შაბათი, 21.12.2024, 15:22
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » სექტემბერი » 02
"ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით და იმ ერთიანობით, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა", - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა, სადაც "ცოცხალი ჯაჭვის" აქცია მშვიდობიანი მიტინგში გადაიზარდა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღეს, მთელი საქართველო ერთ ჯაჭვად შეიკრა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქუჩაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მისი თქმით, "ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება დამპყრობელს" და "საქართველო არასდროს დაკეცავს ხუთჯვრიან დროშას".

"არცერთ ქვეყანაში, არასდროს, ამდენი ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. დღეს ჩვენ ვამაგრებთ თავისუფლების წინა ხაზზს. ქართველებმა შეკრეს ერთიანი მძლავრი ჯაჭვი. აქ შეიკრა ურღვევი ჯაჭვის პერანგი საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

საქართველომ გაუძლო ყველაზე სასტიკი დამპყრობლების შემოსევებს და დღეს, როცა საქართველოს 21-ე საუკუნის ურდო მოადგა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

წაკითხულია: 802 | თარიღი: 02.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის 27 ქვეყანა ბრიუსელში გამართული საგანგებო სამიტის რეზოლუციით ადასტურებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ "ძალის არაპროპორციულ გამოყენებად" აფასებს.

სამიტის 10-პუნქტიან რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ღია კონფლიქტთან დაკავშირებით.

"საომარი მოქმედება არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზას და ასეთი ქმედება ევროკავშირისთვის მიუღებელია", - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროკავშირი ასევე გმობს რუსეთის ცალმხრივი მოქმედებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

სამიტის მონაწილეები მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდებენ პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარონ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.

რეზოლუციაში საუბარია მხარეების მიერ "ექვსპუნქტიანი შეთანხმების" შესრულების აუცილებლობაზე და შეიარაღებული ძალების გაყვანაზე კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ ზონებში.

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, "ექვსპუნქტიანი შეთანხმების" მეექვსე პუნქტთან დაკავშირებით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები) საერთაშორისო კონსულტაციების ჩატარების აუცილებლობაზე.

რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირი საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით ნიშნავს საგანგებო წარმომადგენელს და 15 სექტემბრამდე რეგიონში ფაქტების დამდგენ მისიას მოავლენს.


ევროკავშირ ადასტურებს რუსეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და შეახსენებს მას, რომ რუსეთმა არ უნდა დაარღვიო ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 875 | თარიღი: 02.09.2008 | რეიტინგი: 3.0/1 | კომენტარი (0)

უკვე მეორედ საქართველომ რუსეთის ეკონომიკური ბლოკადა მოითხოვა. პირველად ეროვნული მოძრაობის დროს, როცა საქართველოში, ის ლიდერები ვისაც ქვეყნის საჭის დაჭერის პრეტენზია ჰქონდათ, ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი რომ კრემლს ბოლოს მოუღებდნენ თუკი საქართველო საბჭოთა რუსეთს ეკონომიკურ ბლოკადას გამოუცხადებდა და საბჭოთა ბაზარს ბორჯომისა და ციტრუსის გარეშე დატოვებდა. საინტერესოა, რომ მაშინ თითქმის ყველა (ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმული) ეკონომისტი ამ აზრს იზიარებდა. "გადავკეტოთ სამტრედია და დავაჩოქოთ კრემლი~ - ასეთი იყო ზვიად გამსახურდიას დევიზი.

ახლა საქართველო რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მსოფლიო საზოგადოებას სთხოვს. თბილისმა ასეთი მოთხოვნა მას შემდეგ წამოაყენა, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინავალის დამოუკიდებლობა აღიარა. თუმცა, დასავლეთი მზად არის სიტყვიერად დაგმოს მოსკოვის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას როგორც ჩანს, არ ჩქარობს (თუ საერთოდ აპირებს). დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა: იზოლაცია არ გამოდგება, რუსეთი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაშიო. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრობდა. ორშაბათს სწორედ ამაზე უნდა ემსჯელა ევროკავშირს. თუმცა, მოგვიანებით სამინისტრომ დააზუსტა, რომ პირადად საფრანგეთი არ იქნება სანქციების დაწესების ინიციატორი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი თავის მხრივ დარწმუნებულია რომ სანქციებზე საუბარი არ იქნება: ამ თემაზე საუაბრიც კი არ გამიგი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 973 | თარიღი: 02.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საქართველოში მყოფი რუსული ჯარების ადგილმდებარეობის, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო აღჭურვილობის შესახებ მონაცემები.

მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულია 970 რუსი სამხედრო მოსამსახურე, 66 ჯავშანმანქანა, 7 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2 ყუმბარმტყორცნი და სხვა სამხედრო აღჭურვილობები, მათ შორის სატვირთო მანქანები და კარვები.

"თითოეული ადგილმდებარეობა და რიცხობრივი რაოდენობა გადამოწმებულია ორჯერ,"- განაცხადა შსს-მ და ასევე არ გამორიცხა, რომ მის ხელთ არსებულ მონაცემებზე მეტი რაოდენობა იყოს წარმოდგენილი როგორც პირადი შემადგენლობის, ისე სამხედრო ტექნიკის კუთხით.

აღმოსავლეთ საქართველო

შსს-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის შიდა ქართლში, სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე და თავად ცხინვალის რეგიონში 27 აგვისტოს მდგომარეობით რუსული ბლოკსაგუშაგოები შემდეგ ტერიტორიებზეა განთავსებული:
1. პერევი (საჩხერის რაიონი);
2. გოდორა (საჩხერის რაიონი);
3. მუგუთი (ზნაურის რაიონი);
4. ალი (ხაშურის რაიონი);
5. ფცა (ქარელის რაიონი);
6. ვარიანი (გორის რაიონი);
7. კარალეთი (გორის რაიონი);
8. შავშები (გორის რაიონი);
9. ერგნეთი (გორის რაიონი);
10. წიარა (ჯავის რაიონი).
თითოეულ ამ საგუშაგოზე დაახლოებით 60 რუსი სამხედრო და 4 ჯავშანმანქანაა მობილიზებული. ხდება ჯავშანმანქანებით გადაადგილება მიმდებარე ტერიტორიების და სოფლების "პატრულირების" მიზნით.
11. იკოთი (ახალგორის რაიონი) - სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის მძიმე ტექნიკა, 2 ყუმბარმტყორცნი და 100 რუსი ჯარისკაცი, გათ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 836 | თარიღი: 02.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საქართველო საკუთარ კონფლიქტებს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით მოაგვარებს". "აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით და მსოფლიოს თანადგომით მოვაგვარებთ", - განაცხადა დღეს სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ "ქართველი ხალხი ყველა სიძნელეს ძალიან მალე გადალახავს და შექმნილი ვითარებიდან გაძლიერებული გამოვა".  "დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბედნიერი ცხოვრება გვექნება", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
წაკითხულია: 851 | თარიღი: 02.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა და ერთიანობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. "დიდი მადლობა მინდა, გითხრათ ყველას ერთად და თითოეულ თანამემამულეს იმ მილიონზე მეტი ადამიანიდან, რომელმაც დღეს მთელი მსოფლიოს თვალწინ საქართველოს ერთიანობის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინა. გვერდში დგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ქართულ ეკლესიას, კერძოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს", - განაცხადა დღეს სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, "დღეს არა მარტო ქართველების ერთიანობის დღეა, არამედ ქართველებისა მთელს მსოფლიოსთან". "ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში არასოდეს მომხდარა. მე გილოცავთ ამ დღეს და გეტყვით, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ბოლომდე აუცილებლად მივიყვანთ", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
წაკითხულია: 849 | თარიღი: 02.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ამერიკული ხომალდის "დალასის" მეზღვაურებს სევასტოპოლში ნაპირზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ. "პრორუსულად განწყობილი რამდენიმე ათეული აქტივისტი უკრაინის ქალაქ სევასტოპოლის საზღვაო სავაჭრო პორტის პიკეტირებას ახორციელებს" – იუწყება newsru.com. ამჟამად ამერიკული გემის წარმომადგენლებს და უკრაინული ქალაქის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა გემთან მიყვანილი ავტობუსებით ამერიკელები ქალაქის დასათვალიერებლად გადაიყვანონ. როგორც ცნობილია, "დალასი", რომელმაც საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა, დღეს სევასტოპოლის პორტში, უკრაინული მხარის მიწვევით შევიდა.

წაკითხულია: 831 | თარიღი: 02.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

8 სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი იქნება ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის გარკვევის თვალსაზრისით. ამის შესახებ ევროკავშირის დღევანდელი საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის პრტეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა. მისი თქმით, "რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება ევროპისთვის მიუღებელია და გავლენის სფეროების მსგავსი გადანაწილების დრო აღარ არის". "ჩვენ არ გაგვჭირვებია კონსენსუსის მიღწევა: ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ" – განაცხადა სარკოზიმ, თუმცა აქვე დასძინა, რომ "ევროკავშირი სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ევროპასა და რუსეთს შორის შემდგომი დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას". ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს ფინანსური და საჭიროების შემთხვევაში სხვა სახის დახმარება აღუთქვა და პირობა დადო, რომ "ამ კუთხით ევროკავშირი ქართველების იმედებს არ გააცრუებს".
 
წაკითხულია: 840 | თარიღი: 02.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

"ცოცხალ ჯაჭვში" საქართველოს მასშტაბით დღეს მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს, - განაცხადა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საკრებულოს შენობიდან მან თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა. სააკაშვილთან ერთად ტრიბუნასთან გამოჩნდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე.
"დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს შეგვიძლია ვუთხრათ – საქართველო ერთიანია", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოს ისტორიაში არის ხალხის ყველაზე დიდი შეკრება. "ჩვენ ვამაგრებთ თავისუფლების წინა ხაზს", - დასძინა მან.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ ქვეყნის ისტორიაში გაუძლო მრავალ შემოსევას. "ჩვენ გავაჩერეთ თბილისს მომდგარი 21-ე საუკუნის ურდო. საქართველო არ არის მარტო. ჩვენთან ერთად მთელი ცივილიზებული მსოფლიოა", - თქვა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოდან უნდა დაწყებულიყო რუსული იმპერიალიზმის აღდგენა. "მაგრამ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოხდება იმპერიალიზმის იდეის დასამარება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წაკითხულია: 835 | თარიღი: 02.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

თავისუფლების მოედანზე "ცოცხალი ჯაჭვის" აქციას საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად შეურთდა.
მოგვიანებით, მიხეილ საკაშვილი, სავარაუდოდ, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს.
თავისუფლების მოედანზე საქართველოს ჰიმნი ჟღერს
.
წაკითხულია: 826 | თარიღი: 02.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროსომ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბრიუსელში საგანგებო სამიტზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება დაამტკიცეს, რომელიც რუსეტის ნაბიჯს გმობს აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით.
რუსეთი კი აფრთხილებს ყველას, რომ საქართველოს შემდგომი მხარდაჭერა ”ისტორიული” შეცდომა იქნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოუწოდა, დაწესდეს ემბარგო საქართველოში იარაღის შეტანასთან დაკავშირებით მანამ, სანამ ახალი მთავრობა არ მოვა ქვეყნის ხელისუფლებაში.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჰავიერ სოლანამ განაცხადა, რომ მზად არიან საქართველოში გაგზავნონ 100 სამოქალაქო დამკვირვებელი, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
სერიოზულად შეშფოთებული
ბრიუსელში შეკრებილი 27 ქვეყნის ლიდერს შორის მკვეთრი უთანხმოება წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპასუხათ რუსეთის ქმედებებზე.
”ევროკავშირი სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოში გაჩაღებული ღია კონფლიქტის გამო. რომელსაც შედეგად ძალადობა და გადამეტებული რეაქცია მოჰყვა რუსეთის მხრიდან,” - ნათქვამია დადგენილებაში.
”ევროკავშირი ასევე მოწოდებულია, რომ დაინიშნოს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და მისია, რომელიც დააკვირდება, თუ როგორ ასრულებს რუსეთი შეთანხმებას”.
მართალია, რუსეთის წინააღმდეგ საქნციების დაწესებაზე არ ყოფილა საუბარი, მაგრამ დასკვნაში მითითებულია, რომ რუსეთთან ურთიერთობებმა ” გზაჯვარედინს მიაღწია” და ევროკავშირი აფრთხილებს, რომ  ”ყურადღებას არ მოადუნებს”.
”ჩვენ დარწმუნებულნი ვა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 874 | თარიღი: 02.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz