Главная » 2008»სექტემბერი»2 » მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ერთიანობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ერთიანობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა
01:34
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა და ერთიანობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. "დიდი მადლობა მინდა, გითხრათ ყველას ერთად და თითოეულ თანამემამულეს იმ მილიონზე მეტი ადამიანიდან, რომელმაც დღეს მთელი მსოფლიოს თვალწინ საქართველოს ერთიანობის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინა. გვერდში დგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ქართულ ეკლესიას, კერძოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს", - განაცხადა დღეს სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, "დღეს არა მარტო ქართველების ერთიანობის დღეა, არამედ ქართველებისა მთელს მსოფლიოსთან". "ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში არასოდეს მომხდარა. მე გილოცავთ ამ დღეს და გეტყვით, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ბოლომდე აუცილებლად მივიყვანთ", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.