რუსი ოკუპანტები ფოთის დატოვებისთვის მზადებას განაგრძობენ.
რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მოხსნა დაასრულეს და შიდა ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გატანა დაიწყეს. ოკუპანტებს ნივთები “ურალის” მარკის ავტომანქანებით მიაქვთ.
როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოში არსებული უკანონო ბლოკ-პოსტების დასატოვებლად მზადება რუსმა ჯარისკაცებმა ორი დღის წინ დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტები ფოთის და ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისის ბლოკ-საგუშაგოებს ტოვებენ.
|