|
Главная » 2008 » სექტემბერი » 30
საქართველოს უახლეს ისტორიაში ”წაგებული ომების” უჩვეულო ტრადიცია ჩამოყალიბდა და რაც ყველაზე მთავარია, ბოლო 15 წლის განმავლობაში განცდილ არც ერთ სამხედრო მარცხზე, ქართულ საზოგადოების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ოფიციალურ სტრუქტურებს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ მოუთხოვიათ.
ექსპერტების აზრით, ნორმალური სასამართლოსა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების არსებობის პირობებში, აფხაზეთისა და ცხინვალის მოვლენეზე აუცილებლად ჩატარდებოდა სერიოზული გამოძიება, რასაც ბევრი სახელმწიფო მოხელის სკამი შეეწირებოდა.
პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ორი წლის წინათ ისრაელ-ლიბანის ომი დროს, როდესაც ლიბანში მცხოვრებმა პალესტინელმა ბანდიტებმა ორი ტყვე აიყვანეს და ისრაელმა იქ ჯარი შეიყვანა, მაშინ ისრაელის სანაქებო ჯარი პალესტინიდან დევნილ ტერორისტულ ჯგუფებთან დამარცხდა. ამას სერიოზული სასამართლო გარჩევები მოჰყვა თავად ქვეყნის შიგნით და არა საერთაშორისო დონეზე.
- ”ნორმალურ საზოგადოებასა და სახელმწიფოს არ უნდა სჭირდებოდეს საზღვარგარეთის ჩარევა, ჩვენ უნდა შეგვწევდეს უნარი ჩვენმა სასამართლომ განიხილოს რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში. სამწუხაროდ ჩვენ ასეთი სასამართლო საერთოდ არ გვაქვს,” - მიაჩნია ექსპერტს.
ბოლო დროს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოიჩინა ინიციატივა და ქართულ საზოგადოებას აგვისტოს მოვლენებზე გამოძიების ჩატარება შესთავაზა.
რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს რეალობა, ცხინვალის მოვლენები მოსალოდნელზე უფრო მძიმე აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოსათვის. რუსეთმა დიდი ხნის მუქარის სისრულეში მოსაყვანად, მისთვის ხელსაყრელი საფუძველის მონახვ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 796 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
კონფლიქტის ზონაში მოთარეშე ოსური ბანდები და მარადიორები ბოლო დროს ძალზედ გააქტიურდნენ.
გორის რაიონის სოფელ მერეთში, სადაც ამ დროისათვის კონტროლს შეიარაღებული ოსური ბანდფორმირებები ახორციელებენ, სროლა გამთენიისას ისმოდა.
სოფელ მერეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც მხოლოდ მოხუცი ქალბატონი იმყოფებოდა შეიარაღებული ოსური დაჯგუფებების წევრები ძარცვის მიზნით შევიდნენ.
თავდამსხმელებმა მოხუცის სახლიდან ყველაფრი გატანეს, თუმცა მოგვიანებით ცეცხლი მეზობელი საცხოვრებელი სახლების მიმართულებითაც გახსნეს.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მიმდებარე სოფლებში მასიურად დაიწყო, ოსური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან სახლებში შეჭრის ფაქტები, რის გამოც დაბრუნებული მოსახლეობის დიდი ნაწილი, კვლავ უკან, მშვიდობიან ადგილზე დაბრუნებას აპირებს.
სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც რუსი სამშვიდობოები, რეალურად კი რუსული საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლების საგუშაგოა დისლოცირებული.
რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეები, შეიარაღებული ოსები რამდენიმე ავტომანქანით შეიჭრნენ სოფელში და ერთხელ უკვე ნაძარცვი საცხოვრებელი სახლებიდან ავეჯიც კი გაიტანეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ოსების შესვლისას სოფლის ბაღებს შეაფარა თავი. ბევრმა მათგანმა კი მეღვრეკისი უკვე დატოვა.
მეღვრეკისელები, რომლებიც ყაჩაღობის მომენტში გორში იმყოფებოდნენ წასულები, უკან დაბრუნებისაგან თავს იკავებენ. ისინი შიშობენ, რომ დაღამებისას ვითარება უფრო გართულდება.
კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 792 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
კავკასია, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს იქნება მსოფლიოს თავსატეხი. ეს რეგიონი ბოლო 20 წელიწადია ცხელ წერტილად რჩება და ”განელება” კიდევ დიდხანს არ უწერია. გასულ კვირას მოსკოვის ცენტრში საქართველოში ნაბრძოლი რუსეთის გმირი, ჩეჩენი რუსლან იამადაევი მოკლეს. მისი მკვლელობა და ინგუშეთში მიმდინარე მოვლენები კარგს არაფერს მოასწავებს. რუსული ტელეარხები იამადაევის მკვლელობაში ჩეჩნეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, რამზან კადიროვს ადანაშაულებენ. რას უნდა მოასწავებდეს კრემლის კონტროლირებადი არხებისაგან კრემლის ერთგულ კაცადვე შერაცხილი კადიროვის დისკრედიტაცია, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს...
ძმები რუსლან, სულიმ და ბაჰაუთინ იამადაევები ჩეჩნეთში საკმაო გავლენით სარგებლობდნენ. სამი ძმიდან ორი რუსეთის გმირი იყო. რუსლანი და სულიმი თავდაპირველად ”წინააღმდეგობის ჩეჩნურ ჯგუფში” იბრძოდნენ, მერე კი კადიროვს დაუჭირეს მხარი. მოგვიანებით იმავე დაჯგუფებას დაუპირისპირდნენ და ამით გამოიჩინეს თავი რუსეთის წინაშე.
მამუკა არეშიძე (ექსპერტი კავკასიის საკითხებში): კადიროვს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის კონტროლირებადი სამხედრო ერთეულები აღარ სჭირდებოდა, ამიტომ დაიწყო მათი მოხრჩობა. რუსეთის ფედერაციაში ერთადერთი რესპუბლიკაა ჩეჩნეთი, რომლის ძალოვან სტრუქტურაში მინიმუმამდეა დაყვანილი რუსების რაოდენობა. კადიროვმა რუსი სამხედრო კომენდანტიც კი გააძევა ჩეჩნეთიდან. გააძევა იქ დისლოცირებული სამხედრო ნაწილების რუსული ხელმძღვანელობა. ახლა რუსები თავიანთ ნაწილებს კისლოვოდსკიდან, ესენტუკიდან და მოზდოკიდან მართავენ.
როგორ მოახერხა ეს კადიროვმა? - რამზან კადიროვი პუტინის პირადი ”პროე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 927 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ქართველი ტყვეების არსებობის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არავინ ფლობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მძევლებად აყვანილი სამოქალაქო პირები ოსურ მხარეს ცხინვალში ჰყავს დაკავებული და მათი ნათესავებისგან გამოსასყიდს ითხოვენ. რაც შეეხება სამხედრო ტყვეებს, მათზე მხოლოდ მოარული ხმები დადის. მათი ზუსტი ვინაობა, რაოდენობა ან ადგილსამყოფელი არავინ იცის.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ გარკვეული ინფორმაცია არსებობს, მაგრამ სანდო დადასტურება ამის თაობაზე სამთავრობო სტრუქტურებიდან მან ვერ მიიიღო.
- “ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ასეთი ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ ვრცელდება, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულების ახლობლებს მათი პოვნის იმედი დარჩეთ. მაგრამ ინფორმაცია საოცარია - ზოგი ამბობს, რომ ბესლანისა და ვლადიკავკაზის საავადმყოფოებში ქართველი სამხედრო პირები ჰყავდათ გადაყვანილი. მაგრამ ამავდროულად პირები, რომლებიც უნდა ფლობდნენ ამ ინფორმაციას, მას უარყოფენ”.
“ამბობენ იმასაც, რომ ერთი ოფიცერი პეტერბურგში იყო გადაყვანილი. იქ რა უნდოდა, ან რისთვის გადაიყვანეს, ამასაც ვერ ხსნიან. ეს არა ოსური, ან რუსული, არამედ ქართული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაა,” - ამბობს არეშიძე.
მისი თქმით, ამ საკითხების გასარკვევად მათ ჩრდილო ოსეთთან დაკავშირებაც სცადეს, მაგრამ იქ მოქმედი “წითელი ჯვრის”კომიტეტისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ქარველი სამხედრო ტყვეების არსებობას უარყოფენ.
თუმცა, არეშიძის თქმით, ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ ოსი სამხედროები, განსაკუთრებით კი მოზდოკისა და ბესლანის ჰოსპიტალების ხელმძღვანელები, ინფორმაციის მოწოდებაზე საერთოდ უარს აცხადებენ.
- “ეს
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 816 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროობლიგაციების თემა საქართველოში ისევე მიჩუმათდა, როგორც სხვა ბევრი ეკონომიკური ”ნოვაცია”. მთავრობამ 500-მილიონიანი 5-წლიანი ევროობლიგაციები აპრილში ევროპის ბაზარზე განათავსა, მაგრამ რას მოხმარდა ეს სესხი, დავხარჯეთ თუ ”მომავლის ფონდში” ხელუხლებლად გვიდევს, არავინ იცის. საქართველოს მთავრობა ამ თემაზე საუბარს დღემდე თავს არიდებს.
გაზაფხულზე ოპოზიცია იმდენად იყო გართული საკუთარი თავის ძიებით, რომ ევროობლიგაციებისთვის მაინდამაინც დიდი ყურადღება არ მიუნიჭებია. ეს თემა მხოლოდ რამდენიმე ექსპერტმა შეაფასა საკმაოდ მწვავედ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამას ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თავის დროზე სხვადასხვა საგაზეთო ინტერვიუებში აცხადებდა, რომ ამ ტიპის ვალის აღება მხოლოდ ომის პირობებში იყო გამართლებული, რადგან ქვეყნისათვის ფინანსურად წამგებიანი გადაწყვეტილება იყო.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და იმ პერიოდში დამოუკიდებელი დეპუტატი ვლადიმერ პაპავაც ამაოდ ცდილობდა, მთავრობის გადარწმუნებას. მან არაერთხელ მოუწოდა პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლებას, რომ თავი შეეკავებინა 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების გამოშვებისგან, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე არსებული ფინანსური კრიზისი არ მოგვარდებოდა. პაპავა ამტკიცებდა, რომ ეს თანხა მომავალ თაობებს…მძიმე ტვირთად დააწვებოდა.
პრემიერ-მინისტრი თებერვალში აცხადებდა, რომ ევროობლიგაციებით მოზიდული თანხების დახარჯვას მთავრობა გაზსაცავის მშენებლობასა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ინვესტირებაზე გეგმავდა, მაგრამ შემდეგ გეგმები შეიცვალა და ევროპულ სესხს სხვა, დღემდ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 930 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს მიმართავენ.
როგორც საგანგებო მიმართვაშია აღნიშნული, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და დატოვეს მანდატები.
”პარლამენტს მიღმა აღმოჩნდნენ ქვეყნის ყველაზე მსხვილი და რეიტინგული ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის პარტიები, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე. აღნიშნულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზღვარი გაავლო ამ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებიც დღეს პარლამენტში ოპოზიციის სახელით არიან წარმოდგენილი და რომლებსაც ხელისუფლება იყენებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის”,-ნათქვამია განცხადებაში.
პარტიები თხოვნით მიმართავენ დიპლომატებს, რომ შეხვედრების დაგეგმვისას გაითვალისწინონ ის ფაქტორი, რომ საპარლამენტო და არსაპარლამენტო ოპოზიცია ხშირად არ ეთანხმება ერთმანთს.
- ”ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ძალიან ბევრ საკითხზე ჩვენს პარტიებს შორის არის შეხედულებათა და პოზიციების არსებითი სხვაობა, რაც შეუძლებელს ხდის ოპოზიციის ერთიან ფორმატში ჩვენს მონაწილეობას სხვადასხვა საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მოწყობილ შეხვედრებზე”,-აღნიშნულია განცხადებაში.
წაკითხულია: 798 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თბილისის საქალაქო სასამართლო სტუდია ”მაესტროს” სარჩელის არ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სტუდია ,,მაესტროს’’ სარჩელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 4 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მაესტრო მოითხოვდა გაუქმებულიყო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ”მაესტროს” უარი ეთქვა საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემაზე.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან აცნობეს, სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. გარდა ამისა, მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტები, რის შედეგადაც დაადგინა, რომ 2007 წლის 6 დეკემბერს სტუდია ,,მაესტრომ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა ორი ურთიერგამომრიცხავი მოთხოვნით, რის გამოც კომისიამ მოთხოვნები არ განიხილა.
მოსარჩელემ მოგვიანებით, 2008 წელს, კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ითხოვა საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემა.
- ”სტუდია ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებას არ დაელოდა და უნებართვოდ და თვითნებურად განახორციელა სავალდებულო ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობა. ამის გამო სტუდია ”მაესტროს” მიმართ 2008 წლის 20 მარტს გამოყენებული იქნა კანონით დადგენილი სანქცია გაფრთხილების სახით, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია”, - ნათქვა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 775 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში პატრულირებას ხვალიდან განახორციელებს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს.
მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი და დამკვირვებელთა ჯგუფი თბილისის რეგიონალური ოფისიდან, რომელიც ბაზალეთის დასასვენებელ ცენტრში მდებარეობს, 08:30 საათზე გაემგავრება და გორის შემდეგ ისინი, ზუგდიდში ჩავლენ.
მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი, ევროკავშირის დამკვირვებელთა მიერ განხორციელებული პირველი პატრულირების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამოქალაქო და შეუიარაღებელ მისიას წარმოადგენს, რომელიც დაკომლექტებულია ევროკავშირის დამკვრივებლებისაგან და რომელთა მიზანია ხელი შეუწყონ საქართველოსა და რუსეთს შორის 12 აგვისტოსა და 8 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებების პრინციპების განხორციელებას.
წაკითხულია: 813 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გურჯაანში, ყოვლადწმინდის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა მამებმა სამომხმარებლო წყალი დაბურღეს და აღმოჩნდა, რომ გოგირდიან წყალს ბუნებრივი აირიც მოჰყვება - ინფორმაციას ამის შესახებ, კახეთის რეგიონალური გაზეთი ”სპექტრი” აქვეყნებს. როგორც სააქციო საზოგადოება ”გურჯაანგაზში” აცხადებენ, ასეთი რამ იშვიათად ხდება.
- ”ახტალაზე ტალახი, რომ ამოდის ცეცხლი, ეკიდება, მაგრამ მისი გამოყენება გასათბობად ან სხვა მიზნით შეუძლებელია, რადგან ძალიან მცირე რაოდენობისაა. ამ შემთხვევაში რაც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სპეციალისტების მიერ შესწავლას საჭიროებს” - განაცხადა ”გურჯაანგაზის” ხელმძღვანელმა გიორგი მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, რაიონის დონეზე აღმოჩენის გამოკვლევა ვერ მოხერხდება, რადგან სამუშაოების ჩატარება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
წაკითხულია: 856 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის ვიზიტი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ეს ბუნებრივიცაა, რაკი ამერიკა და, ზოგადად დასავლეთი საქართველოში პოლიტიკური ლეგიტიმაციის აუცილებელი პირობა, რესურსი და საშუალებაა. ამერიკის დამოკიდებულების ხარისხმა, განწყობამ და შეფასებებმა დიდწილად განსაზღვრეს პირველი ორი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ბედისწერა.
გასაგებია, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოში მოხდა და იმავე ამერიკაში ლეგიტიმურობის საძიებლად წასული პოლიტიკოსები (მაგალითად ქალბატონი ბურჯანაძე) ”კითხვების დასმაზე” ალაპარაკდნენ, ხოლო ქართული პრესა, როგორც ყოველთვის, აღივსო ვარაუდებით და მოსაზრებებით ”ჩანაცვლების” ალბათობაზე, - მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში სტუმრობის შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. თუნდაც ეს ფორმალურად გაეროს გენერალური ასსამბლეის სესიასთან ყოფილიყო დაკავშირებული.
თავისთავად, ვიზიტი რომ შედგა, ეს უკვე ახალი ომისშემდგომი პოლიტიკური რეალობის დემონსტრირებაა. თანაც არა მხოლოდ და არა იმდენად ვაშინგტონის დამოკიდებულების თვალსაზრისით, არამედ იმ მხრივაც, რომ რუსეთის მიერ ჯერ კიდევ დიდწილად ოკუპირებული ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურმა ქვეყნის დიდი ხნით დატოვება გარისკა.
მაგალითად სექტემბრის დასაწყისში კი, მიუხედავად ევროკავშირის მიწვევისა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვერ გარისკა ბრიუსელში გამგზავრება, რაკი საქართველოს საჰაერო სივრცეს მთლიანად რუსული ავიაცია აკონტროლებდა და არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავს უკან უბრალოდ აღარ შემოუშვებდნენ ანუ არ მისცემდნენ საკუთარ ქვეყანაში დაშვების საშუალებას.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 993 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს თბილისში უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 873 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თურქეთმა შესაძლოა უარი თქვას ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე. ამის შესახებ იუწყება რუსული სააგენტო ”რეგნუმი”.
თურქეთმა ამის შესახებ, პირველად 16 სექტემბერს ბაქოში პროექტის რეალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. თურქულმა მხარემ ეჭვი შეიტანა პროექტის განხორციელების ეფექტიანობაზე, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. მთავარ მოტივად, მათ დაასახელეს ამ ეტაპზე საქართველოს მიერ აზერბაიჯანისგან აღებული 200 მილიონიანი კრედიტის გადახდის უუნარობა. ასევე, თურქული მხარე არ არის დარწმუნებული, თუ რამდენად შეძლებს საქართველო სომხური მოსახლეობით დასახლებული რეგიონის სამცხე-ჯავახეთის უსაფრთხოების დაცვას, სადაც მაგისტრალმა უნდა გაიაროს.
თურქეთი ახალქალაქის ალტერნატივად, ყარსი-გიუმრის სარკინიგზო მაგისტრალს განიხილავს. სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის განცხადებით, ყარსი-გიუმრის რკინიგზის ხაზის ტექნიკურ აღდგენას სულ რამდენიმე დღე სჭირდება.
მოგეხსენებად, რომ ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს პროექტი ყარსი-ახალქალაქის 98-კილომეტრიანი სარკენიგზო მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის, 30 - საქართველოში.
წაკითხულია: 840 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აფხაზური და ოსური კრიმინალური რეჟიმების ხელმძღვანელებს სერგეი ბაღაფშს და ედუარდ კოკოითს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა და შესაბამისად, ისინი ვერ მოახერხებენ ნიუ-იორკში ჩასვლას, სადაც 7-8 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება.
რუსული მხარე ცდილობდა, ბაღაფში და კოკოითი გაეროს უშიშროების სხდომაზე შეეყვანა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსულმა მხარემ ტაქტიკა შეცვალა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების სხდომის ჩატარება რომელიმე ევროპულ ქალაქში მოითხოვა.
15 ოქტომბერს საქართველოში გაეროს მისიას მანდატი ეწურება და უშიშროების საბჭომ მისი გაგრძელების საკითხი უნდა განიხილოს.
წაკითხულია: 874 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დღეს პირველი დებატები გაიმართება. სტრასბურგში აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მსჯელობა გრძლდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში აგვისტოს თვეში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს.
საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ კი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. სტრასბურგში რუსეთს გამოსასწორებელი ვადა მისცეს. რუსეთს დააკისრეს მოვალეობა, რომ 1 იანვრამდე საკუთარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 797 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დღეს პირველი დებატები გაიმართება. სტრასბურგში აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მსჯელობა გრძლდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში აგვისტოს თვეში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს.
საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ კი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. სტრასბურგში რუსეთს გამოსასწორებელი ვადა მისცეს. რუსეთს დააკისრეს მოვალეობა, რომ 1 იანვრამდე საკუთარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს.
შესაძლოა, იმსჯელონ, რუსეთისათვის ევროსაბჭოში ერთი წლით მუშაობის შეჩერების შესახებაც.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 748 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპარლამენტის ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის წარმომადგენელთა დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გიორგი მუჩაიძესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები, რუსეთის აგრესია და მისი შედეგები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგების საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.
გამგზავრებამდე ალიანსის წარმომადგენლები რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებსაც ეწვევიან.
დელეგაცია საქართველოს 3 ოქტომბერს დატოვებს
წაკითხულია: 797 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ახალ ეროვნულ მოძრაობას იწყებენ.
ხვალ, 16:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები გაერთიანდებიან მოთხოვნით, “შეჩერდეს საქართველოს ნგრევა და არ მიეცეს მტერს მისი დაქუცმაცების უფლება”.
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს ვეტერანთა კავშირი და ჭავჭავაძის საზოგადოება შეუერთდებიან.
ამასთანავე, მოძრაობის წევრები მოუწოდებენ სხვა გაერთიანებებს, შეუერთდნენ ეროვნულ მოძრაობას დღევანდელი სახელმწიფო რეჟიმის წინააღმდეგ.
წაკითხულია: 865 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან შეუდგება.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჰავიერ სოლანამ დღეს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
მისი თქმით, საქართველოში სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ხელს შეუწყობს როგორც რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას, ასევე რუსეთის ჯარების გაყვანას.
”საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა ჩვენთვის დიდი ვალდებულება და პატივია. ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს და ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ძალიან მნიშვენლოვანია ის გარემოება, რომ მონიტორინგის ყველა წარმომადგენელი საქართველოს მოსახლეობას შეხვდება. ევროკავშირის მოსახლეობა საქართველს მოსახლეობისგან არაფრით განსხვავდება. საქართველოსთან ჩვენ ძალიან სანდო და მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. ეს ურთიერთობები კი ხელს შეუწყობს იმ ფაქტორს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობას საქართველოს მოსახლეობასთან უფორ ღრმა და მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეს, საბოლოო ჯამში ეს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის შექმნას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა სოლანამ.
წაკითხულია: 805 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 787 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროპასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით რუსეთთან კამათს არ აპირებს.
როგორც ლუკაშენკომ დღეს განაცხადა, “იგი დაინტერესებულია ევროპასთან ურთიერთობის განვითარებით, თუმცა ევროპის კავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესების სანაცვლოდ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას არ აპირებს”.
“ევროპისთვის დიდი შეცდომა იქნება, თუ იგი ურთიერთობის გაუმჯობესებას რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების სანაცვლოდ მოითხოვს. არა მგონია, რომ რუსეთსა და ბელორუსიას შორის ცუდი ურთიერთობა ევროპისთვის სასარგებლო იყოს, თვითონ ევროპასაც ხომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება აქვს განზრახული”, - განაცხადა ლუკაშენკომ.
წაკითხულია: 826 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
”მოძრაობის ერთიანი საქართველოსათვის” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ხელისუფლებას მოძრაობის ოფისთან დაკავშირებით მორიგი პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და საგანგაშოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ “ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიუხედავად, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ამის დრო რჩება”.
როგორც ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში დევნილების სტატუსით “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები შეიჭრნენ და სოფელ არცევიდან და მერეთიდან იძულებულით გადაადგილებუყლი პირებისთვის განკუთვნილი ოთახები დაიკავეს.
”ოფისში შემოჭრილებს ზურგს უმაგრებდა 100-მდე პოლიციელი, რომელთაც პროვოკაციის შემთხვევაში შენობაში შემოჭრა ჰქონდათ განზრახული” - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, ნაცმოძრაობის აქტივისტებმა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც დევნილებმა ისინი ამოიცნეს და მობილური ტელეფონის საშუალებით ერედვის საკრებულოს თანამშრომელი გია ქრისტესიაშვილი, ქურთის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის შვილი თემურ ზანგლაძე და შსს თანამშრომელი მალზახ ლომსაძე დააფიქსირეს.
მოძრაობის წევრები პარტიის ოფისთან დაკავშირებული მსგავსი ფაქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის გაცნობას აპირებენ.
წაკითხულია: 783 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 1.0/1
| კომენტარი (0)
|
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფორმირების ახალი პარამეტრები დაამტკიცა. ამ პარამეტრებს რუსული ჯარი 2020 წლისთვის უნდა აკმაყოფილებდეს.
“ბოლო მოვლენები გვავალდებულებს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება განვამტკიცოთ და ამ პროცესში პოტენციური საფრთხეების რეალური შეფასებით ვიხელმძღვანელოთ. სწორედ ამ მიდგომებს ემყარება შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობის დაზუსტებული პარამეტრები, რომელიც 15 სექტემბერს დავამტკიცე”, - განაცხადა დღეს მედვედევმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პარამეტრები წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალ, თანამედროვე იერს და საბოლოოდ 2020 წლისთვის უნდა იქნას მიღწეული.
წაკითხულია: 812 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გვიან ღამით ფოთთან არსებული რიონის წყალგამყოფი ხიდიდან მდინარეში სატვირთო ავტომანქანა გადავარდა.
აღსანიშნავია, რომ მდინარე ამ მონაკვეთზე ძალიან ღრმაა, რაც სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ართულებს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა მანქანას და 30 წლის მძღოლს ბესიკ ბუხაიძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
წაკითხულია: 803 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რამდენიმე დღეში გორში ე.წ. კარვების ქალაქის დემონტაჟი დაიწყება.
როგორც შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდება.
”მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა ქართული სოფლები 10 ოქტომბრამდე უნდა დატოვონ. მათი წასვლის შემდეგ დევნილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან. დევნილთა დაახლოებით 95% საკუთარ სახლებში დაბრუნებას ექვემდებარება”, - განაცხადა ვარძელაშვილმა.
რაც შეეხება დევნილთა იმ ნაწილს, რომელთა სახლები (სულ – 250-მდე სახლი) საცხოვრებლად უვარგისია, ისინი ჯერჯერობით მეზობლებთან დაბინავდებიან.
წაკითხულია: 821 |
თარიღი: 30.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|