|
Главная » 2008 » სექტემბერი » 17
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტი მონახაზის სახით მზად არის და მისი ინიცირება პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფს უდგას სათავეში. კუბლაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონით მკვეთრად განისაზღვრება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ე,წ, სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი სტატუსი და დაწესდება განსაკუთრებული შეზღუდვები ამ ტერიტორიებზე. ”რუსეთის ძალიან ბევრი ჩინოვნიკი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოგზაურობს. ამ კანონით ყველა იმ ავიაკომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ამ ჩინოვნიკების მოგზაურობებს უზრუნველყოფს, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ნორმა იქნება გამოყენებული” - განმარტა კუბლაშვილმა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტის მომზადების დაჩქარება კუბლაშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სთხოვა. თავად პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ამ ტერიტორიებზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ აქტს ჩაანაცვლებს.
წაკითხულია: 786 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ტერორიზმში ბრალდებული თემურ ხაჩიშვილი ამჯერად მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ემუქრება და აცხადებს, რომ “თანამებრძოლებთან ერთად მას ქვეყნის სადავეებს დემოკრატიული გზით ჩამოაშორებს”. “საქართველოს მთავრობას და მის ამერიკელ მრჩეველებს ომი სურდათ, ქართველ ხალხს კი რუსეთთან მეგობრობა სურს. ხალხის ამ სურვილს წინ ვერავინ აღუდგება და მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად შევეცდები, სააკაშვილის ხელისუფლება ქვეყნის მართვას დემოკრატიული გზით ჩამოვაშორო”, - განაცხადა ხაჩიშვილმა გერმანული გამოცემა “შპიგელთან” ინტერვიუში. ამასთან, ის ექსპ-რეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტსაც იხსენებს და აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება გაყალბებული იყო და პოლიტიკურ დისკრიმინაციას ისახავდა მიზნად. საგულისხმოა, რომ გვრცელებული ინფორმაციით, გავლენიან გერმანულ გამოცემა “შპიგელს” რუსული “გაზპრომი” აფინანსებს.
წაკითხულია: 939 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულებებს გააფორმებს რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულებებს გააფორმებს. აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმებას დღეს კრემლში “სამი პრეზიდენტის” მიერ ხელმოწერილი “მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ” დოკუმენტები ითვალისწინებს. ამასთან, დღეს გაფორმებული ხელშეკრულება “სახელმწიფოებს ერთმანეთის ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებისა და ინფრაქსტრუქტურის მშენებლობის” შესაძლებლობას აძლევს. “მოსკოვი ცხინვალსა და სოხუმს ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე უკვე შეუთანხმდა” – აცხადებს კრემლის პრეს-სამსახური.
წაკითხულია: 841 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ძალაუფლების გადანაწილებას მოითხოვს თბილისი. პარტია ~საქართველოს გზის~ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ძალაუფლების გადანაწილებას მოითხოვს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესფენერციაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, ~ძალაუფლების ეს გადანაწილება აუცილებელია, რათა საქართველო არსებული კრიზისული ვითარებიდან გამოვიდეს~. ~აუცილებელია, ძალაუფლება ხელისუფლებასა და საზოგადოების ნდობით აღჭურვილ პირებს შორის გადანაწილდეს. მე ამას მოვითხოვ არა როგორც პარტიის ლიდერი, ან როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, არამედ როგორც საზოგადოების რიგითი წევრი~, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ~მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეიგნოს, რომ ის მარტო ვერ გადაარჩენს საქართველოს და მას ქართველი ხალხის გვერში დგომა სჭირდება~. ”დღეს სწორედ ის დროა, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ერთად უნდა დადგნენ. მათ ერთად უნდა გადაწყვიტონ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა~, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, მისი აზრით, “საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, საქართველოში აგვისტოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე შეიტყოს”.
წაკითხულია: 796 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ოპოზიციური პარტიებისთვის შეწვეტილი საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენას და გაზრდას საჭიროდ აკაკი მინაშვილიც მიიჩნევს ოპოზიციური პარტიებისთვის შეწვეტილი საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენასა და კანონით განსაზღვრული პარტიების საბაზისო დაფინანსების გაზრდას საჭიროდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე აკაკი მინაშვილიც მიიჩნევს. როგორც დეპუტატი აცხადებს, პრეზიდენტის ეს ინიციატივა ~საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას უზრუნველყოფს~. ~თუ რიგ პარტიებს შეწყვეტილი საბიუჯეტო დაფინანსება აღუდგებათ და ამასთან, გაიზრდება საბაზისო დაფინანსების მოცულობაც, პოლიტიკურ ჯგუფებს მათთვის საჭირო კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ. გარდა ამისა, ეს ხელს შუწყობს პარტიების ახალგაზრდული ფრთების განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში პოლიტიკური კულტურის ამაღლებუსკენ გადადგმული ნაბიჯია~ - განუცხადა ~პირველს~ მინაშვილმა. რიგი ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება ახალი პარლამენტის მიერ პირველივე სხდომებზე იქნა მიღებული. ~მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას შეუწყდა, რომელთა წევრებმაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და პარლამენტის შემადგენლობა დატოვეს. აღნიშნული ცვლილება იმ პოლიტიკურ პარტიებსაც ეხება, რომელთა წევრები თავად პარტიის შემადგენლობას ტოვებენ. მოქმედი კანონმდებლობით, ყველა ის პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3% -იანი ბარიერი გადალახა, საბაზისო დაფინანსება
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 776 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ბაღაფშმა კრემლის წინაშე “დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს” აშენების პირობა დადო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დღეს კრემლში “დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს” აშენების პირობა დადო. როგორც ბაღაფშმა რუსეთს, აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის “მეგობრობის ხელშეკრულების” ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, “იგი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს”. “ჩვენ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ, რომელშიც ომისთვის ადგილი არ იქნება, პატარა ერის ყველა უფლება და თავისუფლება იქნება დაცული. ამის გარანტი ჩვენ ვიქნებით ჩვენი სიცოცხლითა და ჩვენი კონსტიტუცით”, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. ამასთან, ბაღაფშმა რუსეთს “ხალხებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი” უწოდა და მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.
წაკითხულია: 785 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს სხვადასხვა ქვეყნის 40 ტელე- და რადიოჟურნალისტი ფოთის პორტს ეწვევა.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 839 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (1)
|
წაკითხულია: 858 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ურდულების შესაცვლელად,
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 833 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გაუქმდება, რაც პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს. შესაბამისად, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი საქართველოს რიგ ტერიტორიებზე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას გააგრძელებს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელს პავლე კუბლაშვილს კანონპროეტის მომზადების დაჩქარება სთხოვა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ მიღებულ აქტს ჩაანაცვლებს.
პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 3 სექტემბერს გააუქმა და იმავე დღეს საგანგებო მდგომარეობა შემოიღო იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის ოკუპაციური ჯარია დისლოცირებული. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აფხაზეთსა და ე.წ. სამხეთ ოსეთშიც.
წაკითხულია: 799 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სტუდია “მაესტროს” სარჩელის განხილვის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება. სარჩელი სტუდია “მაესტროს” და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის ლიცენზიის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ დავას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სტუდია “მაესტროს~ მაუწყებლობის საერთო ლიცენზიის მიღებაზე უარი განუცხადა.
“მაესტროს” წარმომადგენლები ამას ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთ მაგალითად მიიჩნევენ. ჟურნალისტების მხარდამჭერი განცხადებები როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
წაკითხულია: 817 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა საქართველოსა და აფხაზეთში გაეროს ჯარების ყოფნის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მათ ერთგვარ შეთანხმებას მიაღწიეს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით, საქართველოსა და აფხაზეთში გაეროს მისიის ვადის გაგრძელება საჭიროა.
რუსულმა მხარემ, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შეცვლის გამო, გაეროს დამკვირვებლების მანდატში დაზუსტებების შეტანის საკითხი წამოაყენა.
ლავროვმა, ასევე, გაეროს საქმიანობასთან დაკავშირებით სოხუმის პოზიციის გათვალისწინების საჭიროებაც დაადასტურა.
წაკითხულია: 822 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არა მარტო ენერგოდამოუკიდებლობა, არამედ ინტერნეტდამოუკიდებლობაც არის. “კავკასუს ონლაინმა” ევროპაში “ახალი სარკმელი” გაჭრა. ქვეყნის ყველაზე სოლიდურმა ინტერნეტ-პროვაიდერმა საქართველოს უსაფრთხოებისა და ინტერნეტ-დამოუკიდებლობისათვის მეტად ამბიციური, მასშტაბური და მაღალბიუჯეტიანი პროექტი ორ წელიწადნახევრის წინ წამოიწყო და უკვე წარმატებით დაასრულა. ეს ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო არხის ჩამოყალიბებას.
მაშინ, როცა “კავკასუს ონლაინი” მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებაზეა ორიენტირებული, მას ამ მისიის სრულფასოვან შესრულებაში ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან. “კავკასუსს” კი პრობლემები ყაზახების საკუთრებაში მყოფ “გაერთიანებულ ტელეკომთან” აქვს.
ტელეკომი საკუთარი კანონებით მოქმედებს “გაერთიანებული ტელეკომი” არსებული სატელეკომუნიკაციო სისტემის ბუნებრივი მონოპოლისტია და ცდილობს, რომ ყველას თავისი თამაშის წესები მოახვიოს. კაბალური ხელშეკრულებები, კომპანიის დამანგრეველი პირობები, მაღალი ტარიფები და მომსახურების ძალზე დაბალი ხარისხი - ეს არის ის, რასაც “გაერთიანებული ტელეკომი” სატელეფონო კომპანიებსა თუ ინტერნეტ პროვაიდერებს ”სთავაზობს”. თუმცა, ბევრისთვის ბრძოლა ამ ჯგუფთან, რომელსაც ლობისტები ხელისუფლებაში ჰყავს, რთულია და საკუთარი ინტერესების დასაცავად ხმის ამაღლებას ერიდება.
“ჩვენ გაჩუმებას არ ვაპირებთ, რა გვაქვს მოსარიდებელი?! ”გაერთიანებული ტელეკომი” წარმოადგენს კრიმინალური მენტალიტე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 894 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ომის შემდეგ ვიღაც ისჯება, ვიღაც ჯილდოვდება, ვიღაც ტყუვდება. ამჯერად ექიმები მამაცობისა და თავდადებისათვის დააჯილდოვეს, მაგრამ სტაჟიორები გააცურეს. დაპირების შეუსრულებლობა მერიისათვის უცხო არ არის. თბილისის მედპერსონალი საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.
კონფლიქტის ზონაში გამოჩენილი თავდადებისა და პროფესიონალიზმისათვის თბილისის მერიამ 392 სამედიცინო მუშაკს დღეს 1’000-ლარიანი პრემია გადასცა. საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის შენობაში სიგელ-გუჯარები თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა და მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ დაარიგეს.
- “კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო სამედიცინო პერსონალის თავდადებული მუშაობა ბრძოლის ველზე. მათ ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწიათ თავიანთი პროფესიონალიზმის გამოჩენა. ჩვენთვის მართლაც, საამაყოა ასეთი ღირსეული ადამიანების გვერდით ყოფნა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი თავდადებისთვის. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც საკუთარი სიცოცხლის გაღება, სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მოუწიათ. მერიისა და ყველა თბილისელის სახელით მადლობას გიხდით”, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მერიის სოციალური მომსახურების კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას ინფორმაციით, პრემიებისა და სიგელების ღონისძიება მერიას 300’000 ლარი დაუჯდა.
400-მდე მედმუშაკისათვის პრემიების გადაცემა ხელისუფლებამ ზეიმად კი აქცია, მაგრამ მავან თანამშრომლებს რომ დაპირება არ შეუსრულეს, ეს, რა თქმა უნდა, არავისაც არ გახსნებია.
საქმე ის იყო, რომ საომარი მოქმედებებში მონ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 863 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაგებული ომის შემგედ ქართული საზოგადეობა მოლოდინის რეჟიმში აგრძლებს ცხოვრებას. ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია უამრავი კითხვა, რატომ და ვისი მიზეზით მოხდა ყოველივე. ქართულმა ოპოზიციამ გამოსავალი პრეზიდენტის დაგადგომის მოთხოვნაში მონახა.
გაერთიანებული ოპოზციის ეროვნული საბჭოს მიერ დაპირებული ანტიკრიზისული გეგმა, ოპოზციურ პარტიებს შორის აზრთა სხავდასხვაობის გამო ვადებში ვერ მოესწრო და მისი პრეზენტაცია კიდევ რამდენიმე დღით გადაიდო.
როგორც ჩანს ეროვნული საბჭო ძნელად თუ შეძლებს იმ ერთობის შენარჩუნებას, რომელიც ერთი წლის წინათ, ნოემბრის მოვლენების დროს ჰქონდათ. მაშინ გაერთანებაში შესვლაზე ბევრ ოპოზიციურ პარტიასა თუ სუბიექტს ეთქვა უარი, ამჯერად კი ეროვნული საბჭო ოპოზიციურ ძალებს კონსულტაციების დონეზე თანამშრომლობას სთვაზობს. ამ თანამშრომლობის მიზანი კი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესახებ ერთობლივი ოპოზიციური გეგმის შემუშავება უნდა იყოს.
როგორც ეროვნულ საბჭოში ამბობენ ანტიკრიზისული გეგმა ერთგვარი გამეორებაა იმ ცნობილი “საგურამოს მანიფესტის,” რომელიც საბჭომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიღო, თუმცა ამ შემთხვევაში დოკუმენტს გარკვეულწილად მოთხოვნების სახე ექნება.
ოპოზიციის ძირითად მითხოვნად კვლავ რჩება პრეზიდენტის გადადგომა და გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ამ შემთხვევაში ხელისუფლების შეცვლის საფუძველს რუსეთთან წაგებული ომი წარმოადგენს, რაზედაც ოპოზიონერი ლიდერების აზრით ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა აგოს პასუხი.
ოპოზიციის ბრალდებებზე პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ ჩვეულ სტილში რეაგირებს და მაღალი ტრიბუნიდან ოპოზიციას მოუწოდებს არსებულ სიტუაციაშ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 925 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთ-საქართველოს ომამდე, ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობდა. პოლიტიკურ ექსპერტთა დიდი ნაწილი საქართველოს, როგორც “მომავლის კოზირს” განიხილავდა. საქართველოს დასავლეთთან სრულ ინტეგრაციას მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში ვარაუდობდნენ.
ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პარტნიორად არ თვლიდნენ “უმართავ კავკასიაში”, მაგრამ სპარსეთის ყურის, კორეის ნახევარკუნძულისა და ირანის პრობლემებში გახლართულ აშშ-ს ბოლო ეტაპამდე არ ჰქონდა “ფუფუნება”, პოლიტიკური რესურსების სოლიდური ნაწილი კავკასიისკენ გადმოესროლა.
“რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია” ცნობილი პოლიტიკური ექსპერტი, “ამერიკული პოლიტოლოგიის მამად” წოდებული ზბიგნევ ბზეჟინსკი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს აცხადებდა, რომ ჩრდილოურ მონსტრს მხოლოდ სიცბიერისა და ძალის ფასი ესმის და ამიტომ, რუსეთთან კავკასიის საკითხზე მოლაპარაკება შეუძლებელი იყო.
ბზეჟინსკი ძალიან კარგად იცნობს რუსი პოლიტოლოგების კვლევებს და იცის, რომ დუგინითა და მიტროფანოვით დაწყებული, პრაქტიკულად, ყველა რუსი პოლიტოლოგი საქართველოს “ახალრუსული იმპერიის” შემადგენლობაში განიხილავდა. დუგინი ამ საკითხში უსაზღვროდ შორსაც კი წავიდა და თავის ერთ-ერთ ე.წ. ნაშრომში - “სამხრეთის საკითხებისადმი” დაწერა: “კავკასიისა და კონკრეტულად, საქართველოს გარეშე რუსეთის მომავალი წარმოუდგენელია. რუსეთს თურქულ-ამერიკული წინსვლის შეჩერება მხოლოდ კავკასიაზე კონტროლის აღდგენით შეუძლია და თუ ეს კონტროლი ვერ განხორციელდა, რუსეთის მომავალი ძალიან ბუნდოვანი გახდება”.
ფაქტია, რომ ხუთდღიანმა ომმა სამაჩაბლოში, პრაქტიკულად, შეცვალა ახალი მსოფლი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1034 |
თარიღი: 17.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|