შაბათი, 27.04.2024, 14:11
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 24
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მატჩების საკუთარ მოედანზე გამართვის უფლება მისცა.

როგორც სააგენტო AP-ი იტყობინება, ფიფას გადაწყვეტილებით, ”ჯვაროსნები” მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მომავალ მატჩებს 11 ოქტომბერს კვიპროსთან და 15 ოქტომბერს ბულგარეთთან თბილისში ჩაატარებენ.

”ჩვენ მჭიდრო ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. ამ მომენტისთვის, ვერ ვხედავთ მიზეზს, რის გამოც ქართულმა მხარემ მატჩების ორგანიზებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების შესრულება ვერ შეძლოს” – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

მართალია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამის შესახებ ფიფასგან ოფიციალური შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღია, მაგრამ ეს ალბათ უახლოეს დღეებში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ფიფას მოთხოვნით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 6 სექტემბერს, ირლანდიასთან მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი შეხვედრა, ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო, თბილისის ნაცვლად, გერმანიის ქალაქ მაინცში გამართა.

წაკითხულია: 838 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ზამთრის მოახლოება როგორც კი იგრძნო, რუსეთმა დიდი საგაზო თამაშები წამოიწყო. რა თქმა უნდა, კრემლი ამ საკითხში არავის დაზოგავს, მით უმეტეს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკამ სერიოზული ზარალი განიცადა.

პირველ რიგში, “გაზპრომი” ყოფილ საბჭოეთის რესპუბლიკებს დაუტრიალდება. თუკი ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა, შემდეგი შტურმი ევროპაზე იგეგმება. ჯერჯერობით მოსკოვი ბებერ კონტინენტთან მიმართებაში არას ამბობს, რადგან მას შერყეული რეპუტაციის აღდგენა სჭირდება.

რუსეთში კარგად იციან, რომ საკუთარი მხარდამჭერები არ უნდა დაზოგო, რათა სხვები უფრო დაშინდნენ. ამიტომაც, პირველი დარტყმა სომხეთმა მიიღო. 2009 წლის 1-ლი აპრილიდან სომხეთი 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 154 აშშ დოლარს გადაიხდის, რაც ახლანდელ ფასს 40 პროცენტით აღემატება.

“არმროსგაზპრომის” გენერალური დირექტორის კარენ კარაპეტიანის თქმით, 2010 წელს ფასი გაზზე თითქმის 50 აშშ დოლარით გაიზრდება და 100 კუბურ მეტრზე 200 აშშ დოლარს მიაღწევს. 2008 წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “გაზპრომი” სომხეთისთვის გაზის ფასის 156 აშშ დოლარამდე გაზრდას გეგმავდა, რაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გაიზრდებოდა.

კრემლი ევროპის გაღიზიანებას პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მოერიდება. თუმცა, ბუნებრივი აირის შესაძლო გაძვირების შესახებ პირველი გზავნილები ევროპამ ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდე მიიღო. თუკი ამ “მესიჯებით” ვიმსჯელებს, 2011 წლისათვის “გაზპრომის” ტარიფმა ევროპისათვის, შესაძლოა, 1 კუბური მეტრი გაზისათვის 500 დოლარიც კი შეადგინოს.

ევროპა თანდათან უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება რუსულ აირზე. ამჟამად კონ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 874 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

- ”ის რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, ჰიტლერსაც არ გაუკეთებია და ამ ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჟურნალისტობა ერთ-ერთი ყველაზე სარისკო და საპასუხისმგებლი პროფესიაა, სწორედ ამიტომ უნდა არსებობდეს გარკვეული ნიშანი ჟურნალისტებისთვის.ეს ნიშანი ფსიქოლოგიური შემაკავებელი ფაქტორი იქნება, რომელიც რუს აგესორებსაც კი შეაჩერებს,” - განაცხადა ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ ჰამლეტ გეგიამ.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს ასევე ჟურნალისტთა დაზღვევა, რომლის აუცილებლობაშიც საზოგადოება აგვისტოს მოვლენებმა კიდევ ერთელ დაარწმუნა.

- ”ჩვენი კავშირი ჟურნალისტთა დაზღვევასთან დაკავშირებით ”სახალხო ბანკის’’ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას მართავს და ამ ეტაპზე ჟურნალისტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევაზე გარკვეული შეთანხმება უკვე მიღწეულია”,- განაცხადა გეგიამ.

მისივე თქმით, მალე ჟურნალისტთა კავშირი შეიმუშავებს კონკრეტულ მოთხოვნებს ჟურნალისტთა დასაცავად, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.

წაკითხულია: 868 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების დოქტრინა, შესაძლოა, უფრო ადეკვატური გახდეს საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებაში.

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების დოქტრინაში იქნება გათვალისწინებული ქვეყანაში არსებული რეალობა, რუსეთის ფაქტორი და სხვა საკითხები.

ბარამიძემ ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის დამკვირვებლებმა, მისი თქმით, უნდა უზრუნველყონ საქართველოს დეოკუპაცია, ასევე, განახორციელონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მონიტორინგი.

- ”რუსეთი შეეცდება თავისი მიზნების განხორციელებას, მაგრამ ევროპა სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს რუსეთზე, რათა მოხდეს მის მიერ დადებული პირობების შესრულება”, - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძის განცხადებით, საქართველო კვლავ რეფორმების ერთგული რჩება და რუსულ აგრესიას სწორედ რეფორმებით უპასუხებს.

წაკითხულია: 859 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

უკრაინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას არ აპირებს.

ასეთი განცხადებით გამოვიდა ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ოგრიზკო.

რუსეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე იმსჯელეს იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან გამომდინარეობს.

ოგრიზკომ აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების და მისი საზღვრების დაურღვევლობის პირობებში.

წაკითხულია: 870 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსული სიყალბის დაუსრულებელი ქრონიკა
1982 წლის 8 ივნისს საგარეო-პოლიტიკურ თემაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანის გამოსვლა ისტორიული იმით გახდა, რომ საბჭოთა კომუნისტურ სახელმწიფოს მან ”ბოროტების იმპერია” უწოდა. ცივი ომი ამ დროს თავის ზენიტში იმყოფებოდა და იდეოლოგიური მტრების ფლანგური ჭიდილი ყველა კონტინენტზე მიმდინარეობდა. მომდევნო წელს მოსკოვმა შორეულ აღმოსავლეთში სამოქალაქო თვითმფრინავი გაანადგურა. ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ბოინგ-747 ამერიკული სპეცსამსახურების დავალებით საგანგებო სადაზვერვო ამოცანას ასრულებდა. სინამდვილეში სამგზავრო ლაინერი სამოქალაქო რეისს ახორციელებდა და მას ნიუ-იორკიდან სეულში 269 მგზავრი გადაჰყავდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

მოსკოვს ცრემლების არ სჯეროდა, არც კორეულის და არც ავღანურის. ღატაკი, მაგრამ ამაყი ავღანელების წინააღმდეგ არაპროვოცირებული აგრესია საბჭოთა პროპაგანდამ სწორედ ადგილობრივი ხალხისთვის ინტერნაციონალური დახმარების საჭიროების აუცილებლობით ახსნა. აღმოჩნდა, რომ თურმე ავღანელთა თხოვნით მოხდა 15 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანის განადგურება და 5 მილიონის განდევნა, ქალაქებისა და სოფლების გაცამტვერება, ყანდაჰარის პროვინციაში სოფლის მეურნეობის ამოსაძირკვად ”გადამწვარი მიწის” ტაქტიკის გამოყენება თუ საბჭოთა კომანდო ჯგუფების მიერ პრეზიდენტ ჰაფიზულა ამინის მკვლელობა.

ამასთან, საოკუპაციო ჯარს მოსკოვმა ცინიკურად ”საბჭოთა ჯარების შეზღუდული კონტინგენტი” უწოდა მაშინ, როცა 1983 წლისთვის მისმა რაოდენობამ 115 ათასს მიაღწია. რუსების მარიონეტი ადგილობრივი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 951 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მცხეთის რაიონის სოფელ ოძისის სამხრეთით ქართულმა პოლიციამ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული რუსული სამხედრო ავტომანქანა დააკავა.

აღსანიშნავია, რომ სატვირთო მანქანა ასაფეთქებელი ნივთიერებებით, დეტონატორებით, კავშირგაბმულობის ჩამხშობი მოწყობილობებითა და ქართული სამხედრო ფორმებით იყო დატვირთული.

მძღოლის განცხადეით, იგი კოლონას ჩამორჩა და დაიკარგა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დააკავეს. 

ჯერჯერობით უცნობია, სად აპირებდა ტვირთის გადატანას რუსი ჯარისკაცი.

ამჟამად დაკავებული ავტომანქანა ტვირთითა და მძღოლით ეუთოს წარმომადგენლების განკარგულებაშია, რომლებიც მათ რუსულ მხარეს გადასცემენ.

წაკითხულია: 776 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახში დაპირისპირებაა. რამდენიმე დღის წინ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია დედას, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას დაუპირისპირდა. 

ინციდენტი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ვითარება დაიძაბა. 
 გამსახურდიების ოჯახში დაპირისპირებას მანანა არჩვაძე-გამსახურდიას და ლელე არჩვაძეც ესწრებოდა. 

დედა-შვილს შორის დაპირისპირების მიზეზი “კოლხურ კოშკთან” მდებარე მიწის ნაკვეთები გახდა, რომელიც ცოტნე და გიორგი გამსახურდიებს ეკუთვნით. “პირველის” ინფორმაციით, მანანა არჩვაძემ ცოტნე გამსახურიდას ერთ-ერთი ნაკვეთის დაკანონებასა და გაყიდვაზე უარი უთხრა, რის გამოც ცოტნე გამსახურდიამ დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული მანანა არჩვაძე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ასევე ნაცემია მისი და ლელე არჩვაძე. 

აღნიშნულ ინფორმაციას ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური არ ადასტურებს. ცოტნე და მანანა გამსახურდიებთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

წაკითხულია: 1123 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული სიტუაციის შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრებს შეხვდა. 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს.

“დელეგაციის წევრებს მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია ეთნიკური წმენდის შესახებ, ასევე გადავეცით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენს მიერ მოპოვებული მასალები - რუკები, ფოტომასალა, სამართლებრივი მიმოხილვა იმისა, თუ რა მოხდა საქართველოში”, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიამ. 

ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელის ლუკ ვან დენ ბრანდეს განცხადებით, ვიზიტის მიზანი ვითარების ადგილზე გაცნობა და ინფორმაციის მიღებაა როგორც პოლიტიკური სექტორისაგან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

წაკითხულია: 766 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდება. 

ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროეტის ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა ისაუბრა. 

”რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ადამიანი იქნება საქართველოს მოქალაქე და მათ, ვისაც სეპარატისტული ხელისუფლება რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებს, საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამოერთმევა. წარმოდგენილი კანონპროექტი ჯერ-ჯერობით არ ითვალისწინებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისათვის  საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას, მაგრამ პროექტს შესაბამისი მუხლები აიცილებლად დაემატება და აღნიშნული საკითხი კანონით განისაზღვრება” - განაცხადა კუბლაშვილმა.

წაკითხულია: 793 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართვალოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ლონდონში მისი ვიზიტის შედეგები შეაჯამა. 

გურგენიძის თქმით, იგი შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნს, საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ მილიბენდს, ოპოზიციის ლიდერს დევი კემერონს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს, ცენტრალური ბანკის, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელებსა და სხვა უწყებების წარმომადგენლებს. 

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ და ოპოზიციამ საქართველოს რუსული სამხედრო აგრესიის დროს გამოუცხადეს.

ვლადიმერ გურგენიძემ მათ ამისათვის დიდი მადლობა გადაუხადა. გურგენიძის თქმით, დიდი ბრიტანეთი  საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესკომპანიების დაფინანსების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ინგლისელ ინვესტორებს ქართულ ეკონომიკაში დაახლოებით 900 მილიონ დოლარზე მეტი აქვთ დაბანდებული. ინგლისის ბანკებს კი, ქართული ბანკებისა და კომპანიებისათვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის სესხები აქვთ გაცემული. 

როგორც ვლადიმერ გურგენიძე აცხადებს, დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს იმაზე, რომ გადაიხედოს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმაგი დაბეგვრის შესახებ არსებული ხელშეკრულება, ასევე დივიდენდების დაბეგვრის შემცირების საკითხი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართულ ეკონომიკაში ბრიტანეთის ინვესტიციების შემოდინებას.  ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 1040 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია გაერო-ში პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას “შთამბეჭდავად” აფასებს და ამ განცხადებების შემდეგ კონკრეტულ შედეგებსაც ელის.

”როგორც ყოველთვის, პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლაც შთამბეჭდავი იყო. საერთაშორისო ტრიბუნებზე მისი გამოსვლები ვფიქრობ, ძალიან შტამბეჭდავია, რადგან ის ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკოსია”, - განუცხადა ჟურნალისტებს გვარამიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ამასთან, მისივე თქმით, “სააკაშვილმა გუშინ ძალიან სწორად დასვა აქცენტები და შესაბამისად, შთაბეჭდილებაც ყველას ადექვატური დარჩა”.

როგორც ცნობილია, გუშინ გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის აგრესიაზე და სამომავლოდ მოსკოვის მხრიდან მსგავსი ნაბიჯების გამოსარიცხად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

წაკითხულია: 792 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში აფხაზურ შეიარაღებულ ფორმირებებსა და რუს სამხედროებს შეტაკება მოხდა, რომლის შედეგადაც ორი აფხაზი დაიღუპა, ოთხი რუსი ჯარისკაცი კი, მძიმედ დაიჭრა.

აფხაზური ფორმირებების წევრები ჭუბურხინჯში ერთ-ერთი ქართველის ოჯახში შეიჭრნენ და ალკოჰოლური სასმელი მოითხოვეს. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა აფხაზებმა უმისამართო სროლა დაიწყეს და რამდენიმე ტყვია რუსულ ჯავშანტრასპორტიორს მოხვდა. რუსებმა დამატებითი ძალები გამოიძახეს და აფხაზებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ურთიერთსროლის შემდეგ, აფხაზები ჭუბურხინჯიდან გაიქცნენ.

 დაღუპულები არიან ე.წ. გუდაუთის ბატალიონის წევრები ვინმე ვიტალი აშუბა და სერგეი ოზგანი.

წაკითხულია: 851 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პოლიტოლოგ ზურაბ დავითაშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას საქართველოში მოსკოვის მოქმედებებთან დაკავშირებით მსოფლიოს რუსეთისაგან მომავალი რეალური საფრთხე დაანახა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა საკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან იმის მაქსიმუმი თქვა, რისი თქმაც შეიძლებოდა, მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახა, რომ თუ რუსეთის მიერ საქართველოში გადადგმული აგრესიული ნაბიჯები, აგრესია და ქვეყნის ტერიტორიების ანექსია დაუსჯელი დარჩა, მსოფლიოს, რუსეთის სახით, რეალური საფრთხე ემუქრება.

დავითაშვილის აზრით, გაეროს ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გატარებული აგრესიული პოლიტიკასთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც მოსკოვის მოქმედებები დაგმობილი იქნება და ცალსახად მოუწოდებს რუსეთს შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით მოძებნოს სამართლიანი გამოსავალი.

წაკითხულია: 932 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ქართულ-რუსული ომის შემდეგ კავკასიაში ახალი პოლიტიკური თამაშები იწყება. რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე სომხეთი მეზობლებთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობების მოგვარების აუცილებლობაზე ფიქრობს. ამ ფონზე კი, აზერბაიჯანის მზერა რუსეთისკენ არის მიმართული. ყარაბაღის პრობლემამ წინა პლანზე გადმოინაცვლა. უკვე არსებობს მოსაზრება, რომ ყარაბაღი, შესაძლოა, გლობალურ პროექტებზე გაიცვალოს. ანუ, აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთის “ხელშეწყობით” მოაგვაროს, ხოლო სანაცვლოდ, თავად რუსეთის ენერგოინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

აზერბაიჯანული დილემა
საქართველოში ომის პირველივე დღეებიდან ცხადი იყო, რომ კრემლი კავკასიის რეგიინის ქვეყნებზე საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. ამ ფონზე, არავის გაკვირვებია, რომ მოსკოვი აზერბაიჯანზე პოლიტიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას აძლიერებს. ილჰამ ალიევის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა.

საგულისხმოა, რომ მედვედევმა ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ღიად მიანიშნა აზერბაიჯანის რუსეთთან შეთანხმებული მოქმედებების აუცილებლობაზე. ახლა როცა, რუსეთს ევროპასთან ურთიერთობები გაუფუჭდა და დასავლეთი მას ეკონომიკური სანქციებით ემუქრება, მოსკოვი ცდილობს ევროპის მთავარი სუსტი წერტილი გამოიყენოს და დარტყმა სწორედ ამ მიმართულებით მიაყენოს.

ენერგომატარებლები - ეს რუსეთის მთავარი კოზირია. დღეს ევროპა “გაზპრომის” მარწუხებიდან გათავისუფლებას ცდილობს და ალტერნატიულ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 834 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის პარალელურად, ქართულმა დიასპორამ ნიუ-იორკში, გაეროს შენობასთან რუსული აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. 

რამდენიმე საათის განმავლობაში გაეროს ოფისთან შეძახილები  “ STOP RUSSIA“ და საქართველოს ჰიმნი ისმოდა. 

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს მიხეილ სააკაშვილიც შეხვდა. ადგილობრივმა ქართველებმა საქართველოს, ქართველი ხალხის, მიხეილ სააკაშვიის მხარდაჭერა გამოხატეს და ამ მძიმე ჟამს მთელს ქართველ ხალხს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს.

წაკითხულია: 785 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტაში აჩქარებას არ აპირებს.

“რამდენადაც საკითხი მწვავედ დგას - მან მოიტანა შეტაკება, თითქმის ცივი ომი, მე არ მინდა, ავჩქარდე და ერთმნიშვნელოვნად რამე გადავწყვიტო”, - განაცხადა ლუკაშენკომ დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ბელორუსიის ტელევიზიით გადაიცა.

ბელორუსიის პრეზიდენტის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი შესაძლოა, ახალი მოწვევის პარლამენტმა განიხილოს. 

ლუკაშენკოს ვარაუდით, “ახალ დეპუტატებს შესაძლოა, ჰქონდეთ სხვა არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც მან არ იცის”.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი არ შეიძლება, განიხილებოდეს, როგორც რუსეთის მხარდაჭერის ფაქტორი. “უფრო მეტად ეს არის ჩვენი ურთიერთობები – ბელორუსიისა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან”, - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ “რომ არა კოსოვო, არც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იქნებოდა”.

“ევროპას და ამერიკას ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ აზრთა სხვაობა, თუმცა მოქმედებდნენ შეთანხმებულად და ამჟამინდელ რუსეთზე გაცილებით ძლიერები აღმოჩნდნენ, თუმცა არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ რუსეთის მზარდი ზეგავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უახლოეს მომავალში სიტუაციას სხვა მიმართულებით არ შეცვლის” – დასძინა მან.

წაკითხულია: 810 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა. შეხვედრა, რომელიც ნიუ-იორკში მიმდინარეობდა ამერიკის, საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებიც მონაწილეობდნენ. სესიაზე პრეზიდენტებმა რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრეს. რა თქმა უნდა, აგვისტოში განვითარებული მოვლენები და რუსეთის ქმედებები იყო მიხეილ სააკაშვილი გამოსვლის მთავარი თემაც.

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს მოუწოდა, განახორციელონ შემდეგი პრინციპები:

1.უარი თქვან დუმილზე;
2.არაღიარების პოლიტიკა;
3.ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება;
4.კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცესის მნიშვნელობის გაზრდა;

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს მოვლენებს "მეორე ვარდების რევოლუცია" უწოდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესაა ” მეორე ვარდების რევოლუცია”, ანუ პასუხი რუსეთის აგრესიაზე. ამ აგრესიაზე პასუხი იქნება, რომ საქართველო იქნება უფრო მეტად ძლიერი და მეტად დემოკრატიული, ვიდრე არასდროს. საქართველო გახდა თავდასხმის ობიექტი იმიტომ, რომ არის წარმატებული დემოკრატია მსოფლიოს იმ ნაწილში , რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ  შევებრძოლებით ამ აგრესიის აჩრდილსა და ავტორიტარიზმს ყველაზე ძლიერი იარაღით, რომელიც გაგვაჩნია ჩვენს არსენალში. დავიცავთ თავისუფლებას ჩვენს საზღვრებში. ეს ფაქტი სხ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 798 | თარიღი: 24.09.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz