Главная » 2008»სექტემბერი»24 » სააკაშვილის გამოსვლის პარალელურად ქართულმა დიასპორამ ნიუ-იორკში, გაეროს შენობასთან აქცია გამართა
სააკაშვილის გამოსვლის პარალელურად ქართულმა დიასპორამ ნიუ-იორკში, გაეროს შენობასთან აქცია გამართა
14:52
პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის პარალელურად, ქართულმა დიასპორამ ნიუ-იორკში, გაეროს შენობასთან რუსული აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
რამდენიმე საათის განმავლობაში გაეროს ოფისთან შეძახილები “ STOP RUSSIA“ და საქართველოს ჰიმნი ისმოდა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს მიხეილ სააკაშვილიც შეხვდა. ადგილობრივმა ქართველებმა საქართველოს, ქართველი ხალხის, მიხეილ სააკაშვიის მხარდაჭერა გამოხატეს და ამ მძიმე ჟამს მთელს ქართველ ხალხს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს.