პარასკები, 26.04.2024, 16:27
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 17 » მერიის დაჯილდოების თავისებურებანი
მერიის დაჯილდოების თავისებურებანი
15:46
ომის შემდეგ ვიღაც ისჯება, ვიღაც ჯილდოვდება, ვიღაც ტყუვდება. ამჯერად ექიმები მამაცობისა და თავდადებისათვის დააჯილდოვეს, მაგრამ სტაჟიორები გააცურეს. დაპირების შეუსრულებლობა მერიისათვის უცხო არ არის. თბილისის მედპერსონალი საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.

კონფლიქტის ზონაში გამოჩენილი თავდადებისა და პროფესიონალიზმისათვის თბილისის მერიამ 392 სამედიცინო მუშაკს დღეს 1’000-ლარიანი პრემია გადასცა. საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის შენობაში სიგელ-გუჯარები თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა და მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ დაარიგეს.

- “კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო სამედიცინო პერსონალის თავდადებული მუშაობა ბრძოლის ველზე. მათ ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწიათ თავიანთი პროფესიონალიზმის გამოჩენა. ჩვენთვის მართლაც, საამაყოა ასეთი ღირსეული ადამიანების გვერდით ყოფნა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი თავდადებისთვის. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც საკუთარი სიცოცხლის გაღება, სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მოუწიათ. მერიისა და ყველა თბილისელის სახელით მადლობას გიხდით”, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მერიის სოციალური მომსახურების კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას ინფორმაციით, პრემიებისა და სიგელების ღონისძიება მერიას 300’000 ლარი დაუჯდა.

400-მდე მედმუშაკისათვის პრემიების გადაცემა ხელისუფლებამ ზეიმად კი აქცია, მაგრამ მავან თანამშრომლებს რომ დაპირება არ შეუსრულეს, ეს, რა თქმა უნდა, არავისაც არ გახსნებია.

საქმე ის იყო, რომ საომარი მოქმედებებში მონაწილე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში მომუშავე სტაჟიორებს ფულადი პრემია არ შეხვდათ. არადა, ამ ადამიანებმაც ისევე თავდაუზოგავად იმუშავეს საომარ ვითარებაში, როგორც სხვა ექიმებმა თუ ექთნებმა.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურების კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი სტაჟიორებს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში უფასოდ მუშაობენ, 500-500 ლარს შეპირდა, მაგრამ ეს დაპირება თითქმის არ შესრულდა.

ფულადი პრემია (500-500 ლარის ოდენობით) გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მხოლოდ 7 თანამშრომელს. მათ შორის არცერთი არ იყო სტაჟიორი. ერთ-ერთი სტაჟიორის ინფორმაციით, მას ფულადი პრემია არ შეხვდა, თუმცა საომარ ვითარებაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

500-ლარიანი ფულადი პრემია მიიღო სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემდეგმა თანამშრომლებმა: ცვლის უფროსებმა, დისპეჩერებმა, უფროსმა ოპერატორებმა და სამეურნეო ნაწილის წარმომადგენელმა.

როგორც სააგენტო “მედიანიუსს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ოშხარელმა განუცხადა, სტაჟიორები სასწრაფო დახმარების ბრიგადებში მუშაობენ, მაგრამ ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ. შესაბამისად, არ გააჩნიათ საბანკო ანგარიშის ნომრები და საკრედიტო ბარათები. ოშხარელის თქმით, მერიას გადავეცით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმთა ის სია, ვისაც საკრედიტო ბარათები ჰქონდა, შესაბამისად, მერიის ფულადი პრემიაც მათ აიღეს.

რაც შეეხება სამეურნეო ნაწილის თანამშრომლის 500-ლარიან პრემიას, ოშხარელმა განაცხადა: სამეურნეო ნაწილის თანამშრომელი ექიმთა ბრიგადებს სოფელ შინდისში გვამების ექსჰუმაციაში ეხმარებოდა.

მოკლედ, ექიმებს გაუმართლათ, უბრალო თანამშრომლებს ნაწილობრივ, ხოლო სტაჟიორები სულაც ცარიელზე დარჩნენ. ასეთია, მერიის დაჯილდოების თავისებურებანი.

Просмотров: 841 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz