, მევალება კონფლიქტურ სიტუაციაში დანაშაულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რეკომენდაციების შემუშავება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს დანაშაულებზე პასუხის მოთხოვნა. დაპირისპირების დაწყების მომენტიდან დღემდე ჩვენ დაკვირვებით ვადევნებთ თვალს საქრთველოში მიმდინარე მოვლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე ჩამოსვლა, დაზარალებულ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრა და უფრო დეტალური და დაზუსტებული ინფორმაციის მიღება" – განაცხადა უილიამსონმა, რომელიც აშშ-ში დაბრუნების შემდეგ საქართველოში მოპოვებულ ინფორმაციას ვაშინგტონსა და ევროპელ კოლეგებს მიაწვდის.
წაკითხულია: 869 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მოსკოვი თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის სტუმრობის დროს ქართული მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს. როგორც ნატოში რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა ჟურნალისტებს განუცხადა, "შესაძლოა, 15-16 სექტემბერს, თბილისში ნატოს დელეგაციის სტუმრობისას ქართული მხარე რუსეთის აგრესიის დამატებითი მტკიცებულებების "მოპოვებას" შეეცადოს". "ჩვენ არ გამოვრციხავთ, რომ ნატოს დელეგაციის სტუმრობის დროს თავად ქართული მხარე ეცდება, "მოიპოვოს" რუსული აგრესიის შესახებ დამატებითი მტკიცებულებები, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო პროვოკაციები, რის შესახებაც მე ჩემი კოლეგები პირდაპირ გავაფრთხილე", - განაცხადა როგოზინმა. მისივე თქმით, "ეს პროვოკაციები შესაძლოა, იყოს მიმართული როგორც რუსი სამშვიდობოების, ასევე ნატოს დელეგაციის წევრების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ ახალი ვითარების ესკალაციის დანაშაული რუსულ მხარეს დააკისრონ".
წაკითხულია: 900 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საჩხერის რაიონის სოფელ სპეთის მოსახლეობას, რომელიც ოსების მიერ დატყვებული თანასოფლელებების გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან აქციას მართავდა, 17.00 საათზე ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს შეხვდება.
აღნიშნული ინფომარმაცია აქციის მონაწილეებს საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ქუთათელაძემ მიაწოდა.
მაჭავარიანთან ერთად ქართველ ტყვეთა ნათესავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელიც შეხვება.
ამ დროისთვის აქცია პარლამენტთან დაიშალა. აქცია პარლამენტთან 17.00 საათისთვის განახლდება.
სოფელ სპეთიდან 13 დღის წინ ოსმა შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს ოთხი ახალგაზრდა, იმედა ტაბატაძე, რომან ქიმაძე, ალიკა ქიმაძე და გია გულიაშვილი, რომელთაგან ერთ-ერთი გულის მანკით არის დაავადებული. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარე ძირულას ხეობაში, ტყეში შეშის დასამზადებლად იმყოფებოდნენ.
სოფელი სპეთი სოფელ პერევთან ახლოს მდებარეობს, სადაც ამ დროისთვის რუსი ოკუპანტები კვლავ რჩებიან.
წაკითხულია: 891 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ვენესულეის პრეზიდენტი უგო ჩავესი ერთ-ერთი რუსული ბომბდამშენის -ტუ-160-ის შტურვალთან დაჯდომას აპირებს.
ვაპირებ ერთ-ერთი ამ მანქანის მართვას,- განაცხადა ჩავესმა და დასძინა, რომ შესაბამისი სწავლება უკვე გაიარა.
რუსული ბომდამშენები ვენესუელაში, ლიბერტადორის სამხედრო აეროდრომზე წუხელ დაეშვნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ე.წ. სტრატეგები ნეიტრალურ წყლებში სხვადასხვა მანევრებსა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
მანევრებში ოთხი რუსული გემი და პირადი შემადგენლობის 1 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, ვენესუელის მხრიდან კი მასში გემები და საბრძოლო თვითმფრინავები ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ვენესუელის წყლებში სამხედრო წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება აშშ-ის მხრიდან საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული ხომალდების შეყვანის საპასუხოდ მიიღო.
წაკითხულია: 796 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წირვას დღეს, 9:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. დღევანდელი დღე განსაკუთრებით აღინიშნება "თავკვეთულაში", სადაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაა. ტრადიციულად ამ დღეს აღნიშნულ ადგილზე მორწმუნეები სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან და მეუფეები წირვას ატარებენ.
წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს მეფე ჰეროდემ თავი მისი ძმისშვილის, სალომეას თხოვნის გამო მოკვეთა. სალომეას როკვით მოხიბლული ჰეროდე დაპირდა მას, ყველაფერს შეუსრულებდა, რასაც ითხოვდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მირთმევა მოითხოვა, რომელიც მას დედამ, ჰეროდიადამ ურჩია.
მეფე ჰეროდეს ცოლად მისი ძმის ცოლი ესვა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი მათ უზნეო ცხოვრების გამო ხშირად ამხელდა.
წაკითხულია: 957 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის C ჯგუფში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.
იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მასპინძელთა გუნდს დამაჯერებელი ანგარიშით, 17 ქულის სხვაობით, 94:77 სძლიეს.
ლუქსემბურგთან მატჩის დარად, კვლავაც ჩინებულად გამოიყურებოდა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც გუნდს 31 ქულა შესძინა. 20 ქულას დააგროვა ტაირონ ელისმა, ხოლო ზაზა ფაჩულიამ - 16.
ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში, შვედეთმა დრამატულ ბრძოლაში, სლოვაკეთს 1 ქულის სხვაობით (89:88) სძლია და საქართველოს ნაკრების მსგავსად 4 ქულა მოაგროვა, თუმცა, ბურთების უარესი სხვაობის გამო, მეორეზე აღმოჩნდა.
13 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ სლოვაკეთს დაუპირისპირდება, ხოლო წლეულს ბოლო შეხვედრას 17 სექტემბერს, ასევე სტუმრად, შვედეთთან გამართავს.
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის C ჯგუფის გათამაშების ცხრილი და კალენდარი ასე გამოიყურება.
6 სექტემბერი: შვედეთი – ირლანდია 82:63, ლუქსემბურგი – საქართველო 65:98 10 სექტემბერი: ირლანდია – საქართველო 77:94, სლოვაკეთი – შვედეთი 88:89
1. საქართველო 2 2 0 192:142 4 2. შვედეთი 2 2 0 171:151 4 3. ირლანდია 2 0 2 140:176 2 4. სლოვაკეთი 1 0 1 88:89 1 5. ლუქსემბურგი 2 0 1 65:98 1 დარჩენილი მატჩები: 13 სექტემბერი: სლოვაკეთი – საქართველო; ლუქსემბურგი – ირლანდია. 17 სექტემბერი: სლოვაკეთი – ლუქსემბურგი; შვედეთი – საქართველო. 20 სექტემბერი: ლუქსემბურგი – შვედეთი; ირლანდია – სლოვაკეთი.
წაკითხულია: 772 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით პოზიციას დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის.
სულ რაღაც ორი საათის განმავლობაში კოკოითის პოზიცია ამ საკითხში რადიკალურად შეიცვალა. დაახლოებით ორი საათის წინ ის აცხადებდა, რომ ?წინაპრების მიერ გაკეთებული არჩევანის შესაბამისად, რაღაც დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის შექმნას არ აპირებდა და სამხრეთ ოსეთის მომავალს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხედავდა.
რა მოვლენები განვითარდა ამ ორი საათის განმავლობაში, ძნელი სათქმელია, თუმცა რამდენიმე წუთის წინ იგივე კოკოითმა განაცხადა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებას აღარ აპირებს.
როგორც ჩანს, მე არასწორად გამიგეს. ჩვენ არ ვაპირებთ, უარი ვთვათ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, რომელიც კოლოსალური მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ, სამხრეთ ოსეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლად, - განაცხადა ოსი სეპარატისტების ლიდერმა.
ამასთან, მისი თქმით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ რუსეთის შემადგენლობაში ბევრი საუბრობს და არავის შეუძლია, აკრძალოს მსგავსი მოსაზრებების გამოთქმა.
წაკითხულია: 802 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ დღეს უკრაინის გენერალურ პროკურატურას პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მოწამლვასთან დაკავშირებით ჩვენება მისცა. ტიმოშენკო გენპროკურატურაში რამდენიმე დღის წინ დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ "მზად იყო, ჩვენება მიეცა, თუმცა ეს ყველაფერი მარაზმი იყო". "თუ პროკურატურას სიმართლის გარკვევა სურს, საჭიროა, მიმართოს პრეზიდენტს, ჩართოს საქმეში საუკეთესო უცხოური ლაბორატორიები და ჩაატაროს ანალიზი", - განაცხადა ტიმოშენკომ.
წაკითხულია: 804 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების ინიციატივას მხარს არც საპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ასეთი სახის გაერთიანებას ქვეყნისთვის ჯერ სიკეთე არ მოუტანია და არც მომავალში მოუტანს.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, ასეთი სახის გაერთიანებით იქმნება ქვეყანაში კიდევ ერთი მონსტრი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს გაერთიანების სახით და კიდევ უფრო ძლიერდება პრეზიდენტის უფლებები.
”შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანებამ გვაჩვენა, რომ ასეთ გაერთიანებებს ქვეყნისათვის სიკეთე არ მოუტანია, მით უფრო ? როცა ესეთი უწყება მთლიანად ექვემდებარება პრეზიდენტს. ასევე პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადადიან უწყებები, რომლებიც გაერთიანების შედეგად იუსტიციის შემადგენლობიდან გამოვლენ, მაგალითად, პენიტენციალური სისტემა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელიც მოქმედი კანონდებლობით, იუსტიციის ფარგლებშია, ცვლილებების მიღების შემდეგ პრეზიდენტს დაექვემდებარება, რაც ჩვენთვის მიუღებელია,” - აცხადებს გია ცაგარეიშვილი და საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი პაკეტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამორიცხავს.
წაკითხულია: 816 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსი ოკუპანტები ფოთის დატოვებისთვის მზადებას განაგრძობენ.
რუსმა სამხედროებმა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 827 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიას დევნილთათვის დაკარგული დოკუმენტაციის აღდგენის დაჩქარება სთხოვა.
როგორც ომბუდსმენის აპარატიდან იუწყებიან, დევნილ მოსახლეობაზე განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ რუსთავში ჩასახლებულ დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობის ნაწილს საქართველოს მოქალაქის პირადობის და დაბადების მოწმობები აქვს დაკარგული.
ცალკეულმა პირებმა მიმართეს რუსთავის სამოქალაქო რეგისტრაციის სამსახურს, მაგრამ მათ განუმარტეს, რომ საჭირო იყო გორში ჩასვლა. აღსანიშნავია, რომ დევნილებს მოცემული მომენტისათვის არ ეძლევათ ფულადი დახმარება, ამიტომ ისინი ვერ ახერხებენ გადაადგილებას აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
წაკითხულია: 803 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გრაკალი-მეტეხის აღდგენილი სარკინიგზო მონაკვეთი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1071 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თქვენ დადებითად შეაფასეთ პრეზიდენტ სარკოზისა და ევროპელების ორივე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ რუსები ჯარებს გაიყვანენ... მაგრამ მომავალში რა შესაძლებლობებს ხედავთ, რომ ევროპელებთან ერთად გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ტერიტორიების დასაბრუნებლად?
-აღნიშნული შეთანხმება არა მხოლოდ დადებითად შევაფასე, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მან აგვარიდა რუსეთის შემოჭრას თბლისში. ეს იყო ევროკავშირის ყველაზე დროული რეაგირება. რაც შეეხება მეორე შეთანხმებას, ესაა პირველი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის სწორად შესრულებისათვის დადებული შეთანხმება. აქაა დაწერილი თუ როგორ უნდა გავიდეს რუსეთის ჯარი 7 აგვისტოს შემდეგ დაპყრობილი ტერიტორიიდან. ახლა მთავარია ჩვენი მხრიდან პროვოკაციასა და გაღიზიანებას არ ჰქონდეს ადგილი, რაც რუსებს გადააფიქრებინებს გასვლას. ყველაზე მნიშვნელოვანია შესრულდეს კალენდარი და შემოვიდეს ევროპის დამკვირვებლები ჩვენს ტრიტორიაზე და არა კონფლიქტურ რეგიონებში. იქ რამდენიმე ევროპელის შესვლა მაინც ვერაფერს შეცვლის. მთავარია დამკვირვებლებმა გაამაგრონ ომის შემდეგ დაცლილი ქართული სოფლები, რომ დევნილებმა შეძლონ დაბრუნება
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 844 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
კონფლიტის ზონებში ქართველი სამშვიდობოების სარდლის, გენერალ მამუკა ყურაშვილის დაპატიმრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ”პირველთან” საუბარში თავად ყურაშვილმა უარყო.
- ”ამ დრომდე მკურნალობის კურსს ვაგრძელებ, ჩემი დაკავების შესახებ გავრცელებული ხმები კი სრული სისულელეა” – განუცხადა ”პირველს” ყურაშვილმა, რომელსაც საომარი მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებები ჯერ კიდევ აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სამშვიდობოების სარდალი მამუკა ყურაშვილი ცხინვალის რეგიონში საქართველო-რუსეთის ომის დროს ხელში მძიმედ დაიჭრა.
ქართულ პრესაში კი უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ყურაშვილის სავარაუდო დაპატიმრების შესახებ.
წაკითხულია: 877 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით აღინიშნება ”თავკვეთულაში”, სადაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაა.
ტრადიციულად ამ დღეს აღნიშნულ ადგილზე მორწმუნეები სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან და მეუფეები წირვას ატარებენ.
წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს მეფე ჰეროდემ თავი მისი ძმისშვილის, სალომეას თხოვნის გამო მოკვეთა.
სალომეას როკვით მოხიბლული ჰეროდე დაპირდა მას, ყველაფერს შეუსრულებდა, რასაც ითხოვდა.
სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მირთმევა მოითხოვა, რომელიც მას დედამ, ჰეროდიადამ ურჩია.
მეფე ჰეროდეს ცოლად მისი ძმის ცოლი ესვა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი მათ უზნეო ცხოვრების გამო ხშირად ამხელდა.
წაკითხულია: 820 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა და ხელისუფლების კრიტიკა შეწყვიტა. ამ დღეებში ”ახლების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ დუმილი დაარღვია და ხელისუფლებას აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების გამო კრიტიკა არ დააკლო. გამყრელიძე და სხვა ოპოზიციური პარტიები, ცხადია, არასაპარლამენტო სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. საფიქრებელია, რომ რაც დრო გავა, ოპოზიციის მხრიდან ეს კამპანია კიდევ უფრო გამძაფრდება. ამ საკითხებზე ”პრესა.გე” ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
პოლიტიკური პარტიების მიმართ როგორია დღეს საზოგადოების დაკვეთა და რამდენად ასრულებს ოპოზიცია მის მოთხოვნებს? - საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხვდება, რა დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ, არ ითხოვს, რომ ოპოზიცია ჩუმად იყოს. ვფიქრობ, რომ ეს დუმილი გარე საფრთხის გამო თავად ოპოზიციის მაღალი პასუხისმგებლობითაა გამოწვეული. რაც შეეხება იმას, გამყრელიძემ დაარღვია თუ არა მორატორიუმი, ამაზე ერთი პასუხია, მორატორიუმი პირველმა ხელისუფლებამ დაარღვია. ხელისუფლებამ გახსნა შიდა პოლიტიკური სეზონი, როცა არჩევნები დანიშნა. ამით თქვა, რომ გარე საფრთხე აღარ არის იმდენად, რომ შეგვიძლია, ჩავატაროთ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თბილისის ორ რაიონში პარლამენტის გამოკლებული დეპუტატების ადგილმონაცვლეების არჩევნები.
აქედან გამომდინარე სრულიად ლოგიკურია იმ კითხვების დასმა, რაც უნდა დაისვას. ხელისუფლებამ რაც არ უნდა გადაავადოს მის მიმართ არსებული კითხვების გაჟღერება, რა თქმა უნდა, მაინც დაისმება. შეიძლება ინფორმაცია არ გაიცეს, მაგრამ კითხვის დასმის გამო
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 808 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
როგორც სამშაბათს კრემლში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რუსეთი განუსაზღვრელი დროით გეგმავს ორჯერ მეტად გაზარდოს სამხედროების რაოდენობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში. ერთი დღით ადრე კი პრეზიდენტი მედვედევი, საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანას დათანხმდა.
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები სეპარატისტულ რეგიონებში დიდი ხნით დარჩებიან. ”ამ პერიოდში ეს აბსოლუტურად აუცილებელია, რათა არ დავუშვათ აგრესიული ქმედებების რეციდივები”. მისგან დამოუკიდებლად, თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა შეხვედრაზე მედვედევს აუწყა, რომ ”აფხაზეთი და ოსეთი დათანხმდნენ, განათავსონ თავიანთ ტერიტორიებზე ბაზები, სადაც თითოეულზე 3.8 ათასი რუსი სამხედრო იქნება განლაგებული.
აგვისტოს ომის დაწყებამდე, ”სამხრეთ ოსეთში” მხოლოდ 1’000-მდე რუსი სამშვიდობო იმყოფებოდა, ხოლო აფხაზეთში - 2’500.
სამშაბათს გაკეთებული განცხადებით უფრო ნათელი და დადასტურებული გახდა კრემლის გეგმები. შერჩეული დრო - სარკოზისთან მოლაპარაკების დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ - ხაზს უსვამს უპირობო მხარდაჭერას, რომელსაც რუსეთი, მიუხედავად დასავლეთის თავშეკავებისა, ორი გამოყოფილი რეგიონის მიმართ გამოხატავს.
- ”ვიმედოვნებ, რომ ეს, როგორც მინიმუმ, ქართულ სამხედრო რეჟიმს სულელური ქმედებების ჩადენისგან შეაჩერებს,” - განუცხადა მედვედევმა თავდაცვის მინისტრს.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია თვლის, რომ გაკეთებული განცხადება ”სრულიად ეწინააღმდეგება ” სამშვიდობო ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც ბოლო მოუღო საომარ მოქმედებებს.
რუსეთის მხარის განცხადებით, სამხრეთ ოსეთს
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 782 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
”მედვედევი-სარკოზის” 8 სექტემბრის დოკუმენტთან დაკავშირებით ორი არსებითი კითხვა ისმის: რას გვიქადის ჩვენთვის უცნობი “იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე”, რომელსაც სააკაშვილმა მოაწერა ხელი და მეორე: 8 სექტემბრის გეგმა 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი გეგმიდან უკან დახევა ხომ არ არის?
გავკადნიერდები და დოკუმენტის უნახავად დავასკვნი, რომ “იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე” ისეთი დოკუმენტი იქნება, რომელიც აფხაზეთისა და ოსეთის საქართველოსგან დამოუკიდებლობის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, რუსეთს ძალის გამოყენების მანდატს დაუკანონებს. რაც უფრო არ გამომზეურდება აღნიშნული დოკუმენტი, მით მეტი ეჭვები გაჩნდება.
რაც შეეხება მეორე საკითხს: 8 სექტემბრის გეგმა 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი გეგმიდან უკან დახევაა ყველაზე პრინციპულ მე-5 პუნქტიდან. 12 აგვისტოს გეგმით რუსის ჯარები 7 აგვისტომდე მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდნენ, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანას, ხოლო აფხაზეთში და “სამხრეთ ოსეთში” მხოლოდ სამშვიდობოების დატოვებას გულისხმობდა.
8 სექტემბრის გეგმით, კი საუბარია მხოლოდ ბუფერული ზონებიდან რუსის ჯარის გაყვანაზე. ზოგი შეეცდება იმის მტკიცებას, რომ 8 სექტემბრის დოკუმენტი მხოლოდ პირველი ეტაპია 12 აგვისტოს გეგმის განხორციელების გზაზე. მეც ძალიან მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ აღნიშნული ჩვენი სურვილი აშკარად არ იკი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 860 |
თარიღი: 11.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|