|
Главная » 2008 » სექტემბერი » 03
საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლის იგორ გაუნის განცხადებით, "ბალკანეთის კონფლიქტისგან განსხვავებით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ერთიანია". "ბალკანეთის კონფლიქტი 1957 წელს დაიწყო და 1995 წელს ევროკავშირის დადგენილებით დასრულდა, თუმცა მაშინ ევროკავშირი არ იყო ისეთი ერთსულოვანი, როგორც დღეს საქართველოსთან მიმართებაში" – განაცხადა გაუნმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-სთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში. მისივე თქმით, "ევროკავშირს ოთხი დღე დასჭირდა იმისათვის, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკური კლიმატი შეცვლილია და 1991 წლისა და 2008 წლის ევროკავშირს შორის დიდი განსხვავებაა". "კმაყოფილები უნდა ვიყოთ იმ ტემპებით, რომლითაც ევროკავშირი კონფლიქტის მოსაგვარებლად მოქმედებს. 90-იან წლებში ევროკავშირი არ იყო მზად ბალკანეთის კონფლიქტისთვის, თუმცა კონფლიქტის მოგვარება მაინც მოხერხდა, ეს კი იმის იმედს იძლევა, რომ საქართველოს რეგიონებთან დაკავშირებული კონფლიქტიც წარმატებით გადაიჭრება" - განაცხადა გაუნმა.
წაკითხულია: 843 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
საქართველოში საომარი მდგომარეობის გაუქმება ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესის შესუსტებას არ ნიშნავს. ეს განცხადება პარლამენტის საგანგებო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა, რომელმაც პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულება საკმაოდ ვრცლად განმარტა და საომარი მდგომარეობის ვადამდე შეწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა. "საომარი მდგომარეობის ვადამდე შეწყვეტა დეოკუპაციის შეჩერებას ნამდვილად არ ნიშნავს. დეოკუპაციის მიზნით ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ოკუპანტები არ დატოვებენ ცხინვალს და სოხუმს. იმის გათვალისწინებით კი, რომ პარლამენტს უკვე მიღებული აქვს დადგენილება, რომლის თანახმად ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები გამოცხადებულია ოკუპირებულად და ამ ტერიტორიებს მინიჭებული აქვთ ოკუპირებულის სტატუსი, ასევე პარლამენტი მუშაობს ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში კანონზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რაც ამ ტერიტორიების სტატუსს კიდევ უფრო მეტად გაზრდის, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საომარი მდგომარეობის გაუქმება" - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის თქმით, "რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლაა და ხელისუფლება რუსეთს ამ მიზნის მიღწევაში არ უნდა დაეხმაროს". როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, საომარი მდგომარეობა, რომელიც თავისთავად ფორს-მაჟორულ სიტუაციას ნიშნავს, აფერხებს გარკვეული ეკონომიკური პროცესების განხორცილებას, ტვირთების გადაზიდვებს, ასევე პრობლემები ექმნებათ სადაზღვევო კომპანიებს. "ყველამ უნდა დაინახოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ლოკალური ტერიტორიები ოკუპირებულია, ამ ტერიტორიების გარეთ ქვეყანა მაინც აქტიურ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 790 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის №4304 ბრძანების საფუძველზე, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ჭანკოტაძე დღემდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად მსახურობდა. საარტილერიო ბრიგადის მეთაურად პოლკოვნიკი ვახტანგ მაისურაძე დაინიშნა. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის №573 განკარგულებით, მაიორი ზურაბ აგლაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლად დაინიშნა.
წაკითხულია: 827 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ნოდია ხვალ ზუგდიდის რაიონში რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებულ სასწავლო დაწესებულებებს მოინახულებს და მათი რეაბილიტაციის გეგმას განიხილავს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ზუგდიდის №13 და №8 საჯარო სკოლებს ეწვევა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ნოდია ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში რეგიონალური რესურსცენტრების ხელმძღვანელებს და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდება. როგორც ცნობილია, რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლმა ჭურვმა მნიშვნელოვნად დააზიანა სოფელ ჭითაწყლის საჯარო სკოლა. ოკუპანტები დაბანაკებულები იყვნენ ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში, რის შედეგადაც კოლეჯის შიდა ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად განადგურდა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონში სასწავლო წელი გეგმიურად, 15 სექტემბერს დაიწყება.
წაკითხულია: 880 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებისა და ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება დღეს ერთხმად მიიღო.
საომარი მდგომარეობა ქვეყანაში ვადაზე ადრე შეწყდა, რისი მიზეზებიც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კენჭისყრამდე დეტალურად განმარტა.
საომარი მდგომარეობა ქვეყანაში რუსული აგრესიის განხორციელების გამო 9 აგვისტოს გამოცხადდა, შემდეგ მდგომარეობა 23 აგვისტოს გაგრძელდა და 8 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, ქვეყნის სტაბილურად განვითარებისთვის საჭიროა საომარი მდგომარეობის გაუქმება.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებში, ასევე, პარლამენტს უკვე მიღებული აქვს დადგენილება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ამ ტერიტორიების სტატუსი კიდევ უფრო გაიზრდება იმ კანონის ფარგლებში, რაზეც პარლამენტი უკვე მუშაობს – ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. საომარი მდგომარეობის გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად ბაქრაძემ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურად განვითარების საჭიროება და აუცილებლობა დაასახელა.
რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, იგი ცხადდება მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები რჩებიან.
წაკითხულია: 837 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ნიუ იორკ ტაიმსის” ახალ წერილში, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს ჯარის მდგომარეობაზე, ძალიან საინტერესო ადგილებს წავაწყდებით. სტატიის ავტორები არიან ჩივერსი, შანკერი და კლიფორდ ლევი ვაშინგტონიდან.
ამ სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს 29 წლის თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი რუსეთთან ხელახალ სამხედრო დაპირისპირებაზე ფიქრობს და ამისათვის ამერიკას დაახლოებით 8-9 მილიარდ დოლარს სთხოვს (Georgians Eager to Rebuild Army)
ამ დოლარებით მან თანამედროვე შეიარაღება უნდა იყიდოს, რომ შესძლოს და გაუმკლავდეს რუსულ ავიაციას, ასევე -მრავალრიცხოვანი ტანკების არმადას.
წერილში აგრეთვე წერია, რომ პენტაგონში ამბობენ - ”საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ამიტომაც ამერიკა საქართველოს დაეხმარება”. მაგრამ, მისცემს თუ არა კეზერაშვილს 8 მილიარდს, ეს ძალიან რთული სათქმელია.
სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი ბევრს ტრაბახობს საკუთარი ჯარის საოცარი გაბედულებით, სხვადასხვა დიპლომატების ინფორმაციით, რუსული შეტევის დაწყების მერე ქართული ჯარის დიდმა ნაწილმა მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა და გამოიქცა ბრძოლის ველიდან.
ნატოს ექსპერტები, სააკაშვილისგან განსხვავებით ამტკიცებენ, რომ ქართულ ჯარს დიდი რაოდენობის იარაღიც ვერ უშველის, რადგანაც არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები.
ხაზს უსვამენ ჯარის დეზორგანიზაციას და იქვე აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარი სულ არ იყო შეიარაღე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1060 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამნაღმველებმა ორი 500-კილოგრამიანი ბომბი გააუვნებელყვეს.
ქართულ-რუსული ომის პერიოდში რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ ჩამოგდებული აუფეთქებელი ბომბების გაუვნებელყოფა ვაზიანის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც გრძელდება.
გამნაღმველებთან ერთად ადგილზე რადიოლოგებიც მუშაობენ, რომლებიც ტერიტორიაზე რადიაქციულ მდგომარეობას ეცნობიან.
როგორც გაირკვა, ვაზიანში რუსული დაბომბვების სამიზნეს არა სამხედრო აეროდრომი, არამედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი წარმოადგენდა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ დროისათვის ვაზიანში განაღმვით სამუშაოებში მონაწილეობენ.
მათი განმარტებით, ჭურვები ძირითადად სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზეა ჩამოგდებული – იქ, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ერთ-ერთი მილი გადის, თავად სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე კი მხოლოდ ერთი ჭურვია აღმოჩენილი.
ბოლო დღეების განმავლობაში წარმოებული სამუშაოების მიმდინარეობისას სპეციალურმა ჯგუფმა უკვე 10 ბომბი გააუვნებელყო. ვაზიანის ტერიტორიაზე როგორც 500 კგ-იანი, 1 ტონიანი და ტონანახევრიანი ბომბებია აღმოჩენილი.
სპეციალისტების ვარაუდით, განაღმვითი სამუშაოები ვაზიანში კიდევ რამდენიმე კვირას გასტანს
წაკითხულია: 854 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის მთავარი სამხედრო პროკურორის სერგეი ფრიდინსკის განხცადებით, “სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დროს 70-ზე მეტი სამშვიდობო დაიღუპა და 340 დაიჭრა”.
“დღევანდელი მონაცემებით, სამშვიდობოთა შორის 71 ადამიანი დაიღუპა, 340 კი დაჭრილია”, - განაცხადა ფრიდინსკიმ.
მისივე თქმით, ყველა მათგანს და მათ ოჯახებს აქვთ უფლება, კომპენსაცია მოითხოვონ.
წაკითხულია: 818 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დნესტრისპირეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი იგორ სმირნოვი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ამ თვითაღიარებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობასაც აღიარებს.
მიუხედავად ამისა, კრემლში უკვე განაცხადეს, რომ “აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მაგალითი დრენსტისპირეთისთვის პრეცედენტი არ არის”.
აღსანიშნავია, რომ სმირნოვის მთავრობამ რეფერენდუმი ჩაატარა, რომელზეც, მისივე მტკიცებით, ადგილობრივი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დამოუკიდებლობასა და შემდგომ რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი.
წაკითხულია: 842 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 4.0/1
| კომენტარი (0)
|
ევროპარლამენტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სოჭში ჩატარების გადაწყვეტილების გადახედვას შესთავაზებს.
ამის შესახებ ”რია-ნოვოსტი” ევროპარლამენტიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მისი ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტში შესატანი ის ცვლილებები, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს, შეიცავს მიმართვას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისადმი:
- ”სერიოზულად იმსჯელოს იმაზე, არის თუ არა საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის გათვალისწინებით კვლავინდებურად საფუძვლიანი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში გამართვის თაობაზე”.
წაკითხულია: 857 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროპარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით რუსეთისთვის 2009 წელს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გამოყოფილი 60,5 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების ”გაყინვის” წინადადებით გამოდის.
ამის შესახებ კომიტეტის ხელმძღვანელმა, გერმანელი ”კონსერვატორების” წარმომადგენელმა რაიმერ ბოგემ განაცხადა. ”ეს იქნება ძლიერი პოლიტიკური სიგნალი”, - განაცხადა ბოგემ, რომლის პოზიციას ბელგიური საინფორმაციო საშუალებები აშუქებენ.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის იანუშ ლევანდოვსკის განცხადებით, ერთ-ერთ ვარიანტად რუსეთისთვის აღნიშნული თანხის გამოყოფის მის მიერ ”სარკოზი-მედვედევის” გეგმის შესრულებასთან დაკავშირება განიხილება.
მისივე თქმით, ”ევროპარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წელს რუსეთისთვის ევროკავშირის ფონდიდან 21 მლნ ევროს გამოყოფა ამ თანხის არამიზნობრივი გამოყენების საშიშროების გამო დაბლოკა”.
აღნიშნული წინადადება კომიტეტს ოქტომბერში წარედგინება, თუმცა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებამ კანონიერი ძალა მიიღოს, საჭიროა, მას მხარი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ დაუჭიროს.
წაკითხულია: 783 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს მთავრობა დახმარების სახით დიდ თანხებს ელოდება. იმისათვის, რომ ომისაგან მიყენებული იარები მოიშუშოს და ზედმეტი პრეტენზიები არ გამოთქვას, დასავლეთი საქართველოს მილიარდებს ჰპირდება.
2 მილიარდი დოლარი - აშშ-საგან, 1 მილიარდი ევრო (ლამის 1,5 მილიარდი დოლარი) - ევროკავშირისგან, 750 მილიონი - სავალუტო ფონდისაგან, 300 მილიონზე მეტი - მსოფლიო ბანკისაგან. ცივილიზებული დასავლეთი საქართველოს წაგებული ომის საფასურს უხდის.
რამდენად სწრაფად შემოვა დახმარებები სხვა საკითხია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ღრმა კრიზისში ჩავარდნილი საქართველოს ეკონომიკა მოზღვავებულ ტრანშებს ვერ გაუძლებს და ქვეყანაში ინფლაციური პროცესები დაიწყება. ქვეყანაში ისედაც მაღალი ინფლაციაა და მისი კიდევ უფრო ზრდა, სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენებს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან წამოსულმა ფინანსურმა დახმარებამ ქვეყანაში, შესაძლოა, ინფლაციური პროცესები გამოიწვიოს. როგორც ნარმანიამ განაცხადა, თუ დასავლეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარება დევნილებისათვის ფულადი კომპენსაციის სახით გაიცემა, ამან ინფლაციური პროცესების სტიმულირება მოჰყვება.
ნარმანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მიერ გამოყოფილი ფინანსები ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის უნდა გამოიყენოს და ეს თანხები გრძელვადიანი აქტივების შექმნას უნდა მოახმაროს.
“ეს დახმარებები არა ერთბაშად, არამედ ნაწილ-ნაწილ მოდის და ამიტომ, ინფლაციის დიდ საფრთხეს არ ქმნის. თუმცა, ხელისუფლებას წინდახედულება მართებს. თუკი ის შემოსული ფულადი დახმარებების
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 790 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ხმამაღალი შელაპარაკება დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილებსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მაშინ დაიწყო, როცა სააქცო საზოგადოება “მადნეულმა” კოდორის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირების ჰუმანიტარული დახმარება მიუტანა.
400-მდე გასაშლელი საწოლი კონტეინერიდან სასტუმრო “აფხაზეთთან” გადმოიტვირთვა. ფაქტს, როგორც მეტად მნიშვნელოვანს, მედიის თითქმის ყველა საშუალება აშუქებდა.
კონტეინერი სანახევროდ დაცლილი იყო, როდესაც ჟურნალისტებმა სასტუმროს წინ შეკრებილი ადამიანები შეამჩნიეს. ხანშიშესული ქალბატონები აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელს, თენგიზ ბენდელიანს ეჩხუბებოდნენ, რომელიც ყვიროდა, ჩვენ, ქალბატონო, აფხაზეთიდან დევნილები ვართ, ეს გასაშლელი საწოლები კი ჩვენი დევნილებისთვის გვინდაო.
- ”ნეტავ, ჩვენ ვისი დევნილები ვართ”?! - იყვირა თვალზე ცრემლომდგარმა ქალბატონმა, თუმცა კითხვაზე პასუხი არ მიუღია.
“უპატრონო” დევნილებსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებსა შორის კამათი მაშინვე შეწყდაროგორც კი სიტაუციაში გარკვევა გადავწყვიტეთ.
პირველი, ვისთანაც გასაუბრება ვცადეთ, ეს ორი შვილის ახალგაზრდა დედა იყო. ის კამათის დროს ჩუმად ტიროდა.
სოფიკომ (ძერწვისიდან), საკუთარი გვარის გამხელისგან თავი შეიკავა, მაგრამ ჩემთან საუბარზე უარი არ უთქვამს... მაშინვე ორივე შვილს ხელი მოკიდა, ჩემს წინ გამწარებულმა დაყარა (დიახ, “დაყარა”) და ნამტირალევმა მიყვირა: “გეკითხები, როდემდე ვაჭა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 809 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სამშაბათს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთი მშვიდად უყურებს ნატოს ხომალდების რაოდენობის ზრდას შავი ზღვაში, მაგრამ პირობა დადო, რომ ამაზე რუსეთის მხრიდან ”პასუხი აუცილებლად იქნება”.
რუსეთი მუდმივად აპროტესტებდა, რომ ნატოს ”მეტისმეტად ბევრი გემი ჰყავს შავ ზღვაში”. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი ნესტერენკოს თქმით, ამჟამად იქ ორი ამერიკული, ერთი პოლონური, ერთი ესპანური და ერთიც გერმანული ხომალდი იმყოფება.
რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ-მ შეძლო საქართველოში იარაღის შეტანა ჰუმანიტარული ტვირთის საფარველს ქვეშ.
- ”ჩვენ არ გვესმის, რას აკეთებენ ამერიკული გემები საქართველოს ნაპირებთან. მეორე საკითხია, თუ რატომ შემოვიდა ჰუმანიტარული დახმარება სამხედრო ხომალდებით, რომლებიც უახლესი სარაკეტო სისტემებითა არიან აღჭურვილნი”.
უზბეკეთში ვიზიტის დროს პუტინმა თქვა, რომ ნატოს გემებზე რეაქცია იქნება ”მშვიდი, ყოველგვარ ისტერიას მოკლებული, მაგრამ რა თქმა უნდა, იქნება პასუხი.” როცა პუტინს ჰკითხეს, კონკრეტულად რუსეთი რა ზომებს მიიღებს, პუტინმა უპასუხა: ”ნახავთ”.
რუსული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აკრიტიკებენ ევროპელების მუქარას, რომ საქართველოში წარმოებული ომის გამო პარტნიორულ ურთიერთობებზე შეთანხმება გაიყინება. მაგრამ რუსეთის წარმომადგენელი ევროკავშირში აცხადებს, რომ მას არ გაჰკვირვებია, როცა ბლოკმა უა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 795 |
თარიღი: 03.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|