საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპარლამენტის ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის წარმომადგენელთა დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გიორგი მუჩაიძესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები, რუსეთის აგრესია და მისი შედეგები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგების საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.
გამგზავრებამდე ალიანსის წარმომადგენლები რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებსაც ეწვევიან.
დელეგაცია საქართველოს 3 ოქტომბერს დატოვებს
|